• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

March 7, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ამბობს, რომ ჯერ გზაშია, მიზნამდე შორია და მცდელობა არ უნდა შეწყვიტო, როცა ბავშვობის სილაღისა და უბრალოდ, ყოფნის ბედნიერებაში დაბრუნება გინდა. ტკივილი ნარკოტიკით არ ყუჩდება და დამოკიდებულების ჯოჯოხეთს ბევრი შრე აქვს. არაა ადვილი ამ კარის გამოხურვა. საზოგადოება კი გვერდში დგომის ნაცვლად ამ ადამიანების სისუსტეს მანიპულაციისთვის იყენებს. ილო ბეროშვილის გამოფხიზლების ამბავი.

 

ილო ბეროშვილი: მთელი ცხოვრება დასჭირდება იმის გააზრებას, რა ხდებოდა მაშინ, როცა დამოკიდებული ვიყავი. არის მომენტები, ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ გავიხსენებ. ადამიანის ტვინი ბლოკავს, ეს იმდენად მძიმეა. რაც მახსოვს, ეგეც საკმარისია. ყოველდღე უფრო და უფრო მეტს ვხვდები. ხომ ბანალურია და ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღი ცხოვრება კარგია, ნარკოტიკი ცხოვრებას ანგრევს. ყველაფერი იცი, მაგრამ როცა ამაზე სხვა ადამიანი გელაპარაკება, სხვა ფასი აქვს. ტრენინგზე გააჟღერა ერთმა ტრენერმა ინგლისური ფრაზა Fake it till you make it – შენ ეცადე, ხანდახან შეიძლება ყალბი იყო მცდელობაში, იქამდე ეცადე და აფეიკე, სანამ არ გამოგივა. რომ მახსენდება ჩემი ქმედებები, მართლა მეცოდება ჩემი თავი. ადრე უფრო ვბრაზობდი და კრიტიკული ვიყავი. რაც მეტი დრო გადის, სულ მინდა ამ ასაკიდან დაველაპარაკო იმ ილოს, რომელმაც ბევრი ტრამვა მიიღო. ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის პატიება ძალიან რთულია, მაინც ყველაზე მეტი საკუთარ თავს დაუშავე. მერე ნელ-ნელა საკუთარი თავის პატიებას იწყებ – ამის გარეშე არ გამოვა.

 

დგება მომენტი, როცა ჩაეშვი ბოლომდე, ყველაფერი დაკარგე, ძალაც აღარ გაქვს – აღარც გსიამოვნებს, გამბედაობაც არ გყოფნის თავში დაიხალო, ამ დროს ცდილობ დაჯიჯგნო და დასაჯო საკუთარი თავი. ყველაზე რთულია, როცა ცდილობ – აი, შევეშვი, გავიდა 2 კვირა, კუს ტბაზე ავდიოდი, ვვარჯიშობდი, მაგრამ დაცლილი ხარ. ფხიზელმა საკუთარ ქმედებებს თვალი უნდა გაუსწორო, საკუთარ თავში ძალა იპოვო, იმედი არ დაკარგო, რომ შესაძლებელია ფეხზე დადგე. ფიზიკური ტკივილი გაუსაძლისია – მაგრამ ყველაზე რთული მაინც სიცარიელესთან გამკლავებაა. ამ დროს არ უნდა იფიქრო იმაზე, რა იქნება 1 წლის შემდეგ, ან რა ცუდად ვიქცეოდი, უბრალოდ, უნდა იცხოვრო აწმყოთი – რობოტულად უნდა ადგე, წახვიდე სავარჯიშოდ, მოხვიდე სახლში ისევ ცარიელი, მაგრამ ამის კეთება არ უნდა შეწყვიტო. მერე შემოდის ხმები – ერთხელ რა მოხდა, მეორედ ეს აღარ დაგემართება, აღარ გაგექცევა სიტუაცია ხელიდან. არ მოსულა ამ დროს საკუთარი თავის მოტყუება. მერე სამყაროსგან გამოცდებიც მოდის – მაგ დროს დაგირეკავს ყველა, მაგ დროს შემოგთავაზებენ უფასოდ, მაგ დროს ჩამოვა 10 წლის უნახავი მეგობარი. ამ ცდუნებებზე უარის თქმა არაა იოლი. ამ სიცარიელეში უნდა იპოვო ძალა, რომ, უბრალოდ, რაღაცები აკეთო და დაელოდო შედეგს. ყველაფერი ახლიდან გაქვს სასწავლი, მაგალითად, რაღაცას რომ იტყვი და რომ უნდა შეასრულო, არ მოიტყუო. მანამდე მუდმივად ტყუილში ხარ – ხან შენ გადაგაგდეს, ხან შენ გადააგდე, სახლიდან რაღაც გაყიდე, რაღაც დაალომბარდე, ტყუილი ხდება ცხოვრების წესი. როცა უკვე აღარ ხარ დამოკიდებული, მერეც შეიძლება იტყუებოდე.

 

 

თანამოკიდებულება

ხან გარემო ისეთია, რომ განწირული ხარ, გახდე დამოკიდებული. ვეღარ უძლებ ტკივილს. მერე ეძებ გამაყუჩებელს და ხელოვნურად გინდა იყო ბედნიერი. დროებით იყუჩებ ამ ტკივილს. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მეუღლე თვითონ მიხვდა და მოსწყდა თანადამოკიდებულებას. ანი სტუმრად იყო „პოდკასტში“, სადაც თქვა, რომ ეს ილოს ჯვარიაო. მეგობარმა მკითხა, ხომ მშვიდობა გაქვთ, ანის ინტერვიუ ვნახე, თითქოს დისტანცირდაო. კი არ დისტანცირდა, ასეთი შედუღაბებულები არასოდეს ვყოფილვართ. ანიმ გაიაზრა ის, რაც უნდა გაიაზროს ყველა თანადამოკიდებულმა ადამიანმა – ვერ მიშველის, ეს ჩემი გასავლელი გზაა. ანი მხოლოდ ცოლი არაა, ძალიან ახლო მეგობარია, შეიძლება ბევრ რამეზე დამაფიქროს, მისმა სიყვარულმა ბევრი კარი გამიხსნას, მაგრამ ეს გზა ჩემი გასავლელია. ანი აქედან გამოვიდა და შეიძლება იმიტომაც, რომ მე ვარ სტაბილურად, ვცდილობ კარგი მამა ვიყო.

ჩვენ, დამოკიდებულმა ადამიანებმა, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ საკუთარ თავს. ხომ გახსოვს ბავშვობის განცდა – დილით ადრე ფარდას რომ გადაწევ და მზის სხივი შემოდის, ჰაერიც სხვანაირია, საკვებიც უფრო გემრიელი. განცდა, რომ ბედნიერი ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ხარ, სხვა მიზეზი არ გჭირდება. თუ მცდელობას არ შეწყვეტ, შეიძლება ბედნიერების ეს განცდა დაიბრუნო.

 

სტიგმა

ყველაფერში გრძნობ სტიგმას. მაგალითად ,მოგწონს გოგო სერიოზულად. რა უნდა უთხრან შენზე – არასტაბილური, არავინ იცის როდის დაიკარგება. ანისთანაც ასე იყო. საზოგადოება ვერც ხვდება, რამხელა ზიანს აყენებს ამ ადამიანებს თავისი დამოკიდებულებით. ათასი ფაქტორია, რამაც ადამიანი მიიყვანა აქამდე. არ შეიძლება ამას შეხედო, რომ ეს ადამიანები სიამოვნებისთვის აკეთებენ ამას. ვისურვებდი, ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ამ თემაზე იქნებოდა სატელევიზიო დებატები. მეტი მუშაობაა საჭირო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და არა მანიპულაციაზე. თუ საზოგადოება ამ ადამიანებს არ მისცემს რეაბილიტაციის შესაძლებლობას, დარჩებიან ისევ იქ და ისევ ეცდებიან ამ გზით გაიყუჩონ ტკივილები.

 

 

მე ჯერ არ ვარ იქ, სადაც მინდა ვიყო, მუდმივად არსებობს რემისიის რისკი. მთავარია, შიგნით რა ფუნდამენტურ ცვლილებებს მოახდენ. ვიღაცის გამო გადაგდება დროებითია, ამისთვის შენ მომწიფებული უნდა იყო. მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე.

 

 

 

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ლოკაცია: Vangal Studio

ასევე გაეცანი

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე
OK! Business

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე

September 7, 2026
#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში
OK! Business

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

September 7, 2026
#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები
OK! News

#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები

September 7, 2026
#OK! საქართველოს სახელით „ოსკარზე“ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარდგება
OK! News

#OK! საქართველოს სახელით „ოსკარზე“ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარდგება

September 3, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

June 23, 2026
#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

November 9, 2021
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

April 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

September 8, 2026
#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

September 2, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები