• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნატალია გაბუნია: ქალისთვის ოჯახი უნდა იყოს საყრდენი, კარიერა კი მისი სიმტკიცე

August 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქალის ცხოვრებაში პროფესიული განვითარებისა და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორის მხარდაჭერა, პასუხისმგებლობების თანაბრად განაწილება და ერთმანეთის მიზნების პატივისცემა. სწორი პარტნიორი და საერთო ღირებულებები უდიდეს როლს თამაშობს როგორც ჰარმონიული ოჯახის შექმნაში, ისე პროფესიული წარმატების მიღწევაში. სწორედ ღირებულებების თანხვედრაზე, მეუღლის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ურთიერთპატივისცემაზე გვესაუბრება ექიმი-კოსმეტოლოგი, ნატალია გაბუნია. ის გვიყვება, როგორ ახერხებს კარიერისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებას და რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქალები, როდესაც ოჯახურ პასუხისმგებლობებთან ერთად საკუთარი პროფესიული მიზნების რეალიზებაც სურთ.

 

რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი პროფესიული წარმატებისთვის ოჯახის მხარდაჭერა?

ნატალია გაბუნია: უკვე მეთექვსმეტე წელია ამ სფეროში უწყვეტად ვმუშაობ. ამ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოჯახის მხარდაჭერა როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. დედა და მეუღლე ყოველთვის ჩემ გვერდით იდგნენ და დღემდე ასე გრძელდება, მათი თანადგომით, თამამად და გამბედავად ვაგრძელებ წინსვლასა და განვითარებას. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, ვიშვილე. ეს ჩემი მეორე შვილია.

 

თქვენი აზრით, რა არის თანამედროვე კოსმეტოლოგიის მთავარი დანიშნულება?

თანამედროვე კოსმეტოლოგიის მთავარი დანიშნულებაა ბუნებრივი სილამაზის მეტად დახვეწა და გამოკვეთა, რაც თავდაჯერებულობის საწინდარი ხდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანმა პროცედურის შემდეგ შეინარჩუნოს ინდივიდუალობა და ბუნებრიობა.

 

 

წარმატებული კარიერა და ბედნიერი ოჯახი, რაშია თქვენი ბალანსის საიდუმლო?

ვფიქრობ, წარმატებული კარიერისა და ბედნიერი ოჯახის ბალანსის საიდუმლო ისევ ბედნიერ ოჯახს ეფუძნება, ვინაიდან ოჯახის სიყვარულითა და მხარდაჭერით იქმნება სრულყოფილი კარიერა.

ჩემს შემთხვევაში ამ ბალანსის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ოჯახის წევრებისა და გარშემო მყოფების მხრიდან ჩემი საქმისადმი პატივისცემაა. მათ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის პროფესია და განვითარება. სწორედ ამიტომ არასოდეს მიწევს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის – პირიქით, ეს ორი მიმართულება ჩემს ცხოვრებაში ერთმანეთს ავსებს.

 

 

რა ღირებულებებით ხელმძღვანელობთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში?

ძირეული ღირეულება, რომლითაც მე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხელმძღვანელობ, არის ადამიანური ურთიერთობების დაფასება. ეს ფასეულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიულ საქმიანობაშიც. ესთეტიკურ სფეროში მოღვაწე კოსმეტოლოგისთვის აუცილებელია არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, არამედ პაციენტისადმი ინდივიდუალური და ადამიანური დამოკიდებულებაც.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ერთგული დავრჩე ჰიპოკრატეს ფიცისადმი, თითოეული პაციენტი პიროვნულ დონეზე გავიცნო, სწორად მივუდგე მის საჭიროებებს და, რაც მთავარია, არ ვავნო მას. ვფიქრობ, ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის წარმატებული ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

 

UNFPA-ს კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახში შრომა, სახლის საქმეები კვლავ ქალებზე მოდის. თქვენი აზრით, რამდენად უშლის ეს ქალს ხელს პროფესიულ განვითარებასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში?

თანამედროვე სამყაროში ქალის როლი იმდენად აღემატება მის შესაძლებლობებს, რომ უმრავლესობას არ ეძლევა კარიერული კუთხით განვითარება. როდესაც ოჯახური და საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ქალზე მოდის, ბუნებრივია, ეს მის პროფესიულ წინსვლაზეც აისახება. სტერეოტიპებისადმი სოციუმის ამგვარი ერთგულება აკნინებს ქალს, როგორც პიროვნებას, შესაბამისად, ჩემი აზრით, მოცემული სტანდარტი ხელს უშლის ქალს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ქალებმა საკუთარ კარიერულ განვითარებას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, დავაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და არ მოვექცეთ საზოგადოების მიერ დაწესებული დრომოჭმული ნორმების ჩარჩოებში.

 

და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქალს, რომელსაც დიდი პროფესიული ამბიციები აქვს, მაგრამ ამავე დროს ოჯახსაც ვერ ელევა და ეშინია, რომ ერთ დღეს ამ ორიდან ერთ-ერთის არჩევა მოუწევს?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქალმა ცხოვრება დაუკავშიროს კარიერულად და ემოციურად შემდგარ მამაკაცს, რომელიც მისი პროფესიული წინსვლისთვის დაბრკოლებად არ იქცევა, პირიქით, მხარს დაუჭერს მას.

მიხარია, რომ ჩემი მეუღლე არის ჩემი პირველი გულშემატკივარი, გვერდს მიმაგრებს და მაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი შევძლო კარიერულ ჭრილში. აქედან გამომდინარე, ვეტყოდი ქალბატონებს, რომ თუ სწორ ადამიანთან დააკავშირებენ საკუთარ ბედს, არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის ნამდვილად არ დასჭირდებათ. სწორ მეორე ნახევართან ერთად ქალს შეუძლია გაცილებით მეტი შეძლოს, განვითარდეს როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად და ამავდროულად, საკუთარი შვილებისთვისაც ძლიერი და სამაგალითო ადამიანი იყოს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები