• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ფელამუშიტო ძველი ქართული ტრადიციული დესერტის ახალი სიცოცხლე

September 4, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საქართველო ცნობილი ქვეყანაა თავისი უგემრიელესი კერძებით. აქ მოგზაურობისას ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევს, რომ გემო და არომატი აბსოლუტურად განსხვავებულია და ყველა რეგიონს ტრადიციული კერძის საკუთარი ვარიანტი აქვს. ღვინის ქვეყანაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ყურძენსა და მისგან დამზადებულ ტკბილ წვენს, ანუ ბადაგს, რომელიც ქართული დესერტის – ფელამუშის მოსამზადებლად გამოიყენება და ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი საყვარელი ტკბილეულია. გვსურს გაგაცნოთ ქართულ სტარტაპი „ფელამუშიტო“, რომელმაც ძველ ქართულ ტრადიციულ დესერტს – ფელამუშს ახალი სიცოცხლე შესძინა და მოარგო თანამედროვე ბაზარსა და მომხმარებელს. როგორ დაიბადა კომპანიის დაარსების იდეა და რას სთავაზობს ის მომხმარებელს – ამის შესახებ OK!-ის კომპანიის დამფუძნებელი, ნინო გოგალაძე უამბობს.

 

უპირველესად, გაგვაცანით კომპანია.

„ფელამუშიტო“ არის ბრენდი, რომელმაც ძველ ქართულ ტრადიციულ დესერტს – ფელამუშს ახალი სიცოცხლე შესძინა და მოარგო თანამედროვე ბაზარსა და მომხმარებელს. ჩვენი მისიაა ადამიანების გაბედნიერება უნიკალური ქართული ტკბილეულით. რადგან ფელამუში ცხელი სახით ბევრს უყვარს და ბაზარზე იგი ხელმისაწვდომი არ იყო, სპეციალისტებთან ერთად შევქმენით ინოვაციური აპარატი, რომელიც პროდუქტს მუდმივად ცხელ მდგომარეობაში ინახავს, ისე, რომ არ გამოშრეს და არ დაკარგოს პირვანდელი კონსისტენცია. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მუშაობა ჩამოსასხმელ ფელამუშზე, რომელიც სულ მალე გამოჩნდება ბაზარზე და გემრიელი დესერტით გაანებივრებს მომხმარებელს. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი ყველა სახეობის ფელამუში სრულიად ახალი რეცეპტით იქმნება და ტრადიციულისგან განსხვავებული კონსისტენცია, ფერი და გემო აქვს. პროდუქტი, ერთი მხრივ, გვაგონებს აქამდე ჩვენთვის უკვე ნაცნობ ძველ გემოს და მეორე მხრივ, სრულიად ახალ ემოციებს იწვევს ჩვენში. აქედან მოდის მისი სახელიც – კლასიკური გაგებით, ეს დესერტი არც ფელამუშია და არც თათარა. ეს არის „ფელამუშიტო“.

როდის გაჩნდა „ფელამუშიტოს“ დაარსების იდეა.

„ფელამუშიტოს“ იდეა გაჩნდა დაახლოებით 3 წლის წინ, პანდემიამდე, როდესაც მინდოდა შემექმნა დესერტი, რომელიც იქნებოდა ჯანსაღი, ინოვაციური და განსხვავებული. ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი იმ აზრამდე, რომ თუ ავიღებდი ქართულ ტრადიციულ დესერტს – ფელამუშს და გავაკეთებდი მის მოდერნიზებულ ვერსიას, მივიღებდი ზუსტად იმას, რაც ჩაფიქრებული მქონდა. შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს იქნებოდა პროდუქტი, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ ექნებოდა. მაშინვე გამიჩნდა აპარატის შექმნის იდეაც, რომელშიც მუდმივად ცხელ მდგომარეობაში იქნებოდა პროდუქტი და წარმოვიდგინე, როგორ გავანებივრებდი უამრავ ადამიანს წელიწადის ნებისმიერ სეზონზე. შემდეგ გავიცანი კვების ტექნოლოგი და ჩემი პარტნიორი – სალომე გიგაშვილი, რომელმაც ჩემი იდეა რეალობად აქცია და შექმნა საოცარი გემოები. თუმცა შესაბამისი აპარატი კვლავ პრობლემად რჩებოდა. ბევრი მეუბნებოდა, რომ მსგავსი აპარატის შექმნა, რომელშიც ფელამუში ცხელ მდგომარეობაში შეინახებოდა და გემოს არ დაკარგავდა, შეუძლებელი იყო და რომ ჩემი იდეით ფიზიკის კანონებს ვეწინააღმდეგებოდი. თუმცა, როდესაც შენი იდეის გჯერა და რაღაცის მიღწევა ძალიან გსურს, ის აუცილებლად გამოგივა. ფიზიკოსებისა და ტექნოლოგების ჩართულობით, ბევრი ფიქრის შემდეგ, შევქმენით ჩვენს ბიზნესზე მორგებული სპეციალური მოწყობილობა, რასაც უდიდეს მიღწევად მივიჩნევ.

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ საზოგადოებას?

მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა სახეობისა და არომატის „ფელამუშიტოს“, კერძოდ – ყავით, თეთრი შოკოლადით, კარამელით, გლინტვაინის, და რა თქმა უნდა, კლასიკურებს, როგორიცაა ადესა, საფერავი და რქაწითელი. ჯამში, დღეისათვის 10-ზე მეტ სახეობას ვაწარმოებთ, როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს იდეა პანდემიამდე გაჩნდა და ამიტომ ვფიქრობდი ტურისტებზეც, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კონკრეტულ ობიექტზე მისულიყვნენ და ქართული ტრადიციული დესერტები დაეგემოვნებინათ. არადა, როგორი უნიკალურია ეს პროდუქტი. როცა ტურისტს უხსნი, რომ ეს არის ქართული დესერტი, რომელიც ყურძნის წვენისგან და ღვინისგან მზადდება, დიდი ეგზოტიკაა მათთვის და განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ამ ადამიანებში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ფელამუშიტო“ გახდა ე.წ. must try პროდუქტი ბაზარზე, რომელიც ყველა ტურისტმა უნდა დააგემოვნოს საქართველოში სტუმრობისას. ამიტომაც ტურისტების წილი ჩვენს მომხმარებლებში მუდმივად იზრდება.

 

როგორ იქმნება „ფელამუშიტოს“ დესერტები?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მიზანია ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭება და სწორედ ამიტომ „ფელამუშიტოს“ დესერტები დიდი სიყვარულით იქმნება, რომელშიც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი იღებს მონაწილეობას. კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი მთავარი მოტივაციაა და ამიტომ ამ პროცესით ჩვენც უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ „ფელამუშიტო“ ყოველ დილით მზადდება და თავსდება ჩვენს აპარატებში, რომელშიც ცინცხალი და ცხელ-ცხელი სახით ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის მთელი დღის განმავლობაში.

სად შეგვიძლია დესერტების დაგემოვნება?

ამჟამად გვაქვს 3 ფილიალი: კაფე აღმაშენებლის გამზირზე, რომელსაც ძირითადად სამზარეულოსა და შოურუმის ფუნქცია აქვს, ასევე ვართ სავაჭრო ცენტრებში − „სითი მოლი საბურთალო“ და „ისთ ფოინთი“. გარდა ამისა, მომხმარებელი გვიპოვის მიწოდების ყველა ონლაინპლატფორმაზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენს გუნდს აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საქართველოს ბაზრის სრულად ათვისებას და ფილიალების დამატებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გარდა ამისა, ვაპირებთ ჩამოსასხმელი ფელამუშის სხვადასხვა ობიექტში განთავსებას. გრძელვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, ჩვენი მიზანია გავხდეთ პირველი ქართული კომპანია ჩვენს სეგმენტში, რომელიც ფრანჩაიზს გაყიდის საზღვარგარეთ და მთელ მსოფლიოს გააცნობს ქართული სამზარეულოს ყველაზე ტკბილ მხარეს.

FB: ფელამუშიტო • Pelamushito

Insta: pelamushito_

Mail: [email protected]

Tel: 595 80 69 80

აღმაშენებლის გამზირი 193

საბურთალოს „სითი მოლის“ ფუდკორტი

სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ ეზო

ასევე გაეცანი

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის
Gastro

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ოსკარების დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა: “ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო”

#OK! ოსკარების დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა: “ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო”

April 1, 2022
#OK! იყავით ბედნიერები და აირჩიეთ საუკეთესო – ინტერვიუ დერმატო-კოსმეტოლოგ ქეთა დიასამიძესთან

#OK! იყავით ბედნიერები და აირჩიეთ საუკეთესო – ინტერვიუ დერმატო-კოსმეტოლოგ ქეთა დიასამიძესთან

April 2, 2022
#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

October 14, 2021
#OK! ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა – რეპროდუქციული მედიცინის ევროპული სტანდარტი საქართველოში

#OK! ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა – რეპროდუქციული მედიცინის ევროპული სტანდარტი საქართველოში

April 8, 2026

კვირის ჰიტები

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

October 28, 2026
#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები