• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ,,ახლა ყველაფერი დასრულდა” – ნეიმარმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა

July 6, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, ნეიმარმა, საერთაშორისო კარიერა დაასრულა. გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილია ნორვეგიასთან 2:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მატჩის დასრულების შემდეგ 34 წლის ფეხბურთელი მინდორზე ცრემლებს ვერ იკავებდა. მოგვიანებით კი Globo-სთან საუბარში განაცხადა: „ვცადე, ნამდვილად ვცადე… ახლა ყველაფერი დასრულდა. აქ დავიწყე და აქვე დავასრულე.“

ნეიმარის ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი 2010 წელს, აშშ-სთან ამხანაგურ მატჩში შედგა და პირველი გოლიც სწორედ მაშინ გაიტანა. სიმბოლურია, რომ მისი ბოლო სანაკრებო მატჩიც ნიუ-ჯერსის „MetLife Stadium“-ზე გაიმართა, სადაც ნორვეგიასთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და დამატებულ დროში პენალტით თავისი ბოლო გოლი გაიტანა.

 

Neymar quits international football after Brazil’s World Cup knockout loss

 

ნაკრებში გატარებული 16 წლის განმავლობაში ნეიმარმა 130 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა, რითაც ბრაზილიის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის ასევე მხოლოდ მეორე ბრაზილიელი ფეხბურთელია პელეს შემდეგ, რომელმაც გოლი ოთხ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.

ფორვარდმა კარიერის განმავლობაში ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე და ორ ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშა. 2012 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2016 წელს ბრაზილიას ოლიმპიური ოქრო პირველად მოაგებინა.

 

Neymar finds redemption in display of skill and grit | Reuters

 

ნეიმარის გადაწყვეტილებას ფეხბურთის სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ ნეიმარი იმ ფეხბურთელთა შორის იყო, ვისი თამაშის სანახავად ბილეთს აუცილებლად იყიდდა.

„მადლობა ყველაფრისთვის. მას ყველგან და ნებისმიერ სტილში შეეძლო თამაში. თავისი ტექნიკით, ღიმილითა და გოლებით მილიონობით ადამიანს ფეხბურთი შეაყვარა. ბევრი ახალგაზრდა სწორედ ნეიმარობაზე ოცნებობდა. მინდა, მას კარიერისთვის გადავუხადო მადლობა და არა მხოლოდ იმისთვის, როგორ დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი,“ – თქვა ანრიმ.

შექების სიტყვები არ დაიშურა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც.

„მას ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც დიდ ფეხბურთელს. „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ შესანიშნავად თამაშობდა. შესაძლოა, ბევრს ეგონოს, რომ უფრო მეტის მიღწევა შეეძლო, რადგან „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო, მაგრამ მისი ნიჭი და ტექნიკა უბრალოდ გამორჩეული იყო. ეს ძალიან სევდიანი დღეა ბრაზილიური ფეხბურთისთვის,“ – აღნიშნა შვედმა ყოფილმა ფეხბურთელმა.

ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით, ნაკრები ახალი ციკლისთვის მზადებას დაიწყებს, თუმცა ნეიმარის წასვლა გუნდისთვის მძიმე დანაკლისია.

ასევე გაეცანი

#OK! სალომე ყვავილაშვილი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების  მთავარი ღირებულება
OK! Doctors

#OK! სალომე ყვავილაშვილი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების მთავარი ღირებულება

November 20, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში
Gastro

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026
#OK! ქართული მედიცინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში – თბილისი ფლებოლოგიის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
OK! Doctors

#OK! ქართული მედიცინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში – თბილისი ფლებოლოგიის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

November 19, 2026
#OK! ბათუმი ქალთა ბიზნესსაზოგადოების მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს
OK! News

#OK! ბათუმი ქალთა ბიზნესსაზოგადოების მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს

November 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

July 27, 2026
#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

June 28, 2024
#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

November 16, 2022
#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

September 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

November 20, 2026
#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები