• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ზენდაია, ლუპიტა ნიონგო, შარლიზ ტერონი და ენ ჰეთევეი – „ოდისეას“ ოთხი ქალი გმირი ELLE-ის გარეკანზე

May 24, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ამერიკული ELLE-ის ზაფხულის გამოცემის ყდაზე „ოდისეას“ ოთხი მთავარი ქალი ვარსკვლავი – ზენდაია, ლუპიტა ნიონგო, შარლიზ ტერონი და ენ ჰეთევეი გამოჩნდნენ. ყდის კონცეფცია ოთხ სტიქიას – ცეცხლს, მიწას, ჰაერსა და წყალს ეფუძნება, რომლებიც თითოეული მსახიობის ენერგიას, ხასიათსა და ფილმში მათ პერსონაჟებს უკავშირდება. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ნორმან ჯინ როია, ხოლო სტილზე ზენდაიას მრავალი წლის მეგობარი და როგორც მისი პირადი, ისე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტილისტი, ლოუ როუჩი მუშაობდა.

კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტად იქცა. ფილმის გარშემო ინტერესს მხოლოდ ბერძნული მითოლოგიის ახალი ეკრანიზაცია არ ქმნის – ყურადღების ცენტრში მისი ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობაა. ოთხი ქალი, ოთხი განსხვავებული კარიერული გზა და ოთხი სრულიად განსხვავებული ხედვა იმაზე, რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი თანამედროვე კინოში. სწორედ ამ საინტერესო კონტექსტის საფუძველზე ჰქონდა ამერიკულ ELLE-ს ოთხივე მსახიობთან ინტერვიუ, რომელშიც მათ თავიანთ როლებზე, კარიერულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე ისაუბრეს.

ეს ოთხი ქალი ფილმში მითოლოგიურ ფიგურებს განასახიერებენ, თუმცა მათი ინტერვიუებში კარგად ჩანს, რომ „ოდისეა“ ეკრანს მიღმაც გრძელდება – პირად შიშებში, პროფესიულ ბრძოლებში და იმ გზებში, რომლებსაც თითოეული მათგანი საკუთარი თავის დასამკვიდრებლად გადის.

 

ზენდაია – ათენა

ზენდაია „ოდისეაში“ ათენას განასახიერებს – სიბრძნისა და სტრატეგიის ქალღმერთს. მსახიობი ინტერვიუში აღნშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ის ხშირად საკუთარ შესაძლებლობებსაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საკუთარ თავს ჯერ კიდევ „მუდმივად განვითარებად ადამიანად“ აღიქვამს. მსახიობი გადაღების მოედანზე მაშინაც რჩება, როცა თავად სცენაში არ მონაწილეობს – აკვირდება ოპერატორებს, რეჟისორებსა და ტექნიკურ გუნდს, რადგან მომავალში თავადაც სურს კამერის მიღმა მუშაობა.

„როცა ნოლანს ან ლუკა გუადანინოს ვუყურებ, ვფიქრობ – ვინ ვარ მე, რომ ეს შევძლო?“

ზენდაიას თქმით, ფილმში ათენას როლი განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან ბავშვობიდან „მოხუც სულს“ ეძახდნენ, ყოველთვის მასზე უფროს ადამიანებთან უწევდა მუშაობა, ამან კი მას სიბრძნისა და სიმშვიდის განსაკუთრებული განცდა ჩამოუყალიბა.

კრისტოფერ ნოლანმა კი ინტერვიუში თქვა, რომ ზენდაიაში სწორედ ეს სიმშვიდე და შინაგანი ძალა დაინახა:

„ის პირდაპირ ქალღმერთს ჰგავს – არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ იმ გრაციოზულობითაც, რაც ეკრანზე მოაქვს.“

digital magazine cover featuring Zendaya

აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმში ზენდაიასთან ერთად მისი მეუღლე, ტომ ჰოლანდიც მონაწილეობს, რაც დიდ მოლოდინს იწვევს წყვილის ფანებში.

ლუპიტა ნიონგო – ჰელენა

„მე მაინტერესებს, ვინ არის პერსონაჟი გარეგნობის მიღმა,“ – ამბობს ის.

 

ნიონგოსთვის „ოდისეა“ ერთგვარი ახალი აღმოჩენაც აღმოჩნდა. მსახიობი აღიარებს, რომ ჰომეროსის ტექსტები ადრე სრულად არც კი ჰქონდა წაკითხული და ფილმისთვის მზადება მისთვის ბერძნული მითოლოგიის ინტენსიურ „კურსად“ იქცა.

ოსკარის მიღების შემდეგ მსახიობს ხშირად მხოლოდ მონობის თემასთან დაკავშირებულ როლებს სთავაზობდნენ, რის გამოც ცდილობს, პროექტები განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიოს. „ოდისეა“ მისთვის სწორედ კლასიკური ტექსტის ახალი, მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში მის მიმართ რასისტული კომენტარებიც გაჩნდა იმის გამო, რომ ბერძნულ პერსონაჟს ასრულებს.

Lupita Nyong'o digital magazine cover with vibrant design

ბოლო პერიოდში ლუპიტა ბევრს საუბრობს პირად გამოცდილებაზეც, განსაკუთრებით ქალების ჯანმრთელობის თემაზე. მსახიობმა ღიად ისაუბრა ფიბროიდებთან მრავალწლიან ბრძოლაზე და თქვა, რომ ქალები ხშირად საკუთარ ტკივილს „ნორმად“ აღიქვამენ –

„თუ ჩემს ისტორიას ვყვები, ეს იმიტომ, რომ სხვა ქალებმაც იგრძნონ, რომ მარტო არ არიან.“

 

 

 

შარლიზ ტერონი – კალიფსო

მითოლოგიურ ფიგურა, რომელიც ერთდროულად ძლიერიც არის და ტრაგიკულიც. ის თითქოს უსაზღვრო ძალას ფლობს, მაგრამ მაინც შინაგანად შეზღუდულია ემოციებით, სურვილებით და სამყაროს წესებით, რომლებსაც ვერ ცვლის. ტერონის თქმით, სწორედ ეს წინააღმდეგობები გახდა მისთვის ყველაზე საინტერესო:

„ის ერთდროულად ყველაფერია – ძლიერი, ტრაგიკული, შეყვარებული და დაკარგული.“

მსახიობი ამბობს, რომ ნოლანმა მას ისეთი როლი მისცა, რომელიც მისთვის სრულიად ახალი იყო და სტერეოტიპულ „ქალღმერთის“ წარმოდგენას არ ჰგავდა.

ტერონმა ინტერვიში ასევე ისაუბრა თანამედროვე ქალების მდგომარეობაზე და პარალელს ავლებს კალიფსოს ისტორიასთან:

„დღესაც ბევრი ქალი ძლიერად ცხოვრობს, მაგრამ მათი უფლებები ყოველდღიურად იზღუდება.“

Charlize Theron magazine cover

ფილმის გადაღებები მაროკოში მიმდინარეობდა, სადაც მსახიობებს რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა – ძლიერი ქარი, ქვიშა და ექსტრემალური ამინდი.

მეთ დეიმონის თქმით, ტერონი გადასაღებ მოედანზე ბოლომდე პროფესიონალი იყო და დისკომფორტს თითქმის არასდროს იმჩნევდა. თავად მსახიობი კი ამბობს, რომ სწორედ ასეთ გარემოში იგრძნო, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო კალიფსოს სამყარო:

„იქ ყოფნა თითქოს სხვა რეალობაში ცხოვრებას ჰგავდა.“

 

 

ენ ჰეთევეი – პენელოპე

 

ენ ჰეთევეი „ოდისეაში“ პენელოპეს განასახიერებს, ქალს, რომელიც წლების განმავლობაში ელოდება ოდისევსს და ამ პროცესში საკუთარ ემოციებსაც ებრძვის.

მსახიობი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟის შინაგანი სიბრაზე და ემოციური დაძაბულობა იყო:

„ყველა პენელოპეს მოთმინებაზე საუბრობს, მაგრამ მე მაინტერესებდა ის ფარული ბრაზი და ტკივილი, რაც ამ წლებმა დაუტოვა.“

ჰეთევეი კრისტოფერ ნოლანთან უკვე მესამედ მუშაობს და ამბობს, რომ ყოველი ახალი თანამშრომლობა მისთვის კიდევ უფრო ღირებული ხდება: „ნოლანთან ერთხელ მუშაობაც კი იშვიათი გამოცდილებაა. მესამედ კი უკვე სიტყვებს ვეღარ ვპოულობ.“

Anne Hathaway magazine cover

ბოლო წლებში მსახიობი განსაკუთრებით ბევრს საუბრობს საკუთარ ცვლილებებზეც – კარიერის ადრეულ ეტაპზე განცდილ შფოთვაზე, ინტერნეტის კრიტიკასა და იმაზე, როგორ ისწავლა საკუთარი თავის მიმართ უფრო რბილი დამოკიდებულება.

„თუ ამ ყველაფერს სიამოვნებით ვერ განვიცდი, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს?“ – ამბობს მსახიობი.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ნოლანის გენიალურობაში ეჭვი არავის გვეპარება. როგორც ინტერვიუდან ჩანს, „ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანისთვის მხოლოდ მითოლოგიური ისტორიის ეკრანიზაცია არ არის – ეს ფილმი ოთხი სრულიად განსხვავებული ქალის პერსონაჟებისა და რეალური ცხოვრების პარალელებზეც გვიყვება. ქალებზე, რომლებიც ეკრანზეც და მის მიღმაც ძალას, დაუცველობას, შიშსა და ამბიციას ერთდროულად ატარებენ.

ფილმის ნახვას მაყურებლები დიდ ეკრანებზე 17 ივლისიდან შეძლებენ.

ასევე გაეცანი

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?
OK! News

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
OK! News

#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები