• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ჩვენ შევქმენით ის, რაც აქამდე არ შექმნილა“- Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული მუსიკისა და შემოქმედების ამერიკულ სცენაზე წარმოჩენა – სწორედ ეს არის იდეა, რომლის გარშემოც ტუტი მაცაბერიძემ და სალომე ქათამაძემ Spotlight Events შექმნეს. კომპანიის მიზანი ქართული მუსიკის, ხელოვნებისა და შემოქმედების ამერიკულ აუდიტორიასთან დაკავშირებაა, თუმცა მათი ამბიცია მხოლოდ ღონისძიებების ორგანიზებას არ მოიცავს.

ტუტისა და სალომეს აზრით, ქართულ კულტურას საერთაშორისო აუდიტორიისთვის ბევრი საინტერესო და უნიკალური რამ აქვს სათქმელი, თუმცა ამისთვის სწორ ფორმატს, სივრცესა და ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ Spotlight Events რაოდენობაზე მეტად ხარისხზეა ორიენტირებული და ისეთ პროექტებზე მუშაობს, რომელთა მსგავსი ამერიკაში აქამდე არ განხორციელებულა.

როგორ დაიბადა Spotlight Events-ის იდეა, როგორ დაიწყო ტუტისა და სალომეს პარტნიორობა, რა გამოცდილება მისცა მათ პირველმა მასშტაბურმა კონცერტმა, რა არის კომპანიის მთავარი ამბიცია და რა პროექტებს უნდა ველოდოთ მომავალში – ამის შესახებ ტუტი მაცაბერიძე და სალომე ქათამაძე OK Magazine-ს ესაუბრებიან.

 

 

მოგვიყევით, როგორ გაჩნდა spotlight events-ის შექმნის იდეა და რა მთავარი მიზანი გქონდათ კომპანიის დაფუძნებისას?

ტუტი: შეიძლება ითქვას, რომ Spotlight Events-ის იდეა ჩემი პირველი კომპანიიდან – „წიგნების თაროდან“ – დაიბადა. დაახლოებით 2021 წლიდან აქტიურად დავიწყე ფიქრი ბიზნესის გაფართოებაზე და ბევრ სხვადასხვა იდეას ვამუშავებდი, თუმცა მსურდა ისეთი მიმართულება ამერჩია, რომელიც ჩემთვის ახლობელი და საყვარელი იქნებოდა.

2022 წელს ჩემი შესაძლებლობები კულტურის მიმართულებით ვცადე, რათა ღონისძიებების ორგანიზება დამეწყო. ასე ჩატარდა „90-იანების“ პირველი წვეულება ნიუ-იორკში, სადაც უამრავმა ქართველმა ემიგრანტმა მოიყარა თავი. სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ მივხვდი, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, ეს იყო საქმე, რომლის გაგრძელებაც ნამდვილად მინდოდა.

ალბათ, ამ არჩევანში ჩემი პირადი ისტორიაც ძალიან დიდ როლს თამაშობს: მთელი ჩემი ცხოვრება ხელოვანებითა და მუსიკით სავსე გარემოში გავატარე – ჩვენს ოჯახში მუდმივად იკრიბებოდნენ ყველასთვის ცნობილი კომპოზიტორები, მომღერლები და არტისტები. თაობები იცვლებოდა, თუმცა ეს კავშირი ხელოვნებასთან არასდროს გამქრალა. გარდა ამისა, ამ სფეროში უამრავი მეგობარი და ახლობელი მყავს, ამიტომ ხელოვანებთან ურთიერთობა, მათი სამყაროს გაგება და ამ სფეროს ემოციური მხარე ჩემთვის ყოველთვის ძალიან ბუნებრივი იყო.

 

მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესპარტნიორობა? როგორც მომღერალმა, როდესაც ღონისძიების ორგანიზატორის როლში გადაინაცვლეთ, რა აღმოაჩინეთ ამ სფეროში ისეთი, რასაც მანამდე, სცენიდან, ვერ ხედავდით?

სალომე: ტუტის უკვე ბევრი წელია ვიცნობ. ერთმანეთი ჩვენი უსაყვარლესი საერთო მეგობრის, ანი კეკუას, მეშვეობით გავიცანით და მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა წლებია გრძელდება.

ერთხელ ტუტიმ მითხრა, რომ ამ საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებდა, თუ მეც მის გვერდით ვიქნებოდი. სიმართლე გითხრათ, არც დავფიქრებულვარ – ჩავკიდე ხელი და ერთად გავუდექით იმ ბრწყინვალე გზას, რომელიც უკვე სავსეა საოცარი გამოცდილებებით, ემოციებითა და გამოწვევებით.

როგორც მომღერალს, წლების განმავლობაში თავადაც ხშირად მიწევდა საორგანიზაციო საკითხებში ჩართვა, ამიტომ ბევრი დეტალი ჩემთვის ახალი არ ყოფილა, თუმცა სულ სხვა გამოცდილებაა, როდესაც მხოლოდ არტისტის პასუხისმგებლობა აღარ გაქვს და ღონისძიების მთლიან პროცესს აკვირდები – იდეის შექმნიდან იმ მომენტამდე, როდესაც დარბაზში შუქი ქრება და შოუ იწყება. სწორედ ამ პროცესში აღმოვაჩინე ახალი ეიფორია და ძალიან დიდი სიამოვნება.

ვფიქრობ, მე და ტუტი ერთმანეთს ძალიან კარგად ვავსებთ და იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ამ სფეროს თან ახლავს, საკმაოდ კარგად ვუმკლავდებით. ყოველი წარმატებით დასრულებული ეტაპი კიდევ უფრო მეტ მოტივაციასა და სტიმულს მაძლევს, რომ ჩვენს აუდიტორიას ბევრი საინტერესო, ხარისხიანი და განსხვავებული პროექტი შევთავაზოთ.

 

რა გამოარჩევს Spotlight Events-ს სხვა მსგავსი ბიზნესებისგან და რა არის თქვენი მთავარი „ამბიცია“?

ტუტი: ჩვენთვის ამერიკაში მცხოვრები ქართველები ყოველთვის ნომერ პირველი აუდიტორია იქნებიან, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველ არტისტებს, ქართულ მუსიკას და ზოგადად ქართულ შემოქმედებას უფრო ფართო ამერიკული აუდიტორია, ამერიკელი არტისტები და ხელოვნების მოყვარულები გაეცნონ.

ვფიქრობთ, ქართულ კულტურას ძალიან ბევრი რამ აქვს, რაც საერთაშორისო აუდიტორიისთვის საინტერესო და უნიკალური შეიძლება იყოს – უბრალოდ მას სწორი ფორმით, სწორ სივრცეში და შესაბამისი ხარისხით წარდგენა სჭირდება. მე და სალომე ძალიან ბევრ იდეაზე ვმუშაობთ. ასეთი პროექტების განხორციელება საკმაოდ შრომატევადია და დიდ მომზადებას მოითხოვს, ამიტომ არსად ვჩქარობთ. ჩვენთვის რაოდენობაზე ბევრად მნიშვნელოვანი ხარისხია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომ ამერიკაში მსგავსი ფორმატის ქართულ-ამერიკული პროექტების პრეცედენტი აქამდე საერთოდ არ ყოფილა. სწორედ ამიტომ ამ მიმართულებას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით – ჩვენ არ ვაგრძელებთ უკვე არსებულ გზას, გარკვეულწილად თავად ვქმნით მას.

 

 

 

 

პირველ კონცერტზე მოგვიყევით – რა შედეგებით დასრულდა და რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ?

სალომე: პირველმა კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და ჩემთვის მას განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობაც ჰქონდა.

დათო ფორჩხიძესთან ძალიან დიდი და ძვირფასი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების დასაწყისი სწორედ მასთან ერთად იყო – „ვოისის“ პირველ სეზონში ერთად გავიმარჯვეთ. დათო იყო ადამიანი, რომელმაც ამ პროექტში თავის ვარსკვლავად მე ამირჩია, მენდო და ეს ნდობა ჩემთვის დღემდე ძალიან ბევრს ნიშნავს. შემდეგ კი მთელმა საქართველომ დაგვიფასა ჩვენი ერთობლივი შრომა – ჩვენი საყვარელი ხალხის ხმებითა და სიყვარულით გავიმარჯვეთ.

ჩემთვის განსაკუთრებული სურვილი და პასუხისმგებლობაც იყო, რომ წლების შემდეგ ამ ფორმით გადამეხადა მისთვის ის სიყვარული, ერთგულება და ნდობა, რომელიც მაშინ ჩემ მიმართ გამოიჩინა.

ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც „სახეს“ კონცერტი Spotlight Events-ის პირველი მასშტაბური ღონისძიება გახდა. ამას ემატება ტუტის განსაკუთრებული სიყვარული „სახეს“ და მათი სიმღერების მიმართ. როგორც აღმოჩნდა, ეს სიყვარული მხოლოდ ჩვენი არ ყოფილა – მთელი დარბაზი მათთან ერთად მღეროდა. იყო ძალიან ბევრი ემოცია, მოგონება, ღიმილი და ცრემლიც კი. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მომენტი სწორედ დარბაზის ყურება იყო – როდესაც ხვდები, რომ ის ემოცია, რომლის შექმნაც გინდოდა, ადამიანებამდე ნამდვილად მივიდა.

ამ პირველმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამავდროულად, კონცერტმა მოგვცა ძალიან დიდი გამოცდილება და რაც მთავარია, კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა, რომ უფრო მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელებაც შეგვიძლია.

 

დღეს სად არის Spotlight Events და სად ხედავთ კომპანიას რამდენიმე წლის შემდეგ?

ტუტი: Spotlight Events-მა უკვე შექმნა საკუთარი, უნიკალური ხედვა და ძალიან კონკრეტული ამბიცია. ამ ხედვის ერთ-ერთი უახლოესი მაგალითი იქნება SALIO-ს ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც ის სცენაზე Dean James-ს შეხვდება – მუსიკოსს, რომელთან ერთადაც Georgia On My Mind-ზე იმუშავა. დანარჩენს კი შეგნებულად საიდუმლოდ ვტოვებთ – ჩვენი მსმენელი 26 სექტემბერს თავად ნახავს, რას ნიშნავს Spotlight Events-ისთვის ორი ქვეყნის ნიჭისა და შემოქმედების ერთ სცენაზე გაერთიანება.

საბოლოოდ, სწორედ ეს გვიბიძგებს ამ ყველაფრის კეთებისკენ – ჩვენ შევქმენით ის, რაც აქამდე არ შექმნილა. გვსურს, ქართული ნიჭი ამერიკულ სცენაზე წარმოვადგინოთ და ამერიკულ შემოქმედებით სივრცესაც დავაკავშიროთ. თუ რამდენიმე წლის შემდეგ ქართულ-ამერიკული კოლაბორაციები უფრო ბუნებრივი, მასშტაბური და ხშირი გახდება, ნამდვილად ვიამაყებთ, რომ Spotlight Events-მა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ამ ორი კულტურის შერწყმას დიდ სცენაზე.

 

 

როგორც ვიცით, მხოლოდ კონცერტებზე არ ჩერდებით – კიდევ რა ფორმატის ღონისძიებების, შოუებისა და სპექტაკლების განხორციელებას გეგმავთ?

სალომე: რა თქმა უნდა, Spotlight Events მხოლოდ კონცერტებით არ შემოიფარგლება. ჩვენი ხედვა გაცილებით ფართოა. უკვე გვაქვს ბევრი საინტერესო იდეა სხვადასხვა ფორმატის პროექტების, შოუებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.

ჩვენი სურვილია, შევქმნათ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მხოლოდ ერთ საღამოს არ დასრულდება და ადამიანებს ემოციასა და მოგონებას დაუტოვებს – მათ კი ჩვენი შემდეგი პროექტის მოლოდინი გაუჩნდებათ.

ამ ეტაპზე დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ – რამდენიმე ძალიან საინტერესო ჩანაფიქრი გვაქვს და მინდა, რომ ისინი ჩვენი აუდიტორიისთვის სიურპრიზად დარჩეს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ Spotlight Events-ისგან წინ ბევრი განსხვავებული, მასშტაბური და საინტერესო პროექტი გელოდებათ.

 

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

ფოტო: ელენე ფსუტური

ასევე გაეცანი

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია
ინტერვიუ

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია

September 11, 2026
#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

September 11, 2026
#OK! კატო ებანოიძე – საკუთარი თავის შეცნობიდან სხვების დახმარებამდე
ინტერვიუ

#OK! კატო ებანოიძე – საკუთარი თავის შეცნობიდან სხვების დახმარებამდე

September 11, 2026
#OK! გზა ცვლილებებისკენ: „მეტამორფოზა“ – ახალი ცხოვრების დასაწყისი
Health & Beauty

#OK! გზა ცვლილებებისკენ: „მეტამორფოზა“ – ახალი ცხოვრების დასაწყისი

September 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! NEWPORT HOTEL KUTAISI – ისტორიულ ფესვებზე დაფუძნებული თანამედროვე ქუთაისის სახე

#OK! NEWPORT HOTEL KUTAISI – ისტორიულ ფესვებზე დაფუძნებული თანამედროვე ქუთაისის სახე

June 14, 2023
#OK! „მიყვარხარ გაცილებით მეტად ვიდრე 11 წლის წინ“ – ნუცა ქავთარაძის ემოციური მილოცვა აჩიკო სოლოღაშვილს  

#OK! „მიყვარხარ გაცილებით მეტად ვიდრე 11 წლის წინ“ – ნუცა ქავთარაძის ემოციური მილოცვა აჩიკო სოლოღაშვილს  

January 27, 2023
#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 24, 2026
#OK! Tbilisi Open Air თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და მუსიკალური თავგადასავლის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

#OK! Tbilisi Open Air თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და მუსიკალური თავგადასავლის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

June 21, 2024

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 11, 2026
#OK! „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ვენეციაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა – ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს

#OK! „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ვენეციაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა – ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს

September 5, 2026
#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

September 11, 2026
#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

September 7, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები