• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დედოფლები: ტყვეობა, ღალატი და სიკვდილი

June 23, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საქართველოს ისტორია მხოლოდ ბრძოლებით, დამპყრობლებთან დაპირისპირებითა და პოლიტიკური ინტრიგებით არ შემოიფარგლება. ამ დიდი და დრამატული მოვლენების მიღმა არსებობს კიდევ ერთი, ხშირად მივიწყებული ფენა — ადამიანური ისტორიები, განსაკუთრებით იმ ქალების ბედი, რომელთა სიცოცხლე ხშირად რელიგიას, პოლიტიკას ან პირად ისტორიას შეეწირა.

თამუნია შარვაშიძე

 

 

თამუნია შარვაშიძე აფხაზთა მთავრის, სეტემან შარვაშიძის, ასული და სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანის, პირველი ცოლი იყო.

„ქალს ბუნებით ლამაზსა და სავსეს ყოველი სათნოებით“ – ასე აღწერენ მას ისტორიულ წყაროებში.

მათი ქორწინება მხოლოდ პირადი კავშირი არ ყოფილა — ის პოლიტიკურ შეთანხმებასაც წარმოადგენდა, რომელიც აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის მშვიდობის განმტკიცებას ემსახურებოდა. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლევან დადიანს ძალიან შეუყვარდა თავისი აღმზრდელი ბიძის, გიორგი ლიპარტიანის, ახალგაზრდა მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძე. სასახლეში მათი ურთიერთობის შესახებ მალევე ყველამ შეიტყო.

საყვარელ ქალზე დაქორწინების მიზნით, დადიანმა მეუღლის მოშორება გადაწყვიტა და მას ღალატი დააბრალა. სასჯელი კი სასტიკი აღმოჩნდა: თამუნიას ცხვირი მოაჭრეს, დამცირებული ცხენზე უკუღმა შესვეს და აფხაზეთში, მამასთან გააბრუნეს.

ამის შემდეგ, დადიანი  პირდაპირ მიადგა გიორგი ლიპარტიანის სახლს და ნესტან-დარეჯანი წაიყვანა.

ტრაგედია ამით არ დასრულებულა, მალევე მოულოდნელად გარდაიცვალნენ ლევან II დადიანისა და თამუნია შარვაშიძის ვაჟები. ხალხი ამბობდა, რომ ისინი დედინაცვალმა მოწამლა.  მთავარმა ისინი დადიანთა საგვარეულო საძვალეშიც კი არ დააკრძალვინა.

ლევანსა და ნესტან-დარეჯანს მოგვიანებით ოთხი შვილი შეეძინათ, თუმცა არც მათი ცხოვრება აღმოჩნდა ხანგრძლივი. ოთხივე ბავშვი ფიზიკურად სუსტი იყო და ყველა მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალა.

გვანცა დედოფალი

 

გვანცა დედოფალი XIII საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ტრაგიკული ფიგურაა, რომლის ბედი პირდაპირ უკავშირდება მონღოლთა ბატონობის მძიმე ეპოქას. იგი  საქართველოს მეფის, დავით VII ულუს მეუღლე და  დემეტრე II თავდადებულის დედა იყო.

1260–61 წლებში, როდესაც დავით VII ულუ მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების გზას ადგა, გვანცა დედოფალი მცირეწლოვან ვაჟთან, დემეტრესთან ერთად ბიჯნისს აფარებდა თავს. მიუხედავად მცდელობისა, მონღოლებმა საქართველოს დედოფალი და უფლისწული დაიჭირეს.

 მონღოლეთში ტყვეობა გვანცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ყაენის ბრძანებით იგი ზღვაში დაახრჩვეს. ამ საქმის მთავარ დამნაშავედ დედოფლის ქალიშვილს, ხუაშაგიას ასახელებენ, რომელიც გვანცას პირველი ქმრის, ავაგ ათაბაგისგან ჰყავდა.

ხუაშაგი მონღოლთა კარზე დაწინაურებული დიდმოხელის მეუღლე იყო და, სავარაუდოდ, დედაზე შურისძიება სურდა — ვერ აპატია  მეორედ გათხოვება, რაც მისი მონღოლეთში გაგზავნის მიზეზი გახდა.

ქეთევან წამებული

 

საქართველოს ისტორიაში ძნელად მოიძებნება ქალი, რომლის ბედიც იმდენად ტრაგიკული და ამავდროულად გმირული იყო, როგორც ქეთევან დედოფლის. კახეთის მეფის, დავით I-ის მეუღლე და მეფე თეიმურაზ I-ის დედა, ქვეყნის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში აღმოჩნდა მოვლენათა ეპიცენტრში.

ქეთევან დედოფალი წლების განმავლობაში ცდილობდა კახეთი ირანის გავლენისგან დაეცვა, თუმცა შაჰ-აბასის ძალაუფლება სულ უფრო იზრდებოდა. 1613 წელს, როდესაც ირანის მბრძანებელი დიდი ლაშქრით მოადგა საქართველოს საზღვრებს, ქეთევანი თავად შეხვდა მას და ქვეყნის აოხრებისგან გადარჩენა სცადა. უკან დაბრუნებულ დედოფალს სპარსელთა რაზმი დაეწია და ტყვედ წაიყვანა.

შირაზში ყოფნისას შაჰ-აბასმა იგი  არჩევანის წინაშე დააყენა — მიეღო ისლამი და შაჰის მეუღლე გამხდარიყო, ან მომკვდარიყო. დედოფალმა ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

1624 წლის სექტემბერში ქეთევან დედოფალი სასტიკი წამებით მოკლეს.

“გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს”.

თამარ დედოფალი

 

თამარ დედოფალი XVI საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ტრაგიკული ფიგურაა. იგი ქართლის მეფის, დავით X-ის მეუღლე და მეფე ლუარსაბ I-ის დედა იყო.

1554 წელს, შაჰ თამაზ I-ის მორიგი ლაშქრობის დროს, ქართლი მძიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მტრის შემოსევისას თამარ დედოფალი ატენის ციხეს აფარებდა თავს, თუმცა ირანელებმა მისი დატყვევება შეძლეს და დედოფალი სხვა ტყვეებთან ერთად სპარსეთისკენ წაიყვანეს.

ლუარსაბ I დედის დასახსნელად მტერს დაედევნა, მაგრამ მისი გათავისუფლება ვერ შეძლო.  დედოფალმა გააცნობიერა, რომ წინ დამცირება და ტყვეობა ელოდა.

გადმოცემის მიხედვით, ერევნის მახლობლად, გზაში, მან უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო — ტყვეობასა და სამარცხვინო სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინა და თავი მოიწამლა.

ასევე გაეცანი

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული
OK! კულტურა

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?
OK! კულტურა

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
OK! კულტურა

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია
OK! კულტურა

#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია

August 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

February 2, 2024
#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

March 13, 2024
#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

May 31, 2026
#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

September 28, 2021

კვირის ჰიტები

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

August 28, 2026
#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები