• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

„სხვანაირად წარმომედგინა ჩემი ცხოვრება“ – ნიკოლ კიდმანი განქორწინებაზე, სიყვარულსა და ტომ კრუზთან ქორწინებაზე საუბრობს

August 14, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

59 წლის ნიკოლ კიდმანი British Vogue-ის სექტემბრის ნომრის გარეკანზეა. ოსკაროსანი მსახიობი ჟურნალთან გულწრფელ ინტერვიუში ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ პერიოდზე საუბრობს — კიტ ურბანთან თითქმის 20-წლიანი ქორწინების დასრულებაზე, ახალ რეალობასთან შეგუებაზე, სიყვარულზე, შვილებსა და კარიერაზე.

ინტერვიუში კიდმანი დაშორების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა გულწრფელად ამბობს, რომ ახალი რეალობის მიღება მისთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა.

„სხვანაირად წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ ახლა ეს არის ჩემი რეალობა“, — ამბობს მსახიობი.

მისი თქმით, ადამიანები ხშირად გეგმავენ მომავალს და ქმნიან კონკრეტულ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მათი ცხოვრება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი შესაძლოა სრულიად სხვაგვარად წარიმართოს.

მსახიობი აღიარებს, რომ გარკვეულ მომენტში თავს ძალიან დაუცველად და შეშინებულად გრძნობდა. თუმცა საბოლოოდ ორი გზა დაინახა — საკუთარ თავში ჩაკეტვა ან წინსვლა.

„მე ყოველთვის ასე ვუდგებოდი ჩემს ცხოვრებას — პირველ ადგილზე გრძნობებს ვაყენებდი. ზედმეტად არ ვფიქრობ და, ალბათ, არც ძალიან ანალიტიკური ადამიანი ვარ. უფრო მეტად გულით ვხელმძღვანელობ“, — ამბობს მსახიობი.

მისთვის ეს მიდგომა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. კიდმანის თქმით, ყოველთვის სურდა „კარგად გააზრებული ცხოვრებით“ ეცხოვრა, თუმცა ამისთვის აუცილებელია გამოცდილების მიღება — შეცდომების დაშვება, მარცხის მიღება და თავიდან წამოდგომა.

„მინდა ვცადო რაღაცები, დავუშვა შეცდომები, დავმარცხდე, ისევ წამოვდგე, გავაგრძელო გზა, შევეგებო სიყვარულს და ყოველთვის მზად ვიყო ახალი შესაძლებლობებისთვის“, — ამბობს ის.

ინტერვიუში კიდმანი პირველ ქმართან, ტომ კრუზთან ურთიერთობასაც იხსენებს. მსახიობი კრუზზე 1990 წელს, 23 წლის ასაკში დაქორწინდა და მათი ურთიერთობა მაშინვე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

კიდმანი ამბობს, რომ იმ პერიოდში სიყვარული მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ კარიერის დათმობასაც კი აპირებდა.

„სიგიჟემდე შეყვარებულები ვიყავით“, — ამბობს მსახიობი მათი ურთიერთობის გახსენებისას.

„არ მაინტერესებდა. უბრალოდ შეყვარებული ვიყავი და იმ მომენტში ჩემთვის სხვა არაფერი არსებობდა — არც კარიერა, არც შედეგები, არც ის, რას იტყოდნენ სხვები.“

ინტერვიუს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მონაკვეთში კიდმანი ოჯახურ ტრავმებსა და მშობლობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ოჯახები სხვადასხვა სახის ტრავმას ატარებენ, რომლის გაწყვეტაც რაღაც მომენტში აუცილებელი ხდება. ოჯახებს აქვთ საიდუმლოებები…  რაღაცები, რომელთაგანაც ცდილობენ შვილების დაცვას. მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს?“ — კითხულობს მსახიობი.

კიდმანისთვის ოჯახი და შვილები კვლავ ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. სწორედ ამიტომ, მიუხედავად კარიერის უზარმაზარი დატვირთვისა, მსახიობი ცდილობს, შვილებთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! “ზოგჯერ ქალები ასაკს მალავენ, რადგან ერიდებათ ზუსტი რიცხვების თქმა და ეს პრობლემაა, ისინი ერთგვარი ბულინგის მსხვერპლი არიან” – ნიკოლ კიდმანი

#OK! ნიკოლ კიდმანის 17 წლის ქალიშვილი Dior-ის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე პირველად გამოვიდა

ასევე გაეცანი

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ
OK! News

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ
OK! News

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ

October 25, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები