• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სახელმწიფო სამსახურში არაკეთილსინდისიერი ქმედებების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პრინცი, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორი თითქმის 12-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს – ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

სამეფო ოჯახის წევრის დაკავება ტემზის ველის პოლიციამ (Thames Valley Police) განახორციელა. სამართალდამცავების განცხადებაში წერია, რომ 19 თებერვალს, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ეჭვით, ნორფოლკში მცხოვრები 66 წლის მამაკაცი აიყვანეს. ცნობისთვის, 19 თებერვალი ყოფილი პრინცის დაბადების დღეა.

 

 

„გამოძიების ფარგლებში, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამო დავაკავეთ მამაკაცი ნორფოლკიდან. ჩხრეკა მიმდინარეობს ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. მამაკაცი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. მის ვინაობას ეროვნული რეკომენდაციების თანახმად, არ დავასახელებთ. ეს საქმე ამჟამად აქტიურია, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ნებისმიერი პუბლიკაციის მიმართ, რათა სასამართლოს უპატივცემულობა თავიდან აიცილოთ“, – ვკითხულობთ ტემზის ველის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის უფროსის თანაშემწემ, ოლივერ რაიტმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიება გარემოებათა „საგულდაგულო შეფასების“ შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, სამართალდამცავებს გაცნობიერებული აქვთ საქმის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესი და პირობას დებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 თებერვალს დილით, ნორფოლკში მდებარე სანდრინგემის მამულთან, სადაც ენდრიუ ვინძორი რეზიდენციის დატოვების შემდეგ ცხოვრობს, პოლიციის ავტომობილები შენიშნეს.

ეს ყოფილი პრინცის დაკავების პირველი შემთხვევა იყო იმ მრავალწლიანი ბრალდებების ფონზე, რომლებიც ჯეფრი ეპშტეინთან კავშირებს ეხება.  ყოფილი პრინცი აქამდე ყოველგვარ სამართალდარღვევას უარყოფდა. პოლიციის ცნობით, გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

ენდრიუ და ეპშტეინის საქმე

2022 წლის იანვარში, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირებისა და აშშ-ში აღძრული სამოქალაქო სარჩელის გამო აგორებული სკანდალების შემდეგ, დედოფალმა ელისაბედ II-მ პრინც ენდრიუს სამხედრო ტიტულები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლობის უფლება ჩამოართვა. ის აღარ იყენებს ტიტულს „მისი სამეფო უდიდებულესობა“ და მას შემდეგ ყოფილ პრინცად ითვლება.

2025 წელს ცნობილი გახდა, რომ მეფე ჩარლზ III-მ თავის უმცროს ძმას, ყოფილ პრინც ენდრიუს, ბოლო სამეფო საპატიო წოდებებიც ოფიციალურად ჩამოართვა.

მეფე ჩარლზ III-მ თავისი ძმისა და ყოფილი პრინცის, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორის დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელა:
“ღრმა შეშფოთებით შევიტყვე ამბავი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორისა და საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენების ეჭვის შესახებ. ახლა დაიწყება სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ საკითხის სათანადო გამოძიება შესაბამისი ორგანოების მიერ. ამ მხრივ, როგორც უკვე ნათქვამი მაქვს, მათ ჩვენი სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აქვთ.” – განაცხადა მეფე ჩარლზ III-მ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! მეფე ჩარლზ მესამემ უმცროს ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვა და სასახლიდან გააძევა

 

გაიგე მეტი: ენდრიუ მაუნტბეტენ–უინძორიმეფე ჩარლზ IIIოლივერ რაიტი

ასევე გაეცანი

#OK! ბათუმი ქალთა ბიზნესსაზოგადოების მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს
OK! News

#OK! ბათუმი ქალთა ბიზნესსაზოგადოების მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს

November 17, 2026
#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?
OK! News

#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?

November 13, 2026
#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება
OK! News

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება – როგორ ცხოვრობს მსახიობი დემენციასთან ერთად
OK! News

#OK! ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება – როგორ ცხოვრობს მსახიობი დემენციასთან ერთად

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

July 27, 2026
#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

June 28, 2024
#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

November 16, 2022
#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

September 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

November 20, 2026
#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები