• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ცნობილი ადამიანების კანის მოვლის რუტინა

July 3, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სილამაზე, რომელიც თითქოს ძალისხმევის გარეშე არსებობს, სინამდვილეში ყოველდღიური ჩვევების, დისციპლინისა და ათასობით პატარა დეტალის შედეგია. სწორედ ამას უსვამენ ხაზს თანამედროვე ვარსკვლავებიც — მსახიობები, მოდელები და მომღერლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ იდეალური კანი არა მხოლოდ მაკიაჟის ან გენეტიკის დამსახურება, არამედ გააზრებული რუტინისა და საკუთარ თავზე ზრუნვის შედეგია.

ჰეილი ბიბერი

დღეს ჰეილი ბიბერის სახელი „glazed skin“-თან ასოცირდება — კანის ბზინვარებასთან, რომელიც ბოლო წლებში ნამდვილ ტრენდად იქცა. მოდელი არაერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის მთავარი კანის ბარიერის დაცვა და მუდმივი დატენიანებაა.

მისი რუტინა, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპისგან შედგება: ნაზი გამწმენდი საშუალება, დამატენიანებელი შრატი, სქელი დამატენიანებელი კრემი და მზისგან დამცავი. ჰეილი ასევე აღნიშნავს, რომ ზღვის წყალი მის კანზე საოცრად მოქმედებს და სანაპიროზე ყოფნის შემდეგ  განსაკუთრებით ჯანსაღად გამოიყურება.

მარგო რობი

მარგო რობი მიიჩნევს, რომ კანის მოვლის მთავარი წესი მაკიაჟის მოშორებაა. British Vogue-თან საუბრისას მსახიობმა აღნიშნა, რომ მაკიაჟით არასდროს იძინებს და დილა-საღამოს სახის ზეთით იტენიანებს კანს. პერიოდულად კი თიხის ნიღბებსაც იყენებს.

მისი თქმით, გადაღებების პერიოდში, როდესაც კანზე მძიმე მაკიაჟი საათობით აქვს, გაწმენდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

#OK! სილამაზის საიდუმლო ოთხი ქვეყნიდან – როგორ უვლიან თავს ქალები იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთსა და იტალიაში

კირა ნაითლი

კირა ნაითლი ამბობს, რომ ახალგაზრდობაში აკნესთან ბრძოლას ყველანაირი საშუალებით ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ მისი კანი ზედმეტ პროდუქტებზე უარესად რეაგირებდა.

დღეს მისი მიდგომა გაცილებით მინიმალისტურია — ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობს ნაკლები მაკიაჟი გამოიყენოს, ხოლო ასაკთან ერთად დამატენიანებელ ზეთებსა და კრემებს უფრო ხშირად იყენებს.

რიანა

Harper’s Bazaar-ის ვიდეოში მომღერალმა საკუთარი რუტინა დეტალურად აჩვენა. მისი თქმით, სახის მოვლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საფუძვლიანი გაწმენდაა.

ის ყოველთვის იწყებს მაკიაჟის სრულად მოცილებით, შემდეგ ტონერს, შრატს და დამატენიანებელ კრემს იყენებს. რიანა ასევე ამბობს, რომ მზისგან დამცავი აუცილებელია არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში.

ვიქტორია ბექჰემი

ვიქტორია ბექჰემი კანის მოვლას განსაკუთრებულ დროს უთმობს. ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მისთვის მთავარი კანის რეგულარული დატენიანება და ხარისხიანი შრატების გამოყენებაა.

მისი რუტინა საკმაოდ მრავალსაფეხურიანია, თუმცა თავად აღნიშნავს, რომ შედეგისთვის მთავარი რეგულარულობაა და არა ერთი „სასწაულმოქმედი“ პროდუქტი.

#OK! მითები სახის მოვლასთან დაკავშირებით: რა აზიანებს რეალურად კანს

სკარლეტ იოჰანსონი

სკარლეტ იოჰანსონი წლების განმავლობაში ებრძოდა აკნეს. დღეს ამბობს, რომ მისი მთავარი პრინციპია — არ გადაატვირთოს კანი.

Vogue-თან ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ დილის რუტინა შედარებით მარტივია: ნაზი გაწმენდა, დამატენიანებელი და SPF, ხოლო ზედმეტი ექსპერიმენტებისგან თავს იკავებს.

სელენა გომესი

სელენა გომესი არაერთ ინტერვიუში ამბობს, რომ კანის მოვლა მისთვის მხოლოდ სილამაზეს არ უკავშირდება. მისი თქმით, ჯანსაღი კანი საკუთარ თავზე ზრუნვის ნაწილია. ყოველდღიურ რუტინაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სახის გაწმენდას, სქელ დამატენიანებელ კრემსა და SPF-ს.

ჯენიფერ ლოპესი

56 წლის ვარსკვლავი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნების მთავარი საიდუმლო არა რთული პროცედურები, არამედ ყოველდღიური, თანმიმდევრული მოვლაა. მისი დილის რუტინა იწყება სახის საფუძვლიანი გაწმენდით, რასაც მოჰყვება ანტიოქსიდანტური შრატი, დამატენიანებელი კრემი და მზისგან დამცავი საშუალება.

მომღერალი ასევე ამბობს, რომ კარგი კანის საფუძველი მხოლოდ კოსმეტიკა არ არის — მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. მისი თქმით, სილამაზის მთავარი საიდუმლო ყოველდღიური დისციპლინაა.

პამელა ანდერსონი

დღეს ანდერსონის კანის მოვლის ფილოსოფია მინიმალიზმს ეფუძნება. როგორც თავად აღნიშნავს, რთული, მრავალსაფეხურიანი რუტინა აღარ იზიდავს და ურჩევნია რამდენიმე ხარისხიანი პროდუქტი გამოიყენოს.

მსახიობი ასევე ხშირად ახსენებს, რომ უპირატესობას ბუნებრივ ინგრედიენტებს ანიჭებს.

პრიანკა ჩოპრა 

პრიანკა ჩოპრა ხშირად ამბობს, რომ კანის მოვლის რუტინა არ არის მხოლოდ თანამედროვე კოსმეტიკის შედეგი — ის დიდწილად ბავშვობის გამოცდილებებს, ინდურ ტრადიციებს და ოჯახისგან მიღებულ რჩევებს ეყრდნობა.

მსახიობი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სილამაზისადმი მისი დამოკიდებულება ბუნებრივ ინგრედიენტებზე და მარტივ, მაგრამ თანმიმდევრულ მოვლაზეა დაფუძნებული.

ცშირად იყენებს იოგურტის, შვრიისა და კურკუმისგან დამზადებულ სახის ნიღაბს – თუმცა, როგორც თავად განმარტავს, მისი ყოველდღიური რუტინა მაინც მარტივ და სტანდარტულ ნაბიჯებს ეფუძნება: სახის ნაზი გაწმენდა, დამატენიანებელი შრატი, მკვებავი კრემი და მზისგან დამცავი.

ასევე გაეცანი

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge
Health & Beauty

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

October 18, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! Health&Beauty COLLISTAR – ნათელი, ჯანსაღი, ლამაზი კანი და ყოველდღიური, მინიმალისტური No-Makeup
Health & Beauty

#OK! Health&Beauty COLLISTAR – ნათელი, ჯანსაღი, ლამაზი კანი და ყოველდღიური, მინიმალისტური No-Makeup

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები