• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! 10 ფილმი, რომელიც ზაფხულის განწყობას იდეალურად გადმოსცემს

July 3, 2026
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ზაფხული კინოს მოყვარულთათვის ნამდვილად განსაკუთრებული დროა — მზით გაჯერებული კადრები, ზღვისპირა ქალაქები, პირველი სიყვარული და მოგზაურობის სურვილი ეკრანიდან შესანიშნავ განწყობას ქმნის.

გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც ზაფხულის ემოციას ყველაზე კარგად გადმოსცემს:

1. Call Me by Your Name (2017)

  • რეჟისორი: ლუკა გუადანინო (Luca Guadagnino)
  • როლებში: ტიმოთი შალამე, არმი ჰამერი, მაიკლ შტულბარგი

ფილმის სიუჟეტი 1980-იან წლებში, ჩრდილოეთ იტალიაში ვითარდება. ახალგაზრდა ელიო ზაფხულს ოჯახთან ერთად ატარებს, როდესაც სახლში მამამისის ასისტენტი, ოლივერი ჩადის. მათ შორის ნელა ვითარდება ემოციური და ინტენსიური ურთიერთობა.

2. La Piscine (1969)

  • რეჟისორი: ჟაკ დერე
  • როლებში: ალენ დელონი, რომი შნაიდერი, ჯეინ ბირკინი

ფრანგული კლასიკა, რომელიც კოტ-დ’აზურის მდიდრულ ვილაში ვითარდება. წყვილი ზაფხულს აუზთან მშვიდად ატარებს,  მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მათ სტუმრად მარიანას ყოფილი შეყვარებული ეწვევა.

მზიანი, მშვიდი გარემო ნელ-ნელა ფსიქოლოგიურ დაძაბულობად იქცევა.

3. Mamma Mia! (2008)

  • რეჟისორი: ფილიიდა ლოიდი
  • როლებში: მერილ სტრიპი, ამანდა სეიფრიდი, პირს ბროსნანი, კოლინ ფირტი, სტელან სკარსგარდი

საბერძნეთის კუნძულზე მდებარე პატარა სასტუმროში ახალგაზრდა სოფი ქორწილისთვის ემზადება. გოგონას ერთი მიზანი აქვს  — გაარკვიოს, ვინ არის მისი მამა.

ის ფარულად ეპატიჟება დედის სამ ყოფილ შეყვარებულს, და სწორედ აქ იწყება ქაოსური, მხიარული და მუსიკალური ზაფხული.

ABBA-ს სიმღერების ფონზე ფილმი ერთ დიდ დღესასწაულად გადაიქცევა.

#OK! 2026 წლის ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი პრემიერები – რას ვნახავთ დიდ ეკრანზე

4. A Good Year (2006)

Screenshot
  • რეჟისორი: რიდლი სკოტი
  • როლებში: რასელ ქროუ, მარიონ კოტიარი

ლონდონელი ფინანსისტი, მაქსი სკინერი, მემკვიდრეობით იღებს ვენახს პროვანსში. თავიდან ის ქონების გაყიდვას გეგმავს, მაგრამ ადგილზე ჩასვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება.

მზიანი გარემო, ღვინო, ადგილობრივი ცხოვრების ნელი რიტმი და ახალი ადამიანები მას სრულიად სხვა რეალობას დაანახებს.

5. Before Sunrise (1995)

  • რეჟისორი: რიჩარდ ლინკლატერი
  • როლებში: ეთან ჰოუკი, ჟული დელპი

ჯესი და სელინი  მატარებელში შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს და  გადაწყვეტენ ერთად გაატარონ ღამე ქალაქში.

ფილმი თითქმის მთლიანად დიალოგებზე დგას. ისინი დადიან ქუჩებში, საუბრობენ სიყვარულზე, ცხოვრებაზე, შიშებზე და მომავალზე.

6. The Talented Mr. Ripley (1999)

  • რეჟისორი: ენტონი მინგელა
  • როლებში: მეთ დეიმონი, ჯუდ ლოუ, გვინეთ პელტროუ

1950-იანი წლების იტალია — მზიანი სანაპიროები, მდიდარი ახალგაზრდები და ფუფუნება.

ამბიციური ტომ რიპლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მდიდარი ოჯახი იტალიაში გაზგავნის. მისი მთავარი მისიაა, ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, უდარდელი და თავზეხელაღებული დიკი გრინლიფი შინ დააბრუნოს.

7. Amélie (2001)

  • რეჟისორი: ჟან-პიერ ჟეუნე
  • როლებში: ოდრი ტოტუ, მატიე კასოვიცი

ფილმი თანამედროვე პარიზულ ცხოვრებას აღწერს, მოქმედება მონმარტში მიმდინარეობს  და გვიყვება მორცხვი გოგონას, ამელის ისტორიას.

8. Dirty Dancing (1987)

  • რეჟისორი: ემილ არდოლინო
  • როლებში: პატრიკ სვეიზი, ჯენიფერ გრეი

1960-იან წლებში, ოჯახურ კურორტზე ახალგაზრდა ფრენსის „ბეიბი“ ცეკვის ინსტრუქტორს, ჯონის ხვდება.

წყვილს ერთმანეთი უყვარდება, ეს გრძნობა კი  სოციალური განსხვავებების და ოჯახის წინააღმდეგობის ფონზე იზრდება.

ფილმი  კლასიკური ზაფხულის ისტორიაა — ახალგაზრდობა, ცეკვა, თავისუფლება და პირველი სიყვარული.

9. Letters to Juliet (2010)

  • რეჟისორი: გარი უინიკი
  • როლებში: ამანდა სეიფრიდი, კრისტოფერ იგანი, ვანესა რედგრეივი, გაელ გარსია ბერნალი

მოქმედება  იტალიაში  ვითარდება — ვერონაში, სიყვარულის ქალაქში, სადაც ტურისტები ხშირად ტოვებენ წერილებს ჯულიეტას ეზოში.

ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა სოფი, რომელიც ჟურნალში მუშაობს, შემთხვევით პოულობს 50 წლის წინ დაწერილ წერილს. წერილის ავტორი, კლერი, ახალგაზრდობაში დაკარგულ სიყვარულს ეძებს. სოფი გადაწყვეტს დაეხმაროს მას და კლერთან ერთად იტალიაში მოგზაურობას იწყებს.

10. Under the Tuscan Sun (2003)

  • რეჟისორი: ოდრი უელსი
  • როლებში: დაიან ლეინი, სანდრა ო

განქორწინების შემდეგ მწერალი ფრენსისი იმპულსურად ყიდულობს სახლს ტოსკანაში და ახალ ცხოვრებას იწყებს.

ნელ-ნელა ეცნობა ახალ კულტურას, ახალ ადამიანებს და საკუთარ თავს.

ფილმი არის ზაფხულის ყველაზე თბილი ვერსია — ახალი დასაწყისი, მზე და შინაგანი სიმშვიდე.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ზაფხულში სანახავი 15 ფილმი მოდის მოყვარულებისთვის

#OK! 10 ფილმი, რომელიც სწავლას მოგანდომებთ

ასევე გაეცანი

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ
OK! News

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ

October 25, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026
#OK! კლაუდია შიფერიდან კაილი ჯენერამდე – Fantasy Bra: ძვირადღირებული ბიუსტჰალტერი და მისი გამორჩეული ისტორია
OK! კულტურა

#OK! კლაუდია შიფერიდან კაილი ჯენერამდე – Fantasy Bra: ძვირადღირებული ბიუსტჰალტერი და მისი გამორჩეული ისტორია

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები