• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

September 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ხავიერ ბარდემისა და პენელოპე კრუზის სიყვარულის ისტორია თავად ჰოლივუდურ ფილმს ჰგავს – ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შეხვდნენ, თუმცა რომანტიკული ურთიერთობა წლების შემდეგ განვითარდა. 2010 წელს  დაქორწინდნენ, დღეს კი ორი შვილის მშობლები არიან.

წყვილი წლებია განსაკუთრებულად უფრთხილდება პირად სივრცეს და ოჯახური ცხოვრების დეტალებს მედიის ყურადღებისგან მაქსიმალურად იცავს.

 

პირველი შეხვედრა

მათი ისტორია 1992 წელს, ესპანური ფილმის „Jamón, Jamón“-ის გადაღებებზე დაიწყო. პენელოპე კრუზი მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის იყო, ბარდემი კი – 22-ის. კრუზისთვის ეს კარიერის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი როლი გახლდათ, ბარდემი კი ახალგაზრდა და პერსპექტიულ მსახიობად ითვლებოდა.

„ის არასრულწლოვანი იყო“, – განუცხადა ბარდემმა GQ-ს 2017 წელს. „არაფერი მომხდარა. თუმცა, ეს ძალიან სექსუალური ფილმი იყო. დღესაც ასეა. პენელოპეს მშობლებმა გაბედეს და მას ამ ფილმში მონაწილეობის უფლება მისცეს – ჩემმა ქალიშვილმა ასეთი სცენარით რომ მომმართოს, უარს ვიტყოდი!

მაშინ განსხვავებული ცხოვრება და მიზნები გვქონდა, მაგრამ რაღაც მაინც არსებობდა – ენერგია, ქიმია და ერთმანეთზე დაყრდნობის შესაძლებლობა“.

 

პირველი შეხვედრის შემდეგ ორივე  ესპანეთის ფარგლებს გასცდა და საერთაშორისო კინოს ვარსკვლავად იქცა.

პენელოპემ ჰოლივუდში კარიერა „Vanilla Sky“-ით კიდევ უფრო გაიმყარა და მალევე ისეთ რეჟისორებთან დაიწყო მუშაობა, როგორებიც პედრო ალმოდოვარი და ვუდი ალენი არიან. მისი კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად „Vicky Cristina Barcelona“ იქცა – ფილმმა მას „ოსკარი“ მოუტანა.

 

ხავიერის კარიერაც სწრაფად განვითარდა. ესპანურ კინოში მოპოვებული წარმატების შემდეგ ჰოლივუდში გადაინაცვლა და ფილმში „No Country for Old Men“ შესრულებული როლისთვის ოსკარიც დაიმსახურა – ბარდემი პირველი ესპანელი მამაკაცი მსახიობი გახდა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

„Vicky Cristina Barcelona“

2007 წელს ვუდი ალენის ფილმის, „Vicky Cristina Barcelona“-ს, გადასაღებ მოედანზე ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

თუმცა, როგორც ბარდემი მოგვიანებით იხსენებდა, არც ერთ მათგანს თავიდან  განსაკუთრებული ნაბიჯი არ გადაუდგამს. გადაღებების ბოლო დღესაც ისე იქცეოდნენ, თითქოს მათ შორის არაფერი არსებობდა.

 

„არ ვიცი, მორცხვები ვიყავით თუ ზედმეტად პროფესიონალურად ვიქცეოდით. ყოველ შემთხვევაში, გადაღებების ბოლო დღეს არაფერი მომხდარა. ამიტომ გავიფიქრე: „ჯანდაბა! ჯობია, დავთვრეთ!“ საბედნიეროდ, ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა საზეიმო წვეულება მოაწყო და, კარგი, დანარჩენი უკვე ისტორიაა. ღმერთს მადლობა!“ – იხსენებდა ბარდემი. 

ზუსტად როდის დაიწყო მათი რომანტიკული ურთიერთობა, უცნობია, თუმცა 2007 წელს რომანის  შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა. ბრიტანულმა ჟურნალმა „Hello!“ იმავე წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ბარდემი და კრუზი მალდივებზე ერთად ისვენებდნენ. იმ დროისთვის მათი ურთიერთობა ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა, თუმცა ფოტოებმა წყვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

 

პირველად ისინი ერთად 2010 წლის „გოიას“ დაჯილდოებაზე გამოჩნდნენ. იმავე წელს, კანის კინოფესტივალზე, ბარდემმა პენელოპეს მიმართ სიყვარული უკვე სცენიდან გამოხატა. „ძალიან ბევრი მმართებს შენი.  მიყვარხარ“.

2010 წლის ივლისში ხავიერ ბარდემი და პენელოპე კრუზი ბაჰამის კუნძულებზე, საერთო მეგობრის სახლში, დაქორწინდნენ. ცერემონია მაქსიმალურად პირად გარემოში გაიმართა – სტუმრებს შორის მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ. კრუზს ქორწილისთვის მისი დიდი ხნის მეგობრის, დიზაინერ ჯონ გალიანოს მიერ შექმნილი კაბა ეცვა.

„პენელოპე საოცარი, ლამაზი და კარგი ადამიანია – შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ოჯახთან, მეგობრებთან, ჩვენს შვილებთან, ჩემთან და საკუთარ თავთან. მრავალი წელი გავიდა და მასში ბოროტების ნიშანწყალიც კი არ შემიმჩნევია.

ამას გარდა, ის საოცრად ლამაზია! როდესაც მის ფოტოებს ჟურნალებში ვხედავ, ვფიქრობ: ეს ჩემი ცოლია? ღმერთო ჩემო, მართლა? ალბათ, ასეა!“

ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ პირველი შვილი, ვაჟი, ლეო, შეეძინათ. 2013 წელს კი ოჯახს ქალიშვილი, ლუნა, შეემატა.

წყვილი შვილების პირად ცხოვრებას დღემდე განსაკუთრებით უფრთხილდება და მათ მედიისა და ცნობისმოყვარე თვალებისგან მაქსიმალურად იცავს. როგორც პენელოპე ამბობს, სოციალურ ქსელებში შვილების ფოტოებს არასდროს გამოაქვეყნებს, რადგან მათი კონფიდენციალურობის დაცვას საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.

„თქვენ ვერასდროს იხილავთ ჩემი შვილების სურათებს ინსტაგრამზე. მე ამას არასდროს გავაკეთებ“, – ამბობს მსახიობი.

საერთო პროექტები

მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარს და ურთიერთობის დეტალების გასაჯაროებას ერიდებიან, პროფესიულ ცხოვრებაში მათი გზები არაერთხელ გადაკვეთილა.

2013 წელს კრუზი და ბარდემი რიდლი სკოტის ფილმში „The Counselor“ ერთად გამოჩნდნენ. შემდეგ, 2017 წელს, „Loving Pablo“-ში ითამაშეს – ბიოგრაფიულ კრიმინალურ დრამაში, რომელიც პაბლო ესკობარისა და კოლუმბიელი ჟურნალისტის, ვირხინია ვალიეხოს, რთულ ურთიერთობას ასახავს.

 

2018 წელს წყვილი ასგარ ფარჰადის ფსიქოლოგიურ დრამაში „Everybody Knows“ გამოჩნდა.

მათი მორიგი ერთობლივი პროექტი 2026 წელს გამოვიდა – ფლორიან ზელერის ფილმი „Bunker“, რომლის სცენარიც რეჟისორმა სპეციალურად კრუზისა და ბარდემისთვის დაწერა. ამჯერად მსახიობები ეკრანზე დაქორწინებულ წყვილს განასახიერებენ, რომელთა ურთიერთობას რთული მორალური არჩევანი და კრიზისი სერიოზულ გამოცდას უწყობს.

 

ფილმის პრემიერა 8 სექტემბერს, 83-ე ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. კრუზი და ბარდემი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ, „Bunker“-ის ჩვენებას კი დაახლოებით 16-წუთიანი ოვაცია მოჰყვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ხავიერ ბარდემი პენელოპა კრუსის ობიექტივში

#OK! ვარსკვლავური წყვილები ყველაზე დიდი ასაკობრივი სხვაობით

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები