• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! საკუთარ თავთან ჰარმონიაში

February 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„ჯანსაღ სულს სჭირდება ჯანსაღი სხეული და პირიქით. ფაზლივითაა, საიდანაც ერთ კომპონენტს თუ ამოაგდებ, სრულყოფილება არ იქნება. უნდა ვეცადოთ, მთლიანი სურათი ავაწყოთ, რათა ჰარმონიაში ვიყოთ სამყაროსთან“, − მითხრა ლიკამ ინტერვიუს დროს. მართლა ასეა. სიჯანსაღე უპირველესად ჩვენი სულიდან და გონებიდან მოდის, და ალბათ, ეს შინაგანი მოთხოვნილება მიგვიყვანს ჯანსაღი ცხოვრების წესთან. მთავარია, თვითონ მოვინდომოთ და ჩვენს გზას აუცილებლად ვიპოვით. უფრო მეტს კი, ლიკა ევგენიძე თავად მოგვიყვება საკუთარი ცხოვრების ჯანსაღ წესებზე − ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

 

 

რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრება?

სიჯანსაღე არ არის მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან კომპლექსური ამბავია. სხეული, გონება, სული, ენერგეტიკული სხეული − ყველა კომპონენტი უნდა იყოს ერთმანეთთან ჰარმონიაში და ეს ქმნის სიჯანსაღეს.

თქვენი აზრით, მთავარი, რასაც ჯანსაღი წესით ცხოვრება ემსახურება, სიმშვიდისა და ბედნიერების მოპოვებაა? ამას მოაქვს ფიზიკური ჯანმრთელობაც?

დიახ, ნამდვილად ასეა. ვარჯიში სჭირდება არამატერიალურ სხეულსაც იმისთვის, რომ საკუთარ თავთან ვიყოთ ჰარმონიაში, ვიპოვოთ ის, რაც გვაბედნიერებს და სიმშვიდე მოვიპოვოთ. ეს ყველაფერი აისახება სხეულზეც.

თქვენ როგორ მიხვედით ამ ყველაფერთან?

ჩემს ცხოვრებაში ამ ყველაფერზე ფიქრი კონკრეტულმა გარემოებებმა მოიტანა. მივხვდი − მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ აქტივობასა და თავის მოვლას დიდ დროს ვუთმობდი, მაინც არ ვგრძნობდი თავს მშვიდად. დამეწყო შფოთვითი აშლილობა და გაუცხოება სამყაროსთან. მაშინ მივხვდი, რომ თუ ჰარმონიაში არ ხარ საკუთარ თავთან, თუ არ იცი რის კეთება გინდა, სულიერ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებ და იწყება ეს შფოთვები, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობას. ამის შემდეგ, დავიწყე საკუთარი თავის ძიება და მივაგენი მედიტაციას, რომელიც ძალიან ძლიერი საშუალებაა, რათა შფოთვა და შინაგანი ღელვა დაამარცხო.

და მიხვედით ტიბეტურ თასებთან… მოგვიყევით უფრო მეტი ამის შესახებ.

მედიტაციის პროცესში აღმოვაჩინე ტიბეტური თასების ხელოვნება. ბევრს ვკითხულობდი, ბევრს ვიკვლევდი, საკუთარი თავის პოვნა მსურდა და ნელ-ნელა პრაქტიკაში მივხვდი, რომ მედიტაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახდა სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. ასე მივედი ტიბეტური თასების ხელოვნებასთან. უფრო ზუსტად რომ ავხსნა, ტიბეტური თასი არის მეტალის, რომელიც უშვებს ხმას და გეხმარება მედიტაციაში შესასვლელად. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ არსებობს კვარცის თასები, რომელიც უფრო ძლიერია და ბევრად უკეთ რეზონირებს ჩვენს სხეულთან. 7 ჩაკვრაა, 7 თასია − თითო თასი რეზონირებს თითო ჩაკვრაზე. ამ თასებით მედიტაცია მართლა საოცარი რამაა. მოგზაურობ ბგერებისა და ვიბრაციების სამყაროში. ამშვიდებს როგორც სხეულს, ასევე გონებას, ასუფთავებს ქვეცნობიერს, ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, გათავისუფლებს სტრესისგან და იმ ემოციისგან, რომელსაც სარგებელი აღარ მოაქვს შენთვის. გარდა ამისა, შენივე სხეულის უჯრედების სიღრმისეული აღდგენა ხდება.

 

რა დროს უთმობთ მედიტაციას?

დაახლოებით 45 წუთს. თავისი შესავლით, მედიტაციით, ბგერითი თერაპიით. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ბუნებრივი მცენარეები, როგორც სამკურნალო მეთოდი. ამ მცენარეების ჩაის ვაყენებ და მედიტაციის პროცესში დასასრული ჩაის თერაპიაა. მაგალითად, კრაზანას ყვავილს აქვს ანტიდეპრესანტის ფუნქცია, რადგან ამაღლებს სეროტონინის რაოდენობას ორგანიზმში, რაც იწვევს სიმშვიდეს და დეპრესიული ფონის მოხსნას. ვინაიდან ბგერით თერაპიას შედარებით ბევრი დრო სჭირდება, ამისთვის კვირაში ერთი სეანსიც საკმარისია.

ხომ არ გიფიქრიათ ამ მიმართულების ცენტრი შექმნათ და სხვა ადამიანებსაც დაეხმაროთ?

ჩემი მიზანი ზუსტად ეს არის. მინდა დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც შფოთვითი აშლილობა აქვს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი და ამიტომ ჩემზე უკეთ ვინ იცის, ეს რაც არის… ამ ეტაპზე მაქვს შემოთავაზება რამდენიმე ცენტრისგან: სპორტული დარბაზიდან, იოგას ცენტრიდან და ვაპირებ კვირაში ორჯერ მაინც ჩავატარო სესიები.

 

ამგვარად, ბგერითი მედიტაცია…

ააქტიურებს ცნობიერების მაღალ მდგომარეობას, ხსნის შფოთვას, სტრესს და პანიკურ შეტევებს, ათავისუფლებს დაბლოკილ ემოციებს, ახდენს სრულ რელაქსაციას, ხელს უწყობს ღრმა მედიტაციას, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, ხსნის უძილობას, ამცირებს დეპრესიას, ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებას, აქრობს ფიზიკურ ტკივილს და ამოაქვს ემოციური ტრავმა. სწორედ ეს არის ჩვენი ბევრი პრობლემის საწყისი − როგორც ფიზიკურის, ასევე სულიერის. ამიტომაც, ამ ყველაფრისგან გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გაჯანსაღებისთვის.

სპორტის სხვა სახეობით თუ ხართ დაინტერესებული?

დიახ, ვვარჯიშობ გოჯურიოს, ლევან როგავასთან. ეს არის იაპონური ოკინავური კარატე, რომელიც მოიცავს ძლიერი და რბილი ტექნიკის შერწყმას. ეს არ არის მხოლოდ ვარჯიში, ძალიან საინტერესო პროცესი და მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობაა. ლევანიც ვარჯიშის პერიოდში დროს უთმობს მოკლე მედიტაციებს და ჩემთვის ეს ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა.

ჯანსაღ კვებას რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?

რა თქმა უნდა, ის, რასაც მივირთმევთ, ჩვენს ორგანიზმში შედის და აისახება ჯანმრთელობაზეც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ამას. პირადად მე გამიმართლა გენეტიკაში, წონის პრობლემა რომ არ მაქვს. დედაჩემიც ზუსტად ჩემნაირად გამოიყურება და ამიტომ წონის კონტროლი არ მიწევს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვცდილობ ნორმალური საკვები მივიღო. ჩემი ყოველდღიური გრაფიკიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერ ვახერხებ კვების რეჟიმის დაცვას. მაგალითად, ვიკვებო ერთსა და იმავე დროს და დღეში 4-ჯერ მივირთვა. თუმცა, ვცდილობ შეძლებისდაგვარად ეს მხარეც გავაძლიერო.

ერთი რჩევა ლიკა ევგენიძისგან:

დაუთმეთ დრო საკუთარი თავის გაცნობას და შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ყველა ადამიანი უნიკალურია. მთავარია, ყველამ ვიპოვოთ საკუთარი გზა და ჩვენი თავი.

„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“?

ეს ორი რამ ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. ჯანსაღ სულს სჭირდება ჯანსაღი სხეული და პირიქით. ფაზლივითაა, საიდანაც ერთ კომპონენტს თუ ამოაგდებ, სრულყოფილება არ იქნება. ამიტომაც, უნდა ვეცადოთ მთლიანი სურათი ავაწყოთ, რათა ჰარმონიაში ვიყოთ სამყაროსთან.

 

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

March 11, 2021
#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

February 10, 2024
#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები