რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რა გველის 2023 წელს

დეკემბერი 27, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read
რეკლამა

ასტროლოგია ბავშვობიდან აინტერესებდა. ჯერ საკუთარი თავის, შემდეგ კი სამყაროს უკეთ შეცნობის ცდუნებამ უფრო ღრმად შესწავლისკენ უბიძგა. ბუნებრივი ქვების მაგია მის ცხოვრებაში შემთხვევით მოვიდა, როცა მეგობარმა მთის ბროლი აჩუქა სწორი მინიშნებებით, რიტუალებმა კი ისე დააინტერესა, ცოტა ხანში სამსახურიდან წამოვიდა და ასტროლოგია და ეზოთერიკა პროფესიად აქცია. საკუთარ ცოდნას ყველას უშურველად უზიარებს. გამოცდილებამ ასწავლა, რომ სამყარო ძალიან კანონზომიერია და გაცემული ენერგია ყოველთვის უკან ბრუნდება. როგორი ენერგიებით დაგვხვდება სამყარო 2023 წელს და ვის რა გველოდება, ამის შესახებ ანი ანთაძე გვიამბობს. არც ქვების მაგიურობა დავიწყებია. ჩაიკითხეთ სტატია ბოლომდე − ბევრ საინტერესო დეტალს იპოვით.

ანი ანთაძე: ნამდვილი ახალი წელი ჩინური კალენდრით 22 იანვარს დგება. კატა-კურდღლის წელი მოდის, რომელსაც ფემინური ენერგია მოაქვს. ლეგენდის თანახმად, წყლის კურდღელი მთვარეზე ცხოვრობდა და თავიდან ბოლომდე ფემინური ენერგიით არის მოცული. 2023 წელს უფრო მეტად მზრუნველები ვიქნებით ადამიანები ერთმანეთის მიმართ. ბევრი მოულოდნელი ცვლილება გველის, განსაკუთრებით ციფრულ სამყაროში. მთავარია, ჩვენ ამ ყველაფერს მზად დავხვდეთ და ფეხი ავუწყოთ. ბევრი რამ, რაც აქამდე თითქოსდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აქტუალობას დაკარგავს. ამან არ შეგაშინოთ. ბევრს ილაპარაკებენ ქალების უფლებებზე, თავისუფლებაზე, რაც განსაკუთრებით გააქტიურდება გაზაფხულზე, როცა ტრანსფორმაციის პლანეტა ჯერ 3 თვით, ხოლო 2024 წლიდან უკვე დიდი ხნით იქნება მერწყულში. ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ქალების უფლებების დაცვაში მამაკაცები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.

ჩინური კალენდრით ახალი წელი ახალმთვარეობას ემთხვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ენერგიების შემოსვლას მოასწავებს სამყაროში. შეგიძლიათ ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილები ჩაუთქვათ, განეწყოთ პოზიტიურად. არაა აუცილებელი, სუფრა დახუნძლოთ კერძებით. მთავარია გარემო, რა სახის ენერგიებს გაცვლით − ესაა კურდღლისთვის მნიშვნელოვანი. მანდარინი მიიჩნევა სიუხვის სიმბოლოდ და კარგი იქნება, თუ სუფრაზე მანდარინი გექნებათ. ერთი რიტუალიც შემიძლია გირჩიოთ: ნებისმიერ სითხეს, რომელსაც იმ საღამოს დალევთ, მოურიეთ დარიჩინის ჩხირით საათის ისრის მიმართულებით. შეგიძლიათ სურვილების ვიზუალიზაციაც გააკეთოთ − ჭიქა მარცხენა ხელში დაიჭირეთ და დალევის დროს წარმოიდგინეთ, როგორ გისრულდებათ ეს სურვილი. მარტივი და ჯადოსნური ტექნიკაა, რომლის გაკეთება ყველას შეუძლია.

რაც კი წყლისა და ზღვის გრადაციებია − ლურჯისა და ცისფრის ყველა გრადაცია ამ წლის ფრად მიიჩნევა. ასევე, შავი ფერი. მთავარი კი მაინც განწყობაა. ამიტომ დახვდით ახალ წელს დადებითი ენერგიით და მადლიერებით სავსე. სამყარო უკან აბრუნებს ენერგიებს.

გაზაფხულიდან წარმატების პლანეტა იუპიტერი კუროში იქნება. კუროს ძალიან გააქტიურებული აქვს შეგრძნებები და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეგრძნებების ეპოქაში გადავდივართ. ადამიანებს უფრო მეტად მოუნდებათ საკუთარ თავში ჩაღრმავება, იმის გარკვევა, ვინ არიან სინამდვილეში, რა უნდათ და რა მიზანი აქვთ ამ სამყაროში. აგრობიზნესის განვითარებისთვის კარგი პერიოდი იქნება, მნიშვნელოვანი გახდება ჯანსაღი პროდუქტები. ასევე, ესთეტიკის სფეროში ინოვაციები და სიახლეებია მოსალოდნელი.

თხის რქის მმართველი პლანეტა სატურნი, რომელსაც უყვარს წესები, ჩარჩოები − იქნება თევზებში. თევზები პირიქით − დინებას აყოლილი ნიშანია და ჩარჩოებს, წესრიგს ვერ იტანს. ვისაც თავისი ოცნებების სჯერა, საჭიროა მათ ასახდენად გეგმაზომიერად გაემართოს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ეს სურვილები ილუზიად დარჩეს და ფრუსტრაცია გამოიწვიოს. თუმცაღა, დაუძლეველი და გადაულახავი 2023 წელს არაფერი იქნება. სიყვარულისა და მშვიდობის წელიწადია.

თევზების მმართველი პლანეტა ნეპტუნი თევზებში იქნება და ეზოთერული თემები გააქტიურდება. ადრე თუ ამას, როგორც გართობას, უყურებდნენ, ახლა ბევრს მისი პროფესიულ დონეზე სწავლის სურვილი გაუჩნდება.

2023 წლის მანიფესტაციის ქვა არის ლაბრადორიტი, იგივე შავი მთვარის ქვა, რომელსაც ჯადოსნური ენერგიები აქვს და ამ წყლის კურდღელთან პირდაპირ კავშირშია.

2023 წელი მოულოდნელობებით სავსე და განსაკუთრებულია. ფაქტობრივად, მოსამზადებელი პერიოდია ახალ ეპოქაში, ახალ ენერგიებზე გადასასვლელად. ამიტომ ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ცვლილებებისა და სიახლეების წელიწადია.

ვერძი

განსაკუთრებული წელია, თუ საქმე კარიერას, წინსვლასა და გაფართოებას ეხება. უფრო მეტად ყურადღება გაამახვილეთ საქმესა და ცვლილებებზე. კარგად გაიაზრეთ საკუთარი სურვილები, რაც ძალიან გინდათ, გააკეთეთ და შემდეგ მოუსმინეთ სხვებს.

ვერძებისთვის კარიერა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ თუ გსურთ სიახლეები მოიზიდოთ, გირჩევთ ატაროთ მწვანე ავანტურინი, ან ციტრინი − ან ორივე ერთად.

კურო

კუროებისთვის განსაკუთრებული წელია, რადგან იუპიტერი − წარმატებისა და გამარჯვების პლანეტა კუროში იქნება წლის ბოლომდე. კუროებო, თუ გინდათ ეს თქვენთვის იღბლიანი დრო კარგად გამოიყენოთ, მზად იყავით, წარმატების მისაღწევად იმოქმედოთ. მოემზადეთ სიახლეებისთვის, ეს წელი დასახული მიზნების მიღწევის დროა თქვენთვის.

მალაქიტი ან ხავსიანი აქატი დაგეხმარებათ განვითარებაში და სიყვარულის მოზიდვაში, პირიტი კი სტაბილურობას შეგინარჩუნებთ.

ტყუპები

თქვენთვის ტრანსფორმაციული პერიოდია. თუ ცხოვრების სტილი რადიკალურად გინდათ შეცვალოთ, 2023 წელი ამისთვის აუცილებლად გამოიყენეთ. განსაკუთრებით, თუ ცვლილებას კარიერული მიმართულებით გეგმავთ. რაიმე ახლისა და ინოვაციურის შესასწავლად ნაყოფიერი წელია. ახალი ურთიერთობები და ახალი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში 2023 წელს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება.

ქრიზოპრაზი ამ წელს თქვენი ავგაროზი იქნება.

კირჩხიბი

გაზაფხულიდან შავი მთვარე კირჩხიბიდან ლომებში გადადის და შესაბამისად, რთული პერიოდი უკან დარჩება − ცოტათი შემსუბუქდებით, ამოსუნთქვის პერიოდი გექნებათ. იყავით ნაკლებად დრამატულები და ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედეთ.

ლაბრადორიტი გაააქტიურებს თქვენს ინტუიციას და შემოქმედებით უნარებს. სიმშვიდეს კი ლარიმარის ქვა მოგიტანთ.

ლომი

ლომებისთვის 2023 წელი შედარებით ტრანსფორმაციულია. შესაძლოა გეგონოთ, რომ პრობლემები უკან მოიტოვეთ, მაგრამ ძალიან დიდი შანსია ძველმა თემებმა იჩინოს თავი. შავი მთვარე ლომში გადადის და სამყარო გამოცდებს მოგიწყობთ. ეცადეთ, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ, დადებითი ენერგიები გასცეთ, რათა უკან იგივე დაგიბრუნდეთ.

თქვენი ავგაროზი ამ წელიწადში მზის ქვა იქნება, რომელიც დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

ქალწული

თუ მოგბეზრდათ ერთი და იმავეს კეთება, 2023 ნამდვილად ის წელია, როცა ბევრი რამის შეცვლას შეძლებთ. ვინ იცის, იქნებ სხვა პროფესიითაც კი დაინტერესდეთ. წინ თამამად გადადგით ნაბიჯები და წარმატება აუცილებლად მოვა, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში.

სიახლეებისა და ცვლილებების მოზიდვაში კარნელიანი დაგეხმარებათ. პრობლემების შემსუბუქება თუ გსურთ, ატარეთ ფირუზი.

 

სასწორი

აქამდე თუ ვერ მოახერხეთ სწავლა და პიროვნული განვითარება, 2023 წელი ამის შესაძლებლობას მოგცემთ. შეგიძლიათ საკუთარი თავი გამოცადოთ ინოვაციებში და ციფრულ ინდუსტრიაში. ნებისმიერი სიახლე უფრო მარტივად მიიღეთ, უფრო მეტი იმოგზაურეთ, მეტი კომუნიკაცია გჭირდებათ.

ვარდისფერი ოპალი სიყვარულს, წარმატებას იზიდავს. თუ განვითარება გინდათ, ამაში ფლუორიტი დაგეხმარებათ.

მორიელი

ფინანსურად წარმატებული წელია მორიელებისთვის. იმ სფეროში, სადაც გსურთ განავითაროთ საკუთარი თავი, აუცილებელია რესურსი დააბანდოთ. შეგიძლიათ ინვესტიციაც მოიზიდოთ − სხვისი რესურსი გამოიყენოთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ნეგატივს. კვამლიანი კვარცი გაგიქარწყლებთ ცუდ ფიქრებს და დაგიცავთ ნეგატიური ენერგიებისგან.

მშვილდოსანი

ამ ნიშანს წარმატების პლანეტა იუპიტერი მართავს და იღბალი მუდამ თან სდევთ. ეს წელიც არაა გამონაკლისი. შეგიძლიათ უფრო მეტად გარისკოთ, სასურველ შედეგსაც მიიღებთ.

ლაპის ლაზური წარმატების, აღმოჩენებისა და შემეცნების მინერალია და როგორც ავგაროზი, შეგიძლიათ ატაროთ.

თხის რქა

2023 წელს მოგიწევთ თქვენი ენერგიები კარგად დააბალანსოთ. ყველაზე მშრომელი და მიზანდასახული ნიშანია, ამიტომ ენერგიების განახლება რომ შეძლოთ, შესვენებაც გჭირდებათ. საკუთარი თავი გაანებივრეთ, მიუძღვენით საჩუქრები, ისიამოვნეთ და დატკბით ცხოვრებით, შემდეგ გააგრძელეთ მიზნისკენ სვლა. 2023 წელი თქვენთვის საუკეთესოა.

შავი ტურმალინი, როგორც დამცავი, ძალების აღმდგენი, ტრანსფორმაციის მინერალი, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ვარდისფერი კვარცი თქვენს გულს გაალღობს და ამ სიყვარულის მიმღებლობას შეგმატებთ. გაუზიარეთ შემდეგ ეს სიყვარული გარშემომყოფებს.

მერწყული

2023 წლის გაზაფხული თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ტრანსფორმაციის პლანეტა პლუტონი 3 თვით თქვენს ნიშანში გადმოინაცვლებს. თუ გსურთ საკუთარი ხმა მთელ სამყაროს გააგონოთ, გაზაფხული ყველაზე კარგი დროა ამისთვის. გამოხატეთ თქვენი ინდივიდუალიზმი, ნეპტუნის ენერგიები კი დაგეხმარებათ თქვენი იდეები და სურვილები განხორციელდეს.

ახალი იდეების რეალიზებაში მწვანე ფლუორიტი დაგეხმარებათ. ამეთვისტო კი მენტალური და ფიზიკური ბალანსის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

თევზები

ეს წელი თქვენი ოცნებების ასრულების დროა. ამაში სატურნიც დაგეხმარებათ. მართალია, თევზები და სატურნი ერთად თავს იდეალურად არ გრძნობენ, თუმცა თუ თქვენს ოცნებებს ქმედითობას მიანიჭებთ, აუცილებლად განხორციელდება.

ლაბრადორიტი დაგეხმარებათ ყველა დაფარული ნიჭისა და რესურსის გამოვლენაში.

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან
Health & Beauty

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

დეკემბერი 30, 2022
#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება
Health & Beauty

#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება

დეკემბერი 29, 2022
#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!
Health & Beauty

#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!

დეკემბერი 29, 2022
#OK! 40 წელი პაციენტების გვერდით – ინტერვიუ „დროფსის“ თერაპევტ ნესტან კვიციანთან
Health & Beauty

#OK! 40 წელი პაციენტების გვერდით – ინტერვიუ „დროფსის“ თერაპევტ ნესტან კვიციანთან

დეკემბერი 29, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! კუზანოვ დენტი – ციფრული ტექნოლოგია და ჰოლივუდის ღიმილი ყველასთვის

#OK! კუზანოვ დენტი – ციფრული ტექნოლოგია და ჰოლივუდის ღიმილი ყველასთვის

იანვარი 3, 2023
#OK! 10 ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც პოპულარობამდე უსახლკარო იყო

#OK! 10 ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც პოპულარობამდე უსახლკარო იყო

მარტი 21, 2021
#OK! მედინი – თქვენს სილამაზეზე პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს

#OK! მედინი – თქვენს სილამაზეზე პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს

ნოემბერი 7, 2022
#OK! ირინა შეიკი, ჯოან სმოლსი და ქენდის სვეინფული Tropic of C-ისთვის

#OK! ირინა შეიკი, ჯოან სმოლსი და ქენდის სვეინფული Tropic of C-ისთვის

ივნისი 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Doja Cat წამწამებით გაკეთებული წვერ-ულვაშით პარიზის მოდის კვირეულზე

#OK! Doja Cat წამწამებით გაკეთებული წვერ-ულვაშით პარიზის მოდის კვირეულზე

იანვარი 26, 2023
#OK! “არანაირი მაკიაჟი, მაგრამ 27 ფილტრი სახეზე” – რატომ გააკრიტიკეს ვიქტორია ბექჰემი

#OK! “არანაირი მაკიაჟი, მაგრამ 27 ფილტრი სახეზე” – რატომ გააკრიტიკეს ვიქტორია ბექჰემი

იანვარი 22, 2023
#OK! პიკემ ახალ შეყვარებულთან ერთად პირველი ფოტო გამოაქვეყნა

#OK! პიკემ ახალ შეყვარებულთან ერთად პირველი ფოტო გამოაქვეყნა

იანვარი 27, 2023
#OK! ექსკლუზივი: წერილი, სადაც ჩანს რატომ თქვა უარი პრინცესა დაიანამ Vogue-ის რედაქტორობაზე

#OK! ექსკლუზივი: წერილი, სადაც ჩანს რატომ თქვა უარი პრინცესა დაიანამ Vogue-ის რედაქტორობაზე

იანვარი 26, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×