• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პასუხისმგებლობა, როგორც მთავარი მოტივაცია – ვერიკო ტურაშვილი კარიერასა და მარტოხელა დედობაზე

August 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ვერიკო ტურაშვილმა ორივე შვილი მარტომ გაზარდა. ამბობს, რომ ეს გზა არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული, თუმცა სირთულეების მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდა, შვილების აღზრდა და პროფესიული განვითარება ერთმანეთთან შეეთავსებინა. OK! Magazine-თან ინტერვიუში ის საუბრობს მარტოხელა დედობის გამოცდილებაზე, ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, კარიერაზე, შვილების აღზრდას შორის ბალანსსა და იმ გაკვეთილებზე, რომლებიც ამ წლებმა ასწავლა.

 

23 წელი გავიდა იმ პერიოდიდან, როცა საკმაოდ ადრეულ ასაკში, სრულიად ახალი და დიდი პასუხისმგებლობების წინაშე აღმოჩნდით. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ აფასებთ ცხოვრების ამ ეტაპს?

რატომღაც ამ პერიოდს არასდროს ვიხსენებ მინორულ ჭრილში. ის ერთგვარი საწყისი წერტილი იყო, რამაც ძალა მომცა, ცხოვრებისთვის სხვა თვალით შემეხედა. მართალია, ძალიან პატარა ასაკში სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი რამ მოხდა, თუმცა პასუხისმგებლობა, რომელიც მთლიანად მე დამეკისრა, ჩემთვის მთავარ მოტივაციად იქცა. გავაცნობიერე, რომ ფეხზე მყარად უნდა დავმდგარიყავი და შვილისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ეს გამოწვევა დაუძლეველი არ ყოფილა. მოვლენები სწრაფად განვითარდა და მეც უფრო მობილიზებული გავხდი, ზუსტად ვიცოდი, რა უნდა დამეგეგმა და გამეკეთებინა. მას შემდეგ 23 წელი გავიდა. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრებაა ასეთ რიტმში ვცხოვრობ და ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის.

 

 

 

მარტოხელა დედობა ადვილი ნამდვილად არ არის. მოგვიყევით, რა სირთულეები და გამოწვევები შეგხვდათ ამ პროცესში?

რა თქმა უნდა, მარტოხელა დედობა რთულია. მაგრამ რადგან გოგონები მყავს, ამ ფაქტმა ეს პროცესი შემიმსუბუქა. ბიჭი რომ მყოლოდა, ალბათ მეტი საფიქრალი მექნებოდა, როგორ მიმეცა მისთვის სწორი მიმართულება. გოგონების შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიღება ისედაც უმეტესწილად დედას ეკისრება, რადგან ისინი უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებული.

თუმცა, ჩემი ოჯახი რომ არ მდგარიყო ჩემ გვერდით, ახლა ამას ასე მხიარულად ვერ მოვყვებოდი. ჩემმა მშობლებმა და მეორე ბებიამ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემი შვილების აღზრდაში. როცა სამსახურებრივი მოვალეობებისთვის დრო უნდა დამეთმო, ისინი ყველანაირად მიწყობდნენ ხელს და მეხმარებოდნენ. მე და ჩემმა დიდმა ოჯახმა ეს ყველაფერი ერთად ძალიან კარგად შევძელით.

 

კარიერასა და დედობას შორის ბალანსის პოვნა ბევრი ქალისთვის დიდი გამოწვევაა. თქვენ როგორ ახერხებდით ამდენი საქმის პარალელურად შვილებისთვის სათანადო ყურადღების დათმობას?

ყოველთვის ვახერხებდი დედობისა და საქმის შეთავსებას. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირდება და სხვა ყველაფერს აპაუზებს. არაერთხელ მითქვამს: რაც უფრო მეტს ვაკეთებ, მით უფრო პროდუქტიული ვარ. ახლაც ასე ვარ, სახლის საქმეებით დაწყებული, შვილების აღზრდით დამთავრებული, ყველაფერს ვასწრებ. სკოლა, მასწავლებლებთან კომუნიკაცია, კარიერა – ყველა მიმართულებით ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად ჩართული. ხშირად ვხუმრობ, რომ „ბევრი ვერიკო“ ვარ და ვახერხებ ისე, რომ დისკომფორტი არ ვიგრძნო.

თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს ოჯახის დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი. მარტოხელა დედობა ძალიან რთულია, როცა არ გყავს ვინმე, ვისთანაც ბავშვს დატოვებ. შენ ხომ უნდა მიიღო განათლება, გაიზარდო პროფესიულად და იყო რეალიზებული, რათა შვილებს საუკეთესო მომავალი შეუქმნა. ეს მართლაც მძიმეა, მაგრამ მგონია, რომ თუ გაქვს დიდი ენთუზიაზმი, გინდა განვითარდე და არ იყო სხვებზე დამოკიდებული, ყველაფრის მოხერხება შესაძლებელია. მთავარია, ქალს ამის ძლიერი სურვილი ჰქონდეს.

 

 

ახსენეთ, რომ ბავშვის აღზრდაში მშობლების როლი განმსაზღვრელია. ზოგადად, რას ფიქრობთ მამის ჩართულობაზე და თქვენს შემთხვევაში როგორ წარიმართა ეს პროცესი?

მამის ჩართულობა აბსოლუტურად მნიშვნელოვანია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ კუთხით ბევრს ვერ ვიტყვი, რადგან ისე მოხდა, რომ ორივე შვილი მამის გარეშე გაიზარდა. მამის როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან დედასთან ერთად ის ბავშვის სწორ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ეს ვერ ხერხდება, მშობლები ვერ ეწყობიან ერთმანეთს და ურთიერთობა ირღვევა. როცა ორივე მშობელი ადეკვატურია, ეს იდეალურია ბავშვის პიროვნული და ემოციური განვითარებისთვის. ნაკლები კომპლექსი უჩნდება და მომავალშიც ნაკლები პრობლემა ექმნება. მაგრამ თუ ოჯახური თანაცხოვრება არ ამართლებს, მაშინ ცალ-ცალკე ყოფნა ჯობს. თუმცა, ცუდი მამის ყოლას… ალბათ ჯობია საერთოდ არ გყავდეს.

 

მარტოხელა დედებისთვის ცხოვრებისეული გამოწვევები კიდევ უფრო მძაფრია. რა არის ის, რაც ქალებს აძლევს ძალასა და მოტივაციას, გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს?

რეალიზებულ ადამიანებსაც კი უამრავი პრობლემა და გამოწვევა აქვთ. მარტოხელა დედებისთვის კი ეს ორმაგად და ათმაგად უფრო რთულია. მოტივაციის პოვნა ყველასთვის ინდივიდუალურია: ვიღაცისთვის ეს ახალი ურთიერთობის დაწყებაა, ვიღაცისთვის – განათლება და განვითარება, ვიღაცას კი იოგა და სულიერი სიმშვიდე ეხმარება. ქალებმა საკუთარ თავს უნდა მოუსმინონ, რათა იპოვონ ძალა ცხოვრების კიდევ უფრო მყარად გასაგრძელებლად. საერთოდ მგონია, რომ რაც უფრო თავისუფალი ხარ არჩევანსა და გადაწყვეტილების მიღებაში, მით უფრო ზუსტად იცი, ვინ ხარ და რა გინდა. ასეთ დროს განვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ვინმეზე დამოკიდებულება. საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩე, დაუსვა კითხვა: „რა მინდა და როგორ მინდა?“ და მერე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. საშიში არაფერია.

 

და ბოლოს, თუკი შევაჯამებთ, რა არის მთავარი ღირებულება, რასაც დედობა მოითხოვს და რასაც ის სანაცვლოდ გაძლევთ?

საერთოდ, მივხვდი, რომ ამ სამყაროში დედობისთვის მოვედი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, მართლა ასეა. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ჩემი საქმე, ვგრძნობ, რომ ჩემი მთავარი მისია მაინც დედობაა. და ეს მხოლოდ შვილების მიმართ არ გამოიხატება. ზოგადად, ყველაფრის მიმართ მაქვს ეს მზრუნველობითი ხასიათი.

საკუთარი დრო – ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც შეგიძლია შენს შვილებს გაუნაწილო. თუმცა არ ვთვლი, რომ ეს რაიმე მძიმე „ფასის“ გადახდაა, ეს, უბრალოდ, ძალიან ღირებული და ბუნებრივი პროცესია.

 

 

 

 

ლოკაცია: Qarvasla Hotel

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: გვანცა ზარქუა

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები