• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული პირველად ალაპარაკდა – რას ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი ძალადობის ბრალდებებზე, ურთიერთობასა და ბავშვის მამობის საკითხზე

October 8, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ნატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული პირველად ალაპარაკდა – ბაჩუკი ჩხვიმიანმა „სანდო წყაროს“ რეპორტაჟში ვიბლიანთან სექსუალური კავშირის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მათ შორის ურთიერთობა ნებაყოფლობითი იყო და გაუპატიურების ბრალდებას არ ეთანხმება.

ჩხვიმიანი კატეგორიულად უარყოფს ნატა ვიბლიანის მონათხრობს, რომლის მიხედვითაც მასზე ბავშვობიდან სისტემატურად ძალადობდა და 9 წლის ბავშვთან რაიმე სახის კავშირს გამორიცხავს.

„ეს იყო 16 წლიდან და ჩვენი ურთიერთობა მოხდა 17-ში. ნატა იყო 17 წლის. მე ვიქნებოდი მაშინ 33 წლის“.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ნატა ვიბლიანთან სექსუალური კავშირი, ჩხვიმიანი პასუხობს:

„კი, ახლაც ვამბობ მაგას, რომ მთაში მოხდა ეს ჩვენი ურთიერთობა“.

ჩხვიმიანი იხსენებს იმასაც, რომ ერთ დღეს მოზარდის დედამ სახლში დაიბარა, უთხრა, რომ მის შვილზე ძალადობის კვალი არსებობდა და საქმის გარჩევა დაუწყო.

„გაგიუპატიურებიაო ჩემი შვილიო და მის მერე იყო ეს, რომ დამაბრალეს, სახლი დამიცხრილიაო“.

ჩხვიმიანი ამ ბრალდებასაც კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ნატა ვიბლიანის ბრალდებების საპასუხოდ ხატზეც კი დაიფიცა.

„ხომ მაბრალებდა, 9 წლიდან მაუპატიურებდაო – მაგაზე დავიფიცე, რომ არასწორია. საქონლის სადგომში გაუპატიურებაზე, სასაფლაოზე გაუპატიურებაზე – იმაზეც დავიფიცე. ცხოვრებაში რომ არ გიფიქრია საერთოდ ასეთ რაღაცებზე – რას ჰქვია ეს, რა სისულელეა.“

იგი ამტკიცებს, რომ ვიბლიანის მიერ აღწერილი ბევრი ეპიზოდი რეალურად არ მომხდარა. მათ შორისაა:  ცხენზე დაბმის, იარაღით მუქარის, საქონლის სადგომსა და სასაფლაოზე გაუპატიურების შესახებ ბრალდებები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნატა ვიბლიანის მოზარდობის პერიოდში ორსულობას უკავშირდება. ნატა ამბობს, რომ 17 წლის ასაკში შვილი გააჩინა და ბავშვის მამად სწორედ ბაჩუკი ჩხვიმიანს ასახელებს.

„ეს იყო ბაჩუკი ჩხვიმიანის შვილი. ბაჩუკიც ესწრებოდა ამ ყველაფერს და ბაჩუკის მანქანით წავედით საავადმყოფოში“.

ორსულობას თავად ჩხვიმიანიც ადასტურებს, თუმცა ბავშვის მამობას უარყოფს. მისი თქმით, ნატასთან ურთიერთობა ორსულობამდე და ორსულობის შემდეგ ჰქონდა, თუმცა ბავშვი მისი არ იყო.

ნატა ვიბლიანის ვერსია კი რადიკალურად განსხვავებულია. ქალი ამბობს, რომ მასზე ძალადობა ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა და ეს დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ძროხის მოსაწველად მისული ბაჩუკი ჩხვიმიანი იქ მოვიდა, თავისი საქმე გააკეთა და მე იქ უგონოდ დამაგდო“, – იხსენებს დაზარალებული.

ნატა ვიბლიანი ძალადობაში მხოლოდ ბაჩუკი ჩხვიმიანს არ ადანაშაულებს. მის მონათხრობში სხვა პირებიც ფიგურირებენ, მათ შორის ბაჩუკი ჩხვიმიანის ძმა, მალხაზი, და ბიძაშვილი, როდერ ჩხვიმიანი.

მალხაზ ჩხვიმიანთან დაკავშირებით რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ნატა ვიბლიანის მოზარდობის პერიოდში ის სასჯელს იხდიდა და ციხეში იმყოფებოდა. ხოლო როდერ ჩხვიმიანი ამტკიცებს, რომ მაშინ ჯარში მსახურობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ნატა ვიბლიანი გამოიკითხა, მოგვიანებით კი მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ამ ეტაპზე ბაჩუკი ჩხვიმიანი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ სიმართლის დადგენის შემთხვევაში შედეგს არ გაურბის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! “ბავშვია, რა ემახსოვრება” – რატომ უჭირს საზოგადოებას ძალადობის მსხვერპლის მოსმენა

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო   
OK! News

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო  

November 2, 2026
#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან
OK! News

#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან

November 2, 2026
#OK! კენდის სვეინპოლი დაინიშნა? – პაპარაცებმა მოდელი ოქროს ბეჭდით შენიშნეს
OK! News

#OK! კენდის სვეინპოლი დაინიშნა? – პაპარაცებმა მოდელი ოქროს ბეჭდით შენიშნეს

November 2, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს
OK! News

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები