• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

May 14, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

2026 Cannes Film Festival-ის მეორე დღე განსაკუთრებით ხმაურიანი და ვარსკვლავებით სავსე აღმოჩნდა. წითელი ხალიჩა კიდევ ერთხელ გადაიქცა მსოფლიო კინოსა და მოდის მთავარ სცენად, სადაც როგორც არტჰაუსის, ისე ჰოლივუდური ბლოკბასტერების ვარსკვლავები გამოჩნდნენ.

მეორე დღის მთავარი კინოჩვენება საღამოს გაიმართა. ფესტივალზე შედგა რეჟისორ შარლინ ბურჟუა-ტაკეს ფილმის „ქალის ცხოვრება“ პრემიერა. ფილმი წლევანდელი კანის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის პროგრამაში მოხვდა და უკვე პირველივე ჩვენების შემდეგ კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

 

 

დღის მთავარი მოვლენა უდავოდ The Fast and the Furious-ის 25 წლის იუბილე იყო, რომელსაც სპეციალური ღამის ჩვენება მიეძღვნა. „ფორსაჟის“ პირველი ფილმის საპატივცემულოდ კანის სასახლესთან შეკრებილმა ფანებმა განსაკუთრებული ემოციებით მიიღეს ფრენჩაიზის მთავარი სახეები — Vin Diesel, Michelle Rodriguez და Jordana Brewster. მათთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა გარდაცვლილი მსახიობის, Paul Walker-ის ქალიშვილი, Meadow Walker, რამაც საღამოს განსაკუთრებით ემოციური ატმოსფერო შესძინა.

 

 

ვინ დიზელი წითელ ხალიჩაზე სპეციალურად შექმნილი „Fast Forever“ პიჯაკით გამოჩნდა, რომელმაც ფოტოგრაფებისა და ფანების ყურადღება მიიპყრო. მსახიობმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია იმის ხილვა, თუ როგორ გახდა ოდესღაც ქუჩის რბოლებზე შექმნილი ფილმი მსოფლიო კინოსა და პოპკულტურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრენჩაიზად.

 

 

ვინ დიზელის გამოსვლა საღამოს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად იქცა – მსახიობმა განსაკუთრებული პატივი მიაგო გარდაცვლილ მეგობარსა და კოლეგას, პოლ უოკერს. „ფორსაჟის“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დიზელმა აუდიტორიას გულწრფელი სიტყვებით მიმართა:

„ვლოცულობ, რომ თქვენს ცხოვრებაში გყავდეთ პოლის მსგავსი ძმა“ – დარბაზში ამ სიტყვებს განსაკუთრებული ემოცია მოჰყვა.

 

 

დიზელის თქმით, პოლ უოკერი მისთვის მხოლოდ ეკრანული პარტნიორი არასოდეს ყოფილა — ის იყო უახლოესი მეგობარი და ადამიანი, რომელმაც ჰოლივუდის ხმაურიან ცხოვრებაში ნამდვილი მეგობარი აპოვნინა.

 

 

მეორე დღის წითელი ხალიჩა, ტრადიციულად, მოდის სამყაროსთვისაც ერთგვარი პოდიუმი იყო. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია Demi Moore-მა, რომელმაც 2003 წლის საკუთარი ცნობილი ლუქის თანამედროვე ვერსია წარადგინა — მსახიობი გამჭვირვალე იასამნისფერ Gucci-ს კაბაში გამოჩნდა და საღამოს ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ სტუმრად დასახელდა.

 

 

 

კანის კინოფესტივალის მეორე დღეს ლეგენდარული ჯეინ ფონდაც ვიხილეთ – ოსკარის მფლობელი, 88 წლის მსახიობი, ყოფილი ქმრის — ტედ ტერნერის გარდაცვალების შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში პრესტიჟულ ფესტივალზე.

 

 

მეორე დღეს განსაკუთრებული ყურადღება არა მხოლოდ ჰოლივუდის, არამედ თურქული კინოსა და სერიალების ვარსკვლავმაც მიიპყრო: წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა პოპულარული თურქი მსახიობი Hande Erçel, რომელმაც კანის ფესტივალს უკვე მესამე წელია სტუმრობს.

 

 

13 მაისს, ფილმის „La Vie D’Une Femme“ პრემიერას „ფორმულა 1“-ის მრბოლელი Charles Leclerc მეუღლესთან, Alexandra Saint Mleux-თან ერთად დაესწრო. წყვილი წითელი ხალიჩის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სტუმარი იყო — შარლი Giorgio Armani-ის ელეგანტურ კლასიკურ კოსტიუმში გამოჩნდა, ხოლო ალექსანდრამ Paolo Sebastian-ის შთამბეჭდავი კაბა მოირგო, რომელმაც მოდის კრიტიკოსებისა და ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ფესტივალის მეორე დღე მთლიანობაში ჰოლივუდური ნოსტალგიის, მაღალი მოდისა და კინოს ზეიმად იქცა. თუ გახსნის ცერემონია უფრო კლასიკურ და ტონალობაში წარიმართა, მეორე დღეს კანი უკვე ნამდვილ შოუდ გადაიქცა.

2026 წლის კანის ფესტივალი ჯერ მხოლოდ იწყება, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება — განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კინო და ჰოლივუდური გლამური ერთნაირად უყვარს.

 

ასევე გაეცანი

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! Health&Beauty SVR Sebiaclear აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლა
Uncategorized

#OK! Health&Beauty SVR Sebiaclear აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლა

October 17, 2026
#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
OK! News

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

October 16, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ნოვატორის ჯილდო გადაეცემა
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ნოვატორის ჯილდო გადაეცემა

October 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

July 15, 2025
#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

February 10, 2025
#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

October 28, 2022
#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

May 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

October 12, 2026
გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

October 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები