• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა

August 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღეს უცხო ენის შესწავლა ონლაინპლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც შესაძლებელია, თუმცა პროფესიონალ მასწავლებელთან სწავლას არაერთი უპირატესობა აქვს, ის არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ ქმნის სწავლის სტრატეგიას, ამჩნევს პროგრესს, აძლევს მოტივაციას და ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა ცოცხალი კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება და სწორი გამოთქმა. თუ რატომ არის ინდივიდუალური მიდგომა და სწორი სასწავლო გარემო წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების აკადემია TSG-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სოფო ფეტელავა გვესაუბრება და გვიზიარებს, როგორ ეხმარება აკადემია სხვადასხვა ასაკის მსმენელს სასურველი შედეგის მიღწევაში.

რა სახის შესაძლებლობებს იძლევა „განათლების აკადემია TSG“? ვისთვის არის პროგრამები და რა სპეციფიკით ხასიათდება?

„განათლების აკადემია TSG“ ორიენტირებულია თანამედროვე, პრაქტიკულ და შედეგზე დაფუძნებულ განათლებაზე. ჩვენი პროგრამები განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის, რომლებსაც სურთ ინგლისური და გერმანული ენების შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება ან საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება, როგორიცაა Cambridge-ის, IELTS, DSD, ÖSD და Goethe-ს გამოცდები.

სასწავლო პროგრამები ინდივიდუალურად არის მორგებული თითოეული მსმენელის ასაკს, მიზანსა და ცოდნის დონეს. სწავლების პროცესი აერთიანებს თანამედროვე მეთოდოლოგიას, კომუნიკაციურ მიდგომას და პრაქტიკულ აქტივობებს, რაც სწავლის პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესო ხდის.

დღეს, როცა უცხო ენას სწავლობენ ფილმების, ონლაინპლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რატომ რჩება პროფესიონალ მასწავლებელთან სწავლა კვლავ მნიშვნელოვანი?

ტექნოლოგიები ნამდვილად მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტებია, თუმცა ისინი სრულად ვერ ანაცვლებენ პროფესიონალ მასწავლებელს. ხელოვნური ინტელექტი და ონლაინრესურსები ინფორმაციის მიღებაში გვეხმარება, მაგრამ ვერ აფასებს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს ისე, როგორც ამას გამოცდილი პედაგოგი აკეთებს.

მასწავლებელი არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ ქმნის სწავლის სტრატეგიას, აკონტროლებს პროგრესს, ასწორებს შეცდომებს, აძლევს მოტივაციას და ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა ცოცხალი კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება და სწორი გამოთქმა.

სწორედ ამ კომბინაციაში – ტექნოლოგიებისა და პროფესიონალი მასწავლებლის მხარდაჭერაში – მიიღწევა საუკეთესო შედეგი.

 

 

 

რა არის ყველაზე გავრცელებული სირთულე, რასაც ენის შესწავლის დროს მოსწავლეები აწყდებიან?

ყველაზე ხშირი გამოწვევა არის უცხო ენაზე საუბრისას შეცდომების დაშვების შიში. ბევრმა მოსწავლემ იცის გრამატიკა და ლექსიკა, მაგრამ რეალურ კომუნიკაციაში მათი გამოყენება უჭირთ. ასევე ხშირია არასწორად შერჩეული სასწავლო მეთოდი, არათანმიმდევრული სწავლა და სწრაფი შედეგების მოლოდინი. TSG-ში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სწორედ ამ ბარიერების დაძლევას – ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლე თავს თავისუფლად გრძნობს, არ ეშინია შეცდომების და ყოველდღიურად ვითარდება.

TSG-ში სწავლობენ როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ისე აბიტურიენტები. როგორ ახერხებთ ამ განსხვავებული ასაკისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ეფექტურ მუშაობას?

პატარებისთვის სასწავლო გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აკადემიაში მოსვლისთანავე თავი უსაფრთხოდ, თავისუფლად და ბედნიერად იგრძნონ. როდესაც ბავშვი აკადემიაში სიხარულით მოდის, სწავლის პროცესიც გაცილებით ეფექტური ხდება.

ვცდილობთ, გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და თამაშის ელემენტებით გამდიდრებული, რათა ბავშვებმა ცოდნა ბუნებრივად და ინტერესით მიიღონ. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ხშირად მშობლებისგან გვესმის, როგორ ელოდებიან ბავშვები შემდეგ გაკვეთილს და სიხარულით მოდიან ჩვენთან. სწორედ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი შეფასება – როცა ბავშვს სწავლა უყვარდება და აკადემია მისთვის სასიამოვნო გარემოდ იქცევა.

რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათთან მუშაობა უკვე მიზანმიმართული პროცესია. თითოეულ მოსწავლეს ვუდგენთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ვაძლევთ სისტემურ ცოდნას, ვამუშავებთ საგამოცდო ფორმატის დავალებებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დროის მართვისა და გამოცდის სტრესთან გამკლავების უნარების განვითარებას.

მიუხედავად ასაკობრივი განსხვავებისა, ორივე შემთხვევაში ჩვენი მთავარი პრინციპი უცვლელია – ინდივიდუალური მიდგომა. გვინდა, რომ თითოეულმა მოსწავლემ არა მხოლოდ სასურველ შედეგს მიაღწიოს, არამედ საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც შეიძინოს და სწავლა მომავალშიც წარმატების საფუძვლად აქციოს.

 

მთავარი უპირატესობები, რაც TSG-ს სხვა ცენტრებისგან განასხვავებს?

როგორც აკადემიის ხელმძღვანელისთვის, ჩემთვის უპირველესი პრიორიტეტია თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა. ყველა ადამიანი განსხვავებული შესაძლებლობებით, გამოცდილებითა და სწავლის ტემპით მოდის. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი არ არის ყველა ერთ სტანდარტში მოვაქციოთ, არამედ თითოეულს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენასა და განვითარებაში.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი TSG-ის გუნდია. მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თანამშრომელი იზიარებდეს იმ ღირებულებებს, რომლებზეც ჩვენი აკადემია დგას – პასუხისმგებლობას, პატივისცემას, მუდმივ განვითარებასა და თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვას.

ჩვენი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე, ეცნობიან სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება და პოზიტიური გამოცდილება მიიღონ.

ჩვენ ვსწავლობთ მოსწავლის ძლიერ მხარეებს, საჭიროებებსა და მიზნებს, შემდეგ კი სასწავლო პროცესს ამაზე ვარგებთ. საბოლოოდ, ჩვენი წარმატების მთავარი საზომი არა მხოლოდ მიღებული ქულები ან სერტიფიკატებია, არამედ ის პროგრესი, რომელსაც თითოეული მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობებთან მიმართებით აღწევს.

 

სამომავლო გეგმები

TSG-ის მიზანია, კიდევ უფრო გააფართოოს საგანმანათლებლო მიმართულებები და დანერგოს ახალი საერთაშორისო პროგრამები. ასევე იგეგმება შაბათ-კვირის სკოლის შექმნა, სადაც ბავშვი შეძლებს დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატაროს.

ჩემი მიზანია, TSG იყოს ადგილი, სადაც განათლება მხოლოდ ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლებოდეს, მინდა, აქ თითოეულმა მოსწავლემ შეიძინოს თავდაჯერებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, დამოუკიდებელი აზროვნება და ის უნარები, რომლებიც წარმატებისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ანდრია აბუთიძე

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები