• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! SK Law Firm – შეცვალე თამაშის წესი. იყავი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ!

August 13, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თანამედროვე ბიზნესგარემოში ბიზნესის სტაბილური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც არსებული პრობლემის მოგვარებას, ასევე რისკების წინასწარ შეფასებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. იურიდიული კომპანია SK Law Firm კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით კომპლექსურ სამართლებრივ მომსახურებას. თუ რატომ არის ბიზნესისთვის პრევენციული იურიდიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება რთული სამართლებრივი პროცესი კლიენტისთვის უფრო პროგნოზირებადი და მართვადი გახდეს, ამ და სხვა საკითხებზე SK Law Firm‑ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, სოფიო ქურთაული გვესაუბრა.

 

სოფიო, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

სოფიო ქურთაული: ბავშვობიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი იურისპრუდენციას დაუკავშირდებოდა. 2010 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იქვე გავაგრძელე სწავლა სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე; დღეს კი ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ და აქტიურად ვმუშაობ სადოქტორო თემაზე – „ხელოვნური ინტელექტისადმი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა“. 2013 წლიდან გამოქვეყნებული მაქვს ნაშრომები ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2026 წლიდან ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, გახლავართ რამდენიმე პროფესიული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი.

ჩემი პროფესიული კარიერა 2010 წლიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო, სადაც უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვე. 2017 წელს გადავდგი ნაბიჯი დამოუკიდებელი საადვოკატო საქმიანობისკენ და დავაარსე იურიდიული კომპანია SK Law Firm. მას შემდეგ, უკვე წლებია, ამ კომპანიასთან ერთად ვვითარდები და ვიზრდები პროფესიულად. ჩემთვის პროფესიული მრავალფეროვნება მუდმივი განვითარების შესაძლებლობაა. სხვადასხვა სფეროში მუშაობა ჩემს გონებას მუდმივად ახალი ცოდნითა და ახალი გამოწვევებით ამარაგებს. ვფიქრობ, სწორედ ეს გამოცდილება მეხმარება, კომპლექსურ საქმეებს განსხვავებული პერსპექტივით შევხედო და მათზე უფრო სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები ვიპოვო.

 

 

რა ძირითადი სამართლებრივი მიმართულებებით ოპერირებს SK Law Firm?

SK Law Firm ბუტიკური ტიპის იურიდიული ფირმაა. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა საქმეთა სიმრავლე – პირიქით, შეგნებულად ვინარჩუნებთ საქმეთა შეზღუდულ რაოდენობას, რაც საშუალებას გვაძლევს, თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად მორგებული მომსახურება შევთავაზოთ.

ჩვენი პრაქტიკა მოიცავს როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ სამართალს. ბიზნესის ყოველდღიური კორპორაციული მხარდაჭერიდან და ხელშეკრულებების მომზადებიდან დაწყებული, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებითა და სასამართლო-სახელმწიფო უწყებებში წარმომადგენლობით დამთავრებული. ამასთან, ვამაყობთ ვიწრო სპეციალიზაციებით – სააღსრულებო, საზღვაო და საავიაციო სამართალი.

მთავარი ღირებულებები, რასაც SK Law Firm-თან თანამშრომლობა ეფუძნება…

გვჯერა, რომ თანამედროვე იურიდიული მომსახურება უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, მუდმივ კომუნიკაციასა და ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენ არასდროს ვუყურებთ საქმეს მხოლოდ იურიდიული კუთხით; ვცდილობთ, გავხდეთ პარტნიორი, რომელიც კლიენტის ბიზნესს, მიზნებსა და გამოწვევებს სიღრმისეულად აცნობიერებს. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შევთავაზოთ არა მხოლოდ სამართლებრივად სწორი, არამედ პრაქტიკულად ეფექტიანი გადაწყვეტილებები.

ნდობა ნებისმიერი წარმატებული თანამშრომლობის ფუნდამენტია. ურთიერთნდობის გარეშე ამბიციური მიზნების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენთვის პარტნიორობა ნიშნავს არა მხოლოდ კლიენტის ინფორმირებულობას მიმდინარე პროცესების შესახებ, არამედ მის აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში. სწორედ ეს ქმნის ურთიერთგაგებას, აძლიერებს ნდობას და, საბოლოოდ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიღწეულ შედეგზე.

ჩვენი მიდგომა პროფესიონალიზმთან ერთად, სწრაფი რეაგირება და აბსოლუტური გამჭვირვალობაა: კლიენტმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა ეტაპზეა მისი საქმე. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი გამოირჩევა რთულ, ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციებშიც კი, ოპტიმალური იურიდიული გამოსავლის პოვნის უნარით.

 

ბევრი თვლის, რომ სასამართლოში დავა ყოველთვის ხანგრძლივი და სტრესულია. როგორ ცვლით ამ რეალობას?

სტრესის მთავარი მიზეზი, როგორც წესი, თავად პროცესი კი არა, გაურკვევლობაა. ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა ელოდებათ, რამდენ ხანს გაგრძელდება საქმე, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და რამდენად რეალურია სასურველი შედეგის მიღწევა. ჩვენი მიდგომა სწორედ ამ გაურკვევლობის აღმოფხვრას ეფუძნება. საწყის ეტაპზევე კლიენტი იღებს რეალისტურ შეფასებას საქმის პერსპექტივების შესახებ, იცის წარმატების შანსები, სავარაუდო ხარჯები და პროცესის საორიენტაციო ხანგრძლივობა. როდესაც სამართლებრივი პროცესი პრაგმატულად იმართება და არა ემოციურად, ქაოსი წესრიგად გადაიქცევა, ხოლო სასამართლო დავა – პროგნოზირებად და მართვად პროცესად.

 

 

რა მიდგომა გაქვთ მაშინ, როდესაც კლიენტს სასამართლოში საქმის მოგების დაბალი შანსი აქვს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა სიმართლე იცოდეს – არასოდეს ვაძლევთ მცდარ ან გადაჭარბებულ დაპირებებს. თუ საქმის მოგების შანსი დაბალია, ამას კლიენტს თავიდანვე გულწრფელად ვეუბნებით და დეტალურად ვუხსნით, რა ფაქტორები განაპირობებს ასეთ შეფასებას. ასეთ დროს ჩვენი მთავარი მიზანი საუკეთესო ალტერნატივის მოძიება და შეთავაზებაა, იქნება ეს მორიგება, ზიანის მინიმიზაცია თუ სხვა პრაქტიკული სამართლებრივი გამოსავალი.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის პრევენციული იურიდიული მხარდაჭერა და რას ურჩევდით მათ, ვინც დღეს იურიდიული გამოწვევის წინაშე დგას?

საუკეთესო დავა ის არის, რომელიც არც კი დაწყებულა. სწორი სამართლებრივი სტრატეგია ხშირად სწორედ ამის საშუალებას იძლევა; პრობლემის თავიდან აცილება მანამ, სანამ ის საერთოდ გაჩნდება. სამწუხაროდ, ბიზნესები ჩვენთან ხშირად მაშინ მოდიან, როცა საქმე უკვე კრიტიკულ ფაზაშია.

დროულად ჩატარებული სამართლებრივი აუდიტი, სწორად შედგენილი ხელშეკრულებები და შესაძლო რისკების წინასწარი შეფასება კომპანიებს ეხმარება, თავიდან აიცილონ მატერიალური ზიანი და წლობით გაჭიანურებული სასამართლო პროცესები. სწორედ ეს ქმნის კომპანიის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს.

ჩემი რჩევა მარტივია: ძლიერი სამართლებრივი მხარდაჭერა მხოლოდ არსებული საკითხების გადაწყვეტაზე არ დგას, ეს არის ბიზნესისთვის მომავლის სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა. ამიტომ ნუ დაელოდებით პრობლემას, თავად აირჩიეთ სტრატეგიული უპირატესობა. SK Law Firm-თან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ გვერდით გყავთ პარტნიორი, რომელიც წლების გამოცდილებითა და საქმიანი რეპუტაციით იცავს თქვენს ინტერესებს. ჩვენთან ერთად თამაშის წესები იცვლება და თქვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ხართ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები