• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სურნელი, როგორც იდენტობა – Muskus: ადგილი განსხვავებული არომატებისთვის.

May 25, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სურნელი ხშირად უფრო მეტს ამბობს ადამიანებზე, ვიდრე სიტყვები. თანამედროვე სამყაროში, ადამიანები სულ უფრო მეტად ეძებენ ინდივიდუალიზმს — დეტალებს, რომლებიც მათ ხასიათს გამოხატავს. სურნელი ერთ-ერთი ყველაზე პირადი ფორმაა, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს ქმნის. სწორედ ამ განსხვავებული გამოცდილების სივრცეა Muskus – ადგილი, სადაც პარფიუმერია მხოლოდ არჩევანი არაა, არამედ განწყობა და ემოციაა.

Muskus – არის პრემიუმ პარფიუმერიის სივრცე, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მრავალფეროვან და გამორჩეულ სურნელს სთავაზობს. რა დგას Muskus -ის უკან და როგორ იქცა ეს სივრცე თანამედროვე პარფიუმერიის განსხვავებულ კონცეფციად — ამის შესახებ კომნაპიის დამფუძნებელი გვესაუბრა.

 

 

 

მოგვიყევით თქვენს შესახედ და როგორ გაჩნდა Muskus-ის შექმნის იდეა?

მე მქვია სვეტლანა კახიძე. ცხრა წლის წინ უკრაინიდან საქართველოში გადმოვედი და სწორედ აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. ყოველთვის მიყვარდა პარფიუმერია, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სურნელი მხოლოდ ლამაზი სუნი არ არის. ეს არის ემოცია, მდგომარეობა, მოგონება და თვითგამოხატვის ერთ-ერთი გზა.

Muskus-ის იდეა გაჩნდა სურვილიდან, შემექმნა არა უბრალოდ პარფიუმერიის მაღაზია, არამედ ატმოსფერული სივრცე, სადაც ადამიანები შეგრძნებებისთვის მოდიან. მინდოდა ერთ სივრცეში გამეერთიანებინა ესთეტიკა, იშვიათი არომატები, ინდივიდუალური მიდგომა და სილამაზის განცდა. ასე დაიბადა Muskus — სივრცე, სადაც სურნელი ადამიანის პიროვნების ნაწილად იქცევა.ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მხოლოდ სრულფასოვანი ფლაკონის შეძენის, არამედ არომატის კომფორტულ ფორმატში გაცნობისაც. Muskus-ში ყველა სურნელი წარმოდგენილია მილილიტრობით გაყიდვის ფორმატში — 3 მლ-დან. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის პარფიუმერული ზეთები, არამედ ორიგინალი პარფიუმერია, რომელსაც ფრთხილად ვასხამთ პატარა ატომაიზერებში. ეს ძალიან მოსახერხებელია მოგზაურობისთვის და ასევე საშუალებას აძლევს ადამიანს „იცხოვროს“ არომატთან ერთად და გაიგოს, რამდენად შეეფერება ის ნამდვილად.

რადგან პარფიუმერია ყოველთვის ძალიან პირადი ისტორიაა, რომელიც საკუთარ თავზე უნდა იგრძნო.დღეს ჩვენი შოურუმი ბათუმში, ზურაბ გორგილაძის 75-ში მდებარეობს და ძალიან მალე კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ჩემთვის ეს ძალიან შთამაგონებელი ეტაპია, რადგან მომავალში Muskus-ის გაფართოებას საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც ვგეგმავთ.

 

 

რას პოულობს მომხმარებელი Muskus-ში ისეთს, რასაც სხვა სივრცეებში ვერ შეხვდება და როგორ არჩევთ Muskus-ში წარმოდგენილ არომატებს?

Muskus-ში ადამიანი იღებს არა უბრალოდ კონსულტაციას, არამედ ნამდვილ გაცნობას ნიშური პარფიუმერიის სამყაროსთან. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ემოციებს, ატმოსფეროსა და ინდივიდუალურ შერჩევას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არომატი იწვევდეს გრძნობებს და მეხსიერებაში რჩებოდეს. ამიტომ არასოდეს ვირჩევ პარფიუმს მხოლოდ ბრენდის პოპულარობის მიხედვით. Muskus-ში თითოეული არომატი პირად აღქმას გადის: ვფიქრობ მის ხასიათზე, განწყობაზე, ესთეტიკაზე და იმ ისტორიაზე, რომელსაც ის ჰყვება. ჩვენთან წარმოდგენილია არომატები, რომლებიც იშვიათად გვხვდება ჩვეულებრივ კომერციულ პარფიუმერიაში. ბევრი სტუმარი ამბობს, რომ პარფიუმერიის შეგრძნებას პირველად სწორედ Muskus-ის გაცნობის შემდეგ იწყებს.

 

 

რა გამოარჩევს Muskus-ს სხვა პარფიუმერული სივრცეებისგან?

ალბათ გულწრფელობა და ატმოსფერო. Muskus ძალიან პირადი პროექტია, რომელშიც ბევრი სულია ჩადებული. აქ არ იგრძნობა „მაღაზიის“ განცდა, სადაც უბრალოდ რაღაცის გაყიდვა სურთ.ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ადამიანს შეუძლია მოდუნდეს, მშვიდად გაეცნოს არომატებს, დალიოს ყავა, ისაუბროს გემოვნებაზე, განწყობაზე და მოგონებებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი წავიდეს არა მხოლოდ სურნელით, არამედ ემოციითაც.ასევე გამოგვარჩევს სივრცის ესთეტიკა — მშვიდი, დახვეწილი, quiet luxury-ის სტილში. ყოველთვის მინდოდა, რომ Muskus გემოვნებასთან ასოცირებულიყო და არა გამომწვევ ფუფუნებასთან.

 

 რა ტიპის პარფიუმერიაზეა ორიენტირებული Muskus?

უპირველეს ყოვლისა — ნიშურ და სელექტიურ პარფიუმერიაზე. ჩვენ გვაინტერესებს რთული, ხასიათიანი, მრავალშრიანი კომპოზიციები, რომლებსაც საკუთარი ხელწერა და ინდივიდუალობა აქვთ.გვიყვარს არომატები ისტორიით, ლამაზი იდეითა და ემოციით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ბრენდების რაოდენობა, არამედ მათი ღირებულება და უნიკალურობა.

 

 

 რას ისურვებდით, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად დაამახსოვრდეთ თქვენს სივრცეზე?

მინდა, რომ ადამიანებს ემოცია დაამახსოვრდეთ. რომ Muskus ასოცირდებოდეს ლამაზ მდგომარეობასთან, სიმყუდროვესთან, ესთეტიკასთან და დეტალებისადმი ყურადღებასთან.ხანდახან ადამიანებს ავიწყდებათ არომატის სახელი, მაგრამ ახსოვთ ემოცია, რომელიც ამ სივრცეში განიცადეს. ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია.

 

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სივრცის ატმოსფერო და ვიზუალური ესთეტიკა?

ეს Muskus-ის ერთ-ერთი საფუძველია. მე ვფიქრობ, რომ პრემიუმ გამოცდილება დეტალებისგან შედგება: განათება, მუსიკა, ტექსტურები, ფერები, შეფუთვა და არომატის წარდგენა.მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც ადამიანს ლამაზად და მშვიდად ყოფნა მოუნდებოდა. რომ ყველაფერი ესთეტიკური ყოფილიყო, თუმცა გადატვირთული არა. ძალიან მიყვარს quiet luxury-ის სტილი — მშვიდი, ინტელიგენტური ფუფუნება ზედმეტი ხმაურის გარეშე. ეს ფილოსოფია ძლიერ აისახება Muskus-ში.

 

რას ნიშნავს თქვენთვის პრემიუმ პარფიუმერია?

ჩემთვის პრემიუმ პარფიუმერია არ ნიშნავს ფასს ან ბრენდის ხმაურიან სახელს. ეს ემოციის ხარისხზეა. ნამდვილი პრემიუმ არომატი არის მაშინ, როცა კომპოზიცია გრძნობას იწვევს, ლამაზად იხსნება კანზე, მეხსიერებაში კვალს ტოვებს და ადამიანის ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. ეს არის ხელოვნება, რომელსაც საკუთარ თავზე ატარებ.

 

 

 გეგმავთ თუ არა ბრენდის გაფართოებას ან ახალი მიმართულებების დამატებას?

დიახ, რა თქმა უნდა. Muskus-ს განვითარების დიდი გეგმები აქვს. მინდა, რომ ეს სრულფასოვან lifestyle-სივრცედ იქცეს, რომელიც ესთეტიკასთან, არომატებთან და ლამაზ ემოციებთან იქნება დაკავშირებული.ჩვენ განვიხილავთ ღონისძიებების ახალ ფორმატებს, პარფიუმერულ ვახშმებს, დახურულ დეგუსტაციებს, კოლაბორაციებს და ბრენდის საკუთარი ამოსაცნობი სტილის განვითარებას.

 

 არის თუ არა არომატი ან კოლექცია, რომლის შექმნაზეც მომავალში ფიქრობთ?

დიახ, ეს იდეა ჩემთვის ძალიან ახლობელია. მსურს, ერთ დღეს შევქმნა საკუთარი არომატების კოლექცია, რომელიც მოგზაურობებით, ემოციებითა და ქალის მდგომარეობებით იქნება შთაგონებული.მე მიყვარს არომატები, რომლებიც ძვირადღირებულად, მგრძნობიარედ და ატმოსფერულად ჟღერს — არა ზედმეტად ხმამაღლა, მაგრამ ისე, რომ მათი დამახსოვრება მოგინდეს. ვფიქრობ, თუ Muskus ოდესმე საკუთარ კოლექციას გამოუშვებს, ის სწორედ ასეთი იქნება.

 

 

ტექსტი: ქეთევან შარაშენიძე

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

March 8, 2026
#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

August 24, 2021
#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

October 11, 2022
#OK!  შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

#OK! შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

May 27, 2023

კვირის ჰიტები

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

September 23, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები