• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ვერაზე მომხდარი მკვლელობა და იარაღის კონტროლი – როგორ რეგულირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის იარაღის ფლობა საქართველოში

July 25, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

22 ივლისს, თბილისში, შანიძის ქუჩაზე მომხდარ სროლას 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ სამი ადამიანი კი დაშავდა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 42 წლის ნიკა კაპანაძე. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდების სიცილს მოჰყვა, რის შემდეგაც კაცმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ცნობების თანახმად, დაკავებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მომხდარის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა – რამდენად მკაცრად კონტროლდება იარაღის ფლობის უფლება და რა მექანიზმები არსებობს იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის  პრობლემების მქონე ადამიანს იარაღის შეძენა ან შენახვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით OK! Magazine Georgia ადვოკატ საბა თვალავაძეს ესაუბრა:

ბოლო შემთხვევის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა – როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც წარსულში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის გამოცდილება ჰქონდა, იარაღზე მიუწვდებოდეს ხელი. სამართლებრივად, რა მექანიზმები არეგულირებს იარაღის ფლობის უფლებას საქართველოში?

საქართველოში იარაღის ფლობა რეგულირდება საქართველოს კანონით „იარაღის შესახებ“ და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით. იარაღის ფლობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

2025 წელს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიქმნა ახალი სამართლებრივი მექანიზმი, რომლიც  იარაღის ნებართვის გაცემის პროცესში ჯანმრთელობის მდგომარეობის უფრო ეფექტიანი გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, განისაზღვრა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომლის ადმინისტრირებაც ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა. ამავე კანონით სამინისტროს დაევალა ბაზის შექმნა, მასში მონაცემთა შეტანის კრიტერიუმების განსაზღვრა და შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებიდან მონაცემების მოპოვება. აღნიშნული ბაზის შექმნის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 1 მაისი.

მანამდე იარაღის ნებართვის გაცემის პროცესში ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ძირითადად მოქალაქის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ცნობას ეფუძნებოდა, რაც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული წარმოდგენილი დოკუმენტის სიზუსტესა და სისრულეზე. სწორედ ამიტომ, 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნა დამატებითი მექანიზმი – ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელმაც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა მისცა.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ იარაღის ფლობის ან ტარების უფლება მიიღოს?

საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში პირს იარაღის ფლობის ან ტარების უფლება არ მიეცემა. მათ შორისაა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, მათ შორის კანონით გათვალისწინებული ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან ტოქსიკომანია. გარდა ამისა, შეზღუდვები ვრცელდება გარკვეული კატეგორიის ნასამართლევ და ბრალდებულ პირებზეც. შესაბამისად, ნებართვის გაცემამდე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გადაამოწმოს, არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

არსებობს თუ არა კანონში შეზღუდვები იმ პირებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ისტორია აქვთ?

დიახ, თუმცა მნიშვნელოვანია ერთი  განმარტება. კანონი არ ადგენს, რომ წარსულში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის არსებობა ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობა ავტომატურად გამორიცხავს იარაღის ფლობის უფლებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ნებართვის გაცემის მომენტში არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული ისეთი გარემოება, რომელიც პირის მიერ იარაღის უსაფრთხოდ ფლობას გამორიცხავს.

სწორედ ამიტომ კანონმდებლობა ეფუძნება არა მხოლოდ წარსულში არსებული დიაგნოზის არსებობას, არამედ შესაბამისი მონაცემების შეფასებასა და კანონით დადგენილი კრიტერიუმების არსებობას.

როგორ მოწმდება იარაღის მსურველის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად ეფექტიანია ეს მექანიზმი?

2025 წლამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება ძირითადად მოქალაქის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით ხდებოდა.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სახელმწიფომ აირჩია განსხვავებული მიდგომა და შექმნა სამართლებრივი საფუძველი ერთიანი საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებისთვის. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შესაბამის მონაცემებს აგროვებს და ადმინისტრირებას უწევს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ მონაცემების მიღება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ.მათ შორის იმ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია იარაღის შეძენის ნებართვის გაცემაზე.

ჩემი შეფასებით, აღნიშნული მოდელი უფრო ფართო შესაძლებლობას ქმნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმებისთვის, ვიდრე მხოლოდ მოქალაქის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ცნობაზე დაყრდნობა. თუმცა, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს მექანიზმი პრაქტიკაში, დამოკიდებულია მონაცემების სრულყოფილად და დროულად ასახვაზე, ხოლო მისი რეალური ეფექტიანობის შეფასება დროის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

არის თუ არა საქართველოში სხვადასხვა უწყებას შორის საკმარისი კოორდინაცია — მაგალითად, ჯანდაცვის სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის — იმისთვის, რომ რისკის მქონე პირებმა იარაღზე წვდომა ვერ მიიღონ?

სწორედ ამ კოორდინაციის გაძლიერებას ემსახურებოდა 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებებიც. კანონი უკვე პირდაპირ ითვალისწინებს ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას.

შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი უწყებათაშორისი თანამშრომლობისთვის შექმნილია. თუმცა პრაქტიკაში რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს სისტემა, დამოკიდებულია მონაცემების სრულყოფილად ასახვაზე, მათი დროული განახლებისა და უწყებებს შორის ინფორმაციის ეფექტიან გაცვლაზე.

თუ ადამიანს ოდესღაც ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა, ავტომატურად უნდა იზღუდებოდეს თუ არა მისი იარაღის ფლობის უფლება?

ჩემი  შეფასებით, არა. სამართლებრივ სახელმწიფოში უფლებების შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ შეფასებას და არა მხოლოდ წარსულში არსებული დიაგნოზის ფაქტს.

შესაძლებელია ადამიანი სრულად იყოს გამოჯანმრთელებული და აღარ არსებობდეს ისეთი გარემოება, რომელიც იარაღის უსაფრთხოდ ფლობას გამორიცხავს. შესაბამისად, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს კანონით დადგენილი კრიტერიუმებისა და სამედიცინო მონაცემების საფუძველზე.

რამდენად ხშირად ხდება უკვე გაცემული იარაღის ნებართვების გადახედვა? არსებობს თუ არა მექანიზმი, რომ ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვა გაუქმდეს?

დიახ. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თუ ნებართვის გაცემის შემდეგ გამოვლინდება კანონით განსაზღვრული ისეთი გარემოება, რომელიც გამორიცხავს პირის მიერ იარაღის ფლობის უფლებას, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საფუძველი, შესაძლებელია ნებართვის გაუქმება.

ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის ეფექტიან ფუნქციონირებას, რადგან სწორედ დროული და სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

თუ კანონით გათვალისწინებული საფუძველი დადგინდა, საკითხი მხოლოდ ნებართვის გაუქმებით არ შემოიფარგლება – კანონი ასევე ითვალისწინებს პირისგან იარაღის ჩამორთმევის შესაძლებლობასაც, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვანი პრევენციული მექანიზმია.

დასასრულს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეა, რომლის ერთ-ერთი მიზანია იარაღის ფლობის უფლებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების გაძლიერება. თუმცა, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს სისტემა პრაქტიკაში, ამ ეტაპზე ობიექტურად შეფასება ჯერ ნაადრევია, რადგან ბაზა ახლად შექმნილია და მისი ეფექტიანობის შესაფასებლად საკმარისი პრაქტიკა ჯერ არ დაგროვებულა.

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია
OK! News

#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

September 25, 2026
#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს
OK! News

#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს

September 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

April 30, 2021
#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

January 3, 2022
#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

December 24, 2025
#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

October 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები