• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დემი მური 64 წლის გახდა – მსახიობი, რომელიც ოთხ ათწლეულზე მეტია ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, დღემდე ექცევა ყურადღების ცენტრში თავისი გარეგნობის, მოვლილი კანისა და ფიზიკური ფორმის გამო. თუმცა, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ახალგაზრდული იერის შენარჩუნება მისთვის მკაცრ დიეტებსა და დამღლელ ვარჯიშს აღარ უკავშირდება.

წლების განმავლობაში მურის დამოკიდებულება საკუთარი სხეულის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა: თუ კარიერის დასაწყისში როლებისთვის უკიდურეს ზომებს მიმართავდა, დღეს უფრო მეტად ჯანმრთელობაზე, რეგულარულ თავის მოვლასა და შინაგან კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

მსახიობის ყოველდღიური რუტინა რამდენიმე მნიშვნელოვან ჩვევას აერთიანებს – კანის გაწმენდასა და დატენიანებას, დაბალანსებულ კვებას, მოძრაობას, საკმარის ძილსა და მედიტაციას.

 

კანის მოვლა – მარტივი რუტინა და ყოველდღიური დატენიანება

დემი მურის კანის მოვლის მთავარი პრინციპი სიმარტივეა. მსახიობი არ არის მრავალსაფეხურიანი რუტინის მოყვარული და მიიჩნევს, რომ ეფექტური თავის მოვლისთვის უამრავი პროდუქტის გამოყენება აუცილებლობას არ წამოადგენს.

 

 

მსახიობის თქმით, კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევა დედისგან გადაეცა – დილით და საღამოს დამატენიანებელი კრემის გამოყენება. „ერთი რამ, რის გარეშეც ვერ ვძლებ, კარგი დამატენიანებელია. ეს ის პროდუქტია, რომლის გარეშეც სახლიდან არასდროს გავდივარ“, – ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ  კანის მოვლისას მხოლოდ სახეზე არ კონცენტრირდება – კრემის ნარჩენებს კისრისა და დეკოლტეს მიდამოებზეც ინაწილებს. ხშირად იყენებს გუაშას ქვას სახის მასაჟისთვის, რაც შეშუპების შემცირებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ბოტოქსს, ფილერებს, ლაზერულ პროცედურებს ან პლასტიკურ ქირურგიას, მათი ჩატარება მსახიობს საჯაროდ არ დაუდასტურებია. თუმცა ცნობილია, რომ უკვე 20 წელზე მეტია კოსმეტოლოგ ტერი ლოუტონთან თანამშრომლობს. InStyle-თან საუბრისას სპეციალისტმა განმარტა, რომ მურისთვის ჩატარებული თითოეული სახის პროცედურა ინდივიდუალური და მასზე მორგებულია.

როგორ უვლის თმას და რატომ ამჯობინებს ბუნებრივ იერს

 

 

დემი მურის გამორჩეული იმიჯის ერთ-ერთი მთავარი დეტალი მისი გრძელი, მუქი თმაა, რომლის სიგრძესა და ჯანმრთელ იერს მსახიობი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

2026 წლის იანვარში People-თან ინტერვიუში მან თმის მოვლის რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩვევა გაამხილა – მთავარი პრინციპი ზედმეტი ჩარევისგან თავის შეკავებაა: თუ გადაღებებზე არ მუშაობს, ცდილობს, თმა მაქსიმალურად ბუნებრივ მდგომარეობაში დატოვოს, მინიმალურად დაივარცხნოს და თერმული მოწყობილობები იშვიათად გამოიყენოს.

გრძელი თმის შესანარჩუნებლად დატენიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კვირაში ერთხელ ინტენსიურ დამატენიანებელ ნიღაბს იკეთებს.  თმის შეჭრისას კი სტილისტს მხოლოდ ბოლოების მცირედით დამოკლებას სთხოვს.

 

კვება

ცნობილია, რომ მსახიობი ხორცს არ მიირთმევს – ამის შესახებ მან 2025 წელს People-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მიყვარს საკვები, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ხორცს არ ვჭამ, თუმცა კვერცხს მივირთმევ“.

როგორც თავად აღნიშნავს, წლების განმავლობაში საკუთარი ორგანიზმის უკეთ მოსმენა ისწავლა. თუ ადრე შიმშილისა და წყურვილის შეგრძნებას ხშირად უგულებელყოფდა და სხეულის კონტროლს ცდილობდა, ახლა ამ საკითხს უფრო მშვიდად უდგება.

არც იმას მალავს, რომ ყოველთვის ჯანსაღად არ იკვებება. People-თან საუბრისას მსახიობმა ხუმრობით ისიც თქვა, რომ ზოგჯერ Red Bull-ს იღებს.  ამგვარად, მისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა საყვარელ საკვებსა თუ სასმელზე სრულად უარის თქმას არ ნიშნავს.

 

დილა მედიტაციით იწყება…

დემი მურის ყოველდღიური რუტინა მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნვას არ მოიცავს.  მსახიობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

დილას მოკლე მედიტაციითა და დღიურის წერით იწყებს: ცდილობს აწმყოზე კონცენტრირდეს, სხეული აამოძრაოს და საკმარისი წყალი მიიღოს.

მსახიობი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ძილს. მისი თქმით, დროთა განმავლობაში გააცნობიერა, რამდენად დიდ გავლენას ახდენს დასვენება საერთო ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და ხშირი მოგზაურობის მიუხედავად, ცდილობს, ძილისთვის საკმარისი დრო გამოყოს.

 

დემი მურის სილამაზის მთავარი საიდუმლო – საკუთარი თავის მიღება

მური არ მალავს, რომ სარკეში ჩახედვისას ზოგჯერ ასაკობრივ ცვლილებებსაც ამჩნევს და ამის მიღება ყოველთვის მარტივი არ არის. თუმცა, როგორც People-თან საუბრისას აღნიშნა, დღეს უკვე შეუძლია, საკუთარ თავს უფრო მეტი თანაგრძნობით შეხედოს და გააცნობიეროს, რომ გარეგნული ცვლილებები მის ღირებულებას არ განსაზღვრავს.

ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით შეიცვალა ფილმ The Substance-ზე მუშაობის შემდეგ, რომელიც სილამაზის სტანდარტებსა და ახალგაზრდობის შენარჩუნების აკვიატებულ სურვილს ეხება.

2026 წლის სექტემბერში Harper’s Bazaar Arabia-სთან ინტერვიუში მსახიობმა ასაკის მატებას „საჩუქარიც“ კი უწოდა.

მისი მთავარი გზავნილი კი მარტივია: ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრება მხოლოდ გარეგნულ ცვლილებებზე ზრუნვით არ მიიღწევა. მნიშვნელოვანია, რას ვჭამთ, როგორ ვმოძრაობთ, რამდენად კარგად გვძინავს, როგორ ვექცევით საკუთარ თავს და რამდენად ვინარჩუნებთ ცხოვრებისადმი ინტერესს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

OK! დემი მური კანის კინოფესტივალზე – რა განხილვა მოჰყვა მსახიობის გარეგნობას 

 

#OK! დემი მური წლის ქალად დასახელდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! Health&Beauty ლაქებისგან თავისუფალი, ერთგვაროვანი და ლამაზი კანი PSP-გან
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ლაქებისგან თავისუფალი, ერთგვაროვანი და ლამაზი კანი PSP-გან

October 31, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge
Health & Beauty

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

October 18, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! FASHIONISTA საფესტივალო მოდა 2026-ის გაზაფხულზე

#OK! FASHIONISTA საფესტივალო მოდა 2026-ის გაზაფხულზე

May 27, 2026
#OK! როგორ ვისწავლოთ უცხო ენა სწრაფად და მინიმალური დანახარჯით

#OK! როგორ ვისწავლოთ უცხო ენა სწრაფად და მინიმალური დანახარჯით

March 15, 2021
#OK! შორენა ასაბაშვილის გზა წარმატებისკენ

#OK! შორენა ასაბაშვილის გზა წარმატებისკენ

March 9, 2021
#OK! ჯულია ფოქსის მორიგი ექსცენტრული გამოჩენა – ქანიე უესტის ყოფილი მეგობარი ქალის იმიჯი კვალავ განხილვის საგანია

#OK! ჯულია ფოქსის მორიგი ექსცენტრული გამოჩენა – ქანიე უესტის ყოფილი მეგობარი ქალის იმიჯი კვალავ განხილვის საგანია

May 2, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი ზურაბ ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესას სამეფო ქორწილი – ნახეთ ცერემონიის ფოტოები

#OK! ქართველი ზურაბ ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესას სამეფო ქორწილი – ნახეთ ცერემონიის ფოტოები

November 10, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლში დაბრუნებას განიხილავს – მსახიობმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ფილმზე ისაუბრა

#OK! ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლში დაბრუნებას განიხილავს – მსახიობმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ფილმზე ისაუბრა

November 10, 2026
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები