• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

February 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

2025 წლის 20 იანვარს, როდესაც დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კიბეები მეორედ აიარა, თბილისში დაიდგა უჩვეულო პოლიტიკური სპექტაკლი – „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ბიძინა ივანიშვილის რეჟისორობით, გადაწყვიტეს ეთამაშათ ტრამპის „ქართველი თარჯიმნის“ როლი. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე იმპროვიზებულ თარგმანებში, აქაც ბევრი რამ არა უბრალოდ დაიკარგა, არამედ საგულდაგულოდ „გადაიმალა“ პოლიტიკური ინტერესების უკან.

 

თუმცა მანიპულირება დონალდ ტრამპით, როგორც „ქართული ოცნების“ მოკავშირის, აშშ-თან პოლიტიკური ურთიერთობების „გადატვირთვის“ ინიციატორით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. თავიდანვე, სანამ პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდებოდა რესპუბლიკელებისგან, „ოცნება“ მას გულშემატკივრობდა და ამბობდა, რომ ტრამპი თავისი პრაგმატული პოლიტიკით თავის ადგილზე დააყენებდა ყველაფერს, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, აშშ-ის ახალი ხელისუფლების მოკავშირე სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება, რადგან მასთან იდეოლოგიურად თანხვედრაში სწორედ ისინი მოდიან. ინაუგურაციის შემდეგ ოცნება კიდევ უფრო გააქტიურდა ამ მიმართულებით. საინაუგურაციო სიტყვისა და ტრამპის პირველი განკარგულებების შემდეგ მმართველ პარტიაში უკვე აცხადებენ, რომ ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ლიდერებმა შემოგვთავაზეს პროპაგანდის სიმფონია, რომელიც ეფუძნება კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებსა და მიზანმიმართულ დეზინტერპრეტაციას.

 

კონსერვატიული ვალსი კალაძის დირიჟორობით – თბილისის მერის პოლიტიკური ქორეოგრაფია განსაკუთრებით საინტერესოა. კალაძე, რომელიც თავს წარმოაჩენს როგორც „ზომიერი ხმა“ რადიკალურ გუნდში, ცდილობს ტრამპის კონსერვატიზმი მოარგოს ქართულ რეალობას, თუმცა იმგვარად, რომ არ განიხილება ტრადიციული დასავლური კონსერვატიზმის ავთენტური პრინციპები და მისი მორალური ან დემოკრატიული საფუძვლები. „ვფიქრობ, ტრამპი მაინც კონსერვატორია შეხედულებებითა და პოლიტიკით. არ იზიარებს ლიბერალურ ფაშიზმს, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია გაბატონებული“.

 

აპოკალიფსური ჯაზი კობახიძის ინტერპრეტაციით – ირაკლი კობახიძის პოლიტიკურმა რიტორიკამ კიდევ უფრო შორს წაიყვანა ეს ნარატივი და ნეოლიბერალური დიქტატურის დასასრული დაგვიანონსა, რომელიც გვაიძულებდა, თითქოსდა უარი გვეთქვა ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებზე. „ტრამპის გამარჯვება არის დასასრული ნეოლიბერალური დიქტატურისა, რომელიც გვაიძულებდა, უარი გვეთქვა ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებზე. ეს არის გარდამტეხი მომენტი გლობალური ომის პარტიის დამარცხებისთვის“. საინტერესოა, რომ კობახიძე არ აკონკრეტებს, რომელ ტრადიციულ ღირებულებებზე საუბრობს – იქნებ იმაზე, რომელმაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში ევროპული ცივილიზაციის ნაწილად აქცია?

 

 

კონსტიტუციური რეპი პაპუაშვილის შესრულებით – „ტრამპის კონსტიტუციური ხედვა სრულიად შეესაბამება ჩვენს სამართლებრივ ტრადიციებს“. პარლამენტის თავმჯდომარის მცდელობა, შემოიტანოს „აკადემიური“ ელემენტი პროპაგანდაში, განსაკუთრებით საინტერესოა, მაგრამ მას ავიწყდება ამერიკასა და საქართველოში არსებული სამართლებრივი სისტემების ძირითადი განსხვავებები. ტრამპის შეხედულებები დაფუძნებულია ამერიკის კონსტიტუციასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე. აქვე მოვისმინეთ ნინო წილოსანის კონსპირაციული სონატა – ტრამპის ხედვა და ღირებულებები პირდაპირ აისახებაო ჩვენს პოლიტიკაზე. „Deep State ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების განადგურებას. ტრამპი ერთადერთია, ვინც ამას ხედავს და ებრძვის“. შეუდარებელია ირაკლი ზარქუას გეოპოლიტიკური ფანტაზია. „ ტრამპის პოლიტიკა დაასრულებს გლობალისტების ბატონობას. საქართველო განთავისუფლდება უცხოური გავლენისგან“. სუბარის კანტანტაც: „ტრამპის გამარჯვება არის დასავლური ლიბერალიზმის დამარცხება“, არაფერი რომ არ ვთქვათ წულუკიანის რეკვიემზე: „ტრამპი გვიჭერს მხარს ჩვენს ბრძოლაში გლობალისტური ელემენტების წინააღმდეგ. მისი პოზიცია ადასტურებს, რომ ჩვენი გზა სწორია“.

 

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებში იკვეთება რამდენიმე მთავარი თემა, რომლებიც მიზანმიმართულად უკავშირდება ტრამპის საჯარო გამოსვლებს და ამ გამოსვლებიდან იმ თემების აქტუალიზაციას, რომელიც თითქოს საერთოა აშშ-ისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებებისთვის.

 

მშვიდობის ნარატივი – მმართველი პარტიის წარმომადგენლები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ტრამპის ანტისაომარ რიტორიკაზე. როგორც დავით მათიკაშვილი აღნიშნავს: „მშვიდობის პოლიტიკას ჩვენ გვიწუნებდნენ“-ო. თუმცა ეს ინტერპრეტაცია უგულებელყოფს მნიშვნელოვან კონტექსტს: ტრამპის მშვიდობის რიტორიკა ფოკუსირებულია უკრაინის კონფლიქტზე და არა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. მეტიც, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

პოლიტიკური პარადოქსების გალერიაში გვხვდება ინაუგურაციის კობახიძისეული მითი – „ტრამპის დაბრუნება შეცვლის მსოფლიო წესრიგს, როგორც ის იტყვის, ისე იქნება“, რომელიც მთლიანად წინააღმდეგობაშია მათ რიტორიკასთან, სუვერენიტეტის მათეულ ნარატივსა და ყველა საერთაშორისო აქტორის იგნორირებასთან.

 

„დიფ სთეითი“ – ტერმინის მნიშვნელობის ცვლილება, უჩინარი მტრის კონსტრუირება, გლობალური შეთქმულების თეორიიის გამყარების მცდელობა წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს იმისა, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური რიტორიკის მანიპულაციურ გამოყენებას იმ თემების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის, რომელიც მათ დღის წესრიგს წარმოადგენს: დაარწმუნოს საქართველოს მოსახლეობა, რომ „დიფ სთეითი“ მათი გამონაგონი და მანიპულირების საშუალება კი არა, ის რეალობაა, რომელზეც ისინი დიდი ხანია, საუბრობენ.

 

ასევე, გამალებით ცდილობს ცდილობს „ქართული ოცნება“, შექმნას ე.წ. ღირებულებითი თანხვედრის მითი, პირველ რიგში, ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა გენდერული თემები და სექსუალური უმცირესობების მიმართ ჰომოფობია, რაც რეალურად სადავო თემა არც არის: ბევრი რომ არ ვისაუბროთ, არა მგონია ვინმე დავობდეს სადმე, რომელიმე ქვეყანაში, რომ სქესი ორი არსებობს.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, მის სტრატეგიულ პარტნიორობას, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, ნათლად ჩანს, რომ რეალობა გაცილებით კომპლექსურია: ტრამპის ადმინისტრაცია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, აშშ-ის სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესში მიღებულ იქნა ორპარტიული მხარდაჭერით, ორივე პარტიის კონგრესმენები აქტიურად უჭერენ მხარს „მეგობარ აქტს“ და ქართველ ხალხს.

 

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, „ქართული ოცნება“ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც და ინაუგურაციის შემდეგაც, ჩვეულ სტილში შეეცადა, აშშ-ის ხელისუფლება და პრეზიდენტ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია თავის მოკავშირედ გამოეცხადებინა სწორედ იმ საკითხებში, რომლებსაც იგი ქართველი ხალხის დასაზომბირებლად, მისი მხარდამჭერების იდეოლოგიური მანიპულირებისთვის იყენებს, თუმცა არსებულმა რეალურმა ვითარებამ, ადმინისტრაციის ცალკეულმა პირველმა ნაბიჯებმა, იმ ადამიანების შეხედულებებმა, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ ახალ ადმინისტრაციაში, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა აიძულა, თავი დაეზღვია. მაშინ როცა სულ ცოტა ხნის წინ „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობდა, „რაზეც „ქართულ ოცნებას“ ეუბნებოდნენ, თქვენი მოგონილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, მათ შორის მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს“, დღეს უკვე იძულებულია გარკვეული სკეპტიკური ნოტებიც შეიტანოს თავის განცხადებებში. ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე მამუკა მდინარაძე უკვე შედარებით პესიმისტურ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს: „ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“.

 

გამართლდება თუ არა ოცნების მოლოდინები, დრო გვიჩვენებს. თუმცა მსოფლიოში აქტიურად განიხილავენ ტრამპის პირველ ნაბიჯებს და ხშირ შემთხვევაში მათი პროგნოზით, ნაკლებად მოსალოდნელია ტრამპის ადმინისტრაციამ ისე იმოქმედოს, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია.

 

 

ტექსტი: თათია მექვაბიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები