• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პროფესიული გზა, რომელიც პასუხისმგებლობითა და გუნდურობით შენდება – OK! ქუთაისის ინტერვიუ დავით ჯაიანთან

July 27, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო და კერძო სექტორში, ლიდერობაზე დაფუძნებული მართვის სტილი და ქუთაისისადმი განსაკუთრებული სიყვარული – სწორედ ამ ღირებულებებზე გვესაუბრება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის რეგიონული

ოფისის დირექტორი დავით ჯაიანი.

ჟურნალ OK! ქუთაისთან ინტერვიუში დავითი პროფესიული გზის მნიშვნელოვან ეტაპებს იხსენებს, წარმატებული გუნდის შექმნის პრინციპებზე, ახალგაზრდების როლსა და იმაზე საუბრობს, თუ როგორ ხედავს ქუთაისის მომავალს.

როდის დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და რამ მიგიყვანათ დღევანდელ პოზიციამდე?

ჩემი პროფესიული გზა 1998 წელს დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უძრავი ქონების აღრიცხვის, მართვისა და საიჯარო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე. სახელმწიფო სამსახურში მუშაობამ პასუხისმგებლობის, დისციპლინისა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობა მასწავლა, რაც ჩემი პროფესიული განვითარების საფუძველი გახდა. კარიერულმა ზრდამ და სამსახურში სამართლიანმა ურთიერთობებმა, ჩემში ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხურის გავლის შემდეგ, 2005 წელს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ხელმძღვანელად დავინიშნე. მოგვიანებით კი საქმიანობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გავაგრძელე, სადაც დასავლეთ საქართველოს სამხარეო სამმართველოს უფროსი გახლდით.

2010 წლიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის რეგიონულ ოფისს ვხელმძღვანელობ. გამიმართლა და მენეჯმენტში, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური თვისებებით სავსე, შესანიშნავი მმართველი გუნდი დამხვდა. აქ მომეცა შესაძლებლობა, შემექმნა ძლიერი, მოტივირებული და პროფესიული გუნდი, დღემდე მათთან ერთად ვმუშაობ, ენთუზიაზმითა და საერთო მიზნების რწმენით.

 

 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობთ საქმიანობის წარმართვისას?

მინდა გითხრათ, მნიშვნელოვანი პრინციპები საქმინაობის პროცესში შედარებით მრავალფეროვანია. ვფიქრობ, მთავარია საქმისადმი სიყვარული, გუნდურობის ყოველწამიერი შეგრძნება და სამართლიანობა.

თქვენი აზრით, რა თვისებები სჭირდება წარმატებულ რეგიონულ ხელმძღვანელს?

პირველ რიგში, სამშობლოს სიყვარული, საქმისადმი ერთგულება, თანამშრომლების მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება… სამსახურის ხელმძღვანელი უნდა გრძნობდეს თანამშრომლის შესაძლებლობებს. კადრების შერჩევა, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც წარმატების საწინდარია. რეგიონულ დირექტორს უნდა ჰქონდეს ანალიტიკური უნარი, ოპერატიულად გადაწყვიტოს არსებული პრობლემები. მაგრამ ყველაზე მთავარი ადამიანების სიყვარულია.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც კარიერული განვითარების დასაწყისში არიან?

პირველ რიგში, პროფესიული განვითარებისთვის ცოდნის გაღრმავებას ყოველდღიურად უნდა ესწრაფოდნენ. წარმატებისთვის აუცილებელია, გამოიმუშაონ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. აუცილებელია თავმდაბლობა, რაც ადამიანს, გარშემომყოფთათვის, მეტად საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა შინაგანად გრძნობდეს რასაც აკეთებს და ქმნის. უნდა სჯეროდეს, რომ მისი ღვაწლი, პირველ რიგში, სამშობლოსა და საზოგადოებისთვისაა ფასეული. ახალგაზრდა, როცა ამ გზის გარკვეულ მონაკვეთს სწორად გაივლის, თავად შეიგრძნობს ბედნიერებას. ბედნიერი ადამიანი კი მეტი სარგებლის მომტანია როგორც საზოგადოების, ასევე საკუთარი თავისთვის.

თქვენი გამოცდილებით რა არის წარმატებული გუნდის მთავარი საიდუმლო?

წარმატებული გუნდის მთავარი საიდუმლო, ჩემი აზრით, მორალური პასუხისმგებლობით სავსე ადამიანების ერთობლიობაშია. გუნდი წააგავს საათს, როცა მისი ყველა მექანიზმი სუფთა და მოწესრიგებულია, იდელურად მუშაობს. ამას გარდა, აუცილებელია თავისუფალი და უშუალო ურთიერთობები თანაგუნდელებთან. ასეთი დამოკიდებულება ადამიანებს უფრო გაბედულებსა და მოტივირებულებს ხდის.

რომელი პროფესიული მიღწევა გახსენდებათ ყველაზე დიდი სიამოვნებით და რატომ?

სიამოვნებით მახსენდება და მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევად მიმაჩნია, 2005 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშვნა. ალბათ, ამ დღემ განსაზღვრა ჩემი შემდგომი სამსახურეობრივი კარიერა და ცხოვრებისეული გზაც.

როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას და მუდმივი განვითარების სურვილს?

ვფიქრობ, რომ ორი მნიშვნელოვანი რამ განაპირობებს განვითარებასა და მოტივაციას. პირველი – ეს არის კონკურენცია. მეორე – როცა რეალურად ხედავ წარმატების შედეგს. ამ დროს სწორად ხდება შენი, როგორც პიროვნების, ასევე შენ გვერდით მყოფი ადამიანების მიერ გაწეული შრომის აღქმა. ჩვენი კომპანიისთვის დამახასიათებელია რბილი, კეთილსინდისიერი და საინტერესო კონკურენცია, ხოლო მიღწეული შედეგების დაფასება პრიორიტეტად აღიქმება. მუდმივი განვითარების გარეშე შეუძლებელია, რაიმე ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. მუდმივი განვითარება, წონასწორობის მთავარი ინსტრუმენტია, თუ ამ ინსტრუმენტს დაკარგავ, უბრალოდ, დაეცემი.

 

დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიღმა, როგორ ისვენებთ და რა საქმიანობა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

ოჯახი, მეგობრები და გარკვეული ვალდებულებები. ადამიანისთვის ეს სამი განზომილება უნდა იყოს სიამოვნებისა და დასვენების საშუალება. ჩვენ გვაქვს ოჯახური ტრადიცია, ყოველწლიურად ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ასევე, მეგობრებთან ერთადაც ვგეგმავ გარკვეულ აქტივობებს. კარგი დასვენება ენერგიით გავსებს, სიმშვიდეს შეიგრძნობ და ამაღლებულ განწყობას იღებ. ყოველივე ეს მეტად მოტივირებულს გხდის, სიამოვნებით იცხოვრო და ყველაფერი ხარისხიანად აკეთო.

რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისი და როგორ ხედავთ მისი განვითარების პერსპექტივას უახლოეს წლებში?

ქუთაისი ჩემთვის ყველაფერია: ბავშვობა, ყმაწვილკაცობა, თეთრი ხიდი, პირველი საჯარო სკოლა ბუმბერაზი ქართველებით, ილო ფოტოგრაფით და სახელოსნოთი, სამი ოთარის ღირსეული ცხოვრების ეპიზოდებით, პიპინია მიქელაძის სანიმუშო ისტორიებით და უამრავი ღირსეული ქუთაისელის ცხოვრების მაგალითებით, რომლებზეც თაობები იზრდებოდა და უნდა გაიზარდოს. რეზო გაბრიაძის ქუთაისთან სულიერ კავშირს მოვიშველიებ: „…არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმეა, ზედმეტად ზრდილობიანი…“

ქუთაისის მომავალი ურბანულ, ეკონომიკურ, სპორტულ, კულტურულ, მეცნიერულ მიმართულებებშია, ამასთან ქალაქური ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნებაში.

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: თეკლა ჟორჟოლიანი

ასევე გაეცანი

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე
OK! Business

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე

September 7, 2026
#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში
OK! Business

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

September 7, 2026
OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

June 23, 2026
#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

November 9, 2021
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

April 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

September 8, 2026
#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

September 2, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები