• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ,,თავისუფლება გადამდებია” – PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

May 27, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანიით PSP-მ თავისუფლებას განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭა – როგორც იდეას, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება. ვიდეორგოლი სახელწოდებით „თავისუფლება გადამდებია“ თავისუფლებას „ვირუსის“ მეტაფორით გვაჩვენებს და ერთიანობის, გამბედაობისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ვიდეორგოლში თავისუფლებისა და ამ ერთობის მთავარ სიმბოლოდ გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.

 

 

კამპანიის მთავარი გზავნილსა და მის მნიშვნელობაზე OK!-სთან PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – ნათია ხაბეიშვილმა ისაუბრა:

როგორ გაჩნდა ვიდეორგოლის — „თავისუფლება გადამდებია“ — შექმნის იდეა და რა იყო მისი მთავარი შთაგონება?

PSP-ში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიებს ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით. წლევანდელი კამპანიით თავისუფლებას ახალი კუთხით შევხედეთ — როგორც ცოცხალ ენერგიას, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის, იბადება წინააღმდეგობაში, ძლიერდება ერთობაში და არასდროს ქრება. სწორედ აქედან გაჩნდა მთავარი გზავნილიც — „თავისუფლება გადამდებია“.

კამპანიაზე სააგენტო Playmakers-თან ერთად ვიმუშავეთ — გუნდთან, ვისთანაც საერთო ფასეულობები გვაკავშირებს. გასულ წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღნილი ჩვენი ერთობლივი კამპანია საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალებზეც არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის ემოციაა, რასაც ადამიანებში აჩენს.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ „ვირუსის“ მეტაფორა სწორედ ამ კონტექსტში გამოგეყენებინათ?

ვირუსს ჩვეულებრივ შიშთან ვაკავშირებთ. მაგრამ არსებობს იდეებიც, რომლებიც ვირუსივით ვრცელდება — ჩუმად, სწრაფად და შეუჩერებლად. თავისუფლება სწორედ ასეთია. ერთი ადამიანის გამბედაობა მეორეს აძლევს ძალას. ერთი ხმა ათასად იქცევა. ერთი დროშა — საერთო განცდად. ამიტომ ვირუსის მეტაფორა ჩვენთვის ნეგატიური კი არა, სიცოცხლის, გამოფხიზლების და შინაგანი თავისუფლების სიმბოლო გახდა.

ეს არის ერთადერთი „ვირუსი“, რომლის გავრცელებაც ყველას გვინდა.

რა მთავარი ემოციის გადაცემა გსურთ ამ ვიდეორგოლით 26 მაისთან დაკავშირებით?

გვინდოდა, ვიდეორგოლს გადმოეცა განცდა, რომ თავისუფლების სურვილი არასდროს ჩერდება ერთ ადამიანზე — ის ვრცელდება, აერთიანებს და თაობიდან თაობას გადაეცემა. 26 მაისი სწორედ ის დღეა, რომელიც გვახსენებს — თავისუფლების იდეის დამარცხება შეუძლებელია.

ამიტომ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ამ გზავნილს ბატონი ამირან გამყრელიძე ახმოვანებს — ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როგორ ვრცელდება ვირუსი… და რამდენად ძლიერია გადამდები იდეები.

რა არის კამპანიის მთავარი გზავნილი?

თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებაა — ღირებულება, რომელსაც ადამიანები განსაკუთრებით უფრთხილდებიან და თითქმის არასოდეს თმობენ.

ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ თავისუფლება სწორედ ადამიანებისგან ვრცელდება — მათი მაგალითით, სიმამაცით და შთაგონებით. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი წინაპრების დაუღალავი ბრძოლის შედეგია, ხოლო 26 მაისი  – თავისუფლების გამარჯვების სიმბოლოა, ამ დღეს თავისუფლების ვირუსი პიკშია.

ამ კამპანიაში დროშა შევარჩიეთ, როგორც მთავარი სიმპტომი — თავისუფლების ხილული კვალი ადამიანებზე. ქალაქში განთავსებული ვიზუალები, „თავისუფლების სწრაფი ტესტი“, პოსტერები და სტიკერები ერთ იდეას ემსახურება, გავიხსენოთ, რომ თავისუფლება ცოცხალი, გადამდები ძალაა. დაე ყველას შეეყაროს თავისუფლება!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

 

 

 

 

ტექსტი: მარიამ შულაია

ასევე გაეცანი

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?
OK! News

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
OK! News

#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები