• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK რას აკეთებენ დღეს? — 2000-იანი წლების პოპულარული ქართველი სახეების განახლებული ისტორიები

June 23, 2026
საკითხავი დრო: 5 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

2000-იანი წლები ქართული შოუბიზნესისა და მედიისთვის განსაკუთრებული პერიოდი იყო –  ტელევიზია საზოგადოების მთავარი საინფორმაციო და გასართობი სივრცე გახლდათ, ხოლო პოპულარული სახეები თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდნენ ეკრანებზე, ჟურნალებსა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ღონისძიებაზე.

თუმცა, წლების გასვლასთან ერთად, ბევრი მათგანის საჯარო ცხოვრება ნაკლებად აქტიური გახდა და დღეს მათი ყოველდღიურობა სრულიად განსხვავებულია.

მაკა ასათიანი

 

 

2000-იანი წლების საქართველოში მაკა ასათიანი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გამორჩეულ ქალად ითვლებოდა. ხშირად ხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში და ბევრი ადამიანისთვის დახვეწილი სტილისა და წარმატების მაგალითს წარმოადგენდა.

მისი ყოველი საჯარო გამოჩენა განხილვის საგანი ხდებოდა, ხოლო მისი განსხვავებული სტილი არაერთი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

დღეს მაკა ასათიანი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს და საჯარო სივრცეში ძალიან იშვიათად ჩნდება. ინტერვიუებს პრაქტიკულად აღარ აძლევს და სოციალურ ქსელებშიც ნაკლებად აქტიურობს.

მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. მაკა ასათიანის პირველი მეუღლე მერაბ ჟორდანია იყო, რომელთანაც ორი ვაჟი — კახი ჟორდანია და ლევან ჟორდანია ჰყავს. მოგვიანებით მისი ცხოვრება კოტე გოგელია დაუკავშირდა, რომელთანაც კიდევ ერთი ვაჟი, კოსტა გოგელია შეეძინა.

მაკა ასათიანი უკვე ბებიაცაა. მისი უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია 2017 წელს დაქორწინდა, მოგვიანებით კი ქალიშვილი, ლეა შეეძინა.

აღსანიშნავია, რომ Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მაკა ასათიანი საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო მისი ქონებრივი მდგომარეობა დაახლოებით 806.56 მილიონი ლარს შეადგენს, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მისი ბიზნეს საქმიანობის მასშტაბსა და გავლენას.

ასათიანი ოჯახთან ერთად ფლობს „მერსედეს-ბენც ჯორჯიას“ (შპს „აკა“), რომელიც პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს. კომპანია გამოირჩევა სტაბილური განვითარებითა და ძლიერი ბრენდით, რაც მას ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად აქცევს.

ამას გარდა, უძრავი ქონების კომპანია „თრეიდ სთოუნ იბერიას“ მეშვეობით ის ფლობს 30%-იან წილს ყულევის ნავთობტერმინალის ოპერატორ კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმში“.
თამთა გოგუაძე

 

თამთა გოგუაძე 2000-იანი წლების დასაწყისში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მსმენელმა ის ჰიტებით „შენი ბრალია“ და „ჩემთვის და შენთვის“ გაიცნო. წლების განმავლობაში იგი ანსამბლ „ქართული ლეგენდა – სამაისთან“ ერთად მოღვაწეობდა და აქტიურად მონაწილეობდა ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში.

ბოლო წლებში მომღერალი საჯარო სივრცეში გაცილებით იშვიათად ჩნდება. მან აქტიური შოუბიზნესური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეამცირა და მედიის ყურადღების ცენტრიდანაც გარკვეულწილად გაქრა.  მისი პირადი თუ პროფესიული ცხოვრების შესახებ საჯაროდ ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც ცნობილია, თამთას მეუღლე  გიორგი აბულაშვილია – წყვილმა ერთმანეთი ანსამბლ “სამაიაში” მოღვაწეობის დროს გაიცნო. გიორგი მოცეკვავე იყო, ხოლო თამთა ანსამბლში მღეროდა.

თათა ვარდანაშვილი

 

 

თათა ვარდანაშვილი 2000-იანი წლების ქართულ მოდის სივრცეში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად ჩამოყალიბდა.

მისი სახელი განსაკუთრებით ფეხსაცმლის დიზაინთან ასოცირდებოდა.

წლების განმავლობაში იგი წარმატებული მოდელი იყო და მონაწილეობდა სხვადასხვა ჩვენებებში, ფოტოსესიებსა და სარეკლამო კამპანიებში. თათა ტრადიციული გაგებით „მოდელი“ არ ყოფილა, თუმცა მისი სახასიათო გარეგნობა და ინდივიდუალური სტილი ყოველთვის იმსახურებდა დიდ ინტერესს როგორც დიზაინერების, ისე მაყურებლის მხრიდან.

 პირადი ცხოვრების სირთულეების გამო მან გარკვეული დროით პროფესიული პაუზაც აიღო, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა საკუთარ სფეროს.

დღეს ის უფრო აქტიურად ცდილობს გამოცდილების გაზიარებას — სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის მასტერკლასებისა და ვორკშოპების საშუალებით, სადაც ახალგაზრდებს საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს.

აგნესა

 

 

აგნესა 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ერთ-ერთი პოპულარული ფიგურა იყო, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი რიტმული პოპ-მუსიკითა და იმ დროისთვის შედარებით თამამი იმიჯის წყალობით გახდა.

პოპულარობის პიკის შემდეგ აგნესამ თანდათან დატოვა შოუბიზნესი და პირადი ცხოვრება აირჩია. მომღერალი დღეს რუსეთში, ქალაქ სამარაში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. როგორც ცნობილია, სცენას მთლიანად ჩამოშორდა და ამჟამად მამის ბიზნესის მართვითაა დაკავებული.

მზია შარაშიძე 

 

მზია შარაშიძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც პოპულარობა 2000-იან წლებში მოიპოვა და ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ ცნობად სახედ იქცა. მისი გზა მედია და სცენური გამოცდილებით დაიწყო და დროთა განმავლობაში ტელესივრცეშიც გაგრძელდა.

მისი სახელი ფართო საზოგადოებამ 2000-იან წლებში განსაკუთრებით პოპულარული პროექტის —  „ტოროლების“ — წევრობის შემდეგ გაიცნო.

დღეს მზია შარაშიძე აქტიურ ყოველდღიურ სატელევიზიო საქმიანობას აღარ ეწევა, თუმცა კვლავ რჩება ქართული მედია სივრცის თვალსაჩინო ფიგურად. ის პერიოდულად ჩნდება სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში სტუმრის სტატუსით და ხშირად მონაწილეობს იმ შოუებში, რომლებიც 2000-იანი წლების შოუბიზნესს და იმ პერიოდის ცნობილ სახეებს ეძღვნება.

თეა გვასალია

 

 

თეა გვასალია 2000-იანი წლების ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთ ცნობად ფიგურად მიიჩნეოდა – განსხვავებული ხმის ტემბრი, მკაფიო დიქცია და გადმოცემის უნარი, მას ეკრანზე განსაკუთრებულ ინდივიდუალობას ანიჭებდა.

დღეს თეა გვასალია აღარ არის აქტიურად ჩართული სატელევიზიო ეთერში, თუმცა მაყურებელს იგი მაინც ახსოვს როგორც 2000-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ტელესახე.

ცნობილია ისიც, რომ თეა გვასალია ესპანური ენის სპეციალისტია. მისი ავტორობით გამოიცა ესპანურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონი, რომელიც ენის სწრაფ და ეფექტურ შესწავლას უწყობს ხელს.

ასევე, ავტობიოგრაფიული წიგნი, „ის, რაც ეთერში არ მითქვამს“ – რომელშიც იგი საკუთარ ცხოვრებასა და გამოცდილებებზე წერს.

ჯაბა ქარსელაძე

 

 

ჯაბა ქარსელაძე 2000-იანი წლების ქართულ შოუბიზნესში ცნობილ სახედ ითვლებოდა,  მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში და პერიოდულად ჩნდებოდა როგორც სცენაზე, ისე სატელევიზიო სივრცეში.

მისი პროფესიული გზა ეტაპობრივად გადავიდა აკადემიურ მიმართულებაზე — ფინანსების, ბიზნესის მართვისა და განათლების სფეროებისკენ.

ამჟამად იგი Harvard-ის კურსდამთავრებული და ფინანსური და აკადემიური სფეროს სპეციალისტია.

ნინო ხოშტარია

 

 

ნინო ხოშტარია საზოგადოებამ ტელეწამყვანის როლში წლების წინ გაიცნო. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო მისი საქმიანობა საბავშვო ინტელექტუალურ პროექტში „ყველაზე ჭკვიანი“.

გარდა ამისა, ნინო ხელმძღვანელობდა სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით გადაცემას, მათ შორის „ჯეობარი“ და „ეკივოკი“.

2019 წელს, სარედაქციო ცვლილებების შემდეგ, ტელეკომპანია რუსთავი 2 დატოვა. მას შემდეგ ეკრანებზე აღარ გამოჩენილა, თუმცა აქტიურობას სოციალურ ქსელებში ინარჩუნებს და გამომწერებს ფოტოებით ხშირად ანებივრებს.

ნატო სულხანიშვილი

 

 

ნატო სულხანიშვილს ფართო საზოგადოება უფრო მეტად მისი ეკრანული სახელით — „ბაბილინა“ იცნობს.

თავისი ხასიათით და პოზიტიური ენერგიით ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა ქართულ ტელესივრცეში. ნატო ცხოვრებაშიც ისეთივე ხალისიანი, სიცოცხლით სავსე და გულწრფელია, როგორიც ეკრანზე ჩანს.

უკვე მეოთხე წელია, რაც “ბაბილინა” აშშ-ში ცხოვრობს.   

მისი თქმით, გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა — დიდხანს ფიქრობდა და ეს ნაბიჯი ოჯახის კეთილდღეობის გამო გადადგა.

ამ პერიოდში ნატომ რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოიცვალა, თუმცა ამჟამად  ბავშვებთან მუშაობს — საქმიანობა, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელია.

სერგი გვარჯალაძე

 

სერგი გვარჯალაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც არაერთი ტელეგადაცემისა და დოკუმენტური ფილმის ავტორი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელ მედია-საპროდუქციო კომპანიებს.

მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ისეთი სატელევიზიო გადაცემები, როგორიცაა „კომუნიკატორი“, „ჯეო-პოპი“ და „ვაკანსია“.

2005 წელს 52-წუთიანი დოკუმენტური ფილმი „ელექტრონავტები“ გადაიღო, რომელიც პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2005 წლის ბოლოს გავიდა. მოგვიანებით მან კიდევ რამდენიმე დოკუმენტური ნამუშევარი შექმნა, მათ შორის – „პლანეტა გლდანი“.

2018 წელს იგი  თბი­ლი­სის ღა­მის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად დაინიშნა, თუმცა თანამდებოდა 2020 წელს დატოვა.

ბიჭოლა

 

ბიჭოლა თეთრაძე ცნობილი ქართველი დიზაინერია, რომელმაც პოპულარობა 2000-იან წლებში მოიპოვა.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო ლონდონის ცენტრალურ სენტ-მარტინსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში (Central Saint Martins).

რამდენიმე წლის წინ საქართველოდან წასვლისა და საქმიანობის უკრაინაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ამჟამად საკუთარ ბრენდს — „Bicholla“ – ხელმძღვანელობს. ხშირად ესწრება პრესტიჟულ საერთაშორისო ჩვენებებს (მაგალითად, პარიზის მოდის კვირეულებს). 

ბიჭოლა საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით “ინსტაგრამზე”, სადაც საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს თავისი მდიდრული ცხოვრებიდან და მოგზაურობებიდან.
2026 წელს, იგი Schiaparelli-ის მოდის ჩვენებასაც ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ დემი მური, ტეიანა ტეილორი, ჯოდი ტერნერ-სმიტი და სხვები.

ლევან ლელაშვილი (კიჭა)

 

 

ლევან ლელაშვილი ფართო საზოგადოებამ 2000-იან წლებში,  სატირულ-იუმორისტული გადაცემებით გაიცნო.

ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ რთული პერიოდიც გაიარა. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე წელი სირთულეებით იყო სავსე, თუმცა სწორედ ამ დროს დაიწყო ახალი პროფესიული გზის ძიება.

ბოლო წლებში ის თვითდასაქმებულია და თავი მაკლერობის სფეროშიც მოსინჯა.

დღეს კი ძირითადად კომერციულ უძრავ ქონებაზე მუშაობს — ბინების ნაცვლად უფრო ხშირად მიწებსა და კომერციულ ფართებს ყიდის.

ასევე გაეცანი

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული
OK! კულტურა

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?
OK! კულტურა

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
OK! კულტურა

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია
OK! კულტურა

#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია

August 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

February 2, 2024
#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

March 13, 2024
#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

May 31, 2026
#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

September 28, 2021

კვირის ჰიტები

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

August 28, 2026
#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები