• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

March 31, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026 წლიდან განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს. პროექტს, პრეზიდენტის ამპლუაში, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ექსპერტი ელენე ოთარაშვილი უხელმძღვანელებს. შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა.

მიმდინარე წელს პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდება და დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასტერკლასების ჩატარება, რეგიონული შეხვედრების გამართვა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა.

 

პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ინდუსტრიაში.

„ღონისძიების ახალ ციკლს მნიშვნელოვანი ცვლილებებით ვიწყებთ. დაჯილდოება გარდაიქმნება ძლიერ პლატფორმად, რომელიც სფეროს წარმომადგენლებს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ მმართველ პარტნიორს, მაია სიდამონიძეს, გაწეული შრომისა და ღონისძიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აქვე, წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ პროექტის ახალ პრეზიდენტს, ელენე ოთარაშვილს. დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად პროექტი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავა“, – ნიკოლოზ სირაძე, პროექტის მმართველი პარტნიორი.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტის როლი. მადლობას ვუხდი მმართველ პარტნიორებს – ნიკოლოზ სირაძეს და ერეკლე მეფისაშვილს ნდობისთვის. ბოლო 11 წლის განმავლობაში ამ პროექტთან ბევრი მოგონება მაკავშირებს და ახლა უკვე პრეზიდენტის პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება ახალ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მოხარული ვარ, რომ ვიქნები ამ ძლიერი, განახლებული გუნდის ნაწილი და ერთად შევიტანთ წვლილს ქართული ტურიზმის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დაჯილდოების ახალი სტანდარტის დამკვიდრება“, – ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი.

 

 

2015 წლიდან ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება აერთიანებს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაჯილდოვდა არაერთი კომპანია, ორგანიზაცია და პროფესიონალი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სექტორის განვითარებაში.

პროექტის პარტნიორია წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონი“, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. „გრანთ თორნთონი“, რომელიც საქართველოში 20 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს, წინა წლის წარმატებული პარტნიორობის შემდეგ,

წელსაც უზრუნველყოფს კონკურსის პროცესის დამოუკიდებელ ზედამხედველობას, გამჭვირვალობას და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრ დაცვას, რაც კონკურსის შედეგებს მეტ სანდოობასა და საერთაშორისო აღიარებას სძენს.

ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 30 კატეგორიაში, რომელიც ინდუსტრიის მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავს. ფინალისტები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართება.

 

საკონტაქტო პირი:

სოფო აზარიაშვილი +995 551 08 18 03

მარკეტინგის ხელმძღვანელი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება

ასევე გაეცანი

#OK! “მწერდნენ, რომ თავი მომეკლა” – ჰეილი ბიბერი სუიციდურ ფიქრებზე საუბრობს
OK! News

#OK! “მწერდნენ, რომ თავი მომეკლა” – ჰეილი ბიბერი სუიციდურ ფიქრებზე საუბრობს

November 25, 2026
#OK! „კიბო ადამიანს ცვლის“ – ქეით მიდლტონის ემოციური ისტორია ახალ დოკუმენტურ ფილმში
OK! News

#OK! „კიბო ადამიანს ცვლის“ – ქეით მიდლტონის ემოციური ისტორია ახალ დოკუმენტურ ფილმში

November 24, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში
OK! Business

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში

November 24, 2026
#OK! Studio Sound: როცა ხარისხიანი ხმა ქმნის ემოციას
OK! Business

#OK! Studio Sound: როცა ხარისხიანი ხმა ქმნის ემოციას

November 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Halsey დედა გახდა! მომღერალს პირველი შვილი შეეძინა!

#OK! Halsey დედა გახდა! მომღერალს პირველი შვილი შეეძინა!

July 26, 2021
#OK! Health & Beauty – თაკო გვაზავას ბლოგი

#OK! Health & Beauty – თაკო გვაზავას ბლოგი

April 6, 2026
#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

March 16, 2022
#OK! ჰეილი ბიბერის ელეგანტური გამოჩენა “პატარა შავი კაბით” ნიუ იორკის ქუჩებში

#OK! ჰეილი ბიბერის ელეგანტური გამოჩენა “პატარა შავი კაბით” ნიუ იორკის ქუჩებში

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

November 21, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026
#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე

#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე

November 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები