OK! ჟურნალი | ინტერვიუ | advocatory.ge
სისხლის სამართლის ადვოკატის ძიებისას Google-ში ხშირად ჩნდება იურიდიული პლატფორმა https://advocatory.ge/ge ,სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ადვოკატების — მარიამ ჭყონიასა და ლაშა ჯანიბეგაშვილის საქმიანობის შესახებ.
Entrepreneur Georgia-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვინ არიან ადვოკატები მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი — პროფესიული ბრძოლის გზა საუბარია 2 ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასა და მნიშვნელოვან სამართლებრივ საქმეებზე.
მარიამ ჭყონია არის ცნობილი სისხლის სამართლის ადვოკატი, რომლის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე advocatory.ge.
ისინი ქართული იურისპრუდენციის ცნობილი წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ათწლეულის განმავლობაში ერთობლივად, სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და ბიზნეს დავების მიმართულებით, არაერთი კლიენტი დაიცვეს და საქმეები წარმატებით მიიყვანეს დასრულებამდე
ჟურნალ OK!-ის მკითხველებს ვთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ლაშა ჯანიბეგაშვილთან და მარიამ ჭყონიასთან — ემიგრაციაში საქმიანობაზე, განსაკუთრებულ სამართლებრივ შემთხვევებსა და ქართული სამართლის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ვინ არიან ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია?
ლაშა ჯანიბეგაშვილსა და მარიამ ჭყონიას პირად არქივში აქვთ საუკუნის პროცესი – ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია შემდეგ წყაროებში:
ამ საკონსტიტუციო დავამ მნიშვნელოვანი დისკუსია გამოიწვია საქართველოს ადვოკატთა პროფესიულ წრეებში. საქმე ეხებოდა ადვოკატთა ასოციაციის პროფესიის მონოპოლიზებას. საკონსტიტუციო დავის ფარგლებში ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამაც, რომ პროცესი ეხებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც დაახლოებით 10 000 ადვოკატს აერთიანებს და დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ორგანიზაციის იძულებით წევრობა სავალდებულო აღარ იქნებოდა.
ამ საქმეში ლაშამ და მარიამმა 10 000 ადვოკატისგან შემდგარი უზარმაზარი ასოციაცია გაუმჯობესების მიზნით რეალურად დაშლის პირას მიიყვანეს, ითხოვდნენ ევროპული მოდელის მიხედვით, ნებაყოფილობითი წევრობა ყოფილიყო, რადგან თავისუფალი პროფესიის პირებად მიიჩნევდნენ თავს და რომელიმე ორგანიზაციის იძულებით წევრობა ადვოკატის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევდა.
ევროპის ადვოკატთა საბჭოს ჩართულობა
საქმის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ამ საკითხზე სამართლებრივი პოზიცია გამოხატა ევროპულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ — ევროპის ადვოკატთა საბჭომ (CCBE), რომელიც აერთიანებს ევროპის 45 ქვეყნის ადვოკატურებს და დაახლოებით ერთ მილიონზე მეტ ადვოკატს.
.
ლაშა ჯანიბეგაშვილი 20 წელზე მეტია მოღვაწეობს იურიდიულ სფეროში. სტატისტიკის მიხედვით, მის მიერ წარმოებული საქმეების 90%-ზე მეტი წარმატებით დასრულდა. ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ადვოკატი საქართველოში — ადვოკატი, რომელიც სისტემის წინააღმდეგ წინ მიდის მაშინ, როცა სხვები უკან იხევენ.
მარიამ ჭყონია კი სისხლის სამართლის ადვოკატია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი, სისხლის სამართლის მაგისტრი — განსაკუთრებული სპეციალიზაციით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განრიდებისა და რესოციალიზაციის სფეროში. ის ლაშა ჯანიბეგაშვილის პარტნიორი ადვოკატი და მეუღლეა — ერთი გუნდი ცხოვრებაშიც და საქმეშიც.
როგორც ჩანს, ადვოკატ მარიამ ჭყონიასა და ლაშა ჯანიბეგაშვილის ბევრი საქმე ფართო საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს.

სოციალური ქსელი — 200 000 მიმდევარი, დიდი მედია საშუალებაა
ლაშა ჯანიბეგაშვილი Facebook-ზე 200 000-ზე მეტი გამომწერის მქონე გვერდს და ჯგუფებს მართავს.ლაშა ჯანიბეგაშვილი/Lasha Janibegashvili; lasha Janibegashvili
ისინი საშუალებას იძლევა კლიენტების პრობლემები ფართო აუდიტორიამდე მივიდეს
მას სოციალურ გვერდზე ბევრი გამარჯვებები აქვს გამოქვეყნებული, რომელსაც მილიონობით ნახვა და დადებითი გამოხმაურებები აქვს.
“ყველაზე საშიში ადვოკატი ის არის, რომელსაც არაფრის არ ეშინია. მე შემიძლია მოწინააღმდეგე მხარის სისუსტეების წაკითხვა, სამართალწარმოებისას უკანონო ქმედებების გასაჯაროება და დიდ აუდიტორიამდე მისვლა. ჩემი გვერდის მეშვეობით ვახდენ კორუფციის, ნეპოტიზმის გამორიცხვას ან მინიმალურ რისკამდე დაყვანას.”
— ლაშა ჯანიბეგაშვილი
ბევრ შემთხვევაში კლიენტები ლაშასთან კონსულტაციის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს „ჩეკს ჩაუგდებდნენ“ — ანუ შემდეგი ნაბიჯების სამართლებრივ შედეგებს გაუმჟღავნებდნენ — და პრობლემა მოლაპარაკებით, სასამართლომდე მისვლის გარეშე, გვარდებოდა.
მარიამ ჭყონია კი სოციალური ქსელის გვერდს „ადვოკატი მარიამ ჭყონია • Lawyer Mariam Tchkonia“ — იყენებს საზოგადოებისთვის პროფესიული ინფორმაციის გასაზიარებლად: სამართლებრივ სიახლეებზე, უფლებებზე, პრაქტიკული რჩევებით.
სისხლის ადვოკატი მარიამ ჭყონია სხვადასხვა პლათფორმებზე 200 000 -ზე მეტი მიმდევარი ჰყავთ,
რაც საქართველოს ბაზარზე მათ, როგორც იურისტებს, უპირობო ლიდერებს ხდის.
ემიგრაცია: საქმიანობა საზღვრის გარეთ, გული – საქართველოში
ჟურნალ OK!-ის კითხვაზე — “რა გამოწვევები ახლავს ემიგრაციაში ყოფნას?” — ორივე ადვოკატი ღიად პასუხობს.
“ემიგრაცია არის ცხოვრების ის ეტაპი, როდესაც ადამიანი ტოვებს ძველ გარემოს, კარიერას და იწყებს სრულიად ახალ ცხოვრებას. ყველაფერი თითქმის ნულიდან. ეს, რა თქმა უნდა, დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული — მაგრამ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენ ჩვენს საქმიანობას დისტანციურად ვახორციელებთ და კავშირი ჩვენს ქვეყანასთან არ დაგვიკარგავს — საქართველოში საკმაოდ ცნობილები ვართ და საზოგადოების დიდ ნაწილს კვლავ სურს ჩვენთან საქმიანი ურთიერთობა.”
— მარიამ ჭყონია
ლაშა ჯანიბეგაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს დატოვება ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება არ ყოფილა — ეს პირადი და ოჯახის უსაფრთხოების საკითხი იყო.
“მიზეზი პრობლემების წარმოშობის იყო ადამიანის უფლებების ძალიან ეფექტური დაცვა — მოწინააღმდეგეებს ყოველთვის ძალიან დიდ პრობლემებს ვუქმნიდი. ვდგებოდი ძალით გამტან, კორუფციაში გარეულ, გავლენიან დიდ ხალხს — ადამიანების დასაცავად. სამართლით მეჯობნა, მაგრამ მათ მხარეს სისტემა იდგა.”
თუმცა ჩემი ქვეყნის დატოვება არ ყოფილა ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება. ეს გამოწვეული იყო უკანონო დევნით, რომელსაც ახორციელებდა ორგანიზაცია, ხელისუფლების წახალისებით.
აღნიშნული გარემოებების გამო ამავე ორგანიზაციის წინააღმდეგ უკვე წარდგენილია სარჩელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ასევე მოთხოვნილია პოლიტიკური თავშესაფარი.
ამ საქმეების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა აშკარა და პირდაპირი გავლენა იქონიოს თავად ორგანიზაციაზე. კერძოდ, არ არის გამორიცხული, გადაიხედოს მისი საერთაშორისო მხარდაჭერისა და დონორული გრანტების მიღების საკითხიც, რადგან ასეთ ვითარებაში სერიოზული კითხვები ჩნდება პროფესიული თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის შესახებ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როდესაც ადვოკატს კლიენტებთან არ აქვს სამართლებრივი ან ეთიკური პრობლემა, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობა არ უნდა უქმნიდეს ადვოკატებს პრობლემას. ეს არ შეესაბამება არც პროფესიული დამოუკიდებლობის პრინციპებს და არც საერთაშორისო სტანდარტებს.
— ლაშა ჯანიბეგაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია საზღვარგარეთ არიან, კლიენტებს კვლავ ემსახურებიან — დისტანციურად, ციფრული პლატფორმების მეშვეობით, პარტნიორ ადვოკატებთან ერთად და რაც ყველაზე მთავარია — ეფექტურად.
საადვოკატო პრაქტიკიდან: საქმეები, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია
როგორც ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის იურიდიული საქმიანობის პრაქტიკიდან ჩანს, მისი საქმეების ნაწილი აღწერილია პლატფორმაზე
ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია ასობით საქმეს ითვლიან პრაქტიკაში. ჩვენ გამოვარჩიეთ მცირე ოდენობით ის შემთხვევები, რომლებიც ქართული სამართლებრივი ისტორიის ნაწილად იქცა.
როგორ გადაარჩინა ადვოკატმა კლიენტის 3 მილიონი დოლარის ქონება ერთ დღეში?
ბათუმიდან ჩამოსული ქართველი ბიზნესმენი კარგავდა ყველაფერს: მიწებს, კორპუსებსა და რესტორნებს — თბილისსა და ბათუმში. ღირებულება — დაახლოებით 3 მილიონი დოლარი. ბანკი ამ ქონების აუქციონზე გატანას ორშაბათს გეგმავდა. ბიზნესმენი მზად იყო დავალიანების სრულად დასაფარად — ითხოვდა მხოლოდ ექვსთვიან ვადას. ბანკი არ დათანხმდა.
ხუთშაბათს ლაშა ჯანიბეგაშვილი ჩაერთო საქმეში. პარასკევს ჩააბარა ოფიციალური მინდობილობა, განცხადება და მტკიცებულებები. ორშაბათს ქონება აუქციონზე არ გავიდა. სამშაბათს ბანკის წარმომადგენელი პირადად დაუკავშირდა ადვოკატს.
“ბატონო ლაშა, ამას ალბათ არც უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ გეტყვით — მას შემდეგ, რაც თქვენ ჩაერთეთ, ხელმძღვანელობამ პოზიცია შეცვალა.”
— ბანკის თანამშრომელი:- (ლაშა ჯანიბეგაშვილს)
ბანკმა მოლაპარაკების გზა აირჩია. ქონება გადარჩა. ეს შემთხვევა დღემდე ციტირებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური სამართლებრივი ჩარევის მაგალითი ბიზნეს-სამართლის სფეროში.
იხილეთ:- 3 მილიონი დოლარის ქონების აუქციონზე რეალიზაციის შეჩერება ლაშა ჯანიბეგაშვილის ჩართულობით

Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად,
კოჯორში მიწასთან დაკავშირებული დავა თბილისის მერიასთან — 28 დღეში დასრულდა
დავა თბილისის მერიასთან, რომელიც ნაკვეთის რეკრეაციულ ზონაში გადაყვანას ეხებოდა და წლების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, 28 დღეში დასრულდა სასამართლოს გარეშე. ეს ვადა ქართული სამართლებრივი პრაქტიკისთვის ნამდვილად რეკორდულია, გასათვალისწინებელია, თუ რამდენ წელს გრძელდება ჩვეულებრივ ასეთი ტიპის ადმინისტრაციული დავები.
ლაშა ჯანიბეგასილის ეფექტი: სამშენებლო კომპანიამ 10 წუთში შეცვალა გადაწყვეტილება: 200 000 -ის ნაცვლად — სახლი და ნახევარი მილიონი შესთავაზა მოდავე მხარეს
რატომ გადაიხადა სამშენებლო კომპანიამ 300 000 დოლარზე მეტი, რომ ადვოკატი საქმეში არ ჩართულიყო?
ცნობილ სამშენებლო კომპანიას კლიენტთან ჰქონდა მიწის დავა — 700 კვ.მ.-ის ნაკვეთი. კომპანია სთავაზობდა მოდავე მხარეს 200 000 დოლარს და ჯერ კიდევ აუშენებელ კარკასს.
ლაშა ჯანიბეგაშვილთან ერთად მომჩივარმა სამშენებლო კომპანიის იურიდიულ წარმომადგენელს განუმარტა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა სამართლებრივი ბრძოლის შემთხვევაში.
სამშენებლო კომპანიამ 10 წუთში შეცვალა გადაწყვეტილება ერთი პირობით: ადვოკატი საქმეში არ ჩაერთოს” ეს მომცივარი მეტად არც დამკავშირებია მოაგავრა საქმე.
როგორია ლაშა ჯანიბეგაშვილის, როგორც ადვოკატის, მუშაობის პრინციპები საქართველოში და როგორც იურიდიული ფირმის ხელმძღვანელის -საზღვარგარეთ?
ძალიან მარტივია თუკი მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი თავიანთ საქმეებში არიან ლიდერები. ვთვლი, რომ ადვოკატები დარბაზს გარეთ მეფეები ვართ, მითუმეტეს როცა 200 000-ზე მეტი ადამიანი გიმაგრებს ზურგს.
იტალიაში მოგებული 2 მილიონი ევრო — ქართველი ემიგრანტის ლატარიის საქმე და შესაძლო შანტაჟის გამოძიება
მიმდინარე საქმე ეხება ქართველ ემიგრანტს, რომელმაც იტალიაში ლატარიაში დაახლოებით 2 მილიონი ევრო მოიგო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი განცხადებით, გარკვეული პირები მოტყუებისა და შანტაჟის გზით ცდილობენ ლატარიაში მოგებული თანხის მითვისებას.
ამ ეტაპზე გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ სავარაუდო დამნაშავეს შესაძლოა გარკვეული სამსახურებრივი მფარველობა ჰქონდეს. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საჩივარი უკვე წარდგენილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც დაყენებულია როგორც კონკრეტული პირის ქმედებების შეფასების, ასევე მისი თანამდებობიდან მოხსნის საკითხი.
ამასთან, გამომძიებლის მიმართ შეტანილია საჩივარი სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
თუ აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ განხორციელდება, დაისმება შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან შესაძლო დანაშაულის კონტექსტში საუბარია ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული ქმედებების შესაძლო მფარველობაზე.
ჩემი პოზიცია მკაფიოა:
დამნაშავე კრიმინალი და დანაშაულის მფარველი თანამდებობის პირი სამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ერთნაირად მძიმე პრობლემას წარმოადგენს.
მედია საქმეში: როდის ეხმარება და როდის აზიანებს?
ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა კლიენტებისგან: „ჩემი საქმე გავასაჯაროო?“ ადვოკატი მარიამ ჭყონია ამ საკითხზე დახვეწილ, პრაქტიკულ პასუხს გვთავაზობს.
საქმეებში, რომლებშიც სავარაუდოდ ჩართული არიან გავლენიანი ძალები და არსებობს მოსამართლეზე ზეწოლის რისკი, მედიის ჩართვა მნიშვნელოვანი ბერკეტია. საქმის საჯაროობა ამცირებს არაკანონიერი ზეგავლენის შესაძლებლობას და ზრდის გამჭვირვალობას.
თუმცა, თუ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება, ამან შეიძლება საქმე სერიოზულად დააზიანოს.
“მედიის ჩართულობა უნდა იყოს დაბალანსებული და პასუხისმგებლიანი, რათა მან ხელი შეუწყოს სამართლიან პროცესს — და არა პირიქით, დააზიანოს იგი.”
— მარიამ ჭყონია
advocatory.ge — რატომ შეიქმნა ეს პლატფორმა?
ვებგვერდი advocatory.ge დღეს ათასობითი ვიზიტორისთვის ინფორმაციის ძირითადი წყაროა. მარიამ ჭყონია ამბობს, რომ გვერდი შეიქმნა ხელმისაწვდომობისთვის — „რომ საზოგადოებამ გაიგოს ჩვენი საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია“.
ლაშა ჯანიბეგაშვილისთვის კი ეს პლატფორმა წარმოიქმნა პირდაპირ ზეწოლის საპასუხოდ.
დღეს ეს სივრცე მოიცავს: ვებგვერდს, Facebook-ის ჯგუფებსა და გვერდებს ჯამური 200 000-ზე მეტი გამომწერით, პოდკასტური ფორმატის განხილვებს, ინტერვიუებსა და კლიენტთა ათასობით გამოხმაურებას.
ქალი ადვოკატი — სისხლის სამართლის სპეციალისტი
ჟურნალ OK!-ის კითხვაზე — „რა რჩევას მისცემდით ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?“ — მარიამ ჭყონია პასუხობს ისე, როგორც ადამიანი, ვინც ამ გზაზე ადრეულ ასაკში, გარემოს წინააღმდეგ წავიდა.
“ადვოკატობა მარტივი პროფესია არ არის — ის საჭიროებს მუდმივ განვითარებას, განგრძობად განათლებასა და პროფესიულ ზრდას. თითოეული საქმე, განსაკუთრებით სისხლის სამართალში, ინდივიდუალურია. ადვოკატობა ის პროფესიაა, რომელშიც არასდროს არ უნდა გაჩერდე.”
— მარიამ ჭყონია
მარიამ ჭყონიას 6 წლის ასაკიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარება, 19 წლის ასაკში გაიცნო ლაშა ჯანიბეგაშვილი — ქარიზმატული, ენერგიული, ადვოკატი, რომელიც ნებისმიერი სირთულის საქმეზე მუშაობდა და არ უშინდებოდა რთულ გამოწვევებს . ის დღეს ამბობს, რომ ამ გაცნობამ განსაზღვრა მისი გზა.

ლაშა ჯანიბეგაშვილი — ადვოკატი, პარტნიორი
ჟურნალ OK!-მა მარიამს ჰკითხა — როგორ დაახასიათებდა მეუღლეს? პასუხი ლაკონური და ზუსტია:
“ლაშა არარასტანდარტულია. ის გამოირჩევა საქმისადმი სპეციფიკური მიდგომებით — გამოცდილებისა და პრაქტიკის ნაყოფი. ლაშა ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი დავა მოაგვაროს უმოკლეს პერიოდში — ამისათვის ყოველთვის ეძებს მოწინააღმდეგე მხარის სუსტ წერტილებს.”
— მარიამ ჭყონია
ლაშა მარიამს, როგორც ადვოკატს, შემდეგნაირად ახასიათებს:
- წინდახედული, ეთიკური, მაღალი მორალური ღირებულებების მქონე
- ნებისმიერი სიტუაციის წაკითხვისა და წინასწარ განჭვრეტის უნარის მქონე
- ადამიანების შეფასებაში უშეცდომო, მკაცრი, მეთოდური, ძლიერი სტრატეგოსი.
- დისციპლინა და სტრატეგიული გრძელვადიანი აზროვნება
- მტკიცე, შეუვალი პოზიცია სასამართლოში
როცა საქართველოში ცნობილი ადვოკატი ხარ, რა მოლოდინები უნდა გქონდეს საზღვარგარეთ?
ლაშა ჯანიბეგაშვილი: ქვეყანა, რომელიც საქართველოზე განვითარების დონით ბევრად წინ არის, გაძლევს ფართო შესაძლებლობებს, გააგრძელო შენი კარიერული სვლა უსაფრთხოდ, მაგრამ იქამდე გიწევს გაიარო გარკვეული რთული ეტაპები,
იყო ცნობილი ადვოკატი შენს ქვეყანაში, უცხო ხალხი შენთან ქუჩაში სურათებს იღებდეს და გქონდეს ყველაფერი – ამ ყველაფრის მიტოვება და ცხოვრების ნულიდან დაწყება არ არის მარტივი, თუმცა საზღვარგარეთ ყოფნამ ბევრად უფრო ეფექტური და ბრძოლისუნარიანი გამხადა.
უსაზღვროდ მენატრება ჩემი სამშობლო. დღემდე ფიქრებით საქართველოში ვარ, ხალხისგან დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობდი ჩემს ქვეყანაში, აქ სადაც ვარ თითქოს ყველაფერი ლამაზია, მაგრამ ეს ყველაფერი ბუტაფორიაა.
მარიამ ჭყონია: ეს არის ერთგვარი ახალი გამოწვევა სრულიად ახალ, უცხო ქვეყანაში დაიმკვიდრო თავი და მოიპოვა აღიარება იმავე ფორმით ან უფრო მეტად, ვიდრე ეს საქართველოში გქონდა. მიმაჩნია, რომ ეს არ არის ურთულესი დაბრკოლება, ყველაფერი მონდომებისა და დროის საკითხია.
საზღვარგარეთ ყოფნა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სხვა სამართლებრივ სისტემებს და პრაქტიკას დავაკვირდეთ, გამოცდილება გავზარდოთ და ეს ცოდნა მომავალშიც გამოვიყენოთ.
ჩემთვის ადვოკატობა ყოველთვის იყო პროფესია, რომელიც მუდმივ განვითარებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. სამართალი არ არის სფერო, სადაც შეგიძლია გაჩერდე — ყოველდღე უნდა სწავლობდე, იზრდებოდე და ვითარდებოდე, შესაბამისად, ახლაც ვსწავლობ და ვვითარდები საზღვარგარეთ.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ მათ გვერდს https://advocatory.ge/ge












