• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „მინდა მოვყვე ამბავი, რომელზეც ჯერ არავის უსაუბრია“ – გალიბ გასანოვი Vogue-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებულ ბავშვობასა და მოდის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებზე საუბრობს

August 12, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„თუ პლატფორმა მაქვს, მინდა მოვყვე ამბავი, რომელზეც ჩემი თემიდან ჯერ არავის უსაუბრია“ – სწორედ ეს ფრაზა აერთიანებს ქართველი-აზერბაიჯანელი დიზაინერის, გალიბ გასანოვის, შემოქმედებით გზას. მისი სახელი საერთაშორისო მოდის სამყაროში სულ უფრო ხშირად ისმის, თუმცა თავად დიზაინერისთვის წარმატება მხოლოდ ცნობილი ბრენდის შექმნას, ასობით მაღაზიას ან ათასობით გაყიდულ ნივთს არ ნიშნავს.

სწორედ ამ განსხვავებულ ხედვაზე ესაუბრა ის Vogue Business-ის ჟურნალისტ ლუსი მაგუაიერს. მასალა 2026 წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულამდე გამოქვეყნდა. ინტერვიუში გასანოვი საუბრობს საქართველოში გატარებულ ბავშვობაზე, მოდის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებზე, მის ახალ ბრენდ Institution-ზე და იმ მიზეზებზე, რის გამოც სწრაფი მოდის სამყაროსგან დისტანცირებას ცდილობს.

 

 

გასანოვი დღეს საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. მისი ბრენდი Institution by Galib Gassanoff LVMH Prize-ის 2026 წლის ნახევარფინალისტებს შორის მოხვდა, მანამდე კი დიზაინერმა კოპენჰაგენში Zalando Visionary Award მოიგო და 50 000 ევროს ოდენობის პრიზი მიიღო. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი მიზანი ახალი დიდი მოდის იმპერიის შექმნა სულაც არ არის.

„არ მინდა შემდეგი დიდი ლუქს-ბრენდის შექმნა, რომელსაც ასობით მაღაზია ექნება“ – ამბობს დიზაინერი Vogue Business-თან ინტერვიუში. მისი სურვილია, შექმნას მცირე, გააზრებული ბიზნესი, რომელიც იმ ადამიანებსა და თემებს დაეხმარება, რომელთა გარშემოც თავად გაიზარდა.

 

„მინდა, ტანსაცმელი ხელით შევქმნა“

გასანოვისთვის მოდა მხოლოდ ვიზუალური ეფექტი არ არის. მის თითოეულ კოლექციას კონკრეტული ისტორია აქვს – ისტორია იმ სოფლების, რეგიონებისა და ადამიანების, რომლებიც ტანსაცმლის შექმნაში მონაწილეობენ.

Vogue Business-თან საუბრისას დიზაინერი ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელით შესრულებული დეტალების შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომა წარმოებას უფრო რთულსა და ძვირადღირებულს ხდის.

მისი კოლექციების ნაწილი საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლებში მცხოვრები ოსტატების მიერ იქმნება. დიზაინერი სხვადასხვა რეგიონში პირადად მოგზაურობს, ეძებს ადამიანებს, რომლებმაც ტრადიციული ხელობა იციან, სწავლობს მათ ტექნიკას და შემდეგ თანამშრომლობას სთავაზობს.

მისთვის ეს მხოლოდ ძველი მეთოდების თანამედროვე ტანსაცმელში გადმოტანა არ არის.  ცდილობს, ამ ადამიანების ცოდნას ახალი სიცოცხლე მისცეს და მათი ხელობა თანამედროვე აუდიტორიამდე მიიტანოს.

„Institution ახლა უფრო პროექტია, ვიდრე ბიზნესი“

გასანოვი არც მალავს, რომ მისი ბრენდი ამ ეტაპზე ტრადიციული გაგებით დიდი ბიზნესი არ არის.

კოლექციების შექმნისას თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსა და რომში მოქმედ Capital Culture House-თან. მიღებული დაფინანსება კი სწორედ იმ ოსტატებისა და თემების მხარდაჭერას ხმარდება, რომლებიც მის კოლექციებზე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ Institution-ის მიმართ ინტერესის ზრდასთან ერთად გასანოვის ჩვენებებზე დასწრების მსურველთა რაოდენობაც გაიზარდა. თუმცა დიზაინერმა სტუმრების რაოდენობის შეზღუდვა გადაწყვიტა.

 

 

მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რამდენი ცნობილი სახე ან ინფლუენსერი მოხვდება შოუზე. მთავარია, რომ იქ მყოფმა ადამიანებმა გაიგონ, რას უყურებენ.

„ბევრ ადამიანს ვუთხარით უარი ჩვენებაზე დასწრებაზე. სტუმრების რაოდენობას მნიშვნელოვნად ვზღუდავთ, რადგან მომწონს აუდიტორია, რომელსაც ესმის, რასაც ვაკეთებ. მათ უნდა ესმოდეთ ხელობა, ამბავი და ისტორია და არა გლამური და ტრენდები“, – ამბობს ის.

ბავშვობა საქართველოში და გზა მილანამდე

გალიბ გასანოვი საქართველოში, ქვემო ქართლის სოფელ ყარაჯალარში გაიზარდა. როგორც Vogue-ს უყვება, მისი ბავშვობა ტრადიციული იყო, ხოლო მოდა „მოდა შორეული და წარმოუდგენელი სამყარო“.

მოზარდობის პერიოდში თბილისში მოგზაურობამ მისთვის სრულიად ახალი რეალობა გახსნა – ქალაქი, სადაც პირველად დაინახა, რომ მოდა შეიძლება არა მხოლოდ შორეული იდეა, არამედ რეალური პროფესია ყოფილიყო.

2013 წელს, 18 წლის ასაკში, გასანოვმა Georgian Fashion Council-ის BeNext კონკურსში გაიმარჯვა და პრიზის ფარგლებში მილანში, Haute Future Fashion Academy-ში სასწავლებლად გაემგზავრა.

თუმცა საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯები მისთვის მარტივი არ ყოფილა.

„მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება რთულია, თუ იმ წრის ნაწილი არ ხარ“, – იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში ინდუსტრიულ „წრეში“ ყოფნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თავად კი ამ სამყაროსგან განსხვავებულად ცხოვრობდა.

„არასოდეს ვყოფილვარ იმ წრის ნაწილი. მირჩევნია კულისებში ვიყო და და ჩემი საქმე ვაკეთო, ვიდრე წვეულებებზე ვიარო და ისეთ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა, რომლებიც სინამდვილეში ჩემი მეგობრები არ არიან“, – ამბობს დიზაინერი.

 

 

გასანოვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი თანამედროვე მოდის ინდუსტრიის სწრაფ, მუდმივად ცვალებად ბუნებას ეხება. მის გარშემო ყოველდღიურად ჩნდება ახალი ტრენდები, ხელოვნური ინტელექტის გავლენა და ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი.

„არ მინდა, მოდაში მიმდინარე მოვლენებმა ყურადღება გამიფანტოს. ეს ტრენდი, ის ტრენდი, ხელოვნური ინტელექტი… დღეში უამრავ ინფორმაციას ვიღებთ.”

თუმცა მისი ეს პოზიცია ტექნოლოგიების ან სიახლეების უარყოფად არ უნდა აღვიქვათ. მისთვის მთავარი არა წინააღმდეგობა, არამედ ფოკუსის შენარჩუნებაა – საკუთარი ხმის, ხედვისა და ხელწერის დაცვა იმ ინდუსტრიაში, სადაც ტრენდები ხშირად ინდივიდუალობას ჩრდილავს.

„მინდა, ჩემი ბიზნესმოდელის საკუთარი იდეა შევქმნა. არ მინდა ათასობით ნივთი. მსურს მყავდეს გულშემატკივრებისა და მომხმარებლების ბაზა, რომელიც პატივს სცემს იმას, რასაც ვაკეთებ“, – ამბობს დიზაინერი.

სწორედ ეს არის გალიბ გასანოვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი – მასშტაბის ნაცვლად შინაარსი, სისწრაფის ნაცვლად პროცესი და ტრენდების ნაცვლად საკუთარი ისტორია.

ასევე გაეცანი

#OK! „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ვენეციაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა – ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს
OK! News

#OK! „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ვენეციაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა – ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს

September 5, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა
OK! კულტურა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია
OK! კულტურა

#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

September 4, 2026
#OK! Netflix მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს იღებს
OK! News

#OK! Netflix მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს იღებს

September 4, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

July 17, 2025
#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

October 11, 2022
#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

January 5, 2026
#OK Giambattista Valli-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის “ოტ კუტიურ” კოლექცია

#OK Giambattista Valli-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის “ოტ კუტიურ” კოლექცია

July 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
ლაიონელ რიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს  – როგორია ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლაიონელ რიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს – როგორია ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

September 1, 2026
#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

September 1, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები