• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ,,კატალეა”- დახვეწილი დიზაინის ხელნაკეთი სამკაულები

April 6, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ნატალია ჯაიანისთვის ახალ სფეროში ძალების მოსინჯვა ერთგვარი გამოწვევა და ბავშვობის სურვილის ასრულება იყო. მან ბავშვობის ჰობი – აქსესუარების შექმნა საყვარელ საქმედ აქცია და  ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი – ,,კატალეა’’ შექმნა. ბრენდი მომხმარებელს ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

 

 

როგორია ,,კატალეას’’ შექმნის ისტორია?

ხელნაკეთი ნივთების მიერ ინტერესი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მომყვება. ბებია დიზაინერი იყო და ულამაზეს კოსტუმებს, ყვავილებს, საქორწილო დიადემებსა და სხვა აქსესუარებს ქმნიდა. მისი ნამუშევრები იმდროინდელ ქართულ ჟურნალებში ხშირად იბეჭდებოდა. მე, მაშინ ძალიან პატარა გოგო,  მის სახელოსნოში დიდ დროს ვატარებდი და  ინტერესით ვადევნებდი თვალს. ვცდილობდი მეც რამე დამემზადებინა, თუმცა მერე ჩემი ცხოვრება მუსიკას დაუკავშირდა. ანსამბლ „მზიური“-ს წევრი გავხდი, მთელი დრო რეპეტიციებს, კონცერტებს და გასტროლებს მიჰქონდა. თითქოს მივივიწყე ჩემი ბავშვობის დროინდელი გატაცება, თუმცა შემდეგ კვლავ დავუბრუნდი და  სულ ვახერხებდი რაღაცის შექმნას, ჩემი შვილისთვის, ჩემთვის, მეგობრებისთვის. ძალიან მსიამოვნებდა, როცა ისინი  ჩემს შექმნილ აქსესუარებს ატარებდნენ. ცხოვრების რაღაც ეტაპზე კი ძალიან მომინდა ჩემი  ჰობი მექცია  უფრო მნიშვნელოვან საქმედ. ასე შეიქმნა „კატალეა“, რომელიც უკვე 1წლის გახდა, ჯერ ძალიან პატარები ვართ.

 

 

რატომ ,,კატალეა’’?

მინდოდა ჩემი ბრენდის სახელი ბუნებასთან, ყვავილთან ყოფილიყო დაკავშირებული. “კატალეა” ორქიდეას  ერთ-ერთი სახეობაა და ჟღერადობითაც ძალიან მომეწონა ეს სახელი. სწორედ ამიტომ ბრენდის ლოგოზეც ორქიდეას კონტური გვაქვს.

 

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

საზოგადოებას ვთავაზობთ ქალის ხელნაკეთ აქსესუარებს, თუმცა უნისექსი მოდელებიც მაქვს. სამკაულები არის განსხვავებული და მზადდება ნატურალური, მინერალური ქვების გამოყენებით. პროდუქციის დიზაინი ჩემია, თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა მრავალფეროვნება, მიყვარს დიდი არჩევანი, ფერთა გამა, სხვადასხვა სტილში შექმნილი პროდუქტი. კოლექციაზე მუშაობისას ვცდილობ შევქმნა სხვადასხვა დიზაინის პროდუქტი, მათ შორის კლასიკურიც, რათა ნებისმიერი ასაკის და გემოვნების ქალბატონმა თავისთვის მოსაწონი სამკაული იპოვოს ჩემთან.

 

 

სად არის შესაძლებელი თქვენი ბრენდის მოდელების შეძენა?

ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ –  ჩვენს ინსტაგრამ და  ფეისბუქ გვერდებზე.

 

გვესაუბრეთ კოლექციაზე …

გაზაფხულის კოლექცია რა თქმა უნდა გამოირჩევა ნათელი ფერებით, ორიგინალური დიზაინით და ,,კატალეასთვის’’ დამახასიათებელი სტილით. ასევე,  თითქმის დასრულებულია საზაფხულო კოლექცია. ჩვენი მომხმარებელი იხილავს მეტ ახალ აქსესუარს, მეტ მრავალფეროვნებას და საზღვაო სეზონის მოდელებს.

 

 

 

სამომავლო გეგმები..

როგორც უკვე ავღნიშნე ჯერ პატარები ვართ, თუმცა წინ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენს მომხმარბელს ვპირდებით ბევრ სასიამოვნო სიახლეს და ახალ-ახალ კოლექციებს. ამჟამად ვეძებ სივრცეს, სადაც  საშუალება მექნება  გამოვფინო ჩემი ნამუშევრები.

 

 

საკონტაქტო ინფო:

FB: Cataleya•კატალეა

INSTA: cataleya_gemstones

ასევე გაეცანი

#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე
OK! News

#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე

November 24, 2026
#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა
ინტერვიუ

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა

November 23, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი
ინტერვიუ

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე
ინტერვიუ

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

November 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კეიტ მოსის იშვიათი გამოჩენა! სუპერმოდელი ლონდონის ქუჩებში!

#OK! კეიტ მოსის იშვიათი გამოჩენა! სუპერმოდელი ლონდონის ქუჩებში!

May 21, 2021
#OK! ნინა წკრიალაშვილი 5 წლის შემდეგ გამოჩნდა!

#OK! ნინა წკრიალაშვილი 5 წლის შემდეგ გამოჩნდა!

December 7, 2023
#OK! „18 საათიანი დიეტით დავიკელი 73 კილო“ – იაკო ჭალაგანიძის გარდასახვა!

#OK! „18 საათიანი დიეტით დავიკელი 73 კილო“ – იაკო ჭალაგანიძის გარდასახვა!

May 6, 2023
#OK! „შედეგები მოვიდა და მე კიბოსგან თავისუფალი ვარ!“ – ჯესი ჯეიმ მკერდის კიბო დაამარცხა

#OK! „შედეგები მოვიდა და მე კიბოსგან თავისუფალი ვარ!“ – ჯესი ჯეიმ მკერდის კიბო დაამარცხა

May 24, 2026

კვირის ჰიტები

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! „ყვარლის ტბა“ წლის საუკეთესო რეზორტი

#OK! „ყვარლის ტბა“ წლის საუკეთესო რეზორტი

November 17, 2026
#OK! რატომ არის კეროლინ ბესეტ-კენედი 30 წლის შემდეგაც მოდის სამყაროს მთავარი მუზა

#OK! რატომ არის კეროლინ ბესეტ-კენედი 30 წლის შემდეგაც მოდის სამყაროს მთავარი მუზა

November 21, 2026
#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები