• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

მრავალპროფილური კარიერა – მოდელი ნათია შელეგია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე

July 16, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ასაკის მატება ბუნებრივი და შეუფერხებელი პროცესია, რომელიც ადამიანს არაერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარების კუთხით.ქართული OK! -ს სტუმარი მოდის ინდუსტრიის გამორჩეული სახე, ნათია შელეგიაა – პირველი „ვიცე-მის საქართველო 1990“, რომლის კარიერული წინსვლაც სცენაზე მიღებული ტიტულით არ დასრულებულა. მან წლების განმავლობაში არაერთი პროფესია აითვისა, საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსია შექმნა და დღეს მრავალმხრივი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საქმიანობა აქვს.

 

 

90-იან წლებში „ვიცე-მის საქართველოს“ ტიტული მოგენიჭათ. რა იყო იმდროინდელი წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი და რას ნიშნავს ეს ტიტული თქვენთვის?

1990 წლის „მის საქართველო“ პირველი კონკურსი იყო, რომელიც საქართველოში ჩატარდა. იმ პერიოდთან არცთუ კარგი მოგონებები მაკავშირებს. ამის მიზეზი ის არის, რომ კონკურსი ძალიან არაორგანიზებული იყო. შესარჩევი ტურები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში იმართებოდა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. იმდენად ბევრი, რომ მაყურებლების ნაწილი სცენაზე იჯდა, კონკურსანტებს მათ შორის გავლა გვიწევდა. მსგავსი ფაქტორებით გამოწვეულ დაძაბულობას მიკერძოებულობა, არამეგობრული გარემო და არაპროფესიონალი ჟიურის წევრები ემატებოდა. მონიჭებული ნომერი კენჭისყრის გარეშე, მეორე ტურში შემიცვალეს. ამის გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ ბოლო ნომერი ვიყავი და სხვა მონაწილეებთან შედარებით უფრო მეტი ოვაცია დავიმსახურე. ამ კონკურსზე წარმატების მთავარი პირობა ჩემი გარეგნული მონაცემები იყო, ხოლო მიღებულ ტიტულს, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია.

 

როგორ შეძელით მოდელობის პარალელურად სხვა მიმართულებების აღმოჩენა და მათი თანმიმდევრული განვითარება?

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავამთავრე და პროფესიით პიანისტი ვარ. ორი წელი ვმუშაობდი ოპერის თეატრის საბალეტო დასში კონცერტმაისტერად. მიუხედავად ამისა, მოდელობა ჩემი მეორე საქმიანობა გახდა. ის პროფესია ვარჩიე, რომელიც მეტად შემოსავლიანი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, მოდელობის პარალელურად, მუშაობა სარეკლამო სააგენტოში დავიწყე, სადაც პასუხისმგებელი პრინტსა და ბეჭდვაზე ვიყავი. არაერთ დიზაინერთან, სტამბის წარმომადგენელთან მქონდა კომუნიკაცია. ამის დამსახურებით, ცოდნა გრაფიკულ დიზაინში გავიღრმავე და თითქმის ყველა საჭირო პროგრამა შევისწავლე. გავიარე კურსები და დღეს გრაფიკოს-დიზაინერად ვმუშაობ. ჩემი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ღვინის კულტურას უკავშირდება, გავიარე ღვინის დეგუსტაციისა და ბართენდერის სრული კურსი. ყოველთვის მიყვარდა კარგი ღვინო და კოქტეილები.

 

თქვენთვის ასაკის მატება უფრო უპირატესობაა თუ დაბრკოლება? როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ?

ადრე თითოეულ ახალგაჩენილ ნაოჭსა და ჭაღარაზე ვნერვიულობდი. დროის გასვლასთან ერთად მივხვდი, რომ საკუთარ თავსა და სხეულთან ჰარმონიულად ყოფნა უპირველესია. ასაკის მატების მიუხედავად, ყოველთვის უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის მიღება და აღიარება, მასზე ზრუნვა და გაუმჯობესება. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც შენთვის უცნობ ადამიანს ასაკით იმაზე პატარა ჰგონიხარ, ვიდრე რეალურად ხარ.

 

 

გამოწვევები, რომლებიც შეგხვდათ კარიერული განვითარების გზაზე. როგორ გაუმკლავდით მათ?

პროფესიულ გზაზე არაერთი გამოწვევა და სირთულე შემხვდა. შარშან გადავწყვიტე გრაფიკული პროგრამის შესწავლა და მოუშენ დიზაინერის სერტიფიკატი ავიღე. სწავლის პირველი კვირა სულ ვტიროდი. მიუხედავად ამისა, დანებებაზე არასდროს მიფიქრია. მიმაჩნია, რომ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა და მათ მისაღწევად დაუღალავი შრომა სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

 

როგორ ახერხებთ კარიერულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვას?

არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, რომელიც მუდამ ჩემ გვერდითაა და არაფერში მზღუდავს. გარდა ამისა, ბალანსის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ფაქტორი დროის სწორი გადანაწილებაა.

 

თქვენი წარმატებული და მრავალმხრივი კარიერა ბევრისთვის შთაგონების წყაროა. რას ურჩევდით მათ, ვინც მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე ფიქრობს?

საკუთარი თავის განვითარებას არ აქვს ასაკი. ყველაფერი, რაც ადამიანს გულით სურს, სრულად მიღწევადი და სწავლებადია. მთავარია არასდროს გაჩერდეთ გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ და ყოველთვის მეტის გაკეთების სურვილი გქონდეთ.

 

სამომავლო გეგმები…

56 წლის ვარ და ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, გაჩერებას არ ვაპირებ. თუ რა გეგმებზეა საუბარი, ამას ეტაპობრივად აუცილებლად გაგიზიარებთ.

 

 

ტექსტი: ანო ბუხრაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა
OK! Business

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე
ინტერვიუ

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Health&Beauty SVR Sebiaclear აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლა
Uncategorized

#OK! Health&Beauty SVR Sebiaclear აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლა

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

July 15, 2025
#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

February 10, 2025
#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

October 28, 2022
#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

May 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

October 12, 2026
გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

October 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები