• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

May 31, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

5 წელი შესრულდება მალე, რაც ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი გახლავართ. დღეს კი ჩემი ბოლო სვეტი უნდა დავწერო და დავემშვიდობო ერთგულ მკითხველს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის ვგრძნობ თქვენს სიყვარულსა და თანადგომას, ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც მომიწია, რადგან როგორც ყველაფერი დანარჩენი მთავრდება, ეს ეტაპიც დასრულდა − ძალიან ლამაზი, საყვარელი დღეები, სავსე ერთმანეთზე საინტერესო ადამიანებით, შეკრებებით, ახალი გამოცდილებით, ურთიერთობებით… ჟურნალ OK!-ისთან მაკავშირებს ძალიან ბევრი ემოცია, საუკეთესო შთაბეჭდილებები და მოგონებები. დიდი მადლობელი ვარ ყოველივე ამის. მადლობელი ვარ თქვენი − ჩვენი ძვირფასი მკითხველის. მადლობელი ვარ ჟურნალის არაჩვეულებრივი გუნდის − მათი მხარდაჭერა და სიყვარული დიდხანს გამყვება.

სანამ დაგემშვიდობებით, ჩემში წლების განმავლობაში დაგროვილი რამდენიმე წინადადება მინდა დაგიტოვოთ, როგორც აქ, ამ ფურცლებზე ნათქვამი ბოლო სიტყვები.

  1. რაც უნდა განიზრახოთ, თუკი საკუთარ გულს დაუჯერებთ და სულს მოუსმენთ, ყველაფერი გამოგივათ.

 

2. არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარება შეუძლებელია.

 

  1. თუ გადაიღლებით, მოიწყენთ და გადაწყვეტთ, რომ ცხოვრება ცუდად მოგექცათ, გაიხსენეთ ადამიანები, რომლებმაც ცხოვრება თავიდან დაიწყეს, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში გაიხსენეთ ნიკა წულუკიძე, რომელიც 26 მაისს დაუბრუნდა ეთერს…

 

  1. აუცილებლად შეიმუშავეთ სისტემა, რომელიც გადაგარჩენთ ზედმეტობისგან − ზედმეტი წონისგან, ზედმეტი სტრესისგან, მატერიალიზმისგან, ნებისმიერი დამოკიდებულებისგან. სისტემას იმიტომ ვწერ, რომ ვიცი − თუ არა ვიქნებით სისტემურები, გაგვიჭირდება დიდი მიზნების მიღწევა.

 

  1. ერთადერთი დამოკიდებულება, რაც ამართლებს − სიყვარულია. გაეცით ბევრი სიყვარული და იმავეს მიიღებთ, ეს აუცილებლად მოხდება − დღეს თუ არა, ხვალ მაინც.

 

  1. გამოხატეთ მადლიერება. ყოველი დღისთვის იყავით მადლიერი. მადლიერება ბედნიერებაა, რადგან არაფერი ხდება შემთხვევით, რასაც ცხოვრება გვაძლევს − ყველაფერს აქვს თავის მიზეზი და ყველაფერს აქვს დრო. კარგ წუთებში თუ მადლიერი არ ხარ, ყველაფერი აზრს კარგავს. მადლიერება გვეხმარება შევირგოთ ჩვენი ბედნიერება, დავაფასოთ ცხოვრება.

 

  1. ივარჯიშეთ, მიიღეთ ბევრი წყალი, გაიღვიძეთ ადრე და ხანდახან უყურეთ, რა ლამაზად ამოდის მზე; წაიკითხეთ კარგი წიგნები, უყურეთ კარგ ფილმებს, შეძლებისდაგვარად მოინახულეთ საინტერესო და ლამაზი ადგილები. თუ ვინმე გასაჭირშია, ნუ შეაქცევთ ზურგს. გაიგეთ მიზეზი და დაეხმარეთ, რითაც შეძლებთ.

 

  1. სწორი კვებაც მნიშვნელოვანია. კარგი საჭმელი მეტ ენერგიას გვაძლევს, სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს და გვაახალგაზრდავებს. შემთხვევითი არაა, ამდენს რომ საუბრობენ სწორ კვებაზე.

 

  1. ნუ მოძებნით ადამიანებში ცუდს. ეძებეთ მათში კარგი და ამ კარგის გამო შეიყვარეთ. გაუგეთ სხვებს − ნუ იქნებით მორალისტები.

 

  1. ცვლილება პერიოდულად აუცილებელია. როდესაც რაღაც იცვლება, ეს ყოველთვის ხდება უკეთესობისთვის და უკეთესობისკენ. წლებთან ერთად იმატებს სიბრძნეც. თუ ოდესმე ვერ მიხვდით რატომ ვერ მიიღეთ დღეს, რაც გინდოდათ, მიანდვეთ ეს ამოცანა წლებს. წლების მერე პასუხი მოვა და თქვენ ის გაგაოცებთ.

 

  1. მოთმინება ერთ-ერთი მთავარი „ოქროს საბადოა“, რომელსაც გამოვიმუშავებთ. ხანდახან მოთმინებას იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ეს ოდესმე შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამიტომ თუ ძალიან გვეჩქარება რაიმეს გაგება და ეს ჩვენამდე ვერ მოდის, სჯობს ყურადღება სხვა საქმეზე გადავიტანოთ…

 

  1. დედას, მამას, ქმარს, შვილს, ცოლს − ყოველდღე უთხარით, რომ გიყვართ. ეს ბოლო, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია.

 

სიყვარულით,

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი 

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 10, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

July 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ოსკარების დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა: “ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო”

#OK! ოსკარების დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა: “ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო”

April 1, 2022
#OK! იყავით ბედნიერები და აირჩიეთ საუკეთესო – ინტერვიუ დერმატო-კოსმეტოლოგ ქეთა დიასამიძესთან

#OK! იყავით ბედნიერები და აირჩიეთ საუკეთესო – ინტერვიუ დერმატო-კოსმეტოლოგ ქეთა დიასამიძესთან

April 2, 2022
#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

October 14, 2021
#OK! ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა – რეპროდუქციული მედიცინის ევროპული სტანდარტი საქართველოში

#OK! ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა – რეპროდუქციული მედიცინის ევროპული სტანდარტი საქართველოში

April 8, 2026

კვირის ჰიტები

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

October 28, 2026
#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები