• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ
Processed with VSCO with 1 preset

Processed with VSCO with 1 preset

#OK! ნანის სინდრომი

July 4, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

„OK! სილამაზის“ რუბრიკის მთავარი გმირი ნანიკო ხაზარაძეა, ქალი, რომელიც წლების წინ, ტელეეკრანებზე გამოჩენის დღიდან, გამოირჩევა განსაკუთრებული სტილითა და ვიზუალური ესთეტიკით, ბუნებისგან ბოძებული  სილამაზითა და, რაც მთავარია, ლაღი, დადებითი ენერგიით, რაც ჰარმონიულად ერწყმის მის გარეგნობას.

ნანიკოსთან შესახვედრად განსაკუთრებულად ვემზადებოდი. ძალიან მაინტერესებდა, თავის მოვლის როგორ რუტინას გამიზიარებდა. ბოლოს და ბოლოს, გავიგებდი, კონკრეტულად როგორ უვლის თავს 50 წლის ქალი, რომელიც 25 წლის გოგოსავით გამოიყურება!

წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს მას ვუსმენდი. არა, მოდი, არ დაგასფოილერებთ. თავად წაიკითხეთ.

ნანიკო, ვფიქრობ, ჩვენი მკითხველიც დამეთანხმება იმაში, რომ ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე,  ძალიან ლამაზად და მოხდენილად გამოიყურებით. როგორ ახერხებთ მუდამ კარგ ფორმაში ყოფნას?

ძალიან დიდი მადლობა… მე, ცოტა არ იყოს, უსისტემო, უყურადღებო ადამიანი ვარ. ერთ მშვენიერ დღეს შევამჩნევ, რომ თურმე თმა შესაღები მაქვს ან წლები მომმატებია. სისტემატურად თავის მოვლის რეჟიმში არ ვარ. ამდენი წელია ტელევიზიაში ვმუშაობ და რეალურად დღესაც არ ვიცი, რომელი პროფილი მაქვს უფრო ტელეგენური, მაშინ, როცა ჩვენთან მოსული სტუმრები ხშირად გვთხოვენ, რომელიმე კონკრეტული პროფილით დავსვათ კამერასთან. ალბათ, არ მაწუხებს დიდად საკუთარი გარეგნობა. იმიტომ კი არა, რომ ლამაზი ან მოვლილი ვარ, უბრალოდ, არ არის ეს ჩემთვის პრიორიტეტი, ასე გამოვიდა. თავის მოვლა ახლა დავიწყე, მას შემდეგ, რაც 50 წლის გავხდი. სავარაუდოდ, ძალიან კარგი გენეტიკა მაქვს. ბებია ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლომდე არაჩვეულებრივ ფორმაში იყო.

ბებო უვლიდა თავს? წინა თაობის ქალებმა საინტერესო, უფრო შინაურული თავის მოვლის ხერხები იცოდნენ.

არა, მსგავსი არაფერი მახსოვს. მხოლოდ წარბებს იღებავდა სიცოცხლის ბოლომდე, ეს ნათლად მახსოვს.

როგორია თქვენი კანის მოვლის რუტინა დღეს?

ჩემი რუტინა არის უმარტივესი – შხაპის შემდეგ  „ტოპიკრემის“ ჰიპოალერგიული დამატენიანებლის წასმა მთელ სახესა და სხეულზე. თვალის კრემიც არ მაქვს ცალკე. აი, ეს არის ჩემი რუტინა, მეტი არაფერი. ამ ბოლო დროს უფრო შემაწუხა ნაოჭებმა და კანზე ასაკის კვალმა. ბიორევიტალიზაცია ორჯერ გავიკეთე, ასევე, სახის აპარატურული და ხელით მასაჟის ორი კურსი ჩავიტარე. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯებია. მაგრამ, ვფიქრობ, მეტისმეტად გვიან დავიწყე, 50 წლის ასაკი გვიანია თავის მოვლის დასაწყებად. ამ საკითხისთვის აქამდე რომ მიმექცია სათანადო ყურადღება, ბევრად უკეთეს ფორმაში ვიქნებოდი, მჯერა.

ისე, იცით, ასაკთან ერთად უფრო მომწონს საკუთარი თავი. ნანის (ნანი ბრეგვაძის) სინდრომი დავარქვი ამ განწყობას. ნანი ხომ იდეალურად გამოიყურება და ვიტყვი ხოლმე, რომ გავიზრდები, ნანი უნდა გამოვიდე-მეთქი.

 

 

ნანიკო, არაჩვეულებრივი ფიგურა გაქვთ, ესეც ის სასიამოვნო რეალობაა, რომელიც წლების მანძილზე არ იცვლება. მოდი,  გაგვიმხილეთ საიდუმლო.  ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებით?

ძალიან ბევრი სახის პროდუქტს საერთოდ არ ვჭამ: რძის პროდუქტებს, ბოსტნეულს, ხორცს. ჩემი საკვები რაციონი შედგება მაკარონისა და კარტოფილისგან. პასტის ბევრნაირი რეცეპტი ვიცი და ხშირად თავად ვამზადებ. სულ ესაა ჩემი საკვები, მაგრამ უცნაური ისაა, რომ ფრჩხილებიც მყარი მაქვს, არც თმა მცვივა და ამ ყველაფრის ფონზე, მგონი, ვიზუალურადაც კარგად გამოვიყურები. 3 წელზე მეტია, რაც სიგარეტს თავი დავანებე და შედეგად 13 კილოგრამი მოვიმატე. მაშინ დავფიქრდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ თან ჯანსაღად დამეკლო წონა და ამასთანავე არ შევწუხებულიყავი, სტრესი არ მიმეღო. დიეტას ვერ დავიწყებდი, რადგან არ შემიძლია ცოტ-ცოტა ულუფების და ხშირად ჭამა, მირჩევნია მშიერი ვიყო და დღეში ერთხელ გემრიელად შევჭამო. შიმშილი საერთოდ არ არის ჩემთვის რთული, პირიქით, როცა მშია, მაშინ ბევრად პროდუქტიული ვარ. ამიტომ დავიწყე ინტერვალური კვება, 18-20-24-36-72 საათებად. გუშინ, მაგალითად, შიმშილის დღე მქონდა.  დღეს ვაპირებ  10 კმ ვიარო ფეხით და შემდეგ წავიდე სამსახურში. ჩემი ფიზიკური აქტივობა ფეხით ბევრი სიარულია, რასაც კვირაში 1-2 ჯერ ვახერხებ, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. აი, პანდემიის დროს ყოველდღე ბევრს დავდიოდი.

 

ყველამ ვიცით, რომ ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. გიყვართ ძილი?

ძილის რეჟიმი სრულყოფილად მაქვს მოწესრიგებული. საღამოს 9 საათზეც კი შემიძლია დავწვე და დილამდე ჩვილი ბავშვივით ღრმად ვიძინო. როცა სტრესული დღეები მაქვს, ტვინი თავდაცვის რეჟიმში გადადის და მიბიძგებს, დავიძინო. ძილის საშუალებით  თავიდან ვიცილებ ნერვიულობასა და სტრესს. კარგად გამოძინების შემდეგ რაციონალურად, მშვიდად ვაგრძელებ ცხოვრებას. ჩემთვის გამორიცხულია ღამის გათენება, გვიანობამდე სადმე დროის გატარება ან კლუბში წასვლა. სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან მეძინება. ადრე ვიძინებ და დილასაც ადრე, 7 საათზე ვიღვიძებ.

 

როგორია თქვენი დილის რიტუალი?

აუცილებლად სახლის რომელიმე აივანზე ვჯდები, გავყურებ ხედს და ვსვამ ყავას. ეს პროცესი ერთ საათს გრძელდება. ამ დროს გონებას ვალაგებ და გეგმებს ვაწყობ. დილაობით აუცილებლად მჭირდება ეს ერთი საათი ძალების აღსადგენად.

 

ნანიკო, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. დღევანდელი სილამაზის ინდუსტრია მრავალფეროვან ტენდენციებს გვთავაზობს. ეს ეხება თავის მოვლას და ასევე, სხეულისა და სახის ცალკეული ნაკვთების ცვლილებებს, საკმაოდ დრამატული ჩარევების გზით. თქვენ მოგწონთ ეს ტენდენციები?

ვფიქრობ, რომ ბოლო დროს პლანეტას მართავს მარკეტინგი და ძალიან აგრესიული ფორმით მუდმივად რაღაცას გვთავაზობს. ჩვენც არ ვართ ისეთი მყარი ფსიქიკის არსებები, რომ ამას გავუძლოთ. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ხედავ გაპრიალებულ ქალს, მოვლილ მამაკაცს, თითქოს პარფიუმის სუნსაც გრძნობ ბილბორდიდან. ამას იმდენად ყველა კუთხე-კუნჭულში ვაწყდებით, რომ შემდეგ ჩვენც გვინდება იგივე. ბევრი ჩვენგანი ვეღარ ზომავს და დიდი დოზით მიმართავს ჩარევებს. მე დიდ პატივს ვცემ კოსმეტოლოგებს, ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენლებს, რომლებიც არ მისდევენ ამ აგრესიულ მარკეტინგს და დაბალანსებულად, მხოლოდ საჭიროების ფარგლებში აკეთებენ საკუთარ საქმეს. ასეთია ის ექიმიც, რომელმაც ჩემს სახეს მოჰკიდა ხელი. ყველა გზა არ ამართლებს მიზანს. ეს ზოგადად ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია. ძალიან ხშირად მთავაზობენ ესთეტიკური ცენტრები, რომ მაგალითად,  გამიდიდონ ტუჩები, მკერდი ან სხეულის სხვა ნაწილი, მაგრამ არ მინდა, ჩემი მირჩევნია.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ის ნამდვილი ბარბის თოჯინაა” – კადრები კიმ კარდაშიანის ახალი ფოტოსესიიდან

#OK! “ის ნამდვილი ბარბის თოჯინაა” – კადრები კიმ კარდაშიანის ახალი ფოტოსესიიდან

March 27, 2023
#OK! Cardi B-ის დრამატული გამოჩენა AMA-ის წითელ ხალიჩაზე “სკიაპარელის” ნიღბით

#OK! Cardi B-ის დრამატული გამოჩენა AMA-ის წითელ ხალიჩაზე “სკიაპარელის” ნიღბით

November 22, 2021
#OK! სელენა გომესი “მაიკლ კორსის” კაბით Only Murders In The Building-ის პრემიერაზე

#OK! სელენა გომესი “მაიკლ კორსის” კაბით Only Murders In The Building-ის პრემიერაზე

June 28, 2022
#OK! ზოი კრავიცი GQ-ის დეკემბრის ნომრის ვარსკვლავია

#OK! ზოი კრავიცი GQ-ის დეკემბრის ნომრის ვარსკვლავია

November 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები