• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სალომე ღვინიაშვილი

May 8, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მაისის OK!-ს მთავარი გმირი ყველასათვის ცნობილი, ულამაზესი მოდელი და წამყვანი, სალომე ღვინიაშვილია. რას საქმიანობს ამჟამად სალომე, რა დევს მის კოსმეტიკის ჩანთაში, როგორ უვლის საკუთარ თავს და როგორია მისი დიდი ოჯახის საკვირაო რიტუალი – წაიკითხეთ სალომესთან ჩვენს ინტერიუში.

 

 

 

 

სალომე, როგორ მიდის თქვენი ცხოვრება, რას საქმიანობთ ამჟამად?

ჩემი ცხოვრება, როგორც ყოველთვის, ძალიან აქტიურად მიედინება. სულ რაღაც ცვლილებებია, საქმიანობას რაც ეხება, არის ახალ-ახალი გამოწვევები. ძირითადად დატვირთული ვარ გადაღებებით.

თქვენ მიგყავთ პოდკასტი BEAUTY TALKS…

დიდი ხანია მინდოდა, მქონოდა საინტერესო პოდკასტი. ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, უფრო სილამაზისა და თავის მოვლის მიმართულებით ავიღე გეზი. ამ თემატიკით ბევრი საინფორმაციო არხია, თუმცა არცერთი არაა ისეთი, რომელიც სრულად უპასუხებს ჩემს ინტერესებს და იქნება სრულყოფილად ინფორმაციული. ამიტომ გადავწყვიტე, „ნატალი ჯგუფთან“ ერთად გამეკეთებინა Beauty Talks. მაყურებლებისგან ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს.

 

ყოველთვის ლამაზად და მოვლილად გამოიყურებით. როგორ უვლით თავს, გაგვიმხილეთ.

ძალიან დიდი მადლობა, მუდამ სასიამოვნოა კომპლიმენტების მოსმენა. ერთია, რომ გქონდეს მონაცემები და მეორე – როგორ შევინარჩუნოთ და მოვუაროთ გარეგნობას ასაკში. ამ ეტაპზე, რა ასაკისაც ვარ, ყველაზე კომფორტულად ვარ საკუთარ სხეულში. ეს ალბათ განაპირობა იმან, რომ ბოლო 5 წელია სისტემატურად დავიწყე ვარჯიში და ამ ფაქტმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ვვარჯიშობ კვირაში 4-5 დღე დარბაზში. შეიცვალა სხეულის ფორმები, სხვანაირად დავიწყე საკუთარი თავის აღქმა, დაფასება და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვზრუნავდი და ვუვლიდი თავს, სხეულს, ამ ასაკში სხვანაირად შევიყვარე ჩემი თავი და ზოგადად, მგონია, რომ როგორც უფრთხილდები და რა ძალისხმევასაც ჩადებ საკუთარ თავში, მეტად გიყვარდება.

 

კანს როგორ უვლით?

არ მაქვს კარგი სახის კანი. ბავშვობიდან სულ კანის მოწესრიგებაში ვარ. მაქვს ფორებიანი კანი, ასევე, არასწორად ჩატარებულიპროცედურის შედეგად გამიჩნდა პიგმენტური ლაქები და შესაბამისად, მუდმივად კანის მოწესრიგების რეჟიმში ვარ. როცა ადამიანი რუტინად, დისციპლინად გადააქცევ თავის მოვლას, მაშინ კარგ შედეგს იღებ. დისციპლინა აბსოლუტურად ყველაფერში მნიშვნელოვანია. ახლაც არ მაქვს იდეალური სახის კანი, მაგრამ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვცდილობ საუკეთესოდ მოვუარო, ვიცავ დილა-საღამოს რუტინას, საფეხურების დაცვით. განსაკუთრებულს ნამდვილად არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, სისტემატურ აქტივობად გადავაქციე კანის მოვლა. ყველაფერმა ერთად კი სასურველი შედეგი მომიტანა. დიდ ძალისხმევას ვდებ მოვლაში, რაც სიამოვნებას მანიჭებს.

 

 

რა თქმა უნდა, თანამედროვე კოსმეტოლოგიურ პროცედურებსაც მიმართავთ…

რა თქმა უნდა. აქაც შევცვალე დამოკიდებულება. ადრე კოსმეტოლოგთან მივდიოდი, მაგალითად, 3 თვეში ერთხელ, საჭიროებიდან გამომდინარე. ახლა ვცდილობ, 1-2 კვირაში ერთხელ ვიარო სახის პროცედურების გასაკეთებად, როგორც მოვლის სხვა დანარჩენ პროცედურებზე დავდივარ.

კვება…

ჰო, კვება ყველაზე რთული საკითხია, რადგან გურმანი ვარ. ყველამ იცის, როცა კალორიული დეფიციტის რეჟიმში ვარ წონის დასარეგულირებლად, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, მოქმედებს განწყობაზე. გემრიელად ჭამაც მიყვარს და კეთებაც. თუმცა დღეს ძალიან გემრიელად შეიძლება მოამზადო დიეტური საკვებიც. იყო დრო, როცა წონის კლება მინდოდა, ახლა შენარჩუნების რეჟიმში ვარ. თავს უფლებას ვაძლევ, რომ ყველაფერი მივირთვა ისე, რომ დადგენილ კალორაჟის ნორმას არ ავცდე. ვჭამ, მაგალითად, ნაყინსაც, შეიძლება „ჯანქ ფუდიც“ შევჭამო. ასე რომ, მხოლოდ მოხარშული კერძებით და ბროკოლით არ ვიკვებები, ამის თქმა მინდა.

 

 

 

ახსენეთ, რომ თავადაც ამზადებთ კერძებს…

მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, ოღონდ, როცა ეს ჩემი სურვილით ხდება და არა საჭიროებიდან გამომდინარე. ძირითადად, ვალდებულების გამო ვამზადებ. დიდი ოჯახი ვართ და ხშირად მე მიწევს სადილების მომზადება. თუმცა ჩემი შვილებიც გაიზარდნენ და მეხმარებიან. ბევრი რამ გამომდის კარგად, უფრო იტალიური სამზარეულოს მოყვარულები ვართ მთელი ოჯახი, ქართული სამზარეულოც, თავისთავად, გვიყვარს.

ყავა თუ ჩაი?

წყალი. თუმცა ყავა მიყვარს.

ღვინო თეთრი თუ წითელი?

თეთრი.

თეატრი თუ კინო?

კინო.

 

ოჯახზე მოგვიყევით.

ბავშვები გაიზარდნენ. დათუნა 24 წლისაა, ტასო – 19 წლის, ნიტა – 17-ის. ზურა (სალომეს მეუღლე ზურა ხიზანიშვილი, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი) 19 წლამდე ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია. დათუნა მუსიკალური პროდიუსერია, ტასო სტუდენტია და ნიტა აბიტურიენტი, წელს აბარებს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ყველა თავის რუტინაშია, აქტიური ოჯახი ვართ – ყველა დაკავებული. მიყვარს, კვირაობით როცა ვიკრიბებით ყველა ერთად, წინასწარ ვითანხმებ შვილებს, თავიანთი შეყვარებულებით და ერთად ვსადილობთ. ძალინ მიყვარს, როცა ერთად დავდივართ სამოგზაუროდ, საქართველოში ან საზღვარგარეთ.

როცა ადამიანის სტილს აფასებთ, რას აკვირდებით პირველ რიგში?

სტილის აღქმა უნდა იყოს ორგანული. ძალიან სასიამოვნო აღსაქმელია ადამიანის სახასიათო სტილი, მაგრამ ის აუცილებლად მისთვის ორგანული უნდა იყოს, გათავისებული ჰქონდეს და არ იყოს უბრალოდ ტრენდული.

როგორია თქვენი ჩაცმის სტილი?

მინიმალისტური. ზედმეტი არაფერი მიყვარს.

რა აქსესუარის გარეშე არ გადიხართ სახლიდან არასდროს?

ტელეფონის, ცხადია. ჩემი კომუნიკაციის წყაროც, სამსახურიც, საფულეც, ყველაფერი ისაა.

 

 

 

კოსმეტიკის ჩანთაში რა გიდევთ?

ყოველდღურად ჩანთაში სულ მაქვს გლოსი, კორექტორი და წარბის სავარცხელი. ისე, თუ გადაღება არ მაქვს, ვცდილობ, მაკიაჟი საერთოდ არ გავიკეთო და ხშირად დავიტენიანო სახე.

როგორია თქვენი ყველდღიური მაკიაჟი?

NO MAKE-UP. ოდნავ სახეზე ხელის შევლება – კორექტორი, გლოსი და ტუში.

ვინ არის თქვენთვის მისაბაძი ადამიანი, ე.წ. Role Model?

არ მყავს ასეთი ადამიანი. მე თვითონ ვარ ჩემი თავის „როლ მოდელი“. საკუთარ თავთან შეჯიბრება ყველაზე დიდი გამოწვევაა. მინდა, რომ ყოველდღე სულ უფრო უკეთესი, მეტად განვითარებული, პროგრესული ვიყო, ვიდრე წინა დღეს. მეტი ვიმუშაო ან მეტად დავუთმო თავს დრო, გავაკეთო რაიმე სასარგებლო.

 

 

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ტექსტი: თაკო გვაზავა
ჩაცმულობა: JESUS STAR
ვიზაჟი: სოფია საენკო
ვარცხნილობა: ირმა იასაღაშვილი
ლოკაცია: Vangal Studio

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად
Fashion

#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად

October 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

December 23, 2023
#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

February 27, 2024
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

May 27, 2021
#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

May 14, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

October 14, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები