• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ვაჟა ჯუღელი: „ქუთაისი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“

August 12, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ვაჟა ჯუღელი წლების განმავლობაში ქუთაისის საჯარო, საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი პროფესიული გზა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ცენტრალურ ლაბორატორიაში ინჟინრის პოზიციიდან დაიწყო, მოგვიანებით კი ქალაქის თვითმმართველობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე განაგრძო საქმიანობა. იყო პრეფექტურის სამეცნიერო განყოფილების სპეციალისტი, ქუთაისის მერის მრჩეველი მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების საკითხებში, საინჟინრო ინსტიტუტის პრორექტორი, მერიის განათლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მოგვიანებით კი კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ხელმძღვანელი. 2018 წლიდან ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას ხელმძღვანელობს.

ქალაქზე, მრავალწლიან გამოცდილებაზე, კულტურის მნიშვნელობასა და მომავალ გეგმებზე ვაჟა ჯუღელი ჟურნალ OK! ქუთაისთან საუბრობს.

რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისი – ქალაქი, რომელმაც თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა?

ქუთაისი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მისი ასაკი 3500 წელზე მეტს ითვლის, ჩემთვის ყველაფერია. აქ დავიბადე, გავიზარდე, ადამიანების სიყვარული აქ ვისწავლე,  მეგობრები შევიძინე. ოჯახთან, ნათესავებთან, მეგობრებთან ერთად ჩემი ცხოვრება ქუთაისმა შექმნა. დღემდე ამ ქალაქის მადლიერებითა და სიყვარულით მოვედი. ქუთაისი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მეამაყება, რომ აქ აღიზარდნენ და განათლება მიიღეს ისეთმა კორიფეებმა, რომლებმაც საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გადამწყვეტი როლი შეასრულეს მის გადარჩენაში, წინსვლასა და განვითარებაში. ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც ამ ქალაქთან არის დაკავშირებული.

 

 

2018 წლიდან კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას ხელმძღვანელობთ. რა არის ამ საქმიანობაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება 17 ფილიალს მოიცავს. მათ შორის 9 სკოლის გარეშე სასწავლო დაწესებულებას, სახვითი ხელოვნების გალერეას, ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფ მუზეუმებს, კულტურის ცენტრს და ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერულ გუნდს. პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, რამდენიმე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია, სადაც ამის აუცილებლობა დგას. ამჟამად პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის და სამხატვრო სკოლის მშენებლობა დაიწყება, ეს ათეული წლების განმავლობაში სასახლის და სამხატვრო სკოლის წინაშე მდგარ პრობლემებს გადაწყვეტს. სამუსიკო-სახელოვნებო სასწავლებლებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, შესაძლებლობის ფარგლებში მუსიკალური ინსტრუმენტების განახლების კუთხით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.

თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ახალგაზრდების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში?

მოსწავლე-ახალგაზრდები  ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული. ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალში სისტემატურად იმარჯვებენ. საქალაქო და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ. ამ წარმატებების მაგალითზე ახალგაზრდობის დაინტერესება იზრდება, რომ მოსახლეობას კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მაღალი დონის პროდუქტი მივაწოდოთ. ამის იმედს მაღალი მიზნების მისაღწევად ჩვენი პედაგოგების დაუღალავი შრომა გვაძლევს.

რომელი პროექტით ან ინიციატივით ამაყობთ ყველაზე მეტად თქვენი მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში?

ჩემი მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სრულიად ახალგაზრდა ასაკში ვმონაწილეობდი განათლების რეფორმის განხორციელებაში საშუალო და უმაღლესი განათლების მიმართულებით. კულტურის, სპორტის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენს ქალაქში სამინისტროს, გუბერნიის და ქალაქის ხელმძღვანელობის დახმარებით. მაგალითისთვის გამოვყოფ, ხოსე კარერასის კონცერტს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელიც მისი საკონცერტო კარიერის ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაიმართა. გაერთიანების ხელმძღვანელობის პერიოდში ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს და ოთხ სამუსიკო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაც არ მომხდარა ათეული წლების მანძილზე.

ბატონო ვაჟა, სამსახურის შემდეგ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს და რა არის თქვენი ჰობი?

თავისუფალ დროს, ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვატარებ. მუსიკა და სპორტი მიყვარს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობ. დრო აჩქარებულია, მინდა ბევრი რამ მოვასწრო, ხშირად ვიყო ჩემს ოჯახთან, ნათესავებთან, მეგობრებთან ერთად. მიყვარს ქართული სუფრის ტრადიციები, რასაც ქუთაისში განსაკუთრებულ პატივს სცემენ. აქ ხომ, გახსნილი და გულწრფელი არიან ერთმანეთთან სუფრის თანამეინახეები.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში?

ოჯახმა შემქმნა და ჩემს ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ითამაშა. ამაში ძალიან დიდი წვლილი მშობლებს, ბებია-ბაბუებს, დედმამიშვილებს მიუძღვით. ოჯახის მხარდაჭერის გარეშე სრულფასოვნად ვერ შედგები, გამოწვევების გადალახვა მარტივდება და ჩვენს ყოველდღიურ განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ასე რომ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე რთულია წარმატებებს მიაღწიო.

და ბოლოს, თუ ერთ სურვილს ჩაიფიქრებდით ქუთაისისთვის, რა  იქნებოდა ეს?

ჩემი სურვილია, ქუთაისმა შეინარჩუნოს ისტორიული სილამაზე. მინდა, რომ საზღვარგარეთ წასული ქუთაისელები შინ დაბრუნდნენ. ბევრი ბედნიერი და გაღიმებული სახე მენახოს ჩემს ქალაქში…

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: თეკლა ჟორჟოლიანი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები