• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ლიკა ჭკუასელის არაჩვეულებრივი გამოფენა

May 2, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ხელოვნების კონსულტანტ ლიკა ჭკუასელს. ბოლო წლებში ლიკას თანამონაწილეობით კერძო კოლექციებში დაგროვილმა განსხვავებული ეპოქების სხვადასხვა მედიუმში შესრულებულმა ხელოვნების ნიმუშებმა შთააგონა, გაეკეთებინა გამოფენა ეროვნულ გალერეაში, სადაც საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს წარმოუდგენს ფართო საზოგადოებას. ექსპონატების გარკვეული ნაწილი პირველად იქნება გამოფენილი ქართველი დამთვალიერებლებისთვის. გამოფენის შესახებ სასაუბროდ თავად იდეის ავტორს ვეწვიეთ. გთავაზობთ ლიკასთან ინტერვიუს.

ლიკა, მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე.

მე ვარ არტკონსულტანტი, კოლექციონერების პირადი მრჩეველი კოლექციის შენების პროცესში. მაგისტრატურა ლონდონში დავამთავრე, კულტურის მენეჯმენტის განხრით. ამჟამად BTU-ში ვასწავლი კულტურის პოლიტიკასა და მენეჯმენტს. გარდა ამისა, ვარ „ქუნსთჰალე თბილისის“ თანადამფუძნებელი ირინა პოპიაშვილთან ერთად. „ქუნსთჰალე თბილისი“ მოძრავი საგამოფენო სივრცეა და ირინას კურატორობით უცხოელი და ქართველი არტისტების გამოფენებს სთავაზობს ქართველ დამთვალიერებელს.

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ იმისათვის, რათა გახდე კოლექციონერი, დიდი ფინანსებია საჭირო. გვითხარით, რა უნდა იცოდეს დამწყებმა კოლექციონერმა ხელოვნების ნიმუშების შეგროვების დაწყებამდე?

ნამდვილად არ არის საჭირო იყვნენ მდიდარი, რომ კოლექცია ჰქონდეთ. ყველანაირი ბიუჯეტით არის შესაძლებელი შეიქმნას საინტერესო კოლექცია. მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა, ინფორმაციის ხშირი მიღება ამ დარგში, ცოდნის გაღრმავება, გამოფენებზე, არტბაზრობებზე ხშირი სიარული, ხელოვანთა გაცნობა და მათთან კომუნიკაცია.

დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია კოლექციის მიზნის განსაზღვრა, მიზნის ჩამოყალიბება: ინტერიერისთვის ვაგროვებთ, ხელოვნების სფეროს განვითარებაში ხელის შესაწყობად, სამომავლო ინვესტიციისთვის თუ მაგალითად, მომავალში კერძო მუზეუმის გასაკეთებლად. მიზანი და მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრნაირი. პროცესი ერთნაირად საინტერესო და შემეცნებითია. თუ თავიდანვე განისაზღვრება ბიუჯეტი, მარტივია ადამიანი ჩამოყალიბდეს, სად და როგორ მოიძიოს ნიმუშები.

თბილისი ბოლო დროს საკმაოდ მრავალფეროვან სახელოვნებო სცენას გვთავაზობს. გაჩნდა ბევრი თანამედროვე ხელოვნების კერძო გალერეა, სადაც შეძლებთ ახალგაზრდა არტისტების აღმოჩენას და გამოფენების დატვირთული პროგრამის მეშვეობით მათი კარიერისთვის თვალყურის დევნებას. ასევე, ყოველწლიურად ტარდება თბილისის არტბაზრობა, რომელიც ლოკალური გალერეების გარდა წარმოგვიდგენს საერთაშორისო გალერეებს და არტისტებს. გარდა ამისა, ტარდება „ოქსიჯენ ბიენალე“, რომელიც საინტერესო კურატორების ხედვით მოწყობილ აქტუალური და მნიშვნელოვანი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას გვთავაზობს. მოგზაურობისას მუზეუმებში და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებში გარკვევა, ხელოვნების მსოფლიო ისტორიის გაცნობა ძალიან გვეხმარება ხელოვნების აღქმაში, რაც კოლექციონერობისთვის აუცილებელია.

ლიკა, როგორ გაჩნდა ეროვნულ გალერეაში გამოფენის მოწყობის იდეა?

ბოლო წლებში კერძო კოლექციების ფარგლებში იმდენი სხვადასხვა ეპოქის მნიშვნელოვანი ნამუშევარი შეგროვდა, რომ მომინდა ისინი ერთად, ერთ სივრცეში შემეკრიბა და წარმედგინა საზოგადოებისთვის. ზოგადად, ხელოვნება ეპოქის ამბავს, იმ გარემოს შესახებ ისტორიას ჰყვება, რომელშიც ხელოვანი არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ეპოქის ხელოვნება იყოს წარმოდგენილი მუზეუმში. ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ეროვნულ გალერეაში ამდენი ეპოქის ასეთი მნიშვნელოვანი ხელოვნების ჩვენება ხაზს უსვამს არარსებული მუზეუმის საჭიროებას და ერთგვარ მოდელს წარმოგვიდგენს, თუ როგორი უნდა იყოს ის. საბედნიეროდ, კერძო კოლექციონერთა მეშვეობით ხდება სხვადასხვა ეპოქის ნამუშევრების შესყიდვა, შენახვა, გადარჩენა, წლების წინ ქვეყნიდან გასული ნამუშევრების დაბრუნება და მემკვიდრეობის შენარჩუნება. აქ არის როგორც საბჭოთა დროის, ასევე პოსტსაბჭოთა და თანამედროვე ეპოქის ნამუშევრები. შეგროვდა ძვირფასი კოლექცია, რომელიც აუცილებელია ფართო საზოგადოებამაც იხილოს. სასიხარულოა ის, რომ პირველად მოხდება კერძო კოლექციების ასე მასშტაბურად წარმოდგენა და ასევე, ქართულ მუზეუმში პირველად არ იქნება მხოლოდ ფრაგმენტულად ნაჩვენები ხელოვნების ისტორია. ამ გამოფენაზე ბევრი, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე პერიოდის ნამუშევრების გაერთიანება და ერთმანეთთან დიალოგი შედგება.

რომელი მხატვრების ტილოები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე?

ძალიან ბევრი მხატვრის ნამუშევრებია. ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს შესრულებული დიდი აბსტრაქტული ტილოები პირველად გამოიფინება ჩვენს ქალაქში. კერძო კოლექციონერთა ჩართულობით მოხერხდა მათი შეძენა და საქართველოში დაბრუნება. ძალიან საინტერესოა, რომ ვერა ფაღავა − გასულ საუკუნეში მოღვაწე ფერმწერი, იფინება რამდენიმე თანამედროვე ხელოვანთან ერთად, კერძოდ − ფოტოგრაფ დათო მესხის, მოქანდაკე გიორგი ხანიაშვილისა და ნინო ქვრივიშვილის ნამუშევრებთან ერთად.

გვექნება კარლო კაჭარავას უკანასკნელი ნამუშევარი, რომელზეც მხატვარი თავისი ცხოვრების ბოლო პერიოდში მუშაობდა, და რომელიც 30 წელია არ გამოფენილა, ახლა კი პირველად ნახავენ დამთვალიერებლები. ასევე იქნება 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში შესრულებული, „მეათე სართულის ჯგუფად“ წოდებული ბევრი არტისტის − ლია შველიძის, მამუკა ცეცხლაძის, კოკა რამიშვილის, გია რიგვავას და ა.შ.  ნამუშევრები. გარდა ამისა, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, მაია ნავერიანის, თამარ ნადირაძის და სხვა ბევრი ძალიან საინტერესო არტისტის ნამუშევრები.

როდის გაიხსნა გამოფენა?

27 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით იქნება გამოფენა, რომელსაც თან სდევს საჯარო საგანმანათლებლო პროგრამაც: ხელოვნებათმცოდნეები − მხატვრები და კურატორები გიდობას გავუწევთ დამთვალიერებლებს, იქნება თემატური ლექციები. 22 მაისს, გამოფენის ბოლო დღეს კი დაგეგმილი გვაქვს ხატვის დღე მუზეუმში. გასართობი აქტივობა როგორც პატარებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. 18 მაისს მუზეუმების ღამეა, ანუ მუზეუმი ღია იქნება ღამის 12 საათამდე. ძალიან სასიამოვნო და განსხვავებული გამოცდილებაა მუზეუმის ღამით დათვალიერება.

ლიკა, სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.

სულ მალე ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად საჯარო ხელოვნების ფონდს დავაარსებთ, რომლის ფუნქცია გულისხმობს ქალაქის ფარგლებში მუზეუმის გატანას. ანუ, ქალაქში მასობრივად, სხვადასხვა საჯარო ადგილას − პარკებში, სკვერებში, მეტროსადგურებში, კონკრეტულ ადგილებში მოხდება თანამედროვე ხელოვნების ამა თუ იმ მედიუმში შესრულებული ნამუშევრების წარმოდგენა. ამასთან ერთად ვქმნი ქალაქის საჯარო საგამოფენო სივრცის მოდელს და ვაგრძელებ კერძო კოლექციებზე აქტიურ მუშაობას.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

October 4, 2024
#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

April 7, 2026
#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

September 9, 2021
#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

October 1, 2026
#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

September 30, 2026
#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

September 29, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები