• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია

September 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

42 წლის ასაკში, სამი შვილით, ნიუ-იორკში ახალი ცხოვრების დაწყება ეკატერინე ესებუასთვის მარტივი არ ყოფილა. ემიგრაციაში გატარებულმა პირველმა წლებმა, არაერთმა რთულმა სამსახურმა და პროფესიულმა ძიებამ ის საბოლოოდ ფოტოგრაფიამდე მიიყვანა – სფერომდე, რომელშიც საკუთარი თავი მანამდე არ წარმოედგინა.

მას უკვე 1000-ზე მეტი რესტორანი აქვს გადაღებული, მუშაობს პორტრეტებზე და ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ისტორიებსაც იღებს. მის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს „მამა შიო“ წარმოადგენს, რომელიც თრუსოს ხეობაში მცხოვრები სასულიერო პირის ისტორიას გვიყვება. ეკატერინე ესებუა OK Magazine-ს ემიგრაციის სირთულეების, ამერიკაში ცხოვრების, პროფესიული გზისა და ფოტოგრაფიის შესახებ ესაუბრა.

 

42 წლის ასაკში თავიდან დაწყებული ცხოვრება

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამი მცირეწლოვანი შვილით ნიუ-იორკში გადმოვსახლდი. ჩემი უფროსი ვაჟი, თაზი, მაშინ უკვე 21 წლის იყო და, სამწუხაროდ, სრულწლოვანების გამო ოჯახის გაერთიანების პროგრამაში ვეღარ მოხვდა, რაც ჩვენთვის დამატებითი ემოციური ტკივილი გახდა – ოჯახი ორად გაიყო. 2014 წელს მეუღლე გარდამეცვალა და მთელი ეს პასუხისმგებლობა ჩემს მხრებზე გადავიდა.

ჩემი მშობლები ამერიკის მოქალაქეები იყვნენ და სწორედ მათი დახმარებით აღმოვჩნდით აშშ-ში.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები დამხვდნენ და გარკვეული თვალსაზრისით უკვე აწყობილი ცხოვრება მქონდა, ემიგრანტობის პირველი ეტაპის გავლა მაინც მომიწია. ამერიკა ემიგრანტს თითქოს ქარცეცხლში ატარებს, მაგრამ თუ ამ ეტაპს გაუძლებ, უამრავი შესაძლებლობა გეძლევა. შეგიძლია გახდე ის, რაზე ოცნებაც კი გიჭირდა. ჩემ შემთხვევაში ამერიკამ ჩემში ხელოვანი აღმოაჩინა.

მანამდე კი სხვადასხვა სფეროში ვცადე თავი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში ჟურნალისტიკაში ვმუშაობდი და საკუთარ ჟურნალს, „ბუმერანგს“, ვუშვებდი. მქონდა ატელიეც, სადაც საქორწილო კაბების კოლექციებს ვქმნიდი. ასევე გავიარე უცხო ენების სამწლიანი კურსი, ჩავაბარე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და უცხო ენების პედაგოგი გავხდი. ყოველთვის მაინტერესებდა ახალი სფეროების აღმოჩენა და ხშირად მიკვირდა კიდეც, რატომ ვერ ვჩერდებოდი ერთ პროფესიაზე.

ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ისევ გზაგასაყარზე აღმოვჩნდი. პირველი სამი წელი მოხუცის მომვლელად ვმუშაობდი. ფიზიკური შრომა იმდენად არ მიჭირდა, მაგრამ მორალურად ძალიან მძიმე იყო ეს პერიოდი. ერთ ოჯახში მუშაობისას, როცა ცოტა ხნით დასასვენებლად ჩამოვჯექი, დიასახლისმა მითხრა: „ადექი, გაინძერი, ჯდომაში არ გიხდი ფულს“. ეს სიტყვები ძალიან მძაფრად დამამახსოვრდა. გადავწყვიტე, ამაზე არ გავჩერებულიყავი და სწავლა გამეგრძელებინა.

 

„ემიგრანტი ახალშობილივით ხარ“

ემიგრაციის პირველი სამი წელი განსაკუთრებულად რთულია. ამ დროს ხშირად არ გაქვს დაკმაყოფილებული ცხოვრების ის საბაზისო მოთხოვნები, რომლებიც ადამიანს სტაბილურობის განცდას აძლევს – საყვარელი საქმე, სასურველი სამუშაო, კომფორტული საცხოვრებელი და საყვარელი ადამიანი გვერდით.

ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ სიარულს, ცხოვრებას, ადამიანებთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ვიცოდი, სხვადასხვა აქცენტისა და სლენგის გაგება მიჭირდა. არ ვიცნობდი ამერიკელების მენტალიტეტს, ცხოვრების წესს და, ფაქტობრივად, ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში შეუიარაღებელი აღმოვჩნდი. 42 წლის ასაკში თავიდან დავიწყე ცხოვრება და ეს ძალიან დამთრგუნველი იყო.

ამ პერიოდში ხშირად მიფიქრია – ღირდა კი წამოსვლა? ასეთი მომენტებიც მქონია. თუმცა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, საქართველოდან რომ ვბრუნდებოდი, თვითმფრინავში ვფიქრობდი: „ღმერთო ჩემო, რამხელა სიყვარული წამოვიღე“. საქართველოში ყოფნა, ახლობელი ადამიანების ნახვა და ქვეყნის სილამაზის ხელახლა განცდა ძალიან დიდი ენერგიის მომცემია.

ამავდროულად, საქართველო ჩემთვის დღეს საკმაოდ კონტრასტულია – იმდენად გხიბლავს თავისი სილამაზითა და ადამიანების სიყვარულით, რამდენადაც გტკენს გულს მათი პრობლემების დანახვა. წინა წლებთან შედარებით, ადამიანები უფრო გაღიზიანებულები და დარდიანები მეჩვენებიან. მესმის, რატომაც – ფასები თითქმის ამერიკულ დონეზეა, ხელფასები კი ამას ვერ ეწევა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანებზეც აისახება.

ვფიქრობ, ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა ცოტა მეტად რომ იყოს დალაგებული, დაბრუნებაზე ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი. თუმცა ნიუ-იორკში დაბრუნება ამჯერადაც ძალიან გამიჭირდა.

ერთი მგზავრობა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა

 

სამსახურიდან მანჰეტენიდან ბრუკლინში მეტროთი ყოველდღე ორი საათი ვმგზავრობდი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი გზა იყო, თუმცა ერთი მონაკვეთი განსაკუთრებით მიყვარდა – როცა ბრუკლინის ხიდზე გავდიოდით და თვალწინ იშლებოდა ცეცხლისფერი ცა, ლურჯი ოკეანე და ნიუ-იორკის ცათამბჯენები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მგზავრობის დროს გამიჩნდა იდეა – ფოტოხელოვნება.

უცებ მივხვდი, რომ შესაძლოა, სწორედ ეს იყო ჩემი საქმე. ისეთი სიხარული ვიგრძენი, თითქოს დიდი ხნის ძებნის შემდეგ საკუთარ თავს მივაგენი. გადავწყვიტე, პროფესია ნიუ-იორკის საუკეთესო კოლეჯში, New York Film Academy-ში შემესწავლა და ასეც მოხდა. სწორედ იქ დაიწყო ჩემი ახალი პროფესიული ცხოვრება.

როცა ოცნება პროფესიად იქცა

New York Film Academy-ში ჩემი გადაღებული ფოტოები გავაგზავნე, მოეწონათ და მიმიღეს. მოგვიანებით გავიგე, რომ ერთწლიანი სწავლა 42 000 დოლარი ღირდა და თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ოცნებას ვერასდროს ავიხდენდი. თუმცა დედაჩემმა მითხრა: „რახან ასე გინდა, უნდა ისწავლოო“. სწორედ მისი და მამაჩემის დახმარებით, 46 წლის ასაკში, კოლეჯში ჩავაბარე.

 

სახელმწიფომ სწავლისთვის სესხიც გამომიყო. New York Film Academy-მ ჩემი პროფესიული ცხოვრება მთლიანად შეცვალა – ჩამომაყალიბა, როგორც ხელოვანი, დამხვეწა და ძალიან გამზარდა.

სწავლის პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე ვიმუშავე, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა საგამოცდო ნამუშევარი, სახელწოდებით „კარანტინი“. ამ დოკუმენტურ სერიაში პანდემიის პერიოდში ჩემი ოჯახის იზოლირებული ყოველდღიურობა ფოტოების ენით მოვყევი.

პროექტმა კოლეჯში უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია, ჩემი ერთ-ერთი ფოტო კი ნიდერლანდებში, ბელვედერის მუზეუმშიც კი გამოიფინა, რაც ჩემთვის, როგორც დამწყები ხელოვანისთვის, უდიდესი აღიარება იყო.

აკადემიის დასრულების შემდეგ, მუშაობა სრულიად განსხვავებულ ამპლუაში – Food-ფოტოგრაფიაში დავიწყე. ნიუ-იორკში უკვე 1000-ზე მეტი რესტორანი მაქვს გადაღებული. პარალელურად, საკუთარი პორტრეტების სტუდიაც გავხსენი და ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებულ კონცერტებს, მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და გამოფენებს დიდი სიყვარულით ვაშუქებ.

ახლა სრულიად ახალ გამოწვევებს ვეძებ. ჩემი უმთავრესი მიზანია, ედიტორიალ (Editorial) ფოტოგრაფიის კუთხით გავაგრძელო მოღვაწეობა. ვგეგმავ, ჩემი დოკუმენტური პროექტები ისეთ წამყვან საერთაშორისო გამოცემებს შევთავაზო, როგორიცაა The New York Times და National Geographic. დარწმუნებული ვარ, ჩემი ნამუშევრები მათ ფორმატში იდეალურად ჯდება. ეს იქნება სრულიად ახალი, მასშტაბური ფურცელი ჩემს შემოქმედებაში, რაც უდიდეს აზარტსა და ინსპირაციას მანიჭებს.

 

1 of 7
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

„მამა შიო“ – ფოტოპროექტი საქართველოს საზღვრისპირა ხეობიდან

 

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამა შიო გავიცანი. ამ დროის განმავლობაში მან შვიდი ტაძარი ააშენა და არაერთ ადამიანს დაეხმარა ცხოვრების რთული ეტაპის გადალახვაში. თუმცა ჩემი ფოტოპროექტისთვის მისი ისტორიის არჩევა განსაკუთრებით იმ ადგილმა განაპირობა, სადაც ის დღეს მსახურობს – თრუსოს ხეობამ, საქართველოსა და რუსეთის საზღვართან.

ხუთი წლის წინ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, მამა შიოს თრუსოს ხეობის მოვლა სთხოვა. ეს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. ოდესღაც ხეობაში რამდენიმე სოფელი იყო გაშენებული, დღეს კი ბევრი მათგანისგან მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. ზამთარში, დიდთოვლობის გამო, ხეობა დაახლოებით ექვსი თვით იკეტება და გარე სამყაროს წყდება.

 

მამა შიო იქ ზამთარში, ვერტმფრენით გადაიყვანეს. მაშინ იქ არც ელექტროენერგია იყო და არც საცხოვრებლად საჭირო პირობები. მან მონასტერი მოაწესრიგა და გააშენა, მოგვიანებით სხვა ბერებიც შეუერთდნენ. დღეს იქ მოჰყავთ კარტოფილი, ჰყავთ საქონელი და ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა ჩვენი ქვეყნისა და ადამიანების კეთილდღეობისთვის.

მონასტრიდან დაახლოებით რვა კილომეტრში საქართველოს სასაზღვრო სამხედრო ნაწილია განთავსებული. მამა შიო ხშირად სტუმრობს სამხედროებს და მათი მოძღვარიც არის. ცოტა ხნის წინ მან კიდევ ერთი ტაძრის მშენებლობაც დაიწყო, რომელიც თითქმის დასრულებულია და მხოლოდ შიდა სამუშაოებია დარჩენილი.

ეს ისეთი უდაბური ადგილია, სადაც მისასვლელი გზაც კი არ არსებობს – მონასტრამდე მისასვლელად ორი მდინარის გადალახვა უხიდოდ გიწევს. სწორედ ამ გარემომ და მამა შიოს იქ ყოფნის მნიშვნელობამ მიბიძგა, ეს ისტორია ფოტოებით მომეყოლა.

 

ჩემთვის ეს პროექტი მხოლოდ ერთი სასულიერო პირის ყოველდღიურობის დოკუმენტირება არ ყოფილა. ქართული მონასტრის ფუნქციონირება საქართველოსა და რუსეთის საზღვრისპირა სივრცეში, სადაც ადამიანების ყოფნა და ქვეყნის კუთვნილების განცდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავისთავად ძალიან ძლიერი გზავნილია. მინდოდა, ფოტოებით მეჩვენებინა ადამიანი, რომელიც ამ რთულ და თითქმის მიუვალ გარემოში ცხოვრობს, მსახურობს და ამ სივრცეს სიცოცხლეს უნარჩუნებს.

„მამა შიოს“ ფოტოპროექტი მანჰეტენზე, ჩელსის საგამოფენო სივრცეში, ასევე თბილისში, Silk Factory-ის გალერეაში გამოიფინა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ისტორია საქართველოშიც და ნიუ-იორკშიც მეჩვენებინა – ორი სრულიად განსხვავებული სივრცისთვის მომეყოლა ამბავი ადამიანზე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რთულად მისადგომ ადგილას ცხოვრობს და საკუთარ საქმიანობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მისიად აღიქვამს.

ქართველი მომვლელები:

photo: ეკატერინე ესებუა

 

1 of 6
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ერთი ქალის გზა საქართველოდან ამერიკამდე – „შვილთან განშორება ყველაზე დიდი ტკივილია“

#OK! „საქართველო არც არასოდეს დამიტოვებია“ – ნინი შერმადინის 14-წლიანი ემიგრაციის გზა

 

ასევე გაეცანი

#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

September 11, 2026
#OK! კატო ებანოიძე – საკუთარი თავის შეცნობიდან სხვების დახმარებამდე
ინტერვიუ

#OK! კატო ებანოიძე – საკუთარი თავის შეცნობიდან სხვების დახმარებამდე

September 11, 2026
#OK! გზა ცვლილებებისკენ: „მეტამორფოზა“ – ახალი ცხოვრების დასაწყისი
Health & Beauty

#OK! გზა ცვლილებებისკენ: „მეტამორფოზა“ – ახალი ცხოვრების დასაწყისი

September 11, 2026
#OK! გულმავიწყობა – ყველასთვის ნაცნობი ჩივილი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება
OK! Doctors

#OK! გულმავიწყობა – ყველასთვის ნაცნობი ჩივილი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება

September 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Drop wellness კოქტეილები – Fat Burner

#OK! Drop wellness კოქტეილები – Fat Burner

December 29, 2022
OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

February 1, 2023
#OK! ჯასტინ ბიბერის სახალისო რეაქცია ჰეილის ორსულობასთან დაკავშირებულ კითხვაზე

#OK! ჯასტინ ბიბერის სახალისო რეაქცია ჰეილის ორსულობასთან დაკავშირებულ კითხვაზე

May 17, 2021
#OK! „მინდა მოვყვე ამბავი, რომელზეც ჯერ არავის უსაუბრია“ – გალიბ გასანოვი Vogue-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებულ ბავშვობასა და მოდის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებზე საუბრობს

#OK! „მინდა მოვყვე ამბავი, რომელზეც ჯერ არავის უსაუბრია“ – გალიბ გასანოვი Vogue-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებულ ბავშვობასა და მოდის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებზე საუბრობს

August 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

September 11, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

September 4, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 11, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები