• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! თამარ ახალაძე – OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

November 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჟურნალი OK! Decor Book-ის მოწვეულ რედაქტორს, Ocean Capital-ის გენერალურ დირექტორ თამარ ახალაძეს წარმოგიდგენთ. თამარი 17 წელია სამშენებლო სფეროში საქმიანობს და მან კარგად იცის, თუ რა სურს დამკვეთს. მისი მიდგომა, როგორც მომხმარებელთან, ისე თანამშრომლებთან არის უშუალო და თავისუფალი. როგორც თვითონ აღნიშნავს, რედაქტორის როლი პირველად მოირგო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მკითხველს არაერთი საინტერესო თემა შესთავაზა.

 

თქვენ ხართ OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი. გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება?

სიმართლე გითხრათ, ამ მიმართულებით არასოდეს მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სტუდენტობის პერიოდში სტუდენტური გაზეთი გვქონდა და აქტიურად ვიყავი ჩართული. ძალიან საინტერესო იყო რედაქტორის როლის მორგება, მით უმეტეს იმ თემებზე მუშაობა, რომლებიც ჩემი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში ბევრი შეკითხვაა, ჩვენ კი შევეცადეთ ამ შეკითხვებზე გაგვეცა პასუხი.

 

რას წაიკითხავს მკითხველი OK! Decor Book-ში?

დღეს, როდესაც ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა მშენებლობით, ნამდვილად ხარისხიანი და კარგი პროექტის პოვნა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, მარტივი არ არის ოპტიმალური არჩევანის გაკეთება და იმის დადგენა, თუ რამდენად რეალურად ასახავს ფასი შემოთავაზებული ბინის ხარისხს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ნომერში მკითხველს ვთავაზობთ თემებს, რომელთა ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ძირითადად, ადამიანები სტანდარტულად ყურადღებას აქცევენ ფასს, ადგილმდებარეობას… მაგრამ არის ბევრი დეტალი, რომლებსაც არ ეთმობა სათანადო ყურადღება, როგორიცაა უსაფრთხოება, მასალები, კედლების სისქე, ხმის იზოლაცია და სხვ.  ხშირ შემთხვევაში, ბინის შეძენის შემდეგ აწყდებიან პრობლემებს და შემდეგ სვამენ შეკითხვებს. სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, ჩვენი მთავარი თემა ეთმობა მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ბინის შეძენის დროს.

 

 

ჟურნალ OK!-ის მკითხველისთვის ცნობილია, რომ „ოუშენ კაპიტალი“ არის ევროპული გამოცდილების კომპანია, რომელიც საქართველოში უკვე წლებია ახორციელებს უმაღლესი ხარისხის პრემიუმკლასის უძრავი ქონების როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების პროექტებს. მაინტერესებს თქვენი აზრი, რა გამოარჩევს ყველაზე მეტად „ოუშენ კაპიტალს“ ბაზარზე?

უპირველესად, ეს არის პრემიუმხარისხი და ევროპული სტანდარტი. ევროპული სტანდარტი კი, უმეტესწილად, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს გულისხმობს. თუ სტანდარტი ზედმიწევნით დაცული იქნება, ის ნაკლები დანახარჯების პირობებში გაზრდილი კომფორტის გარანტია. ზედმიწევნით დაცული უმაღლესი ევროპული სტანდარტი და ახალი ტექნოლოგიები ბინის მესაკუთრისთვის, პერსპექტივაში, მნიშვნელოვან ემოციურ და ფინანსურ სარგებელს იძლევა.

 

საუკეთესო მასალები, ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები და დახვეწილი სტილი – „ოუშენ კაპიტალი“ მაღალი ხარისხის, მდგრად და ენერგოეფექტურ, საუკეთესო დიზაინის შენობებს ქმნის, რომლებიც ნამდვილი ღირსშესანიშნაობებია და მორგებულია თითოეული მობინადრის მოთხოვნებზე. 65-წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, 15 ქვეყნის შემდეგ, უკვე საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია როგორც ყველაზე სანდო და გამჭვირვალე დეველოპერი.

 

პრემიუმკლასის სამშენებლო მასალები, შენების უმაღლესი ხარისხი და მდგრადობა მოწმდება ევროპელი და ამერიკელი პროფესიონალების მიერ. „ოუშენ კაპიტალი“ აბარებს პროექტს გრაფიკისა და დაპირებული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით.

 

ასევე, გამოვირჩევით ურბანულ ნაწილშიც – განსხვავებული არქიტექტურული დიზაინით, ჩვენ ვცდილობთ, მოვერგოთ არსებულ გარემოს, შევინარჩუნოთ და პირიქით – გავაუმჯობესოთ ქალაქის გარეგნული იერსახე, რათა არ იგრძნობოდეს კონტრასტი. მაგალითად, ფალიაშვილზე, ჩვენი შენობა ისე არის უკან გადახრილი, რომ არ ტოვებს მაღალი კორპუსის შთაბეჭდილებას და არ ზღუდავს ისედაც ვიწრო ქუჩას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა შენობამ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში ნომინაციაც კი მოიპოვა. ArchDaily-ის 2022 წლის საუკეთესო შენობის ჯილდოზე სწორედ „ოუშენ კაპიტალის“ ქართული არქიტექტურული პროექტი – „ოუშენ ვაკე რეზიდენსია“ ნომინირებული.

 

ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნაწილი.  ალბათ დამეთანხმებით, რომ სახლი ბავშვობიდან ყველაზე დაცული ადგილია ჩვენს წარმოსახვაში და უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის სიმშვიდის შეგრძნება, რომელიც მას მუდმივად თან უნდა სდევდეს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებლობის შემდეგ „ოუშენ კაპიტალი“ მენეჯმენტის ნაწილში რჩება, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანია მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ააშენა და ზრუნავს ხარისხის ხანგრძლივად შენარჩუნებაზე. მუდმივი მონიტორინგითა და უზრუნველყოფილი სერვისებით „ოუშენ კაპიტალი“ ქმნის სრულყოფილ საცხოვრებელ გარემოს თავისი ოჯახის წევრებისთვის.

 

როგორია მართვის თქვენეული სტილი?

დემოკრატიული. ჩვენ ოფისიც შესაბამისი გვაქვს, გამჭვირვალე. ჩემთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლები თავს გრძნობდნენ კომფორტულად. ვცდილობ არ შევზღუდო ისინი შემოქმედებითად, პირიქით – შევუქმნა ისეთი გარემო და პირობები, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და არა მხოლოდ. გარდა ამისა, ახალი აღმოჩენებიც გააკეთონ საკუთარ თავში.

 

როგორი იყო გზა, რომელიც Ocean Capital-ის გენერალურ დირექტორობამდე გაიარეთ?

16 წლის ასაკში რთულია გააზრებული გადაწყვეტილების მიღება და პროფესიის არჩევა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – სულ სხვა პროფესია ავირჩიე და სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე. 2005 წლიდან კი არჩევანი დეველოპმენტის ბიზნესზე შევაჩერე.

 

 

კომპონენტები და თვისებები, რომლებმაც თქვენი წარმატება განაპირობა…

ადამიანის წარმატებას განსაზღვრავს ბევრი ფაქტორი. პიროვნული მახასიათებლების გარდა, მნიშვნელოვანია სწორი დრო და გადაწყვეტილებები… ასევე, დიდ როლს თამაშობენ ადამიანები, რომლებიც შენი განვითარების ეტაპზე დადებით თუ უარყოფით გავლენას ახდენენ. ეს შეიძლება იყოს დაბრკოლებები,  ხელშეწყობა ან ნდობა, რომელსაც გიცხადებენ.

 

წარმატების მისაღწევად აუცილებელია შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეთებ. ასევე, შეგრძნება და ხედვა, რასაც წინასწარ გრძნობ და შემდეგ უკვე მიდიხარ მიზნისკენ. მიმაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია არ გაჩერდე და ეჭვი არ შეგეპაროს შენს მიზანში.

 

რომელი გამოწვევების წინაშე დგანან დღეს სამშენებლო კომპანიები?

ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი, ამ ცვლილებებისკენ კი ნელ-ნელა მივიწევთ. ყველაზე დიდი გამოწვევა სულ ახლახან გადავლახეთ, ვგულისხმობ პანდემიას. სწორედ პანდემიამ დაანახა მომხმარებელს ახალი საჭიროებები, მოთხოვნები… შეიძლება ითქვას, რომ სახლი უფრო მეტად ფუნქციური გახდა. დღეს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მომხმარებლის მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

 

სამომავლო გეგმები…

ამჟამად გვაქვს ორი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტი, ვმუშაობთ ახალ პროექტებზეც. ვცდილობ არ გავჩერდე, რადგან ვარ ისეთ სფეროში, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და აუცილებელია ამ რიტმს არ ჩამოვრჩე, ამიტომაც ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს თვალი ადევნოს მსოფლიო ტენდენციებს და დანერგოს სფეროში არსებული ინოვაციები ამ მიმართულებით.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 15, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს
ინტერვიუ

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 12, 2026
#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია
ინტერვიუ

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია

September 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქართველი ინფლუენსერი გოგონების ფეხბურთი თურქეთში – მარიამ გველესიანისა და ანანო სახელაშვილის აქამდე უცნობი ნიჭი

#OK! ქართველი ინფლუენსერი გოგონების ფეხბურთი თურქეთში – მარიამ გველესიანისა და ანანო სახელაშვილის აქამდე უცნობი ნიჭი

April 18, 2021
#OK! კრისი ტეიგენი ტაილანდური Vogue-ის მე-100 გარეკანზე

#OK! კრისი ტეიგენი ტაილანდური Vogue-ის მე-100 გარეკანზე

May 7, 2021
#OK! ლილი კოლინსი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

#OK! ლილი კოლინსი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

May 16, 2021
#OK! ტოკიოს მოდის კვირეული – 2021 წლის გამორჩეული Street Style მომენტები

#OK! ტოკიოს მოდის კვირეული – 2021 წლის გამორჩეული Street Style მომენტები

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

September 12, 2026
#OK! ლედი გაგა დედა გახდა – მომღერალი ახალშობილთან ერთად პირველად გამოჩნდა

#OK! ლედი გაგა დედა გახდა – მომღერალი ახალშობილთან ერთად პირველად გამოჩნდა

September 12, 2026
#OK! Health&Beauty გამომშრალი კანისა და თმის AFTER SUMMER მოვლა PSP-გან

#OK! Health&Beauty გამომშრალი კანისა და თმის AFTER SUMMER მოვლა PSP-გან

September 12, 2026
#OK! გრეის კელი – ჰოლივუდის ვარსკვლავიდან მონაკოს პრინცესამდე

#OK! გრეის კელი – ჰოლივუდის ვარსკვლავიდან მონაკოს პრინცესამდე

September 14, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები