• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება – „ტყუპების საღვინე სახლი“ ნაფარეულში

February 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ლანა ოსიშვილი – „ტყუპების საღვინე სახლის“ მარკეტინგის და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

როგორია „ტყუპების საღვინე სახლის“ ისტორია?

„ტყუპების საღვინე სახლი“ კახეთში, ნაფარეულში მდებარეობს. ის, რაც თავიდანვე მინდა აღვნიშნო – კომპანია პირველია ქვევრის ღვინის წარმოებასა და პოპულარიზაციაში, რომელიც მეღვინეობასთან ერთად სტუმარმასპინძლობის ტრადიციასაც წარმატებით ითავსებს და აქ ჩამოსულ სტუმრებს მყუდრო, კომფორტულ გარემოში განთავსებას, ასევე გემრიელ კულინარიულ აქტივობებში ჩართვას სთავაზობს.

25 წლის წინ დაწყებული ისტორია დღემდე ინარჩუნებს ავთენტურობას და ოჯახურ, ტრადიციულ ფასეულობებზე დგას. როგორც ცნობილია,  გამტკიცულაშვილების ოჯახის წინაპრები სულ მცირე,  მე-19 საუკუნიდან მისდევდნენ მეღვინეობას. 1997 წელს ტყუპმა ძმებმა, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა საოჯახო ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს და მეცნიერულად შეუდგნენ ღვინის დაყენების ხელოვნებას. აქედან მოყოლებული, „ტყუპების საღვინე სახლი“ უწყვეტად ქმნის ქვევრის ბრენდულ ღვინოს, ამასთან, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.

რატომ ქვევრი და ქვევრის ღვინო?

შესაძლოა ითქვას, რომ ქვევრი და ქვევრის ღვინო კომპანიის მთავარი სავიზიტო ბარათია. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ქვევრსა და ღვინოსთან დაკავშირებული საინტერესო ექსპონატები, თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით კი მათი ისტორია იქვე, მონიტორზეა გამოტანილი და გაცოცხლებული.

მუზეუმი 5 საგამოფენო სივრცისგან შედგება. საინფორმაციო ტური იწყება ქვევრის 8-მეტრიან მონუმენტთან და ტურის მსვლელობისას მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დატვირთულ სივრცეებს გაივლით, მათ შორისაა „გაჭრილი ქვევრების“ სივრცე, რომელზეც ინტელექტუალურ საკუთრებას ვფლობთ. „გაჭრილ ქვევრებზე“ დაკვირვება შესაძლებლობას იძლევა, თვალი ვადევნოთ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესს. რაც შეეხება ტურის დასასრულს – განახლებულია ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც ქვევრის ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინო.

გვიამბეთ ღვინის წარმოებისა და ტექნოლოგიის შესახებ

მეღვინეობის ტერიტორიაზე 135 ქვევრი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია ის, რომ ეს ქვევრები მაღალი ხარისხისაა, 10-მდე ქვევრი ჩვენი წინაპრების დანატოვარია, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. ქვევრების უმეტესი ნაწილი კი 1980-იან წლებშია დამზადებული. ამ ქვევრებზე ნახავთ კონკრეტულად იმ ოსტატების ხელმოწერას, თუ ვის მიერ და როდის არის დამზადებული. აღნიშნულმა  ფაქტორმა შესაძლებლობა მოგვცა, გვეწარმოებინა ხარისხიანი ღვინო ასევე მაღალი ხარისხის ქვევრებში.

„ტყუპების“ მეღვინეობა მოიცავს 17 ჰა ვენახს, მათ შორის 2,5 ჰა ბიოვენახს.

თუკი სადმე შეგხვდათ ღვინის ბოთლები წარწერით: „ქვევრის მზე“, „თავანკარა“, „თვინსი“, „ფირუზი“, გაიხსენეთ,  ეს „ტყუპების საღვინე სახლის“ მოფრთხილებით, მოფერებით შექმნილი პროდუქტია.

საკუთარ ვენახებში მოკრეფილი, ქვევრებში დაღვინებული პროდუქცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იწონებს თავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საექსპორტო ქვეყნების სწორად განსაზღვრა და თავისთავად, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია კომპანიისთვის. წარმოდგენილი ვართ ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვედეთი, საფრანგეთი და გერმანია. ასევე, გვყავს პარტნიორები ამერიკაში, სადაც შევძელით და უცხოელებს ქვევრის ღვინო შევაყვარეთ. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ჩვენი კომპანიის ქვევრის ღვინოზე.

სასიხარულოა ის, რომ „ტყუპების“ ღვინო გააქტიურდა  საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებზე. ერთ-ერთი ბოლო წარმატება „დეკანტერის“ ცნობილი კონკურსი იყო, სადაც პირველად ვმონაწილეობდით მხოლოდ ერთი ღვინით – „ქვევრის მზე“ კახური მწვანე, რომელმაც ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ტყუპების საღვინე სახლი“ გარდა ღვინის წარმოებისა, წარმოადგენს სასტუმრო კომპლექსს. რას სთავაზობს სასტუმრო დამსვენებლებს?

გარდა მეღვინეობისა, „ტყუპების საღვინე სახლი“ ფლობს 30-ნომრიან სასტუმროს ღია აუზით და საუნით. ასევე, გვაქვს სარესტორნო სივრცეები სხვადასხვა ღონისძიებისთვის. მენიუ და მასპინძლობის კონცეფცია სრულად დგას ოჯახურ ფასეულობებზე,  ჩვენთვის უმთავრესია სტუმარი, რომელსაც განსაკუთრებულ ემოციებსა და მოგონებებს ვჩუქნით.

ერთ-ერთი ყველაზე მოსაწონი და სასიხარულო სტუმრებისთვის გემრიელ მასტერკლასებში ჩართულობაა, სადაც შესაძლებლობა აქვთ, თავად გამოაცხონ ხაჭაპური, ამოავლონ ჩურჩხელა, მოახვიონ ხინკალი, დააცხონ პური თონეში და გემრიელი, არომატული ჭაჭის გამოხდაშიც მიიღონ მონაწილეობა.

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ?

მთავარი, რაც „ტყუპების საღვინე სახლს“ ამ სფეროში გამოარჩევს, არის  შენარჩუნებული კულტურა და ტრადიციები როგორც მეღვინეობის, ასევე სტუმარმასპინძლობის კუთხით. პრიორიტეტია სტუმარი და ის, რომ სტუმარს გავუზიაროთ, გავაცნოთ  და გადავცეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ღირებულებები და ფასეულობები.

ასევე, კომპანიის დამფუძნებლები არა მხოლოდ საკუთარ წიგნიერებაზე ფიქრობენ ღვინის დაყენების კუთხით, არამედ ზოგადი ცნობიერების ამაღლებაც სურთ, რათა უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანონ ცოდნა და გამოცდილება.

სწორედ ამ მიზნით, დამფუძნებლებმა მარნის ბაზაზე პროფესიული მომზადების პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც ქვევრისა და ქვევრის ღვინის სპეციალისტებს მოამზადებს. პროგრამის მიზანი კი უფრო მასშტაბურია და ორიენტირებულია შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ საგანმანათლებლო პროგრამაზე  მუშაობა დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭომ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიის სწავლების უფლება მოგვანიჭა. პროგრამა ხელს შეუწყობს ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებისა და ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის გაზრდას.

როგორია „ტყუპების საღვინე სახლის“ სამომავლო გეგმები?

2023 წელი შემართებით დავიწყეთ და პირველი გამოწვევაც მივიღეთ. თებერვალში საქართველოს წარმოვადგენთ საფრანგეთში, Angers Wine Fair-ზე, სადაც ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი გია გამტკიცულაშვილი სპეციალური მიწვევით  წაიკითხავს ლექციას ქვევრსა და ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე. გამოფენის შემდეგ საქართველოში ველოდებით ფრანგ მეღვინეებს, რომლებიც უკვე ადგილზე, ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლში“ გაეცნობიან ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.

მინდა აღვნიშნო, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელიც კომპანიის მომავალს ქმნის, გააზრებული და გამოცდილებაზე,  ცოდნაზე დაფუძნებულია. განვითარება არის ის მთავარი და ღირებული რამ, რისთვისაც გუნდის თითოეული წევრი აქტიურად, თავდადებით და, რაც მთავარია, საქმისადმი დიდი სიყვარულით შრომობს.

მთლიანად ამ საქმიანობის მოტივი ღვინის, ვაზის კულტის, ქართული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის სიყვარულია. ღვინოს ძალიან დიდი ადგილი უკავია კაცობრიობის ისტორიაში, საქართველოში კი განსაკუთრებით, რადგან სწორედ აქ არის აღმოჩენილი ღვინის პირველი ჩანასახები. ის, რომ საქართველო ამ კულტურის სამშობლოა, კარგად გვაქვს გააზრებული და სამეცნიერო ცოდნით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და მოტივაციით, გუნდის წევრებთან ერთად, სულსა და გულს ვდებთ ჩვენს საქმეში. გვინდა ჩვენმა წარმოებამ გაამართლოს ყველასთვის ცნობილი ფრაზა – in vino veritas!

ასევე გაეცანი

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის
Gastro

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის
Gastro

#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის

March 11, 2023
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

March 11, 2023
#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი
Gastro

#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

March 11, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ლისი ტოპოგრაფი – გამორჩეული ახალი უბანი ლისის ტბის ნაპირთან

#OK! ლისი ტოპოგრაფი – გამორჩეული ახალი უბანი ლისის ტბის ნაპირთან

September 30, 2021
#OK! ოლივია კულპო 30 წლის გახდა – “მის სამყარო 2012”-ის გამორჩეული “სთრით სთაილ” მომენტები

#OK! ოლივია კულპო 30 წლის გახდა – “მის სამყარო 2012”-ის გამორჩეული “სთრით სთაილ” მომენტები

May 8, 2022
#OK! 3 რეცეპტი ქეთი ბაქრაძესგან

#OK! 3 რეცეპტი ქეთი ბაქრაძესგან

March 6, 2022
#OK! 90-იანების სუპერმოდელი ჰელენა კრისტენსენი Tribeca Ball-ს დაესწრო

#OK! 90-იანების სუპერმოდელი ჰელენა კრისტენსენი Tribeca Ball-ს დაესწრო

April 20, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სელენა გომესი საქორწილო კაბაში – კადრები, რომლებიც ინტერნეტს იპყრობს

#OK! სელენა გომესი საქორწილო კაბაში – კადრები, რომლებიც ინტერნეტს იპყრობს

March 22, 2023
#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

March 23, 2023
#OK! ჰეიდი კლუმი Vogue Greece-ის გარეკანზე – სუპერმოდელის ფოტოსესია 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით

#OK! ჰეიდი კლუმი Vogue Greece-ის გარეკანზე – სუპერმოდელის ფოტოსესია 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით

March 21, 2023
#OK! ემილი რატაკოვსკის იშვიათი გამოჩენა 2 წლის ვაჟთან, სილვესტერთან ერთად

#OK! ემილი რატაკოვსკის იშვიათი გამოჩენა 2 წლის ვაჟთან, სილვესტერთან ერთად

March 23, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×