• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! როცა პროფესია სხვა ადამიანების განვითარებას ემსახურება ლიკა ოხანაშვილის წარმატების ამბავი

July 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

იყო წარმატებული საკუთარ პროფესიაში, მართლაც დასაფასებელია, თუმცა შეგეძლოს სხვა ადამიანების პოტენციალის დანახვა, კიდევ უფრო მეტად ღირებულს ხდის შენს საქმიანობას. დღევანდელი ჩემი რესპონდენტისთვის ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა უდიდესი პასუხისმგებლობა და პროფესიული არჩევანია. სწორედ ამ ღირებულებებს აერთიანებს ლიკა ოხანაშვილის კომპანია Key Consulting, რომლის პროექტები დღეს უკვე ასობით ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას ემსახურება.  Forbes Georgia-ს Under 30-ის ორგზის გამარჯვებული გვიამბობს საკუთარ გზაზე, Key Consulting-ის საქმიანობასა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც მის ყოველდღიურ მოტივაციას განსაზღვრავს.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანების მხარდაჭერას და მათ განვითარებაში წვლილის შეტანას. პროფესიული არჩევანიც სწორედ ამ სურვილმა განსაზღვრა. მინდოდა ჩემი საქმიანობით დავხმარებოდი ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და თვითგანვითარებაში. როდესაც აცნობიერებ, რომ შენი საქმიანობა გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე და მათ უკეთესი მომავლის შექმნაში ეხმარება, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა და ამავე დროს დიდი მოტივაციაც.

 

 

გვესაუბრეთ Key Consulting-ის მიმართულებებზე…

Key Consulting რამდენიმე ძირითად და ქვემიმართულებას აერთიანებს. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლების სფეროს წარმომადგენლების პროფესიული მხარდაჭერა და განვითარებაა. პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლების პროფესიულ ზრდაზეც.

ასევე, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „ლიდერთა სკოლას“, რომელიც მოზარდებს ლიდერული უნარების განვითარებასა და პიროვნულ ზრდაში ეხმარება.

გარდა ამისა, Key Consulting-ის შემადგენლობაში შედის გლობალური განათლება – საერთაშორისო ასოციაცია, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივას ვახორციელებთ.

როგორ ეხმარება Key Consulting სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს განვითარებაში?

განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ვქმნით სივრცეს, სადაც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის აღმოჩენაში, ასევე პროფესიულ განვითარებაში ვეხმარებით. სწორედ ამ მიზნით ვახორციელებთ მრავალ მნიშვნელოვან პროექტს – ტრენინგებს, ვორქშოპებს, კონფერენციებს, სამიტებსა და ფორუმებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„ლიდერთა სკოლის“ მთავარი მიზანია, მოზარდები ჩამოყალიბდნენ ლიდერებად და ამავდროულად ისწავლონ საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოყენება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ მისი ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარებაც. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ აქტიურად. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი მოზარდის ჩართულობასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ვგეგმავთ, რადგან გვჯერა, რომ სწორედ მომავალი თაობა ქმნის ქვეყნის მომავალს.

რაც შეეხება ჩვენს ახალ მიმართულებას – სილამაზის ინდუსტრიას, პირველ რიგში სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებისგან დავინახეთ დიდი ინტერესი და განვითარების სურვილი. ამის საფუძველზე შევქმენით სილამაზის ინდუსტრიის პროფესიონალთა ასოციაცია, რომლის მიზანია დარგის წარმომადგენლების პროფესიული გაძლიერება და ლიდერებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ვფიქრობ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ლიდერული უნარების განვითარება, რადგან ეს ზრდის ნდობასა და ავტორიტეტს საკუთარ სფეროში. ჩვენი შეხვედრები სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ ადამიანებმა დაინახონ შესაძლებლობები, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ არ ჰქონდეთ აღმოჩენილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი აუდიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი ორგანიზაცია ან ბიზნესი აქვს, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ მენეჯერული უნარების განვითარებაზეც. ამასთანავე, ჩვენი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეთვორქინგის მიმართულებით – ვეხმარებით ადამიანებს საკუთარი საქმიანობის წარმოჩენასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაში.

 

 

Forbes Georgia-ს Under 30-ში მოხვედრა მნიშვნელოვანი აღიარებაა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ორჯერ გავიმარჯვე – 2018 და 2019 წელს. ეს აღიარება ჩემთვის, პირველ რიგში, დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და ჩემი საქმიანობის გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე კიდევ უფრო მასშტაბური იყოს.

როდესაც ხედავ, რომ შენი შრომა, იდეები და საქმიანობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, ეს არა მხოლოდ წარმატებაა, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაც, რომელიც მუდმივი განვითარებისკენ გიბიძგებს.

ლიკა, როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

ჩემი აზრით, წარმატება მიზანდასახულობის, შრომისა და მოთმინების ერთობლიობაა. ადამიანები ხშირად მხოლოდ საბოლოო შედეგს ხედავენ, თუმცა მის უკან დგას დიდი შრომა, არაერთი სირთულე და ხშირად იმედგაცრუებაც.

წარმატება მაშინ მოდის, როდესაც არ ნებდები, არ ჩერდები და შეუპოვრად აგრძელებ მოძრაობას საკუთარი მიზნებისკენ. და რა თქმა უნდა, უფლის ნების გარეშე არაფერი გამოვა. ყოველთვის ვგრძნობ ღმერთის მხარდაჭერას.

 

როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას მუდმივი განვითარების პროცესში?

ჩემი მთავარი მოტივაცია ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი სერვისებით სარგებლობენ. მათი წარმატება და პოზიტიური უკუკავშირი უდიდეს ძალას მაძლევს. როდესაც ვხედავ, რომ ჩემი საქმიანობით ადამიანებს რეალურად ვეხმარები, ეს მაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. განსაკუთრებით შთამაგონებელია იმ ადამიანების წარმატება, რომელთა განვითარებაშიც ჩვენი ორგანიზაციის წვლილი დევს. სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია.

ამასთანავე, მიმაჩნია, როდესაც მიღწეული შედეგით კმაყოფილდები, შემდეგ უკვე ვეღარ ვითარდები, ამიტომაც ვცდილობ, რომ უფრო მეტი ვისწავლო, განვვითარდე და შევქმნა.

სამომავლო გეგმები

მიმაჩნია, რომ განათლება ის ძალაა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების გარდაქმნა. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ვცდილობთ შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო პროექტები და შეხვედრები, რომლებიც საზოგადოებას განვითარების, ცნობიერების ამაღლებისა და უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად აქტიურად ვაგრძელებთ კორპორაციული მომსახურების მიმართულებასაც, რომელიც კომპანიების განვითარებასა და თანამშრომლების პროფესიულ ზრდას ემსახურება.

ყველა მიმართულებით არაერთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტს ვგეგმავთ, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანების განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნაა.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები