• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

OK! Tbilisi Art Fair (TAF) 2026 21–24 მაისს ექსპოჯორჯიას ორგანოიზებით და SOLO-ს პარტნიორობით გაიმართება

May 20, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

2026 წლის 21–24 მაისს, ExpoGeorgia თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას Tbilisi Art Fair 2026  უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია ExpoGeorgia, ხოლო მთავარი პარტნიორი  SOLO.

TAF წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონში, რომელიც აკავშირებს კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელოვნებო სცენებს საერთაშორისო კონტექსტთან.

გამოფენა აერთიანებს 35 გალერეასა და კურატორულ პლატფორმას, ხოლო დამოუკიდებელი არტისტების სექცია The Hive აერთიანებს 42 არტისტს — მათ შორის 31 ქართველსა და 11 საერთაშორისო მონაწილეს, 8 ქვეყნიდან.

მონაწილე საერთაშორისო არტისტებსა და გალერეებს შორის არიან:  Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.

 

 

TAF 2026 წარმოადგენს სივრცეს, სადაც ერთიანდება თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვანი ხედვები და აქტუალური ტენდენციები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ როგორც დამკვიდრებულ, ისე ახალი თაობის არტისტებს და მიიღონ მონაწილეობა საჯარო პროგრამაში. TAF-ის პროგრამა მოიცავს პერფორმანსებს, ვორქშოპებს, საგანმანათლებლო და საჯარო პროგრამებს, მათ შორის SOLO X TAF talk-სა და SOLO X TAF Kids-ს.
ღონისძიების მიზანია თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი და საერთაშორისო სახელოვნებო სცენების ერთმანეთთან დაკავშირება.

TAF 2026-ის მთავარი მხარდამჭერია – SOLO.

 

პარალელური პროგრამა

Tbilisi Art Fair 2026-ის ფარგლებში წარმოდგენილი პარალელური პროგრამა აერთიანებს გამოფენებსა და დისკუსიებს, რომლებიც აფართოებს მთავარი ბაზრობის კონტექსტს და ქმნის სივრცეს ახალი იდეებისა და დიალოგისთვის. პროგრამა მოიცავს თემებს, როგორიცაა იდენტობა, ცნობიერება, ახალი დასაწყისები და თანამედროვე ხელოვნების აქტუალური პროცესები.
პროგრამის ძირითადი მიმართულებები:

 

„ყვარლის დედაბოძი“ (ჩვენი ცნობიერის საწყისებთან)

ლევან მინდიაშვილის ინსტალაცია დედაბოძი I წარმოადგენს მიმდინარე სერიის
პირველ ნაწილს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება
წარმოდგენილი. თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე წარდგენის
შემდეგ, ინსტალაცია თავის გზას ყვარელის ფონდში გააგრძელებს.
ლევანის დედაბოძი მულტიფუნქციური საჯარო სკულპტურაა რომელიც
ქართველური ცნობიერის და კოსმოლოგიის საფუძვლებს აცოცხლებს და ქართულ
კულტურას წარმოაჩენს როგორც ცოცხალ, მუდმივად განვითარებად კავშირებს –
წარსულსა და აწმყოს, მატერიალურსა და სულიერს, ინდივიდუალურსა და კოლექტიურს შორის. პროექტი ეყრდნობა ხალხური არქიტექტურის საფუძვლებს და იშლება როგორც სივრცე, სადაც
არქიტექტურა, ენა, ხმა, დიზაინი, ვიზუალური ხელოვნება და მოდა ერთიანდება.

 

📍პავილიონი 3

Human Acts
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (VA[A]DS) კურატორები: ირინა პოპიაშვილი გიორგი მიმინოშვილი გამოფენა Human Acts აერთიანებს VA[A]DS-ის კურსდამთავრებულთა ნამუშევრებს და იკვლევს ადამიანის არსებობას, მეხსიერებასა და აღქმას სხვადასხვა მედიისა და მხატვრული მიდგომების მეშვეობით. პროექტი ეხება ყოფნასა და არარსებობას შორის არსებულ დაძაბულობას, ინდივიდუალურ და კოლექტიურ გამოცდილებას, და იმ გზებს, როგორ რეაგირებენ თანამედროვე არტისტები მათ გარშემო არსებულ რეალობაზე.

📍პავილიონი 4

 

SOLO X TAF Talks

SOLO X TAF Talks წარმოადგენს დისკუსიების სერიას, რომელიც აერთიანებს კურატორებს, კოლექციონერებსა და ინსტიტუციურ წარმომადგენლებს და ფოკუსირებულია თანამედროვე ხელოვნების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე. 2026 წლის გამოშვებაში Talks პროგრამა ეხმიანება გამოფენის ცენტრალურ თემას — collecting — და იკვლევს კოლექციონერების როლს კულტურული ნარატივების ფორმირებაში, განსაკუთრებით კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში.

დისკუსიების თემები მოიცავს:
— კოლექციონერების გავლენას გლობალურ არტისტულ სივრცეზე
— კოლექციონერის როლს არასტაბილურ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში
— კერძო კოლექციების ტრანსფორმაციას საჯარო ინსტიტუციურ სივრცეებად
— სტრატეგიულ კოლექციონირებას და ღირებულების განსაზღვრას
— თანამედროვე ხელოვნების შენარჩუნებას და გადაცემას

📍პავილიონი 5 (ორანჟერეა)

Commonplaces
საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, რომელიც აერთიანებს არტისტებს ფინეთიდან,
იაპონიიდან და ესპანეთიდან.
პროექტი იკვლევს ყოველდღიური გარემოსა და გამოცდილების მნიშვნელობას — იმ
„ჩვეულებრივ“ სივრცეებსა და მომენტებს, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა
ქმნის საერთო კულტურულ და ვიზუალურ ენას.
ფოტოგრაფიისა და ვიზუალური ნარატივების მეშვეობით, არტისტები ქმნიან
დიალოგს ინდივიდუალურ გამოცდილებასა და უნივერსალურ ყოველდღიურობას
შორის.
მონაწილე არტისტები: Pentti Sammallahti ; Kristoffer Albrecht ; Mikael Siirilä ; Masao Yamamoto
Ikumo Motosugi ; Munemasa Takahashi ; Ariadna Arnés ; Marc Ávila Català ; Xavier Manrique

 

📍პავილიონი 6

ALL THAT MATERIAL CULTURE

Soviet Georgian Industrial Graphic Design, 1950–1990
კურატორი: Vija Skangale

All That Material Culture იკვლევს საბჭოთა ქართული ინდუსტრიული გრაფიკული დიზაინის ნაკლებად ცნობილ მიმართულებას — სევერიან კეცხოველის, ანრი სამაშვილის და ცოტნე მონიავას ნამუშევრების საშუალებით. გამოფენა აჩვენებს, თუ როგორ ახერხებდნენ დიზაინერები საბჭოთა სისტემის შეზღუდვების ფარგლებში ქართული კულტურული იდენტობის ელემენტების გადატანას ყოველდღიურ ვიზუალურ გარემოში — ღვინის ეტიკეტებში, ჩაისა და სიგარეტის შეფუთვაში და სხვა პროდუქტებში. პროექტი წარმოდგენილია როგორც „გამოფენა როგორც კვლევა“ — აერთიანებს საარქივო მასალებსა და ისტორიებს და უსვამს ხაზს დიზაინს, იდეოლოგიასა და კულტურულ თვითგამოხატვას შორის კავშირს.

 

📍პავილიონი 6

The Sniper Artists

დიდიე მარტინის დოკუმენტური ფილმი

ფრანგი რეჟისორი დიდიე მარტინი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს The Sniper
Artists, რომელიც იკვლევს პრესაში პოლიტიკური ილუსტრაციების შემქმნელი არტისტების როლს, განსაკუთრებით იუგოსლავიის ომის პერიოდში. წარმოდგენილია საფრანგეთის საელჩოსა და კინოთეატრ „ამირანის“ პარტნიორობით.

 

📍კინოთეატრი ამირანი

 

ვიზიტორთათვის ინფორმაცია:

21–24 მაისი, 2026
ოფიციალური გახსნა: 21 მაისი, 17:00
სამუშაო საათები: 12:00 – 20:00
ბილეთები ხელმისაწვდომია Biletebi.ge-ზე, გამოფენის ვებგვერდზე: tbilisiartfair.art
და ადგილზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
[email protected]

599 540475
599 55 0240

Taf 2025 (არქივი)

1 of 18
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

16.

17.

18.

ასევე გაეცანი

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?
OK! News

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
OK! News

#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები