• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კულინარიული შეჯიბრი „ნიკორასთან“ ერთად

May 2, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ამჯერად, ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. ვინაიდან ნატო გელაშვილი შესანიშნავ კულინარად მიიჩნევა, გადავწყვიტეთ ამ თემაზე მის ვაჟებს გავსაუბრებოდით. შეჯიბრის ფარგლებში დაგეგმილი იყო ღვინისა და ლუდის დაფების მომზადება, მაგრამ ძმებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს − ეს ორი დავალება გააერთიანეს. დაფებისთვის ქართული პროდუქცია გამოიყენეს − „ნიკორასგან“.

დილის საუზმე:

(ლუკა):  საუზმეზე კვერცხი მიყვარს ძალიან და სხვათა შორის, შესანიშნავად ვწვავ − არც ვაშრობ და არც ძალიან სველია. ამასაც ცოდნა სჭირდება. შემწვარი სოსისიც ძალიან უხდება შემწვარ კვერცხს.

(გიორგი):  ნოყიერი საუზმე ძალიან გვიყვარს. სენდვიჩები ძეხვეულით ან შემწვარი სოსისი, „ყიყლიყოსთან“ ან შემწვარ კვერცხთან ერთად გადასარევია. ძალიან ხშირად ვყიდულობ „ნიკორას“ პროდუქტს – წლების გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საუკეთესო არჩევანია.

კულინარიასთან რამდენად ახლოს ხართ?

(გიორგი):  ჩვენი ბებიები საოცრად გემრიელ საკვებს ამზადებდნენ. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ კულინარიის ნიჭი გენეტიკურად მოგვდგამს. დედაც და მამაც ძალიან გემრიელად ამზადებენ. მე და ლუკას რაც შეგვეხება, ჭამა უზომოდ გვიყვარს და შესაბამისად, კეთებაც გვაინტერესებს.

(ლუკა):  ყველა ოჯახში ყველას ჰგონია, რომ თავისი ბებია, თავისი დედა ყველაზე კარგად ამზადებს. ჩვენც არ ვართ გამონაკლისები და ასევე მიგვაჩნია. ხომ ამბობენ, ქალებს უფრო ეხერხებათ მზადებაო, − ნატოს შესანიშნავი კერძების შესახებ ყველამ იცის. ახლა კი გეტყვით, რომ მამაჩემიც ძალიან კარგად ამზადებს. როცა რაიმე ჩვენი გასაკეთებელია, ვაღიარებ, იოლად გამოძრომა მიყვარს და ასეთ დროს „ნიკორას“ პროდუქტები ძალიან მეხმარება. ახლაც ნახავთ, როგორი გამოცდილი ვარ ლამაზი დაფების აწყობაში.

რამდენად ხშირად ტრიალებთ სამზარეულოში?

(ლუკა):  მე საკვების კეთება დიდად არ მიყვარს, უფრო დაგემოვნება მიზიდავს. გიოს კარგად გამოსდის და უყვარს კიდეც მზადების პროცესი. მზა საკვებს ხშირად ვიძენ. დავუშვათ, მეგობრებს ველი, ასეთ დროს ღვინის დაფას ან ლუდის დაფას დავალაგებ ხოლმე ლამაზად. ბოლო ხანებში ცალ-ცალკეც კი არ ვალაგებ − ვაერთიანებ და ასე უფრო მომწონს. სხვათა შორის, ყველას ძალიან უყვარს, როცა ასეთი დაფებით უმასპინძლდებიან.

(გიორგი):  ხშირად არა, მაგრამ როცა მოვინდომებ, კარგად ვამზადებ. აი, მაგალითად, ბურგერს ვამზადებ გადასარევად, თუმცა შემდეგ მთელი სამზარეულო ცხიმიანია.

უფრო ხორცი თუ ბოსტნეული?

(გიორგი):  მე ხორცი ძალიან მიყვარს. ბავშვობაში ასე არ ვიყავი, მაგრამ ბოლო პერიოდში თუ ხორცი არ მივირთვი, ვერ ვნაყრდები.

(ლუკა):  ჩემთვის რძის პროდუქტია უპირველესი.

ყველი მარილიანი თუ უმარილო?

(გიორგი):  კარგ გუდის ყველს რა სჯობს? რბილს და უმარილოს ვერ გეახლებით. სულგუნის კუთხეები ჩემია ხოლმე, გული − ლუკასი.

(ლუკა):  მე რბილი და უმარილო ყველი მიყვარს. ამიტომ გადანაწილებული გვაქვს.

„ჩიხირთმა თუ ბოზბაში“?

(ლუკა):  ნაბახუსევზე ჩიხირთმა არის ცხონება.

(გიორგი):  ჩემთვის − ხინკალი.

ის, რასაც გადასარევად ვამზადებ, არის…

(გიორგი):  აი, ახლა გავაკეთეთ გადასარევი დაფა ლუდისთვის. დაფების აწყობისას თანაპროდუქტებია ასევე მნიშვნელოვანი. ადამიანი თუ დაფას ამზადებს, გათვალისწინებული უნდა იყოს რა უხდება ღვინის და რა − ლუდის შემთხვევაში. ისე, სენდვიჩები და ბურგერი გამომდის კარგად. ვემზადები, რომ „ოსტრი“ გავაკეთო. განწყობას და მუზის მოსვლას ველი.

(ლუკა):  გიორგის გადასარევად გამოსდის პელმენისა და სოსისის მოხარშვა. საკითხის მარტივად გადასაჭრელად კი, როგორც უკვე გითხარით, „ნიკორას“ პროდუქცია ზედგამოჭრილია. სწრაფად მზადდება ასეთი დაფები.

უფრო ცხარე თუ უფრო ტკბილი?

(გიორგი):  საჭმელი ცხარე თუ არ არის, ვერ მივირთმევ. თუმცა, ტკბილეულიც მიყვარს.

(ლუკა):  ცხარე კერძები არ მიყვარს. დესერტიც მიყვარს, რა თქმა უნდა. ჭამას რაც ეხება, ყველაფერი გვიყვარს.

რომელ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?

(ლუკა):  მე ყველი ძალიან მიყვარს და შესაბამისად, უფრო იტალიურ სამზარეულოს ვანიჭებ უპირატესობას.

(გიორგი):  მე აზიური და ამერიკული სამზარეულოსკენ ვიხრები.

საქართველოდან რომ მივდიოდე, აუცილებლად წავიღებდი ქართულ…

(გიორგი):  კახურ შოთებს.

(ლუკა):  რძიან სულგუნს.

„კულინარიული შერკინების“ შედეგი ფოტოებზე კარგად ჩანს. ძმები ერთ რამეში ნამდვილად ერთსულოვანნი იყვნენ − ქართულ, ხარისხიან პროდუქტს ირჩევენ და საინტერესო კომბინაციას გვთავაზობენ.

დაფების ძირითადი ინგრედიენტებია ძეხვი „მონადირული“, „ბრაუნშვაიგური“ შავი წიწაკით, „სალიამი“, „სნეკვურსტი“, „ექსტრა“ და შაშხის ნაირსახეობა: „შეიკა პროშუტო“, ბეკონი − რა თქმა უნდა, „ნიკორას“ ბრენდის. თანაპროდუქტები − თქვენი გემოვნებით.

 

 

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026
#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! არკადია პალასი – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ავთენტიკურად ერთიანდება
Gastro

#OK! არკადია პალასი – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ავთენტიკურად ერთიანდება

July 16, 2026
#OK! „ამბაუ“ – ახალი სივრცე და კონცეფცია „ივენთ პალასის“ გუნდისგან
Gastro

#OK! „ამბაუ“ – ახალი სივრცე და კონცეფცია „ივენთ პალასის“ გუნდისგან

July 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

March 28, 2026
#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

March 16, 2022
#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

April 7, 2025
#OK! მოდის გაკვეთილი ირინა შეიკისგან: ფეხსაცმელი ცხოველის პრინტით, რომელიც ულტრათანამედროვედ შეგიძლიათ აქციოთ

#OK! მოდის გაკვეთილი ირინა შეიკისგან: ფეხსაცმელი ცხოველის პრინტით, რომელიც ულტრათანამედროვედ შეგიძლიათ აქციოთ

April 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

September 7, 2026
#OK! ელისაბედ II – მონარქი, რომელმაც ეპოქა შექმნა

#OK! ელისაბედ II – მონარქი, რომელმაც ეპოქა შექმნა

September 8, 2026
#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

September 7, 2026
#OK! ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე – ლევან კოღუაშვილის „გურია“ მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება

#OK! ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე – ლევან კოღუაშვილის „გურია“ მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება

September 9, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები