• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ნორვეგიის სამეფო ოჯახისთვის ახალი ეპოქა იწყება – მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა 53 წლის ვაჟმა, ჰააკონმა დაიკავა. ახალი მონარქი ქვეყნის მართვას იმ პერიოდში იწყებს, როდესაც სამეფო ოჯახის რეპუტაცია და საზოგადოების ნდობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

ჰარალდ V ნორვეგიის ტახტზე 1991 წელს ავიდა. იგი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მონარქი იყო. მეფის გარდაცვალების შემდეგ ათასობით ადამიანი ოსლოს სამეფო სასახლესთან შეიკრიბა, რათა უკანასკნელად დამშვიდობებოდა მონარქს.

 

ჰააკონისთვის კი მამის მემკვიდრეობის გაგრძელება მარტივი არ იქნება. მისი მეფობის დასაწყისს უკვე ახლავს კითხვები, რომლებიც არა მხოლოდ ახალი მონარქის პირად ცხოვრებას, არამედ მთლიანად სამეფო დინასტიის მომავალს უკავშირდება.

მთავარი ყურადღების ცენტრში ამჯერად მისი მეუღლე, ახალი დედოფალი მეტე-მარიტია – მისი ისტორია სამეფო ოჯახში შესვლამდე დიდი ხნით ადრე იქცა საზოგადოების განხილვის თემად. ჰააკონს ის 1999 წელს, მუსიკალურ ფესტივალზე შეხვდა. მაშინ მეტე-მარიტი ჩვეულებრივი მოქალაქე და მარტოხელა დედა იყო – პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავდა. მისი წარსული ნორვეგიულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა. მიუხედავად წინააღმდეგობისა, წყვილი 2001 წელს დაქორწინდა.

 

წლების განმავლობაში მეტე-მარიტმა სამეფო როლთან ადაპტაცია შეძლო და საბოლოოდ ნორვეგიელების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერაც მოიპოვა. თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებმა მისი რეპუტაცია სერიოზულად შეცვალა.

ჯეფრი ეპშტეინის საქმე

2026 წლის დასაწყისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებშიც მეტე-მარიტისა და ჯეფრი ეპშტეინის მიმოწერაც აღმოჩნდა.

გამოქვეყნებული მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ მეტე-მარიტს ეპშტეინთან მიმოწერა 2011-2014 წლებში ჰქონდა. მოგვიანებით ასევე დადასტურდა, რომ 2013 წელს მეტე-მარიტმა ეპშტეინის პალმ-ბიჩის სახლში ოთხი ღამე გაატარა. იმავე პერიოდში ის და ჰააკონი მას სენტ-ბარტსზეც შეხვდნენ. მათი მიმოწერა ამ უკანასკნელის დაკავების შემდეგაც გაგრძელდა.

 

მეტე-მარიტმა საბოლოოდ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ეპშტეინის გაცნობა და მასთან ურთიერთობის გაგრძელება შეცდომა იყო. ჰააკონი მთელი კრიზისის განმავლობაში მეუღლის გვერდით იდგა.

მაგრამ საზოგადოებრივი რეაქცია გაცილებით მკაცრი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, ნორვეგიელთა 47.6% მიიჩნევს, რომ მეტე-მარიტი დედოფალი არ უნდა გახდეს. ამავე პერიოდში მონარქიისადმი მხარდაჭერაც შემცირდა: თებერვალში მისი შენარჩუნების მომხრე მოსახლეობის 60% იყო, მაშინ როცა ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი 70%-ს აღწევდა. მაისში მხარდაჭერა 64%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჰარალდ V-ის მეფობის დროს არსებულ მაჩვენებლებს.

მეორე სკანდალი – დედოფლის ვაჟის საქმე

 

სამეფო ოჯახისთვის პრობლემები ამით არ დასრულებულა: მედიაში აქტიურად განიხილება მეტე-მარიტის უფროსი ვაჟის, 29 წლის მარუს ბორგ ჰოიბის საქმე. ჰოიბი ნორვეგიის სამეფო ოჯახის ოფიციალური წევრი არ არის – მას ტიტული და სამეფო მოვალეობები არ აქვს, თუმცა ჰააკონის გერია და ბავშვობიდან სამეფო ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

მის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის აგვისტოში აღიძრა, როდესაც ოსლოში, ქალის სახლში მომხდარი ძალადობის გამო დააკავეს. გამოძიების შემდეგ ბრალდებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საბოლოოდ ჰოიბის 40 სხვადასხვა დანაშაულში დასდეს ბრალი. მათ შორის იყო ოთხი გაუპატიურება, ფიზიკური ძალადობა, მუქარა, სექსუალური ხასიათის დანაშაულები, შემაკავებელი ორდერის დარღვევა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი. პროკურატურის განცხადებით, გაუპატიურების ოთხივე შემთხვევა 2018-2024 წლებში მოხდა.

ერთ-ერთი გაუპატიურების ეპიზოდი ჰააკონისა და მეტე-მარიტის სახლში, სკაუგუმში მდებარე შენობის სარდაფში მოხდა.

სასამართლომ ჰოიბის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ამითაც არ დასრულებულა. აგვისტოში ოსლოს სასამართლომ ჰოიბის შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით კიდევ ოთხი კვირით გაუხანგრძლივა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და დაზარალებულებთან არასასურველი კონტაქტის რისკი. ჰოიბი ამჟამად სკაუგუმის სამეფო რეზიდენციაში იმყოფება, სადაც ელექტრონული მონიტორინგის ქვეშაა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! პიტერ ფილიპსის ქორწილი: სამეფო ოჯახის უახლესი გრანდიოზული ცერემონია

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

ასევე გაეცანი

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“
Slider Area

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 10, 2026
#OK! ბელა ჰადიდი – მძიმე დაავადება, პლასტიკური ოპერაციები და ფსიქოლოგიური პრობლემები: სუპერმოდელის ცხოვრება პოდიუმის მიღმა
OK! კულტურა

#OK! ბელა ჰადიდი – მძიმე დაავადება, პლასტიკური ოპერაციები და ფსიქოლოგიური პრობლემები: სუპერმოდელის ცხოვრება პოდიუმის მიღმა

October 9, 2026
#OK! ჯონ ლენონი 86 წლის გახდებოდა  – საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებიდან
OK! კულტურა

#OK! ჯონ ლენონი 86 წლის გახდებოდა – საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებიდან

October 9, 2026
#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება
OK! News

#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება

October 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

October 6, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები