• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

ხარისხი, ნდობა და ნაცნობი გემოები

September 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

33 წლის წინ დაწყებული ისტორია დღეს განვითარების ახალ ეტაპს გადის – „ბელა“ ქართული საკონდიტრო კულტურის ნაწილად იქცა. მის სახელთან უკვე არაერთი თაობის ბავშვობის, ოჯახური დღესასწაულებისა და განსაკუთრებული დღეების ტკბილი მოგონებებია დაკავშირებული.

დღეს კომპანია იმ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ვითარდება, რომელმაც მომხმარებლის ნდობა წლების განმავლობაში მოიპოვა – ინარჩუნებს ნაცნობ და საყვარელ გემოებს, პარალელურად კი ქმნის ახალ პროდუქტებს, ავითარებს წარმოებას და თანამედროვე მოთხოვნებს ერგება.

რა ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როგორ იქმნება ახალი დესერტები, როგორ ინარჩუნებს „ბელა“ ხარისხსა და ტრადიციულ გემოებს და რა გეგმები აქვს ბრენდს მომდევნო წლებში – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ბელას“ აღმასრულებელი დირექტორი, მატა შველიძე და საწარმოს ხელმძღვანელი, გვანცა ქურდაძე OK! Magazine-ს ესაუბრებიან:

 

„ბელა“ წელს 33 წლის იუბილეს აღნიშნავს. რა ეტაპზეა დღეს კომპანია და რა შეიცვალა ყველაზე მეტად ბოლო ერთი წლის განმავლობაში? შეიძლება ითქვას, რომ საიუბილეო წელი კომპანიისთვის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია?

მატა შველიძე: „ბელა“ საქართველოში პირველი საკონდიტრო ქსელია – ბრენდი, რომელთანაც თაობების ტკბილი მოგონებებია დაკავშირებული. როდესაც ერთი წლის წინ აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დავიკავე, კარგად მქონდა გააზრებული პასუხისმგებლობა კომპანიის 33-წლიანი ისტორიისა და ჩვენი ერთგული მომხმარებლების წინაშე. მთავარი ამოცანა იყო, შეგვენარჩუნებინა „ბელას“ ღირებულებები – ხარისხი, ნდობა და ნაცნობი გემოები – და ამავდროულად, კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა.

ბოლო 12 თვე მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იყო: გავაძლიერეთ გუნდი, ასორტიმენტს დაახლოებით 20 ახალი დესერტი დავამატეთ და ტრადიციულ პროდუქტებთან ერთად ფრანგული დესერტების პრემიუმ ხაზიც შევქმენით. ასევე, აღვადგინეთ ქალბატონი ბელას პირველი საავტორო ტორტი – „ბელას საავტორო 1993“ – და გავაფართოეთ ქსელი: თბილისში ორი ახალი ფილიალი დავამატეთ, წლის ბოლომდე კი კიდევ ერთი გაიხსნება – ჯამში, თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, „ბელა“ 17 ფილიალით იქნება წარმოდგენილი.

 

ამიტომ, ვფიქრობ, საიუბილეო წელი ნამდვილად ახალი ეტაპის დასაწყისია. 33-წლიანი ისტორია ჩვენი მთავარი საფუძველია, თუმცა ჩვენი ფოკუსი მომავალზეა – გვინდა, შევინარჩუნოთ ის გემო და ნდობა, რომელიც თაობებს აერთიანებს, და ამავდროულად შევქმნათ თანამედროვე მომხმარებელზე მორგებული ახალი პროდუქტები და შესაძლებლობები.

 

ბოლო პერიოდში „ბელას“ ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ახალი პროდუქტები დაემატა. მოგვიყევით, როგორ მიმდინარეობდა ახალი დესერტების შექმნის პროცესი და რა იყო მთავარი პრინციპი ასორტიმენტის შემუშავებისას?

გვანცა ქურდაძე: დიახ, ბოლო პერიოდში ჩვენი ტექნოლოგების გუნდის გაძლიერებამ შესაძლებლობა მოგვცა, მომხმარებლისთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქცია შეგვეთავაზებინა. შედეგად, „ბელას“ ასორტიმენტს ოცამდე ახალი დესერტი და თანამედროვე პროდუქციის ხაზი დაემატა. ახალი დესერტის შექმნა საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად კომპლექსური პროცესია. პირველ ეტაპზე ტექნოლოგების გუნდი ქმნის და ამუშავებს სატესტო ნიმუშებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გემო და ვიზუალი, არამედ რეცეპტის სტაბილურობა, ტექსტურა, პროდუქტის შენახვის ვადა და წარმოებაში მისი უწყვეტად მიღების შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც საბოლოო ნიმუში დამტკიცდება, პროდუქტი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას, დგინდება მისი შენახვის ვადა და ხარისხის ჯგუფი ამზადებს შესაბამის ეტიკეტს. ახალი ასორტიმენტის შექმნისას ჩვენი მთავარი ორიენტირი, პირველ რიგში, მომხმარებელია. ვაკვირდებით მათ მოთხოვნებს, ინტერესებსა და იმ პროდუქტებს, რომელთა ხილვაც სურთ „ბელას“ დახლებზე. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება – გვინდა, რომ „ბელაში“ განსხვავებული გემოვნების მქონე თითოეულმა მომხმარებელმა იპოვოს მისთვის სასურველი დესერტი.

 

 

კომპანია პროფესიული გუნდის გაძლიერებასა და ახალი კადრების მოზიდვაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი პროფესიული გუნდი „ბელას“ განვითარების სტრატეგიისთვის და რა შედეგი მოიტანა ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა?

მატა შველიძე: „ბელას“ ყოველთვის ჰყავდა ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში გუნდი კიდევ უფრო გავაძლიერეთ და კომპანიაში საქართველოში წამყვანი კონდიტერ-ტექნოლოგები, დიზაინერები და ხარისხის მენეჯერი მოვიწვიეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გუნდში გვაქვს ერთსულოვნება – საერთო მიზანი კი „ბელას“ განვითარებაა. სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევის შედეგია ის წარმატება, რომელსაც კომპანიამ ბოლო 12 თვის განმავლობაში მიაღწია. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ასეთი ერთგული, კომპეტენტური და პროფესიონალი გუნდის წევრი ვარ. ვფიქრობ, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო სწორედ ასეთ გუნდშია – ადამიანებში, რომლებსაც საერთო მიზნის სჯერათ და მის მისაღწევად ერთმანეთის გვერდით დგანან.

 

 

 

საიუბილეო წელს აღადგინეთ დამფუძნებლის პირველი საავტორო ტორტი – „ბელას საავტორო 1993“. რამდენად რთული იყო ძველი რეცეპტისა და გემოს შენარჩუნება თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეთავსებით და რა იყო ამ პროდუქტის აღდგენის მთავარი მიზანი?

გვანცა ქურდაძე: „ბელას საავტორო 1993“-ის აღდგენა ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანი პროექტი იყო. მთავარი მიზანი არ ყოფილა უბრალოდ ძველი რეცეპტის თანამედროვე ფორმით დაბრუნება – გვინდოდა, მომხმარებლისთვის სწორედ ის ნოსტალგიური გემო დაგვებრუნებინა, რომლითაც „ბელა“ წლების წინ გაიცნო. რეცეპტი ქალბატონი ბელას ძველი ჩანაწერებიდან აღვადგინეთ და პროდუქტი იმავე ტექნოლოგიით დავამზადეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა მისი ავთენტიკური გემო და ხასიათი. რაც, ასევე საინტერესო იქნებოდა ახალი თაობის მომხმარებლისთვისაც.

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა FSSC 22000-ის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაა. რატომ იყო ამ სტანდარტის მიღება მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ის „ბელას“ ხარისხის, წარმოებისა და საერთაშორისო განვითარების თვალსაზრისით?

მატა შველიძე: დაახლოებით 8 თვის წინ მოლაპარაკება დავიწყეთ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოდიოდა და ჩვენთან პარტნიორობას განიხილავდა. მათი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო FSSC 22000-ის საერთაშორისო სტანდარტი.

FSSC 22000 არის საკვების უვნებლობის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც წარმოების პროცესების, რისკებისა და ხარისხის სისტემურ კონტროლს უზრუნველყოფს. FSSC 22000 აკონტროლებს მთელ სისტემას, ნედლეულის მიღებიდან წარმოებამდე, შენახვამდე და საბოლოო მომხმარებლამდე.

ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ბელა“ გახდა პირველი საკონდიტრო საწარმო საქართველოში, რომელმაც ეს საერთაშორისო სტანდარტი დანერგა. ეს მხოლოდ სერტიფიკატი არ არის – ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წარმოების პროცესები საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება და გვაძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა, ისე ექსპორტის მიმართულებით.

 

როდესაც წარმოება ფართოვდება და ასორტიმენტს ახალი პროდუქტები ემატება, როგორ უზრუნველყოფთ ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების მუდმივ დაცვას?

გვანცა ქურდაძე: წარმოების ზრდასთან ერთად ხარისხის შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროცესების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტომატიზაციაა. ეტაპობრივად ვნერგავთ ახალ დანადგარებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რაც საშუალებას გვაძლევს, პროცესები უფრო სტაბილური და კონტროლირებადი გავხადოთ. ავტომატიზაცია ამცირებს ადამიანური ფაქტორის გავლენას და გვეხმარება, პროდუქტის ხარისხი თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად ერთგვაროვანი იყოს. ამასთან, გვყავს ძლიერი ხარისხის კონტროლის გუნდი, რომელიც ასორტიმენტის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გავაძლიერეთ. პროდუქცია ყოველდღიურად მოწმდება და მხოლოდ შესაბამისი კონტროლის გავლის შემდეგ იგზავნება „ბელას“ ფილიალების ქსელში. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ საბოლოო პროდუქტის შემოწმებას არ ნიშნავს – ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც იწყება ნედლეულის მიღებიდან და გრძელდება პროდუქტის მომხმარებელთან მისვლამდე.

 

დღეს კომპანია ქსელისა და საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას აგრძელებს – წლის ბოლომდე სამი ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება. როგორია „ბელას“ სამომავლო სტრატეგია და რა არის ის მთავარი მიზნები, რომლებიც კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპს განსაზღვრავს?

მატა შველიძე: 2026–2027 წლები ჩვენთვის ზრდისა და განვითარების ახალი ეტაპია. ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არსებული ფილიალების ეტაპობრივი რედიზაინი იქნება. გვინდა, მომხმარებელს უფრო თანამედროვე, განახლებული და კომფორტული სივრცეები შევთავაზოთ.

ამასთან, კიდევ უფრო გავამრავალფეროვნებთ ასორტიმენტს, რადგან ჩვენი ხედვაა, „ბელა“ იყოს საკონდიტრო ყველასთვის – როგორც მათთვის, ვინც ტრადიციულ და ნაცნობ გემოებს ირჩევს, ისე მათთვის, ვისაც თანამედროვე, მსუბუქი და ნაკლებად ტკბილი დესერტები მოსწონს. ამ მიმართულებით ასორტიმენტს დიაბეტური დესერტების ხაზიც დაემატება.

პარალელურად, ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო ბრენდულ ქსელებთან B2B მიმართულებით, ხოლო 2027 წლიდან აქტიურად დავიწყებთ HORECA სექტორთან თანამშრომლობას ჩვენი ახალი ხაზის პროდუქტებით. ასევე, გავაძლიერებთ კორპორაციულ მიმართულებას და კომპანიებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და მომსახურებას შევთავაზებთ.

ჩვენი მთავარი მიზანია, „ბელას“ მრავალწლიანი გამოცდილება და ძლიერი მემკვიდრეობა თანამედროვე ხედვასა და ახალ შესაძლებლობებს დავუკავშიროთ. გვინდა, ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმოდეს, ხარისხი და ხელმისაწვდომობა კი თანაბრად მნიშვნელოვანი იყოს, რათა თითოეულმა მომხმარებელმა „ბელაში“ საკუთარი გემო და საყვარელი დესერტი იპოვოს.

 

 

 

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ბელას“ წარმოება 24-საათიან უწყვეტ რეჟიმზე გადავიდა. როგორ შეიცვალა საწარმოო პროცესი და როგორ ეხმარება ახალი სამუშაო რეჟიმი კომპანიას მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაში?

გვანცა ქურდაძე: მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე წარმოების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმზე გადასვლა აუცილებლი გახდა. ახალმა სამუშაო რეჟიმმა მოგვცა შესაძლებლობა, წარმოების დატვირთვა და სამუშაო პროცესები დროში უფრო ეფექტურად გადაგვენაწილებინა. გაიზარდა როგორც წარმოების რესურსი, ისე პროცესების ეფექტიანობა. ამ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შეგვიძლია წარმოებული პროდუქციის რაოდენობა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად დავაბალანსოთ და მომხმარებელს პროდუქციის უფრო სტაბილური ხელმისაწვდომობა შევთავაზოთ. საბოლოო მიზანი კი მარტივია – „ბელას“ მომხმარებელს ფილიალებში მუდმივად დახვდეს ყოველდღიურად ახალი, მათთვის საყვარელი, გემრიელი და ხარისხიანი პროდუქცია.

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

ფოტო: მარიამ თოდუა

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

October 4, 2024
#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

April 7, 2026
#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

September 9, 2021
#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

October 1, 2026
#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

September 30, 2026
#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

September 29, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები