• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ხელოვნება, როგორც ემოციის გადმოცემის საშუალება

June 9, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

OK!-ს ივნისის ნომრის სტუმარს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ხათუნა ხრიკაძე მრავალი წელია, რაც ტიხრული მინანქრით დაინტერესდა და უბრალო გატაცება პროფესიად აქცია. მოგვიანებით კი უფრო სერიოზული სახე მისცა და საკუთარი კომპანია „ნანიკა“ დააფუძნა, რომელიც საზოგადოებას ხელნაკეთ სამკაულებს, თმის სამაგრებს, საპნებს, სანთლებს, კერამიკისა და ეპოქსიდის ვაზებს სთავაზობს. რა სიახლეები აქვს ბრენდს და როგორია ჩვენი გმირის სამომავლო გეგმები, თავად გვიამბობს.

 

 

ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თქვენს შემოქმედებას. გვიამბეთ იმ გზის შესახებ, რომელიც დღევანდლამდე განვლეთ.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი მოწვევისთვის. მე გახლავართ ხათუნა ხრიკაძე, 46 წლის, სამი შვილის დედა. ტურისტულ სააგენტოში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე 28-წლიანი გამოცდილების შემდეგ, რომელსაც ახლაც დისტანციურად ვაგრძელებ, გადავწყვიტე მეგობრის დახმარებით სრულიად ახალი პროფესია შემესწავლა – ტიხრული მინანქარი. თავდაპირველად ეს მხოლოდ გატაცება იყო, თუმცა დღეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად ვცხოვრობ ნიუ-იორკში, სადაც მაქვს საკუთარი პატარა სახელოსნო და ვარ კომპანიის „ნანიკა“-ს დამფუძნებელი. „ნანიკა“ წარმოადგენს ჩემი შვილების სახელების მარცვლების კომბინაციას: ნაკა-ნა,  ნინია-ნი, და ზუკა-კა.

„ნანიკა“ ჩემი პატარა სამყაროა, სადაც ძირითადად ვქმნი ვერცხლის, სპილენძისა და მინანქრის სამკაულებს, თმის სამაგრებს, ასევე ხელნაკეთ საპნებს, სანთლებს, კერამიკისა და ეპოქსიდის ვაზებს.

სიახლე ისაა, რომ გავხდი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის – IAA/USA-ს (International Association of Art USA) წევრი, სადაც მოხვედრა შესაძლებელია მრავალი წარმატებული ხელოვანის შეფასების შედეგად. ასევე, ვარ სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების, როგორიცაა The Enamelist Society და Enamel Guild North East წევრი და აქტიურად ვმონაწილეობ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და აქტივობებში. American Folk Art Museum-ის წევრობის შემდეგ მივიღე შემოთავაზება, რომ ჩემი სამკაულები გაიყიდოს ამავე მუზეუმთან არსებულ მაღაზიაში. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება დეტალებზე და ბედნიერი ვიქნები, თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

 

 

როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს?

ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარ თავთან ბრძოლა იყო, დაჯერება იმისა, რომ ჩემი ხელით შექმნილ ნივთს შეიძლებოდა ჰქონოდა მნიშვნელობა და ღირებულება. ნიუ-იორკში ყველაფრის თავიდან დაწყება ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ გამიმართლა, რომ ჩემ გარშემო აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დამაფასეს და გვერდში დამიდგნენ. მქონდა და ახლაც მაქვს სირთულეები, მაგრამ ყველაზე მთავარია, არ დანებდე. ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლებაა წინ, ბევრი რამ მაქვს სასწავლი, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერს გავუმკლავდები და ყველაფერი გამომივა.

 

რა გაძლევთ მოტივაციას?

მოტივაციას მაძლევს ჩემი ოჯახი, მეგობრები და უამრავი კეთილი ადამიანი ჩემ ირგვლივ. ისინი, ვისაც სჯერა ჩემი, ვუყვარვარ და ჩემი იმედი აქვთ. მათი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. გულით მინდა, რომ მათ იმედები არ გავუცრუო.

 

 

საიდან იღებთ ინსპირაციას?

ინსპირაციას ვპოულობ ოჯახსა და მეგობრებთან საუბარში, კარგი მუსიკის მოსმენაში, შთამბეჭდავი ფილმის ყურებასა და წიგნის კითხვაში. სხვების დახმარება და ნებისმიერი დადებითი ემოცია ჩემთვის შთაგონების წყაროა. ქართულ კულტურას, ძველ ორნამენტებსა და ფერებს დიდი გავლენა აქვს – ეს ყველაფერი ჩემი შემოქმედების ნაწილია. ყოველი ახალი ნაკეთობა ჩემი პატარა ემოციის გადმოცემის საშუალებაა.

 

რამდენად რთულია პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის დაბალანსება?

ჩემი საქმიანობა ჩემი პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საბედნიეროდ, დროში შეზღუდული არ ვარ, რაც საშუალებას მაძლევს, მოვახერხო ბალანსის დაცვა. რადგან ჩემი შვილები ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემს მშობლებს, დასა და დეიდას დიდი წვლილი მიუძღვით. თუმცა მე მუდმივად ჩართული ვარ მათთან ყველანაირ საკითხში. ტურისტულ სააგენტოში მრავალი წლის გამოცდილებამ მასწავლა, როგორ დავაბალანსო პროფესიული და პირადი ცხოვრება, რაც დღესაც ძალიან მეხმარება.

 

 

რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს? რა გასწავლათ თქვენმა განვლილმა ცხოვრებამ ყველაზე მნიშვნელოვანი?

პირველი და ყველაზე მთავარი, არასოდეს შეგეშინდეთ ახალი საქმიანობის ან პროფესიის შესწავლისა და დაწყების. აუცილებლად აღმოაჩინეთ ან გაუმხილეთ საკუთარ თავს, რა გიყვართ და რა გაბედნიერებთ. არ შეგეშინდეთ შეცდომებისა და შეკითხვების, როგორიცაა  „ეს როგორ გავაკეთო?“ დაბრკოლებები და შეცდომები, ჩემი აზრით, გვეხმარებიან მიზნის მისაღწევად. მაგრამ ამისთვის თქვენი საქმე ძალიან უნდა გიყვარდეთ. ეცადეთ, ყოველთვის იყოთ კარგ განწყობაზე და ირგვლივ გყავდეთ ადამიანები, ვინც თქვენზე ზრუნავენ, უყვარხართ და პატივს გცემენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენია ნებისმიერ გზაზე.

მინდა ყველას წარმატება და გამართლება გისურვოთ.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

September 5, 2022
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები