• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

September 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ოდესღაც მხოლოდ ერთფეროვან სამშენებლო მასალად აღქმული აგური დღეს თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის მთავარი ნაწილია. სწორედ ბაზარზე არსებული არჩევანის სიმცირის გამო, 2021 წელს დაარსდა „აგურილენდი“, რომელიც აგურისა და კერამიკული მასალების განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის. კომპანიამ თავიდანვე მიზნად დაისახა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც მომხმარებელი მასალას მხოლოდ კატალოგიდან არ შეარჩევდა, არამედ შეძლებდა მის რეალურად ნახვას, ფაქტურისა და ფერის შეფასებას და პროფესიონალური კონსულტაციის მიღებას. დღეს „აგურილენდის“ კონცეფცია აერთიანებს ბუნებრივი თიხისგან დამზადებულ, ხარისხზე ორიენტირებულ მრავალფეროვან ასორტიმენტს, ინდივიდუალურ მომსახურებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. მათ შორისაა ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორი და სიმულატორი, რომლებიც მომხმარებელს მასალის რაოდენობის წინასწარ გამოთვლასა და სხვადასხვა დიზაინის ვიზუალურად მოსინჯვაში ეხმარება. როგორც დამფუძნებელი, შორენა ჩიტაიშვილი აღნიშნავს, კომპანიისთვის მთავარი პრინციპი, არჩევანის მრავალფეროვნებასთან ერთად, ხარისხის, სანდოობისა და მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტის შეთავაზებაა.

 

„აგურილენდი“ 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა და რა საჭიროებას უპასუხეთ?

„აგურილენდის“ შექმნას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, თუმცა მთავარი იყო ის, რომ როდესაც ჩვენ თვითონ ვეძებდით აგურს, ქართულ ბაზარზე პრაქტიკულად არჩევანი არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი ფერის აგური. ამ პერიოდში ევროპაში რამდენიმე სპეციალიზებულ აგურის შოურუმში ვიყავი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ პროდუქციის მრავალფეროვნებამ, არამედ თავად სივრცეების კონცეფციამ. იქ დავინახე, რომ აგური მხოლოდ სამშენებლო მასალა არ არის – ის დიზაინისა და არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მაშინ გამიჩნდა სურვილი, საქართველოშიც შეგვექმნა მსგავსი სივრცე – ადგილი, სადაც ადამიანი აგურს მხოლოდ კატალოგიდან არ შეარჩევდა, არამედ რეალურად ნახავდა, შეეხებოდა, შეაფასებდა ფაქტურასა და ფერს და პროფესიონალების დახმარებით მიიღებდა გადაწყვეტილებას. საბოლოოდ, სწორედ ბაზარზე არსებული არჩევანის სიმცირემ და ჩემმა სიყვარულმა თიხისა და კერამიკული მასალების მიმართ შექმნა „აგურილენდი“.

 

 

 

რა განასხვავებს „აგურილენდს“ ბაზარზე და რა არის თქვენი შოურუმის მთავარი უპირატესობა?

„აგურილენდის“ მთავარი განსხვავება ჩვენი უნიკალური ასორტიმენტია. ჩვენთან წარმოდგენილია ნატურალური თიხის პროდუქციის ფართო არჩევანი, თანამედროვე თუ ხელნაკეთი ფასადის ფილები, სხვადასხვა ფერი და ფორმატი. რაც მთავარია, ეს არის 100%-ით ბუნებრივი მასალა, რომელიც უსაფრთხოა როგორც ადამიანისთვის, ასევე გარემოსთვის.

მნიშვნელოვანი ნაწილია თავად შოურუმის კონცეფცია და მომსახურებაც. მომხმარებელს შეუძლია პროდუქცია რეალურად ნახოს და არჩევანის პროცესში პროფესიონალური კონსულტაცია მიიღოს. ვფიქრობ, ჩვენი განსხვავება სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობაა – პროდუქცია, სივრცე, ბუნებრივი მასალისადმი დამოკიდებულება და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება.

 

თქვენი მომხმარებლები არიან არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები და კერძო პირები. როგორ განსხვავდება მათი მოთხოვნები და როგორ ეხმარებით მათ სწორი მასალის შერჩევაში?

ამ ოთხივე ტიპის მომხმარებელს განსხვავებული მოთხოვნა აქვს და ჩვენც თითოეულთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ. არქიტექტორებისთვის, როგორც წესი, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარე, დიზაინერები კი უფრო ვიზუალურ ნაწილზე არიან ორიენტირებული. კერძო მომხმარებელი ხშირად ჩვენთან კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე მოდის, რაც სრულიად ბუნებრივია. სწორედ აქ ერთვება ჩვენი გუნდი. ვეკითხებით, როგორი სახლია, სად მდებარეობს, როგორია არქიტექტურა, რა სტილი მოსწონს და რა შედეგის მიღება სურს. ამის მიხედვით ვეხმარებით არჩევანის გაკეთებაში. ჩვენთან არ არსებობს ერთი მზა ფორმულა ყველა მომხმარებლისთვის. თითოეულ პროექტს და ადამიანს კონკრეტულად მის საჭიროებებზე მორგებულად ვუდგებით.

 

რა კრიტერიუმებით არჩევთ ასორტიმენტისთვის მასალებს და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლები?

პროდუქციის ესთეტიკური მხარე ჩემი სისუსტეა. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ვეძებ რაღაც განსხვავებულს და ლამაზს, რაც შეიძლება ჩვენს შოურუმში ჩამოვიტანოთ. თუმცა მხოლოდ სილამაზე საკმარისი არ არის. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია, რომ პროდუქტი ნატურალური თიხისგან იყოს დამზადებული. ასევე მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობა, ეკოლოგიურობა, ყინვაგამძლეობა და ხარისხი. მომხმარებელი გვენდობა და როდესაც პროდუქტს ვთავაზობთ, გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მის უკან პასუხისმგებლობით ვდგავართ. სწორედ ამიტომ ასორტიმენტს ძალიან ფრთხილად ვარჩევთ.

 

თქვენს მომხმარებელს შეუძლია ადგილზე შეაფასოს აგურის რეალური ფერი და ფაქტურა. რატომ არის მნიშვნელოვანი მასალის რეალურ სივრცეში ნახვა საბოლოო გადაწყვეტილებამდე?

ამის პირველი მიზეზი თავად თიხის ბუნებაა. ნატურალური თიხის ფერი შეიძლება ოდნავ იცვლებოდეს წარმოების პერიოდის, სეზონისა და გამოწვის პროცესის მიხედვით. მას ხელოვნური პიგმენტი არ ემატება და საბოლოო ფერს თავად თიხა და გამოწვა ქმნის, ამიტომ სხვადასხვა პარტიას შორის ტონალობის მცირე განსხვავება ბუნებრივია. მეორე ფაქტორი განათებაა. ეკრანზე ნანახი ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რასაც რეალურად კედელზე დაინახავთ. ერთი და იგივე აგური მზეზე, ჩრდილსა და ინტერიერის განათებაში განსხვავებულად გამოიყურება. ამიტომ, როდესაც ფასადისთვის ისეთ მნიშვნელოვან მასალას ირჩევთ, როგორიც აგური ან აგურის ფილაა, ჩემი რჩევაა, აუცილებლად ნახოთ ის რეალურ სივრცეში და სხვადასხვა განათებაში. მხოლოდ ასე შეიძლება ზუსტად შეაფასოთ ფერი, ფაქტურა და საბოლოო ეფექტი.

 

ვებგვერდზე გაქვთ კალკულატორი და სიმულატორი. როგორ ეხმარება ეს ინსტრუმენტები მომხმარებელს მასალის შერჩევასა და დაგეგმვაში?

შერჩევის პროცესი ზოგჯერ რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც აგური ის პროდუქტია, რომლის ყურებაც მთელი ცხოვრება მოგიწევს. ამიტომ გვინდოდა, მომხმარებელს სახლიდან, მისთვის კომფორტულ გარემოში, მშვიდად დაეთვალიერებინა ჩვენი კოლექციები. ვებგვერდზე გვაქვს მარტივი კალკულატორი, სადაც კედლის სიგრძისა და სიმაღლის შეყვანის შემდეგ მომხმარებელი იგებს მის კვადრატულობას და კონკრეტული მოდელის მიხედვით საჭირო აგურის ან ფილების დაახლოებით რაოდენობას. სიმულატორი კი ეხმარება, წინასწარ წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს შერჩეული მასალა. შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის, წყობის, შოვის ზომისა და ფერის მოსინჯვა. მიღებული შედეგის ჩამოტვირთვა და საკუთარ რენდერშიც გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელია არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის.

 

 

როგორ ახერხებთ სხვადასხვა ბიუჯეტზე მორგებული ასორტიმენტის შეთავაზებას ისე, რომ ხარისხი შეინარჩუნოთ?

სხვადასხვა მწარმოებელთან ვმუშაობთ და გვაქვს როგორც პრემიუმ, ასევე ბიუჯეტური პროდუქცია. ჩვენი პრინციპია, რომ ფასში შეიძლება განსხვავება იყოს, მაგრამ პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, თავის კატეგორიაში ხარისხიანი უნდა იყოს. ანუ არჩევანი უნდა არსებობდეს ბიუჯეტში და არა ხარისხში.

 

რა არის „აგურილენდის“ სამომავლო მიზნები?

ჩვენ მუდმივად ვვითარდებით. ვეძებთ ახალ მწარმოებლებს, ქვეყნებს, ფორმებს, ფერებსა და ტექნოლოგიებს. მინდა, საქართველოში კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროდუქტი შემოვიტანოთ და მომხმარებელს ჰქონდეს ისეთი არჩევანი, როგორიც დიდ ევროპულ ბაზრებზეა. ასევე გვინდა, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ არქიტექტორებთან, დიზაინერებსა და დეველოპერებთან და მეტ საინტერესო პროექტში გამოჩნდეს ჩვენი პროდუქცია. მაგრამ ყველაზე დიდი მიზანი ჩემთვის მარტივია: როდესაც საქართველოში ვინმე აგურზე ფიქრობს, მინდა, რომ პირველი „აგურილენდი“ გაახსენდეს. ამისთვის უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ მიზანს ვუახლოვდებით.

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია
ინტერვიუ

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია

September 11, 2026
#OK! კატო ებანოიძე – საკუთარი თავის შეცნობიდან სხვების დახმარებამდე
ინტერვიუ

#OK! კატო ებანოიძე – საკუთარი თავის შეცნობიდან სხვების დახმარებამდე

September 11, 2026
#OK! გზა ცვლილებებისკენ: „მეტამორფოზა“ – ახალი ცხოვრების დასაწყისი
Health & Beauty

#OK! გზა ცვლილებებისკენ: „მეტამორფოზა“ – ახალი ცხოვრების დასაწყისი

September 11, 2026
#OK! გულმავიწყობა – ყველასთვის ნაცნობი ჩივილი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება
OK! Doctors

#OK! გულმავიწყობა – ყველასთვის ნაცნობი ჩივილი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება

September 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Drop wellness კოქტეილები – Fat Burner

#OK! Drop wellness კოქტეილები – Fat Burner

December 29, 2022
OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

February 1, 2023
#OK! ჯასტინ ბიბერის სახალისო რეაქცია ჰეილის ორსულობასთან დაკავშირებულ კითხვაზე

#OK! ჯასტინ ბიბერის სახალისო რეაქცია ჰეილის ორსულობასთან დაკავშირებულ კითხვაზე

May 17, 2021
#OK! „მინდა მოვყვე ამბავი, რომელზეც ჯერ არავის უსაუბრია“ – გალიბ გასანოვი Vogue-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებულ ბავშვობასა და მოდის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებზე საუბრობს

#OK! „მინდა მოვყვე ამბავი, რომელზეც ჯერ არავის უსაუბრია“ – გალიბ გასანოვი Vogue-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებულ ბავშვობასა და მოდის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებზე საუბრობს

August 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

September 11, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

September 4, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 11, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები