• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ნანა – ვარსკვლავი ბათუმიდან

November 28, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

არასოდეს უშინდება გამოწვევებს, მიაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრება სწორედ მაშინ არის საინტერესო, მრავალფეროვანი და მიმზიდველი, როცა არ წყვეტ ძიების პროცესს, როცა საკუთარ შესაძლებლობებს არაერთი მიმართულებით მიმართავ და სწორად გაიაზრებ ფრაზას „შეუძლებელი არაფერია“. სწორედ ამ შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით შეძლო ნანა სტამბოლიშვილმა თურქეთის კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრება და, რაც ყველაზე მთავარია, იქაური საზოგადოების დიდი სიყვარული. ნანუკა სტამბოლიშვილს, როგორც მოცეკვავეს, დიზაინერსა და, უბრალოდ, ძალიან კარგ და ნიჭიერ ახალგაზრდას, ბათუმში ძალიან კარგად იცნობდნენ, მაგრამ დღეს მისი სახელი საზღვრებს გასცდა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავს. თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ შესრულებულმა როლმა, როგორც თურქ საზოგადოებას, ასევე სხვებს, კიდევ ერთხელ დაანახვა ქართული გენის, სულისა და ხასიათის მშვენიერება. რას შეცვლიდა ყოვლისშემძლე რომ იყოს, რომელ ქალ მსახიობთან ისურვებდა კინოში თამაშს, რომელი ქართული სიმღერა ასწავლა თურქ კოლეგებს, ვის სიყვარულს ადარებს სამოთხის სურნელს – პასუხებს გაეცანით „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.

 

 

თურქეთის კინოინდუსტრიაში ღირსეული ადგილი დაიკავეთ, ძალიან ლამაზი „ნოტებით“ შეხვედით მათ ყოველდღიურობაში და მოიპოვეთ იქაური მაყურებლის სიყვარული, ნდობა. რა აქცევს ადამიანს წარმატებულად, რა არის თქვენეული წარმატების ფორმულა?

ზოგადად, წარმატება ძალიან ფართო და ზოგადი ცნებაა. ალბათ, როდესაც წარმატებაზეა საუბარი, იგულისხმება პროფესიული განვითარება, საყვარელი საქმის კეთება, ფინანსური უზრუნველყოფა, მეტი თავდაჯერებულობა, სხვების მიერ აღიარება და ა.შ. წარმატებისკენ მიმავალ გზას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ჩემს შემთხვევაში გეტყვით, რომ ძალიან დიდი შრომა მაქვს გაწეული წარმატების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ფორმულაც ამოხსნილია, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.

 

როდის გრძნობთ ყველაზე ბედნიერად თავს, რა აღძრავს თქვენში განსაკუთრებულ ემოციებს…

ბედნიერება ჩემთვის არის ბევრი წვრილმანი ერთად… ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ჩემი შვილის უდარდელ ღიმილს ვხედავ; ბედნიერი ვარ და მშვიდად ვარ, როცა ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრები კარგად არიან; როცა ჩემით ამაყობენ; როცა ჩემს შრომას შედეგი მოქვს; როცა ვგრძნობ, რომ ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებსაც უანგაროდ ვუყვარვარ… ვცდილობ ყველა სიტუაციაში მოვძებნო და დავინახო ისეთი რამ, რაც ბედნიერებას მომანიჭებს…

 

თქვენს წილ ბათუმზე მოგვიყევით…

ბათუმს ყველაზე მეტად ადამიანები უხდება, რომლებსაც გააჩნიათ სიყვარული, სითბო და ტოლერანტული ბუნება. ჩემი წილი ბათუმი არის მზე, ზღვა და ურთიერთობები…

 

 

ყველაზე ხშირად რას უყვებით საქართველოზე თქვენს უცხოელ კოლეგებს…

ქართულ სიმღერაზე, ცეკვაზე, ღვინოზე, ხალხზე, ისტორიაზე… ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ მე ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი მცველი ვარ… შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ ჩემი ქვეყანა საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინო და გავაცნო ყველას.

 

თანადგომის ძალა…

თანადგომას უდიდესი ძალა აქვს… რომ არა თანადგომა, ძალიან გამიჭირდებოდა იმ ურთულესი გზის გავლა, რაც გავიარე… თანადგომა, პირველ რიგში, ჩემი მეუღლის, ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრების, ჩემი მოკეთეების, ჩემი მეგობრების, ჩემი კოლეგების… მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს… იღბლიანი ვარ, რომ ასეთი ადამიანები მყავს გვერდით.

 

ცეკვა, მსახიობობა, დიზაინერობა… მრავალმხრივ აჩვენეთ საზოგადოებას თქვენი შესაძლებლობები და სიყვარული იმ საქმისადმი, რომელსაც აკეთებთ. მაინც, ჩამოთვლილთაგან, რომელი მიმართულებით გამოხატავთ საკუთარ თავს ყველაზე მეტად…

ჩამოთვლილთაგან ყველა საქმიანობა მიყვარს, რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ. ყოველთვის ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო… მსახიობობა ახალი სფეროა ჩემთვის… ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიპოვე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი… შესაბამისად, არ ვზოგავ ძალასა და ენერგიას, რომ ამ სფეროში საუკეთესო შედეგი ვაჩვენო… ჯერ კიდევ განვითარების პროცესში ვარ. ღვთის წყალობით, სასურველ შედეგსაც მალე მივაღწევ.

 

თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენში…

მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა.

 

 

როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, ისე გგულშემატკივრობთ ქართველები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ალბათ, სწორედ ეს გრძნობაა, რაც ძალას გმატებთ და ენერგიას, არ გაჩერდეთ, მუდმივად ისწრაფოდეთ წინსვლისა და წარმატებისაკენ…

არ დავიღლები ამ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვით… როგორც მათ შემიყვარეს ოჯახის წევრივით, მეც ზუსტად ისე მიყვარს ისინი… ალბათ, ვერც კი წარმოიდგენენ, როგორ მაძლიერებს მათი გვერდით დგომა და გულშემატკივრობა. მიორმაგებენ ენერგიას, მაძლევენ იმედს იმისა, რომ წინ საუკეთესო დღეები გველის. მათთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე ჩემს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს. მართლა, როგორც ჩემი დიდი ოჯახი, ისე ვუყურებ მათ… ვეცდები გავამართლო მათი იმედები და მოლოდინები, რათა ყოველთვის იამაყონ ჩემით.

 

ბავშვობიდან რა გენატრებათ ყველაზე მეტად…

ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. უდარდელი, მხიარული… უსაზღვრო სიყვარულსა და სითბოში გამზარდეს, რომელსაც დღემდე გავცემ და არ მთავრდება… ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს. მენატრება მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე. მენატრება ოჯახის წევრები, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოგვაკლდნენ.

 

ყოვლისშემძლე რომ იყოთ…

ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი, ბედნიერი და უდარდელი…

 

მეტი დრო რომ გქონდეთ…

პიანინოზე ავაწყობდი მელოდიებს…

 

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ…

მადლობა.

 

 

წარსულიდან რომელ ქართველ ქალ მსახიობთან ისურვებდით კინოში თამაშს…

სესილია თაყაიშვილთან.

 

სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებთ…

ჰაიდა, რარიგ გიხდება… თურქმა კოლეგებმაც კი ისწავლეს, იმდენად ხშირად ვღიღინებ.

 

როგორი კულინარი ხართ, რომელი ქართული კერძის დაგემოვნებას ურჩევთ ხოლმე უცხოელ კოლეგებს…

როგორც ამბობენ, გემრიელი ხელი მაქვს… პირველ რიგში, აჭარულ ხაჭაპურს ვურჩევ ხოლმე ყველას, როგორც აჭარის წარმომადგენელი.. შემდეგ ხინკალს და სხვა დანარჩენ ბევრ გამორჩეულ გემრიელ კერძს…

 

ვნანობ…

არაფერს ვნანობ… შეცდომებზე ვსწავლობ… ყველაფერი, რაც ხდება, არის სვლა საუკეთესოსკენ…

 

რა ფერი და სურნელი აქვს სიყვარულს….

შვილის სიყვარულს სამოთხის სურნელი რომ ასდის, ეს ნამდვილად ვიცი. სიყვარულს საყვარელი ადამიანის სურნელი აქვს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფერში აღიქმებოდეს…

 

საუკეთესო რჩევა…

წლების წინ უახლოესი მეგობრისგან მივიღე რჩევა, რომ არასოდეს უნდა შევიქმნა მოლოდინი… და იმ დღის შედეგ ასეც ვიქცევი… ახლა ამას მე ვურჩევ მკითხველს…დამიჯერეთ, უფრო ისიამოვნებთ ყველა წინ გადადგმული ნაბიჯით.

 

მას ვეტყოდი, რომ…

მადლობა შენ, რომ გიყვარვარ, რომ მაფასებ, მენდობი; მადლობა, რომ ზრუნავ ჩემზე, მითმობ იმ ძვირფას დროს,რომელიც არ გაქვს; გვერდით რომ მიდგახარ,მაძლევ სტიმულს, მაძლიერებ… მადლობა… მეც ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის ვიზრუნებ იმაზე, რომ იამაყო და შენი მოლოდინი გავამართლო, რათა ბოლოს ყოველთვის თქვა, „ვიცოდი“, „ხომ ვამბობდი“.

 

 

ფოტო: გიორგი კალანდაძე

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

 

ასევე გაეცანი

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები
OK! Sport

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა
OK! შოუ ბიზნესი

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სარა სამპაიო Red Sea-ის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

#OK! სარა სამპაიო Red Sea-ის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

December 2, 2022
#OK! ცნობილი დიზაინერები და მოდის სახლები ალბერ ელბაზის ხსოვნის საპატივსაცემოდ გაერთიანდნენ

#OK! ცნობილი დიზაინერები და მოდის სახლები ალბერ ელბაზის ხსოვნის საპატივსაცემოდ გაერთიანდნენ

October 6, 2021
#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით გამოჩნდნენ

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით გამოჩნდნენ

April 22, 2021
#OK! Condé Nast რუსეთში Vogue-ისა და GQ-ის გამოცემას დროებით წყვეტს

#OK! Condé Nast რუსეთში Vogue-ისა და GQ-ის გამოცემას დროებით წყვეტს

March 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები