• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „საქართველო არც არასოდეს დამიტოვებია“ – ნინი შერმადინის 14-წლიანი ემიგრაციის გზა

July 12, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ემიგრაცია მხოლოდ ქვეყნის შეცვლა არ არის – ეს არის ყოველდღიური ბრძოლა მონატრებასთან, ახალ გარემოსთან, საკუთარ თავში ძალის პოვნასა და ოცნებების თავიდან აშენებასთან. 14 წლის წინ ნინი შერმადინმაც სწორედ ასეთი გზა აირჩია: ამერიკაში ერთი ჩემოდნითა და დიდი იმედით ჩავიდა, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო. დღეს, მრავალწლიანი შრომის შემდეგ, ის წარმატებული პედაგოგი, Art Hub Performing Arts Studio-ს დამფუძნებელი და Crescendo International Competition-ის საქართველოს ეროვნული დირექტორია, თუმცა ამბობს, რომ სამშობლო არასოდეს დაუტოვებია – სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ცდილობს საქართველო, მისი კულტურა და ქართველი ახალგაზრდების ნიჭი მსოფლიოს გააცნოს. OK!-თან ინტერვიუში ნინი ემიგრაციაში გატარებულ წლებზე, რთულ გადაწყვეტილებებზე, მონატრებასა და იმ გზაზე გვიყვება, რომელმაც დღევანდელ წარმატებამდე მიიყვანა.

 

როდის და რატომ მიიღეთ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება?

ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება 14 წლის წინ მივიღე. ეს არ ყოფილა მარტივი არჩევანი, რადგან საქართველო ჩემი სახლია და ყოველთვის ასე დარჩება. თუმცა მინდოდა უფრო დიდი შესაძლებლობები, პროფესიული განვითარება და ისეთი გარემო, სადაც ჩემს ოცნებებს რეალურად შევძლებდი განხორციელებას. ამერიკაში ერთი ჩემოდნითა და დიდი იმედით ჩამოვედი. ვიცოდი, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო, მაგრამ მჯეროდა, რომ შრომა აუცილებლად დამიფასდებოდა.

 

რამდენი წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობთ და როგორი იყო თქვენი პირველი დღეები უცხო ქვეყანაში?

ამერიკაში უკვე 14 წელია ვცხოვრობ. პირველი დღეები ძალიან რთული იყო. სრულიად ახალი გარემო, ახალი ენა, ახალი კულტურა… არავინ გიცნობს და ყველაფრის თავიდან დამტკიცება გიწევს. ხშირად იყო მომენტები, როცა ძალიან მარტო ვგრძნობდი თავს, მაგრამ არასოდეს დამიკარგავს რწმენა, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანის შექმნას შევძლებდი. სწორედ იმ რთულმა დღეებმა მასწავლა, როგორ ვყოფილიყავი ძლიერი.

 

რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული ემიგრაციის პირველ წლებში და რა დაგეხმარათ ყველაზე მძიმე პერიოდის გადალახვაში?

ყველაზე რთული იყო შვილის, ოჯახისა და სამშობლოს მონატრება. ემიგრაციაში ხშირად მხოლოდ შენს თავზე ხარ დამოკიდებული. ბევრი დაბრკოლება იყო, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ შრომა არ ღირს. ყველაზე მეტად ჩემი რწმენა, ჩემი ოჯახი და მუსიკა მეხმარებოდა. მუსიკა ჩემთვის ყოველთვის იყო ენა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ძალას მაძლევს, ყველაზე რთულ პერიოდშიც წინ ვიარო.

 

 

გქონდათ თუ არა მომენტი, როცა საქართველოში დაბრუნებაზე ან ყველაფრის მიტოვებაზე იფიქრეთ? რა პირობებში მიიღებდით ამ გადაწყვეტილებას?

რა თქმა უნდა, რთული დღეები ყველას აქვს. მეც მქონია მომენტები, როცა ძალიან მინდოდა ყველაფერი დამეტოვებინა და სახლში დავბრუნებულიყავი. მაგრამ ყოველთვის საკუთარ თავს ვახსენებდი, რატომ წამოვედი. არასოდეს მინდოდა დროებით სირთულეებს ჩემი ოცნებები დაემარცხებინა. საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები მაშინ, როცა ვიგრძნობ, რომ იქაც იმავე მასშტაბით შევძლებ იმ საქმის კეთებას, რომელსაც დღეს ამერიკაში ვაკეთებ. რაც მგონია რომ მალე მოხდება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, საქართველო არც არასოდეს დამიტოვებია — სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვცდილობ ჩემი ქვეყანა, მისი კულტურა და ქართველი ბავშვების ნიჭი მსოფლიოს გავაცნო.

 

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ამერიკაში და როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება დღეს?

თუ პედაგოგიურ გზაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როდესაც მხოლოდ ორი მოსწავლე მყავდა – ნიკოლი და მიშელ კლოცმენები. მე და ირაკლი შარაძე ყოველ კვირას სტეიტენ აილენდზე მათ სახლში დავდიოდით გაკვეთილების ჩასატარებლად. სწორედ იქ გადაიდგა პირველი ნაბიჯები იმ გზაზე, რომელმაც დღეს აქამდე მომიყვანა. ამავდროულად, საკუთარ განვითარებაზე ყოველდღიურად ვმუშაობდი. ვესწრებოდი სხვადასხვა მასტერკლასს, ვსწავლობდი ნიუ-იორკის NOLA Studios-ის ბროდვეის პროგრამაში, ვწერდი საავტორო სიმღერებს და ჩემს თითოეულ დანაზოგს ისევ ჩემს პროფესიულ განვითარებაში ვაბანდებდი. როდესაც ამის შესაძლებლობა მქონდა, მივდიოდი Lake House Academy-ის სტუდიაში და ჩემს სიმღერებს ვიწერდი. იმ წლებში ერთი რამ ძალიან კარგად გავიაზრე – თუ გინდა, რომ სხვები განავითარო, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. სწორედ ამიტომ არასოდეს შემიწყვეტია სწავლა, განვითარება და ახალი გამოცდილების მიღება. დღეს უკვე Art Hub Performing Arts Studio-ს დამფუძნებელი ვარ. ჩემი ყოველდღიურობა სავსეა გაკვეთილებით, სტუდენტებთან მუშაობით, კონცერტების, კონკურსებისა და საერთაშორისო პროექტების ორგანიზებით. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის არის, რომ ვხედავ, როგორ იწყებენ ჩემი მოსწავლეები საკუთარი ოცნებების ასრულებას. მათი წარმატება ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

 

 

როგორ შეიცვალა ნინი შერმადინი ამ წლების განმავლობაში – როგორც ადამიანი და როგორც პროფესიონალი?

ვფიქრობ, ყველაზე მეტად მოთმინება, პასუხისმგებლობა და ადამიანების მოსმენა ვისწავლე. წარმატებამ მასწავლა თავმდაბლობა, ხოლო სირთულეებმა – სიმტკიცე. როგორც პროფესიონალი, ბევრად უფრო მომთხოვნი გავხდი საკუთარი თავის მიმართ, თუმცა ამავე დროს უფრო კარგად ვისწავლე, როგორ დავეხმარო სხვებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში. დღეს ჩემი წარმატება მხოლოდ ჩემი აღარ არის – ის თითოეული ბავშვის ღიმილში, სცენაზე პირველ გამოსვლასა და გამარჯვებაში აისახება.

 

რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში?

ყველაზე მეტად ოჯახი, მეგობრები, ქართული სითბო და ის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც მხოლოდ საქართველოშია. მენატრება ქართული ენა ყოველდღიურობაში, არც აქ მაკლია მართალია მაგრამ მაინც, სამშობლოს სხვანაირი სუნი აქვს, მშობლიური და ამას არაფერი შეედრება. სწორედ ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვცდილობ საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინო. ჩემთვის ეს არა მხოლოდ სიამაყეა, არამედ პასუხისმგებლობაც.

 

ცოტა ხნის წინ Crescendo International Competition-ის საქართველოს ეროვნული დირექტორი გახდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და რა შესაძლებლობებს მისცემს ეს ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს?

ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ჩემი ინიციატივით Crescendo International Competition-ში დაემატა ქართული ეთნო მუსიკის, ქართული ხალხური და აკადემიური მუსიკის, ქართული საკრავებისა და ქართული საოპერო ხელოვნების მიმართულებები. ეს ნიშნავს, რომ ქართველ ახალგაზრდებს უკვე საკუთარი კულტურის საერთაშორისო სცენაზე წარდგენის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობა ექნებათ. Crescendo ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსია, რომლის გამარჯვებულთა გალა-კონცერტი ნიუ-იორკის Carnegie Hall-ის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართება. ქართველ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენაზე წარდგნენ, საკუთარი ნიჭი საერთაშორისო ჟიურის გააცნონ და დაამყარონ მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები. ამასთან ერთად, კონკურსის გამარჯვებულები ხშირად იღებენ მოწვევებს საერთაშორისო Student Exchange Program-ებში ჩინეთში, იაპონიაში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, რაც მათთვის საერთაშორისო გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ჩემთვის ეს მხოლოდ ახალი სტატუსი არ არის. ეს არის მისია — მსოფლიომ კიდევ უფრო კარგად გაიცნოს საქართველო, ჩვენი კულტურა და ის საოცრად ნიჭიერი თაობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყავს. თუ ჩემი საქმიანობით ერთი ქართველი ბავშვის ოცნების ასრულებას მაინც შევუწყობ ხელს, ჩავთვლი, რომ ჩემი გზა ნამდვილად ღირდა.

 

 

 

ტექსტი: მარიამ შულაია

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

#OK! ერთი ქალის გზა საქართველოდან ამერიკამდე – „შვილთან განშორება ყველაზე დიდი ტკივილია“

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
OK! News

#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს

October 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები