• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! საქართველო რეგიონული CX პლატფორმის ცენტრში – EECA CX Awards-ს ნათია ჯიბლაძე უხელმძღვანელებს

October 12, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის პირველად იქმნება საერთაშორისო Customer Experience-ის პლატფორმა, რომლის ცენტრშიც საქართველო აღმოჩნდა. Eastern Europe & Central Asia Customer Experience Awards (EECA CXA) უკვე ოფიციალურად გაიხსნა და Awards International-ის რეგონალურ მიმართულებას (EECA CXA) CX Hub-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ნათია ჯიბლაძე უხელმძღვანელებს. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. კომპანიებს, გუნდებსა და ლიდერებს საკუთარი პროექტების წარდგენა 2026 წლის 20 ნოემბრამდე, ადრეული რეგისტრაციის პერიოდში შეუძლიათ.

EECA CXA-ს მიზანი იმ ორგანიზაციების, პროექტებისა და ლიდერების აღმოჩენა და აღიარებაა, რომლებიც მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მიმართულებით რეალურ ცვლილებებს ქმნიან – იქნება ეს ორგანიზაციული კულტურის ცვლილება, მომსახურების გაუმჯობესება, ბიზნესპროცესების ტრანსფორმაცია, ციფრული ინოვაცია თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

 

რატომ ახლა და რატომ ამ რეგიონში?              

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე ბოლო წლებში არაერთი საინტერესო Customer Experience (CX), Employee Experience (EX), Service Culture, Digital Experience (DX) და AI ტრანსფორმაციის პროექტი შეიქმნა, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება.

სწორედ ამ რეალობის შეცვლას ისახავს მიზნად EECA CXA. ახალი პლატფორმა კომპანიებს საშუალებას აძლევს, საკუთარი გამოცდილება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე კი არ წარმოაჩინონ, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტშიც შეაფასონ.

 

ამ პროცესში საქართველო ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა კი არა, რეგიონული ჰაბი ხდება, რომელიც ყოველწლიურად რეგიონალურ დაჯილდოებასთან ერთად საერთაშორისო სპიკერებს და ექსპერტებსაც უმასპინძლებს და რეგიონის ბიზნეს საზოგადოებას საერთაშორისო პრაქტიკებს და Experience Economy-ის პირობებში ბიზნესის სტრატეგიული ხედვების ახალ მიმართულებებს გააცნობს CX & AI ტრანსფორმაციის პერსპექტივიდან. EECA CX & AI BUSINESS SUMMIT 2027, Awards International-ის წლევანდელი კონფერენციის CX VISION 2035-ის ერთგვარი იმპლიფიკაცია (EECA EDITION) იქნება აღმოსავეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის, რომელიც წელს ლონდონში უემბლის სტადიონზე იმართება და რეგიონულ ბიზნეს აუდიტორიას “Experience Strategic Management & AI Transformation – SHIFTING THE STRATEGIC VISION OF EASTERN EUROPE & CENTRAL ASIA BUSINESSES”  პერსპექტივებს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების საშუალებით გააცნობს.

პირველი EECA CXA დაჯილდოების ცერემონია და CX Business Summit საქართველოში 2027 წლის 17 ივნისს გაიმართება. პლატფორმაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კერძო კომპანიებს, ისე სახელმწიფო სერვისების წარმომადგენლებს, ტექნოლოგიურ და AI ორგანიზაციებს, HR, მარკეტინგის, საოპერაციო და Agile გუნდებს, ასევე Customer Experience-ისა და Employee Experience-ის მიმართულებით მომუშავე დეპარტამენტებსა და ლიდერებს.

პროექტის სათავეში – ქართველი ლიდერი

 

ახალი რეგიონული პლატფორმის ხელმძღვანელობა ნათია ჯიბლაძეს, CX Hub-ის თანადამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს, დაეკისრა. იგი Eastern Europe & Central Asia CX Awards-ის დირექტორის პოზიციაზე Awards International-ის ბრიტანულ გუნდთან ერთად იმუშავებს.

„Awards International-თან თანამშრომლობა და Eastern Europe & Central Asia CX Awards-ის ხელმძღვანელობა ჩემთვის და CX Hub-ისთვის დიდი პატივი და ამავდროულად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.  ჩვენი მიზანია, რეგიონში შეიქმნას სანდო საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც რეალურ ცვლილებებს აღმოაჩენს, პროფესიული შეფასების შესაძლებლობას შექმნის რეგიონალური და საერთაშორისო ჟიურის და ექსპერტიზის ჩართულობით და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საუკეთესო გამოცდილებებს გლობალურ აუდიტორიამდე მიიტანს ბრიტანეთის, ამერიკის და გალფის ქვეყნების ბიზნესების გვერდით. არაერთი ინდუსტრიის ბიზნესთან და მათ შორის კორპორატიულ ბიზნესთან მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების სტრატეგიული და სისტემური, მათ შორისო გაციფრულების და AI ანალიტიკის მიმართულებით 20 წლიანმა მუშაობამ საბოლოო ჯამში ერთიან ეკოსისტემად შეკრა და დამანახა, რომ საქართველო და რეგიონი უკვე მზად არის ამ დონის საერთაშორისო პროექტების რეგიონულ ბენჩმარკად იქცეს“, – ამბობს ნათია ჯიბლაძე.

EECA CXA-ს პარტნიორებს შორის არიან Customer Experience Professionals Association (CXPA) და Customer Experience Magazine (CXM). ახალი ინიციატივის ამოქმედებას უკვე გამოეხმაურა CXM-იც, რომელმაც რეგიონში Customer Experience-ის მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებასა და ახალი პლატფორმის მნიშვნელობას სპეციალური სტატია მიუძღვნა.

 

რა დგას ახალი პლატფორმის უკან?

EECA CXA ორი ორგანიზაციის გამოცდილებას აერთიანებს. ერთი მხრივ, არის Awards International -საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოებების მართვისა და კომპანიების პროფესიული შეფასების მრავალწლიანი გამოცდილებით. მეორე მხრივ კი – CX Hub, რომელსაც რეგიონის ბიზნესგარემოს, ინდუსტრიებისა და Customer Experience-ის ადგილობრივი სპეციფიკის ცოდნა მოაქვს.

Awards International-ს 17-წლიანი ისტორია აქვს. ორგანიზაცია Customer Experience Awards-ის გარდა Employee Experience Awards-ს, International Sustainability Awards-სა და ESG Awards-ს მართავს დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, გალფის ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.

ორგანიზაციის დამფუძნებლის, Neil Skehel-ის, პროფესიული გამოცდილება კი თავად ამ ისტორიის ნაწილია. Skehel 20 წლის განმავლობაში McDonald’s UK-ში Innovation & Operational Excellence-ის ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. მოგვიანებით FMCG-სა და მომსახურების სფეროებში კონსულტაციას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა BP, Shell და Barclays. დღეს ის Awards International-ის UK, US, UAE, Serbia და Cyprus მიმართულებების Founder and Chairman-ია და ასევე Customer Experience Magazine-ისა და CXScoop-ის მფლობელია.

 

CX Hub – ქართული ბაზრიდან რეგიონულ მასშტაბზე გადასვლა

CX Hub და CX Business Summit Georgia ნათია ჯიბლაძემ და ნანა ახობაძემ დააფუძნეს. ორგანიზაციის გუნდს მომხმარებლის გამოცდილების, ბიზნესის მართვის, კვლევის, მომსახურების განვითარებისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მიმართულებით 20-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს.

დღეს Awards International-თან პარტნიორობა CX Hub-ისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს – ქართული ბაზრიდან რეგიონულ მასშტაბზე გადასვლას.

CX Hub-ის საქმიანობა აერთიანებს Customer Experience-ს, Service Design-ს, Experience Management-ს, CX გაზომვას, მონაცემებს, ტექნოლოგიებსა და AI ტრანსფორმაციას. კომპანია სხვადასხვა ინდუსტრიის ორგანიზაციებთან მუშაობს, მათ შორის საბანკო და ფინანსური მომსახურების, დაზღვევის, ლიზინგის, ენერგეტიკის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, B2B, ციფრული პროდუქტებისა და ტექნოლოგიური სერვისების მიმართულებებით.

 

სააგენტო კომპანიებს ეხმარება CX/EX/DX კვლევებსა და დიაგნოსტიკაში, მომხმარებლის გზებისა და ბიზნესპროცესების დიზაინსა და რედიზაინში, Customer Feedback Management-ში, CX და AI Maturity-ის შეფასებაში, სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, პროცესების დიზაინსა და ავტომატიზაციაში.

ნათია ჯიბლაძის ხედვით, რეგიონის მთავარი ღირებულება უკვე შექმნილ გამოცდილებებშია – ამოცანა კი მათი აღმოჩენა, შეფასება და საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანაა.

„ჩვენს რეგიონში უკვე იქმნება მნიშვნელოვანი CX, EX, DX, HX, Organizational Culture, ციფრული და AI ტრანსფორმაციის მაგალითები, თუმცა მათი ნაწილი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ჯერ კიდევ უცნობია. გვინდა, EECA CX Awards გახდეს სივრცე, სადაც ეს ისტორიები პროფესიული კრიტერიუმებით შეფასდება და სხვა ორგანიზაციებისთვის განვითარების სტიმულად იქცევა. ამ მნიშვნელოვან გზაზე კი ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის, ბიზნესის სტრატეგიული მიმართულების გადააზრებისა და მონაცემებზე დაფუძნებული, ბიზნესის მდგრადი განვითარების თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის CX Hub-ის ეკოსისტემა უკვე არაერთ ბიზნესს უჭერს მხარს და მათი მეგზურია“, – აღნიშნავს CX Hub-ის თანადამფუძნებელი, ნანა ახობაძე.

 

აქ მთავარი მხოლოდ გამარჯვება არ არის

დღეს ძლიერი ბრენდისთვის საკმარისი აღარ არის იმის თქმა, რომ მომხმარებელზე ზრუნავს. კომპანიამ უნდა აჩვენოს, რა შეცვალა რეალურად – როგორ გაამარტივა მომხმარებლის გზა, როგორ გამოიყენა უკუკავშირი, როგორ გააუმჯობესა თანამშრომლების გამოცდილება, როგორ გამოიყენა ტექნოლოგია და AI და რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა ბიზნესის შედეგებზე.

სწორედ ამ რეალურ ცვლილებებს ეძებს EECA CXA.

პლატფორმაში მოხვედრა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ტრანსფორმაცია საერთაშორისო კონტექსტში დაინახონ, მიღწეული შედეგები სისტემურად შეაფასონ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს შეადარონ.

ამასთან, პროექტის პირველი წლის მონაწილეებს განსაკუთრებული როლი ექნებათ – სწორედ ისინი შექმნიან იმ პირველ რეგიონულ ბენჩმარკს, რომელიც მომავალში Eastern Europe & Central Asia-ის CX ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთ საზომად შეიძლება იქცეს.

 

ასევე გაეცანი

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“
OK! News

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

October 12, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
OK! News

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება
OK! News

#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება

October 9, 2026
#OK! ვიდეო: სელინ დიონი პარიზში კონცერტის დროს სცენაზე დაეცა
OK! News

#OK! ვიდეო: სელინ დიონი პარიზში კონცერტის დროს სცენაზე დაეცა

October 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 47 წლის ქეით მოსის და 18 წლის ლაილა გრეისის ერთობლივი გამოჩენა: ვარსკვლავური დედა-შვილი რომში იმყოფება

#OK! 47 წლის ქეით მოსის და 18 წლის ლაილა გრეისის ერთობლივი გამოჩენა: ვარსკვლავური დედა-შვილი რომში იმყოფება

June 28, 2021
#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

May 23, 2022
#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე

#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე

January 28, 2023
#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

July 20, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 9, 2026
#OK! კაილი ჯენერის შესაძლო ორსულობა – რა გახდა ახალი სპეკულაციის მიზეზი

#OK! კაილი ჯენერის შესაძლო ორსულობა – რა გახდა ახალი სპეკულაციის მიზეზი

October 5, 2026
#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

October 6, 2026
#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები