• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რა არის French Girl Beauty? – ფრანგული სილამაზის ფილოსოფია

August 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სუფთა კანი, ოდნავ არეული თმა, მსუბუქი თვალის მაკიაჟი, წითელი ტუჩები და  განსაკუთრებული თავდაჯერებულობა – სწორედ ეს არის ის იმიჯი, რომელსაც ბოლო წლებში „French Girl Beauty“-ს სახელით ვიცნობთ.

ფრანგული სილამაზის ესთეტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე მაკიაჟის რამდენიმე კონკრეტული ტექნიკა. ის ერთგვარი ფილოსოფიაა, რომლის მთავარი იდეა არა საკუთარი გარეგნობის შეცვლა, არამედ მისი გამოკვეთაა. მძიმე მაკიაჟის ნაცვლად — ბუნებრივი, ჯანსაღი და ცოცხალი კანი; მკვეთრი კონტურის ნაცვლად — რბილად გამოკვეთილი, ბუნებრივი ნაკვთები.

თუმცა აქვე ჩნდება ყველაზე საინტერესო კითხვა: ნამდვილად ასე გამოიყურებიან ფრანგი ქალები, თუ „French Girl Beauty“ თანამედროვე კულტურის მიერ შექმნილი მითია?

 

 

ამ ტერმინს ერთი კონკრეტული ავტორი ან შექმნის თარიღი არ აქვს. ის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული სახეა, რომლის ფესვებიც მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ფრანგულ კინოსა და მოდაში უნდა ვეძებოთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 1950-60-იანი წლების ფრანგული „ახალი ტალღა”. ამ პერიოდის მსახიობებმა ეკრანზე ქალის სრულიად განსხვავებული იმიჯი შექმნეს – ნაკლებად ფორმალური, უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი. სწორედ მაშინ გაჩნდა ის ესთეტიკა, რომელსაც დღეს „French Girl Beauty“-ის ვუწოდებთ. 

ამ კულტურულ იმიჯს სხვადასხვა ეპოქაში ისეთი ქალები ქმნიდნენ, როგორებიც იყვნენ ბრიჯიტ ბარდო, ფრანსუაზ არდი, კატრინ დენევი და ჯეინ ბირკინი. მათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გარეგნობა ჰქონდათ, თუმცა საერთო ერთი იყო – ისინი არ ცდილობდნენ სრულყოფილი, ზედმეტად დამუშავებული სილამაზის დემონსტრირებას.

 

როგორ იქცა ესთეტიკა გლობალურ ტრენდად?

თუ ფრანგული სილამაზის კულტურული ფესვები გასული საუკუნის კინოშია, მისი თანამედროვე სახელწოდება და გლობალური პოპულარობა უკვე მოდის ჟურნალებს, ბლოგებსა და სოციალურ მედიას უკავშირდება.

2010-იანი წლების შუა პერიოდში „French girl“ უკვე აქტიურად გამოიყენებოდა საერთაშორისო beauty-მედიაში. მაგალითად, Vogue 2014 წელს ფრანგი ვიზაჟისტის, Violette-ის, დახმარებით მკითხველს სწორედ „French girl beauty“-ს წესებს უხსნიდა.

ეს ახალი ტრენდი არ არის, თუმცა ბოლო წლებში მისი პოპულარობა კვლავ გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი beauty ინდუსტრიაში მინიმალიზმის დაბრუნებაა.

ამასთან, ფრანგული სილამაზის მიმართ საერთაშორისო ინტერესი მხოლოდ მაკიაჟით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ე.წ. French pharmacy-მ — ფრანგული აფთიაქების დერმოკოსმეტიკამ.

 

„არასრულყოფილება“ აქ უპირატესობაა

French Girl Beauty-ის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი შესაძლოა სწორედ ეს იყოს – ყველაფერი იდეალურად არ უნდა გამოიყურებოდეს.

ოდნავ ჩამოშლილი თმა, ტუჩზე დარჩენილი პომადა, გადღაბნილი ლაინერი ან კანის ბუნებრივი ტექსტურა ამ ესთეტიკაში ხარვეზად არ ითვლება.

პირიქით, სწორედ ასეთი დეტალი ქმნის ადვილად შესამჩნევ შარმს.

 

როგორ მივაღწიოთ French Girl Beauty-ის ეფექტს?

კარგი ამბავი ის არის, რომ ამისთვის ათობით პროდუქტის ყიდვა აუცილებელი არ არის.

შეარჩიეთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი ნაზი გამწმენდი და დამატენიანებელი. დილით კი აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება. თუ კანის კონკრეტული პრობლემა გაქვთ, უმჯობესია რუტინა დერმატოლოგთან შეათანხმოთ.

ტონალური კრემი გამოიყენეთ მსუბუქად, ან მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე. მიზანი არ არის კანის სრულად დაფარვა – პირიქით, უნდა შენარჩუნდეს მისი ბუნებრივი იერი.

არ არის აუცილებელი ყოველდღე რთული ვარცხნილობით იაროთ. გამოიყენეთ მსუბუქი სპრეი ან თმის ზეთი და ეცადეთ, ბუნებრივი ფორმა შეინარჩუნოთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ვინ იყო მთავარი მამაკაცი ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრებაში

#OK! ცნობილი ადამიანების კანის მოვლის რუტინა

ასევე გაეცანი

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ
OK! News

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ

October 25, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026
#OK! კლაუდია შიფერიდან კაილი ჯენერამდე – Fantasy Bra: ძვირადღირებული ბიუსტჰალტერი და მისი გამორჩეული ისტორია
OK! კულტურა

#OK! კლაუდია შიფერიდან კაილი ჯენერამდე – Fantasy Bra: ძვირადღირებული ბიუსტჰალტერი და მისი გამორჩეული ისტორია

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები